ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ბეზეს ტორტი "ანა პავლოვა".
11:12
ბეზეს ტორტი "ანა პავლოვა".

საჭირო მასალა: 4 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა შაქრის პუდრა, 3 ჩ.კ. სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი, 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი, 300 მლ. 33-35%-იანი ნაღები, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 200-300 გ. კენკრა, ცოტა მარილი

მომზადება: ღუმელი გავახუროთ 150 გრადუსზე. გაციებული კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ ცოტა მარილთან ერთად, თანდათან დავუმატოთ შაქრის პუდრა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ, ბოლოს შევურიოთ სახამებელი და ძმარი. მასა უნდა იყოს პრიალა, სქელი, წელვადი და ფორმას უნდა ინარჩუნებდეს.

ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ სახამებელი და ზედ 20-22 მმ. დიამეტრზე მოვათავსოთ მომზადებული ბეზეს მასა, შევდგათ ღუმელში. 1,5 საათის შემდეგ ცეცხლი ჩავაქროთ და დახურულ ღუმელში დავტოვოთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. ცხობის დროს არ შეიძლება ღუმლის კარის გამოღება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბეზე გაფუჭდეს.

არსებობს გამოცხობის სხვა ვარიანტიც - ბეზეს მასა უნდა შევდგათ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში, 1 საათის შემდეგ ოდნავ გამოვაღოთ კარი და ასე დავტოვოთ დაახლოებით კიდევ 1 საათის განმავლობაში. სანამ გამომცხვარი ბეზე შეგრილდება, ნაღები და შაქრის პუდრა გავთქვიფოთ, წავუსვათ ბეზეს ტორტს და მოვრთოთ კენკრით.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1033 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები