ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » გალის პროცესი - არც შედეგი და არც პირიქით.
10:24
გალის პროცესი - არც შედეგი და არც პირიქით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის მე-17 შეხვედრა გუშინ გალში გაიმართა.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის მე-17 შეხვედრა გუშინ გალში გაიმართა.

მოლაპარაკებაზე დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კვლავ წამოწიეს გასულ წელს დაკავებული თურქული გემის და მისი ტვირთის დაბრუნების საკითხი.

ამასთან, ისინი აპროტესტებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი საქართველოს მიმართვას აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის არდაშვების შესახებ. რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნებს, ამის შესახებ "24 საათს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია: "ჩვენ, პირველ რიგში, რუსების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის ფაქტები დავაყენეთ.

კერძოდ, აპრილში რუსებმა ვერტმფრენითა და სანაპირო დაცვის კატერებით გამყოფი ხაზი გადმოკვეთეს.

გარდა ამისა, გალის რაიონში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე გავამახვილეთ ყურადღება და მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა მოვითხოვეთ.” ამავე დროს, ქართული მხარე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას და ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმას აპროტესტებს.

მიუხედავად იმისა, რომ გალში მიმდინარე შეხვედრების შემდეგ კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე საუბარი არ არის, შოთა უტიაშვილი აცხადებს: "შეხვედრას შედეგიანად ან უშედეგოდ ვერ შეაფასებ, რადგან ეს მუდმივი დისკუსიაა, რომელიც გრძელდება. ზოგადად ამ შეხვედრებისგან სწორედ იმას ველოდით, რაც დღეს არის. მიმაჩნია, რომ უკეთესია, ერთმანეთს ვხვდებოდეთ, ვიდრე მოლაპარაკებები საერთოდ არ იმართებოდეს.”

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1052 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები