სამშაბათი, 23.04.2024, 09:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » დაბრუნებული აღლუმი.
10:31
დაბრუნებული აღლუმი.

გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ჩაიბარა რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი. პრეზიდენტს აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ უპატაკა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას: "მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ერი, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველების მსგავსი გამოცდილება აქვს... თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, ეს ჩვენ ვართ, ქართველები. ჩვენს თაობას დიდი პრივილეგია ერგო წილად.


გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ჩაიბარა რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი. პრეზიდენტს აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ უპატაკა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას: "მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ერი, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველების მსგავსი გამოცდილება აქვს... თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, ეს ჩვენ ვართ, ქართველები. ჩვენს თაობას დიდი პრივილეგია ერგო წილად.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა საქართველო დამოუკიდებელია. ჩვენ დღეს ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს, რომ დამპყრობლის რეპრესიების არ გვეშინია."

სააკაშვილის თქმით, მტერი საქართველოს დამარცხებას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევითაც ცდილობს: "უკვე ჩვენს რიგებშიც გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც მტრის ინტერესებს ემსახურებიან. მათი ლოგიკით, შემოტევებზე ერთადერთი პასუხი თავზე ნაცრის წაყრა და ეროვნულ ღირსებაზე უარის თქმაა... ამ ხალხის თქმით, თუ მტერი ძლიერია, არანაირ წინააღმდეგობას აზრი არა აქვს, თუმცა ქართულ გენსა და ისტორიაში სხვა იდეოლოგია დევს." როგორც პრეზიდენტი შენიშნავს, წინაპრებს მსგავსი ლოგიკით რომ ემოქმედათ, ალბათ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. სწორედ შეუპოვრობას და გაუტეხლობას დაუკავშირა პრეზიდენტმა აღლუმის მნიშვნელობა: "კრიტიკოსები დღესაც აცხადებენ, რომ ეს სამხედრო აღლუმი არ უნდა ტარდებოდეს და ეს მხოლოდ იარაღის უაზრო ჟღარუნია. ეს ხმა არა იარაღის უაზროდ ჟღარუნის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმაა. მტერი ამ გულის ფეთქვის შეჩერებას და ჩვენს წარსულ დროში დაბრუნებას ვეღარასდროს მოახერხებს."

დამოუკიდებლობის აღლუმი

მას შემდეგ, რაც ქვეითები მთავარსარდალს ომახიანად მიესალმნენ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შეიარაღებული ძალების ორკესტრის თანხლებით, მარიამ კახელიშვილმა იმღერა. გენერალ-მაიორმა ჭანკოტაძემ ჯარს ბრძანება მისცა და აღლუმიც დაიწყო. მსვლელობას შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების მეთაურები მოუძღვებოდნენ. აღლუმში 4325 ქვეითი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ქვეითი ბრიგადის, პოლიციისა და შინაგანი ძალების წარმომადგენლები.

ქვეითების შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, სულ - 117 ერთეული. კავშირგაბმულობის ავტომანქანებს, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორები მოჰყვა. შემდეგ კი საარტილერიო ქვედანაყოფის შემადგენლობამ ჩაიარა. აღლუმი ავიაციის საჩვენებელმა ფრენამ დაასრულა.

სამხედრო აღლუმს "24 საათი" სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ერთად მიმოიხილავს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღლუმი სტანდარტული იყო, თუმცა - გამორჩეულად გრანდიოზული.

თავდგირიძის აზრით, აღლუმი თავისთავად კარგად იყო ორგანიზებული. ისევე როგორც ავიაციამ, სამხედროებმაც განსაკუთრებული საშემსრულებლო დისციპლინა დაიცვეს. თავდგირიძე ყურადღებას ამახვილებს ქართული შეიარაღებული ძალების ახალ ფორმაზე - მულტიკამზე, რომელიც, ექსპერტის აზრით, კარგი კამუფლაჟია.

წინა სამხედრო აღლუმებისგან განსხვავებით, რუსთაველის გამზირზე სარეზერვო დანაყოფები არ გამოჩენილან. "ავტომანქანებზე მსხდომი რეზერვის გამოყვანა უკვე გუშინდელი დღეა," - შენიშნა თავდგირიძემ.

რაც შეეხება აღლუმზე გამოსული შემადგენლობის რაოდენობას, სამხედრო ექსპერტის თქმით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 9 მაისს მოსკოვში 9 ათასი ჯარისკაცი გამოვიდა, საქართველოში 4 325 ქვეითის მონაწილეობა საკმაოდ გრანდიოზულ აღლუმს ნიშნავს. სამხედრო ექსპერტს ასეთი აღლუმის ერთჯერადად ჩატარება მისაღებად მიაჩნია, თუმცა, მისი აზრით, ქართული რეალობის გათვალისწინებით, მომავალში აღლუმის ახალი რიტუალი უნდა შეიქმნას.

"კარგი იქნება, თუ საქართველოშიც დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა პავილიონებში დავათვალიერებთ სამხედრო ტექნიკას, რომელსაც ახლა შორიდან შევხედეთ," - განაცხადა მან. ე.წ. ძალის დემონსტრირება კი, ექსპერტის თქმით, კარგი იქნება, თუ დიდგორობას მიებმება, საველე პირობებში ჩატარდება და მასში მთავარი დამრტყმელი ძალა, ჯარის მთავარი სახე მუხლუხოებიანი ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

ექსპერტის თქმით, "აღლუმის ამ ტიპმა ყველაზე დიდი განვითარება პრუსიაში ჰპოვა, მაგრამ მე-20 საუკუნეში ის საბჭოთა კავშირის ექსკლუზივი იყო."

"მოვისმინე კრიტიკა - რა გვეზეიმება და ა. შ. მართლაც არსებობს საზეიმო ტიპის აღლუმი, როგორსაც ძველ რომში გამარჯვების შემდეგ იხდიდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში კი ჯარის მწყობრი დათვალიერება გავრცელდა. სწორედ ამის თანამედროვე ვარიანტია ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ," - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

26 მაისის სტუმრები

აღლუმზე დამსწრე ტრადიციული სტუმრების გარდა, პარლამენტის წინ განთავსებულ ტრიბუნაზე გუშინ პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ოჯახის წევრები და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აღლუმი სწორედ კატინში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო. "24 საათი" პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროს ჟასეკ მიხალოვსკის ესაუბრა.

"26 მაისი საქართველოს ეროვნული დღეა. ამავე დროს, ეს ჩვენი დღესასწაულიც არის. ჩვენ ძალიან მსგავსი ისტორია გვაქვს. ისევე როგორც ჩვენ , თქვენც გყავთ "დიადი" რუსეთი. ამიტომ ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ მომავალში ვითარება შეიცვლება. პოლონეთის რესპუბლიკა და საქართველო მეგობრულ ურთიერთობას ყოველთვის შეინარჩუნებენ," - განაცხადა მიხალოვსკიმ.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, ვინ გახდება პოლონეთის ახალი პრეზიდენტი - ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავი თუ ბრონისლავ კომოროვსკი, საქართველოს მიმართ პოლონეთის დამოკიდებულება არ შეიცვლება.

ორდენი დამსახურებისთვის

აღლუმის დაწყებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოთხი წევრი, სოფელ ველისციხის განადგურებისაგან გადარჩენისთვის, უმაღლესი საბრძოლო ორდენით - "ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით" დააჯილდოვა. სააკაშვილის თქმით, ამ ხალხმა 80 მეტრი სიღრმის წყალსაცავი გვირაბი სიცოცხლის ფასად გაწმინდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა სხვადასხვა დამსახურებებისთვის 23 ადამიანს "ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი" გადასცა. დაჯილდოებულთა შორის იყო ქართველი ემიგრანტი, 103 წლის ალექსანდრე ბესტავაშვილი.

აღლუმის დასრულების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალი გახსნა, რომელიც რკინისა და მინის ორგანულ კონსტრუქციას წარმოადგენს, 51 მეტრი სიმაღლის არის და 260 ტონას იწონის.

მასზე 3500-მდე გმირის სახელი და გვარია ამოტვიფრული. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ მონუმენტის ცარიელ ადგილებს ახალი გვარები აღარ დაემატოს, მაგრამ მან იქვე აღნიშნა, რომ თითოეული ქართველი გადამწყვეტ მომენტში მზად უნდა იყოს სამშობლოსთვის თავგანწირვისთვის.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 991 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები