პარასკევი, 19.04.2024, 20:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ობამას მუდმივი ბალანსირება.
10:37
ობამას მუდმივი ბალანსირება.

პრეზიდენტი ობამა კომპანია JP Morgan Chase აღმასრულებელ დირექტორ ჯეიმი დაიმონს (Jamie Dimon) ესალმება, 2009 წლის მარ

ამას წინათ, პრეზიდენტ ობამას პრეს-მდივანი ზედიზედ მეორედ დაგვპირდა, რომ ადმინისტრაცია კომპანიას "BP" "ბოლომდე მიაწვებოდა", რათა ამ უკანასკნელს მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის პრობლემა მოეგვარებინა.

სულ რამდენიმე საათის შემდეგ კი, თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე, პრეზიდენტი ბიზნეს საბჭოს წევრებს მასპინძლობდა. კორპორატიულ კლუბში შემავალ კომპანიებს შორის იყო "BP".

მსგავსი წინააღმდეგობრივი ქმედებები მისტერ ობამას პრეზიდენტობის სიმბოლოდ იქცა.

რადგანაც პრეზიდენტის მმართველობა გაჭიანურებულ ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა, ის ცდილობს წონასწორობა დაიცვას. ერთის მხრივ, ობამა ხშირად გამოხატავს პატივისცემას თავისუფალ ბაზარისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალის მქონე მსხვილი ბიზნესისადმი.

მეორე მხრივ, მან რეაგირება უნდა მოახდინოს იმ გაბრაზებული მემარჯვენე და მემარცხენე ამომრჩევლების პოპულისტურ განწყობაზე, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კორპორატიულ ამერიკას (იქნება ეს ბანკები, შახტების მფლობელები თუ ნავთობკომპანიები) მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებს.

ჟონგლიორობამ, რომელსაც მისტერ ობამა თანამდებობის დაკავების დღიდან ეწევა, შედეგად გამოიღო ცვალებადობა და ხშირად არათანმიმდევრულობაც მის რიტორიკასა თუ პოლიტიკაში. მაგალითად, მან დაგმო "უოლ-სტრიტის სიხარბე" , თუმცა, იმავდროულად, შეეწინააღმდეგა მთავრობის მიერ ფინანსისტების პრემიებზე ზედა ზღვარის დაწესებას.

უკმაყოფილება გამოთქვა ნავთობკომპანიების შემოსავლების გამო, ხოლო შემდეგ ოკეანის შელფზე ნავთობის მოპოვების გაფართოების ინიციატივით გამოვიდა (რომელიც ამჟამად ხორციელდება).

შედეგად, მისი მიმსამართით გამოთქმული კრიტიკა ასევე წინააღმდეგობრივია. მისი ძველი მემარჯვენე მტრები სოციალისტობას აბრალებენ, ხოლო იმედგაცრუებული მემარცხენე მხარდამჭერები კი დარდობენ, რომ მისტერ ობამამ, მათი აზრით, ბიზნესის მხარე დაიჭირა.

მისტერ ობამამ თავად აღიარა, რომ მისი იდეოლოგიური კუთვნილების დადგენა ყოველთვის რთული იყო. რესპუბლიკელი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ცენტრისტული სიტყვებით ის მემარცხენე დღის წესრიგის შენიღბვას ცდილობს.

ობამას მხარდამჭერები, მათ შორის ისინიც, ვინც მასთან მუშაობს, ამბობენ, რომ ის პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია, რომლის ინსტინქტები ჭეშმარიტად ცენტრისტულია, როგორც პოლიტიკის, ისე სტილის მხრივ.

მაგალითად, გამონათქვამი, რომ კომპანიას "BP" ბოლომდე მიაწვებოდნენ, მისტერ ობამასთვის არატიპიური იქნებოდა. მისმა პრესმდივანმა, რობერტ გიბსმა (Robert Gibbs), ეს კოლორიტული ფრაზა შინაგან საქმეთა მდივან კენ სალაზარისგან (Ken Salazar), ისესხა.

"პრეზიდენტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, - ბრძანა მისტერ ობამას მთავარმა მრჩეველმა ბიზნეს-საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ვალერი ჯარეტმა (Valerie Jarrett), - მისი პასუხები პოლიტიკური მოსაზრებებით არ არის განპირობებული და მემარცხენეებისა და მემარჯვენეების გულის მოგებას არ ისახავს მიზნად."

მის ჯარეტი, ისევე როგორც მისტერ ობამა და მისი ეკონომიკური გუნდი, ამას წინათ, ბიზნეს საბჭოს 13-წევრიანი აღმასრულებელი კომიტეტის წევრებთან ერთად თეთრ სახლში ვახშმობდა. კომიტეტის წევრებს შორის არიან ისეთი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, როგორიცაა "Exxon Mobil", "JPMorgan Chase", "Aetna", "WellPoint", "Dow Chemical", "Boeing" და "Bechtel Group".

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ვახშამს არ ესწრებოდა კომპანიის "BP" აღმასრულებელი დირექტორი ტონი ჰეივორდი (Tony Hayward), რომელიც აღმასრულებელ კომიტეტში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ საბჭოს წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ მისტერ ობამას თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ეკონომიკის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა, საკუთარი დღის წესრიგიდან და გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, მას კვლავაც სჭირდება მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობას, თუმცა კი პრეზიდენტი რიგითი ამერიკელებისა და მცირე ბიზნესის ინტრესებისა და სატკივარის გამოხატვას ცდილობს. როგორც ეს ხშირად ხდება, როდესაც შუალედურ პოზიციას ირჩევ, ორივე მხარე უკმაყოფილო რჩება.

როდესაც მისტერ ობამა ირწმუნება, რომ დაიბრუნებს თითოეულ ცენტს, რომელსაც მთავრობა კომპანიის "BP" მიერ დაღვრილი ნავთობის გაწმენდაზე დახარჯავს, ის გადასახადების იმ გადამხდელთა ტკივილს გამოხატავს, რომლებსაც დიდი კომპანიების გაკოტრებისგან ხსნის პოლიტიკა მობეზრდათ.

როდესაც ბოლო კვირების მანძილზე იმისთვის იბრძოდა, რომ სენატს ფინანსური სისტემის უფრო ხისტი რეგულირებისკენ მიმართული კანონი მიეღო, ობამამ მომხმარებელთა დამცველის ახალი დანამდებობის შემოღება მოითხოვა.

ბანკები ამას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ, მიუხედავად პრეზიდენტის მტკიცებისა, რომ ეს ვარიანტი კომპრომისი იყო და რომ მისივე პარტიის უფრო მემარცხენე წევრები ბევრად ხისტ რეგულირებას ითხოვდნენ.

მისტერ ობამასა და ბიზნესის ხელმძღვანელობას შორის არსებული უთანხმოებების მიუხედავად, "ისინი გეტყვიან, რომ არც ერთ სხვა პრეზიდენტთან არ ჰქონიათ უკეთესი პირდაპირი ურთიერთობები," - ამბობს თეთრი სახლის აპარატის უფროსი რამ ემანუელი (Rahm Emanuel).

მისტერ ემანუელსა და კლინტონის ადმინისტრაციის სხვა ვეტერანებს ბიზნესსა და პოპულიზმს შორის მისტერ ობამას ბალანსირება იმ ძალებს ახსენებს, რომლებთან გამკლავებაც ბილ კლინტონს მისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში უწევდა, როდესაც ამერიკას გაცილებით უფრო მსუბუქი რეცესიის დაძლევას ცდილობდა.

სამწუხაროდ იმ ლიბერალებისთვის, რომლებსაც კლინტონის არჩევაში წვლილი შეიტანეს, მან დეფიციტის შემცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ცენტრისტული პოლიტიკა არჩია, თუმცა კი თავადაც არ იყო ყოველთვის კმაყოფილი ამით.

"სად არიან დემოკრატები? - გაბრაზებულმა მიმართა ერთხელ თავის მრჩეველებს კლინტონმა, რომელიც გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ შიდა ინვესტიციებთან დაკავშირებით ამომღცევლებისთვის მიცემულ დანაპირებსვერ ასრულებდა, - ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეიზენჰაუერისეულ რესპუბლიკელებად ვიქეცით?!"

"არკანზასში გაზრდილ კლინტონს ყველაზე კარგად შეეძლო ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული პოპულიზმის გამოხატვა, - ამბობს კლინტონის მრჩეველი უილიამ გალსტონი (William A. Galston), - მას ეს სისხლში ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამ გზით არ წასულიყო."

თუმცა, მისტერ გალსტონმა დასძინა: "მას ამის საშუალება ნაწილობრივ იმიტომაც ჰქონდა, რომ ბიზნესის მიმართ იმ პერიოდში არსებული რისხვა ბევრად სუსტი იყო, ვიდრე ის, რასთან გამკლავებაც პრეზიდენტ ობამას უწევს."

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1006 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები