ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ქართული დიასპორა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
10:26
ქართული დიასპორა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტში ქართული დიასპორისთვის გამართულ მიღებაზე საბერძნეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენელმა ნინო ღორჭმელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საბერძნეთის პოლიციას უკანონოდ ჰყავს დაკავებული ქართველი ახალგაზრდა, რომლის გათავისუფლებას დიასპორის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ, ამიტომ იგი საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს.

საქმე ისაა, რომ ქართველი ახალგაზრდა, რომლის ვინაობა შეგნებულად არ სახელდება, საბერძნეთის პოლიციამ პირველად დააკავა შემოწმების მიზნით და ადვოკატმა მისი გათავისუფლება მოახერხა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკანში ყოფნისას მას ალბანელმა პატიმარმა სთხოვა, მისულიყო დედამისთან და ეთქვა, რომ იგი დაპატიმრებული იყო.

ციხიდან გამოსული ქართველი ახალგაზრდა მართლაც მივიდა მიცემულ მისამართზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მისამართზე დანაშაული იყო ჩადენილი და პოლიციას სახლი კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. ამიტომ, იქ მისული ქართველი დააკავეს და დღემდე მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება. არადა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ახალგაზრდას 12-დან 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"პირად საუბრებში ბერძენი მოსამართლეები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გვეუბნებიან, ეს ახალგაზრდა ბერძენი რომ იყოს, აქამდე უპრობლემოდ გავათავისუფლებდით," - ამბობს მანანა ღორჭმელიძე და საქართველოს ხელისუფლებას საბერნეთში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვას სთხოვს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1024 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები