ოთხშაბათი, 24.04.2024, 20:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » სოჭის ოლიმპიადა და საზღვრების ცვლილება ევროპაში.
10:44
სოჭის ოლიმპიადა და საზღვრების ცვლილება ევროპაში.
დიპლომატის რჩევები აშშ-ს

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კურტ ვოლკერი წერს, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე ამერიკამ მკაცრად უნდა შეახსენოს რუსეთს, არ დაუშვას ევროპაში საზღვრების ძალადობით ცვლილება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის აზრით, დასავლელი ლიდერების ოლიმპიადაზე ჩასვლა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტობრივ თანხმობად აღიქმება.


ვოლკერი წერს, რომ ოლიმპიური შეჯიბრი ჩატარდება რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთიდან - ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ძალის გამოყენებით ჩამოაშორეს.

დიპლომატმა იმის საშიშროებაზე მიუთითა, რომ 2014 წელს სოჭში დასავლეთის წარმომადგენლებს დახვდებათ რუსეთსა და აფხაზეთს შორის რეგულარული სასაზღვრო რეჟიმი, საქართველოს სუვერენიტეტის აღნიშვნის გარეშე.

სტატიაში ექსპერტი ამერიკას სთავაზობს ოთხი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმას, რათა 2014 წელს სოჭის ოლიამპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ მოუწიოთ. პირველ რიგში, ვაშინგტონმა უნდა მოილაპარაკოს ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა შეთანხმდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების ერთიან პოლიტიკაზე.

გარდა ამისა, ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ნებისმიერი ტიპის სადავო ტერიტორიის აღიარებაზე, ასევე იმ დოკუმენტების ცნობაზე, რომლებსაც ეს ტერიტორიები გამოსცემენ. ასევე არ მიიღონ იმ ტერიტორიის მოსახლეობა, თუ ისინი საქართველოს გავლით არ ჩავლენ. დიპლომატი ასევე სთავაზობს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას, აგრეთვე ევროკავშირის და ამერიკის ვიზების გაცემის აკრძალვას. თუმცა, საქართველოსთან ავტონომიის შესახებ მოლაპარაკების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება მსგავს შეზღუდვებს მოხსნის.


მეორე - ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებების აქტივიზაცია. მესამე - მოსკოვმა და ვაშინგტონმა უნდა განაახლონ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების პროცესი.

მეოთხე ნაბიჯად უნდა იქცეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ცხელი წერტილების მონიტორინგი, კორუფციასთან ბრძოლა, ვაჭრობის განვითარება და ინვესტიციების განხორციელება მთელ კავკასიაში.

ეუთო-მ, ევროკავშირმა და ამერიკამ უნდა უზრუნველყონ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მაქსიმალური გამჭვირვალობა.

თუ ამერიკა და ევროკავშირი დიპლომატიურ სვლებს არ განახორცილებენ, 2014 წელს მსოფლიო მიუღებელი ვითარების წინაშე აღმოჩნდება, - ასკვნის ექსპერტი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 990 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები