ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » კატინი - 2 ექსპერტები პოლონელთა დახოცვის ამსახველი ვიდეომასალის ნამდვილობას ადასტურებენ.
10:35
კატინი - 2 ექსპერტები პოლონელთა დახოცვის ამსახველი ვიდეომასალის ნამდვილობას ადასტურებენ.
ექსპერტები პოლონელთა დახოცვის ამსახველი ვიდეომასალის ნამდვილობას ადასტურებენ

მსხვილმა პოლონურმა გამოცემამ "სმოლენსკი 2010"-მა, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს კატინის მახლობლად მომხდარ ტრაგედიას იძიებს, გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი წერილი, რომლის ავტორია ესტონეთის ადამიანის უფლებათა ინსიტიტუტის ერთ-ერთი მმართველი ვალერი კალაბუგინი.

კალაბუგინი მონაწილეობდა იმ სამოყვარულო ვიდეოს შესწავლაში, რომელიც 16 აპრილს კიევში მოკლულმა ანდრეი მენდერეიმ გადაიღო.


პოლონური საზოგადოების ნაწილის აზრით, მენდერეი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს.

წერილის ავტორის თქმით, ვიდეოს ნამდვილობას, პირველ რიგში, ის ადასტურებს, რომ როგორც რუსეთის, ასევე პოლონეთის ხელისუფლებები მის სრულ იგნორირებას ცდილობენ. ვიდეოჩანაწერი ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში, ისიც რუსულ არხზე და დამახინჯებული ფორმით.

გარდა ამისა, კალაბუგინის თქმით, იმის დასამტკიცებლად, მართლაც ისმოდა თუ არა ამ ვიდეოჩანაწერში "არ დაგვხოცოთ" და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზები, ვარშავაში ერთ-ერთ რადიო-სტუდიაში სპეციალისტებმა მაღალი დონის ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შემდეგაც ხმების მოსმენა შესაძლებელი გახდა.

ამან კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ ინტერნერტში მოხვედრილ ვიდეომასალაზე დატანილი სკრიპტები სიმართლეა.


ვიდეოს ნამდვილობის დასაჯერებლად ესტონელ ექსპერტს კიდევ ერთი მიზეზი მოჰყავს - იმ ადამიანმა, რომელმაც საერთაშორისო ქსელში ვიდეოჩანაწერი განათავსა, ფსევდონიმი გამოიყენა. ეს ფსევდონიმი არც მანამდე და არც მას შემდეგ არასდროს არავის გამოუყენებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს პიროვნება თავის დაცვას ცდილობდა.

რამდენიმეკვირიანი იგნორირების შემდეგ პოლონეთმა მაინც გადაწყვიტა, ვიდეოჩანაწერის ანალიზი გაეკეთებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული სინამდვილეს შეესაბამება და მისი სიყალბედ მიჩნევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ამავე დროს, ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ვიდეოს ავტორი თავად იყო იმ ადამიანთა ჯგუფში, რომლებმაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გადარჩენილთა "წმენდა" განახორციელეს.

ამგვარად ვიდეოს წარმომავლობა კვლავ გაურკვეველია. თუმცა წერილის ავტორის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ვიდეო ნამდვილია. ამას უკვე ექსპერტთა არაერთი ჯგუფი ადასტურებს.


საკუთარი განცხადებების კიდევ ერთ დასტურად კალაბუგინს ერთი ძველი მაგალითი მოჰყავს, რომელიც აბათილებს პილოტზე პრეზიდენტის ზეწოლის შესახებ არსებულ ვერსიას:

"ერთი უცხოელი, რომელიც კაჩინსკისთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავში, იხსენებს: როცა პრეზიდენტს აცნობეს, რომ საქართველოს ნაცვლად აზერბაიჯანში დაეშვებოდნენ, პრეზიდენტმა გაიღიმა და თქვა: კარგი, მაშინ მოგვიწევს ყველაზე სწრაფი საშუალების პოვნა, რომლითაც იქიდან თბილისამდე მივაღწევთ."

ავტორი წერს, რომ ეს ისტორია ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა უცხოელმა, რომლის სახელსაც კალაბუგინი წერილში არ ახმაურებს, თავის სტატიაში აღწერა. ამგვარად, ექსპერტის თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ კაჩინკის სათადარიგო აეროდრომზე დაშვება გაეპროტესტებინა.


პილოტზე ზეწოლის ვერსია კატასტროფიდან სულ ცოტა ხანშივე გაჟღერდა, მისი აქტიურად განხილვა საბორტო თვითჩამწერების გაშიფვრის შემდეგ დაიწყეს. ოფიციალური ვერსიით, "შავი ყუთების" შესწავლამ დაადასტურა, რომ პილოტის კაბინაში ორი უცხო პირი იმყოფებოდა.

ამ ორი უცხო პირის ვინაობა დიდი ხნის გამავლობაში არ ხმაურდებოდა, თუმცა დღეს ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი სამხედრო საჰაერო ძალების მეთაური ანჟეი ბლასიკი იყო.

ახორციელებდა თუ არა ბლასიკი პილოტებზე ზეწოლას, ამის შესახებ საგამოძიებო კომისიაში არაფერია ნათქვამი, თუმცა კომისიის ხელმძღვანელ ედმუნდ კლიხის თქმით, პილოტებმა იცოდნენ, რომ ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდნენ, თუმცა საფრთხის რეალურობა ბოლო მომენტში გააცნობიერეს.

გარდა ამისა, კლიხის განცხადებით, პილოტებს ისიც შესანიშნავად ესმოდათ, რომ კატინში პრეზიდენტის ყოფნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სათადარიგო აეროდრომზე დაშვების შემთხვევაში კი ის იქ აუცილებლად დააგვიანებდა.


პოლონელები ავრცელებენ ინფორმაციას კაბინაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანის შესახებ, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება. გამოძიება დაზუსტებით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ხმა ნამდვილად არ ეკუთვნის პოლონეთის პრეზიდენტს.

თუმცა ყველა ოფიციალურ ვერსიას, რომლებიც, უნდა აღინიშნოს, საკმაოდ მწირია, კალაბუგინის თქმით, ფაქტები აბათილებს. ერთ-ერთ ასეთ მტკიცებულებად ექსპერტი რუსული მხარის მიერ გავრცელებულ რეკონსტრუქციას ასახელებს, რომელშიც ჩანს, რომ თვითმფრინავი სულ სხვა მიმართულებით მიფრინავს. ამგავარად ჩნდება კითხვა - ვინ გადასცა პილოტებს მონაცემები ასეთი დიდი ცდომილებით?

რუსებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ თვითმფრინავმა რამდენჯერმე სცადა დაშვება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. იყო ინფორმაცია, რომ პილოტი ციფრებს ურევდა, რადგან პოლონურ და რუსულ ენებზე 1, 2, 3, 4 ერთნაირად ჟღერს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პილოტები შესანიშნავად ფლობდნენ რუსულ ენას. და მთავარი - ტუ-154-მდე, ისეთივე მცდარი კურსით რუსული "ილი" გაფრინდა, რომელიც კინაღამ მიწას შეეჯახა, თუმცა მოგვიანებით გაფრენა შეძლო.

მაინც რას აკეთებდა რუსული თვითმფრინავი იმ ტერიტორიაზე? პოლონელი ლიბერალები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ის ლეხ კაჩინკის მკვლელობის ოპერაციის კიდევ ერთხელ გადამოწმებას ცდილობდა.


ყველა ამ ფაქტზე დაყრდნობით, პოლონელი და უცხოელი ექსპერტები, პოლონელი ლიბერალები და უბრალოდ საზოგადოებაც აცხადებენ, რომ რუსეთმა სმოლენსკთან მეორე კატინი მოაწყო.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 994 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები