შაბათი, 20.04.2024, 11:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » მოხარშული კვერცხი.
11:17
მოხარშული კვერცხი.

ძველად ითვლებოდა, რომ აღდგომაზე, რაც უფრო ბევრ შეღებილ კვერცხს გაჩუქებდნენ თქვენ და რაც უფრო მეტს გააჩუქებდით თქვენ, მით უფრო კარგი, უფრო მხიარული და წარმატებული წელი გექნებოდათ.

ასე რომ, თუ თქვენი ნათესავები და მეგობრები, წელს აღდგომაზე ბევრ კვერცხს გაჩუქებთ, ჩვენი ჟურნალის სტატიები ორმაგად გაგახარებთ – ჩვენი რეცეპტებით წელი იქნება არამარტო წარმატებული, არამედ გემრიელიც!


კვერცხი – ცილების, ვიტამინებისა და მინერალების არაჩვეულებრივი წყაროა. ერთ კვერცხში სულ 76 კილო/კალორიაა, რის გამოც ის დაბალკალორიული და სასარგებლო საკვებია. ამ სტატიის მომზადების დროს დავრწმუნდით, თუ რამდენად საყვარელი საჭმელია ხალხისთვის მოხარშული კვერცხი. ამ თემაზე დაწერილია ისტორიები, შეთხზულია ანეგდოტები, კვერცხის შესახებ თემა ხალხურ ფოლკლორშიც შევიდა.

ზოგი სპეციალისტის მტკიცებით, მოხარშული კვერცხი ხელს უწყობს ადამიანის სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებას. მოხარშული კვერცხი არა მარტო საკვებად არის სასარგებლო, არამედ გარეგანი გამოყენებისთვისაც – მაგალითად, სურდოს დროს ცხვირის დასათბობად. მეცნიერთა ბოლო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ უმეტესი ადამიანის სწორ დიეტაში, ჩართული უნდა იყოს დღეში ერთი კვერცხი მაინც.

იმისათვის, რომ განასხვავოთ მოხარშული კვერცხი უმისგან, უნდა მოათავსოთ კვერცხი ბრტყელ თეფშზე და დააბზრიალოთ: მოხარშული, უმ კვერცხთან შედარებით, შესამჩნევად სწრაფად ტრიალებს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1065 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები