ოთხშაბათი, 24.04.2024, 16:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » მოთუშული ბოსტნეული ესპანურად.
11:00
მოთუშული ბოსტნეული ესპანურად.

საჭირო მასალა: 2 ძირი ოხრახუში, 2 სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 3-4 თავი ხახვი, 1 კგ. კარტოფილი, 180 გ. მშრალი შებოლილი ძეხვი, მაგალითად "salami", 2 ს.კ.

ზეითუნის ზეთი, 1-2 ღერი ზაფრანა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 750 მლ. ბოსტნეულის ბულიონი, მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე თხლად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ ოხრახუში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ხოლო კარტოფილი - საშუალო ნაჭრებად. 1/2 სმ. სისქის ნაჭრებად დავჭრათ ძეხვი. ქოთანში ან სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ წიწაკა, 2 წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ხახვი, ძეხვი, ოხრახუში და 1-2 წუთის შემდეგ დავუმატოთ კარტოფილი, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი და დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი. როცა მოდუღდება, ავუწიოთ ცეცხლს და 15-20 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე ვხარშოთ. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, დავუმატოთ შემწვარი წიწაკა, შევანელოთ მარილითა და პილპილით და კიდევ 3 წუთი ვხარშოთ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1121 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები