ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » სანქციები და თეირანის შეთანხმების გადახედვა.
10:33
სანქციები და თეირანის შეთანხმების გადახედვა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ამერიკას ირანის წერილი ასლი გადასცა.

მასში საუბარია დაბალგამდიდრებული ურანის საწვავზე გაცვლის შესახებ, რომელიც თეირანის ბირთვული რეაქტორისთვის არის განკუთვნილი.

ამის შესახებ ამერიკის სახლმწიფო მდივნის თანაშემწემ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ფილიპ კროულიმ განაცხადა.

"მაგატეს ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრება აინტერესებს. როგორც ვიცით, ასეთივე წერილი რუსეთმა და საფრანგეთმაც მიიღეს, რომლებიც მაგატეს მხრიდან ირანისთვის შესათავაზებელი წინადადების შედგენაში მონაწილეობდნენ. ოფიციალური პასუხის გაცემამდე საფრანგეთთან და რუსეთთან ვაპირებთ მოლაპარაკებების გამართვას.

როგორც გასულ კვირას განვაცხადეთ, ჩვენ ვაფასებთ თურქეთისა და ბრაზილიის მცდელობას, შეემსუბუქებინათ საერთაშორისო საზოგადოებაში თეირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული დაძაბულობა. ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, შეიცავს თუ არა წერილი რაიმე სიახლეს. ჩვენ წერილს ყურადღებით შევისწავლით და უახლოეს დღეებში მაგატეს გავუგზავნით,” - განაცხადა კროულიმ.

გასული წლის ოქტომბერში ვენის ჯგუფის (რუსეთი, ამერიკა, საფრანგეთი, მაგატე) მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ირანმა მიიღო შეთავაზება - 1,2 ტონა დაბალგამდიდრებული ურანი რუსეთსა და საფრანგეთში გააგზავნოს შემდგომი გამდიდრებისათვის.

ამაზე ირანმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, შემდეგ კი გეგმის შეცვლა მოითხოვა, კერძოდ განაცხადა, რომ მხოლოდ ეტაპურ გაცვლაზე იყო თანახმა და ისიც საკუთარ ტერიტორიაზე.

ერთი კვირის წინ კი ირანმა თურქეთთან და ბრაზილიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საწვავის გაცვლა თურქეთის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო და ამის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა მაგატეს.

ამასთან, 18 მაისს ამერიკამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში განსახილველად შეიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელიც თეირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ეხება.

სამშაბათს ირანის ელჩმა რუსეთში საჯადი მაჰმუდ რეზამ განაცხადა, რომ ახალი სანქციები ირანს აიძულებს ურანის გამდიდრების თეირანის შეთანხმებას გადახედოს. ელჩის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ თეირანის შეთანხმებას უნდა მიანიჭოს უპირატესობა და ახალ სანქციებზე არ უნდა ისაუბროს.

"თუ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებენ, ირანის საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ საერთაშორისო "ექვსეულს” მხოლოდ ბოროტი განზრახვა ამოძრავებს და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს. ამის გამო კი ჩვენ იძულებულნი გავხდებით, თეირანის შეთანხმებას გადავხედოთ,” - განაცხადა მაჰმუდ რეზამ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 995 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები