ოთხშაბათი, 24.04.2024, 12:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » გაგამარუ მაკუჩის მიუახლოვდა.
10:42
გაგამარუ მაკუჩის მიუახლოვდა.

გაგამარუს (მარცხნივ) მესამედ უწევს მაკუჩიში ასპარეზობა

ტოკიოს მაისის ბაშოზე მაკუჩი დივიზიონის ქართველ ბინადრებს რთული პერიოდი დაუდგათ. კოკაიმ რვა ბრძოლა წააგო.

ის ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და რეიტინგშიც დაქვეითდება. ტოჩინოშინმა კარგი სტარტი აიღო და ტურნირის პირველ ნაწილში ოთხი ოძეკი დაამარცხა, რაც ბრწყინვალე შედეგია. ასეთი სტარტის შემდეგ გულშემატკივარი მისგან უფრო მეტს ელოდა, მაგრამ მან უკვე ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო.

გუშინ ლევანმა საერთო ჯამში მეხუთე მარცხი იგემა. მართალია, გორგაძეს ჯერ კიდევ აქვს ბაშოს დადებითი ბალანსით დამთავრების შანსი, მაგრამ ბოლო ორი მარცხი შეშფოთების საფუძველს იძლევა.

გამოცდილი კოლეგებისგან განსხვავებით, ბრწყინვალედ ასპარეზობს ძუროს დივიზიონის პირველ საფეხურზე მყოფი თეიმურაზ ჯუღელი, რომელსაც ათი დღის შემდეგ შვიდი გამარჯვება აქვს და, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომდევნო - ივლისის ბაშოს გაგამარუ მაკუჩი დივიზიონში გამართავს.

გუშინ დილით გაგამარუმ პრინციპული შერკინება მოიგო. ქართველის მეტოქე იყო ძუროს დივიზიონის მერვე საფეხურზე მყოფი დაიდო, რომელსაც გუშინდლამდე 8 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა.

ჯუღელმა ბაშოს მოგებისთვის მებრძოლი მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მაკუჩი დივიზიონს.

კოკაი ოშიდაშის ილეთით დამარცხდა აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა კაკურუსთან, ტოჩინოშინი კი - იორიკირის ილეთით აღმოსავლეთის კომუსუბ კოტოშოგიკუსთან.

დღეს ტურნირის მეთერთმეტე საასპარეზო დღეა. გაგამარუ ისევ მაკუჩიში იბრძოლებს. მიმდინარე ბაშოზე გაგამარუს უკვე მესამედ უწევს მაკუჩი დივიზიონის წარმომადგენელთან დაპირისპირება.

პირველი ორი ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა. დღეს თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე იქნება დასავლეთის მეთოთხმეტე მაეგაშირა ჰოკუტორიკი.

კოკაი დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა გუედოს ხვდება, ტოჩინოშინი კი დასავლეთის სეკივაკე ამინასიკის დამარცხებას შეეცდება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1026 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები