შაბათი, 20.04.2024, 10:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » "გერმანული სამზარეულო".
11:34
"გერმანული სამზარეულო".

მარილიანი ბრეცელი.


ჰორტუს დელიციარუმის ამ ილუსტრაციაზე (XII საუკუნე) ნაჩვენებია კრენდელის სავარაუდოდ ყველაზე ძველი გამოსახულება.

ბრეცელი, ანუ კრენდელი არის გერმანიაში და საერთოდ, ევროპის ყოფილ და დღევანდელ გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელებული ერთ-ერთი პურ-ფუნთუშეული პროდუქტი.


თანამედროვე სალიტერატურო გერმანულ ენაზე ეს სიტყვა მიეკუთვნება მდედრობით სქესს, ანუ იტყვიან die Brezel, -, -n, ხოლო ავსტრიაში ამავე სიტყვას საშუალო სქესის არტიკლის თანხლებით გამოიყენებენ. დღევანდელი გერმანიის სამხრეთ ნაწილში, სადაც კრენდელი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, საერთო ფუძის სხვადასხვა სიტყვა-ფორმებით ახსენებენ; Bretzel, Brezl, Breze. ბავარიასა და ავსტრიაში ბრეცელს ფორმა Brezn-ით აღნიშნავენ, შვაბეთში შეხვდებით ასევე ფორმებს Bretzet-სა და Bretzga-ს, ხოლო ბადურ-ალმანურ დიალექტში კი უფრო სიტყვა Bretschl-ს გამოიყენებენ.

ქართულ ლექსიკოგრაფიაში ამ პროდუქტს აღნიშნავენ ფორმით „კრენდელი", თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ფორმა ბრეცელი არის გამოყენებაში.

დახასიათება.


ბრეცელი გახლართულ-წნული მომრგვალო ფორმისაა და სიდიდით სხვადასხვა ზომისას აცხობენ. დღესდღეობით გავრცელებული არის ძირითადად მარილიანი გემოსი, მაგრამ აგრეთვე არსებობს ტკბილი ბრეცელიც. მარილიან ბრეცელის ცომს მწვავე ნატრის ტუტე ხსნარში ჩააწებენ-ხოლმე. მარილიანი, ან ტკბილი ბრეცელის გამოცხობამდე ფუნთუშის ცომს ბლომად წააყრიან მარილს, ან შაქარს.

ტრადიციული ბრეცელის დასაცხობად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები;
პურის ფქვილი,
ქერის ალაო,
სუფრის მარილი,
საფუარი,
წყალი.

ზოგიერთ რეგიონში ამატებენ ცხიმს, ძირითადად ღორის გადამდნარ ქონისა. გარდა პურის ფქვილისა, არსებობს აგრეთვე ღერღილის, ასლის, ანდა ნარევი ფქვილისაგან გამომცხვარი ბრეცელის სხვადასხვა ვარიაციებიც. ტუტეში ამოვლებულ ცომზე წასაყრელად მეფუნთუშე ხშირად იყენებს მსხვილად დაფქულ მარილს, ანდა სეზამის თესლს.


ბრეცელს სულ რამდენიმე წამით ნატრის ტუტეში (E 524), ანუ ცივ ნატრიუმჰიდროქსიდის ხსნარში ამოავლებენ. აქ, ცივ ნატრიუმჰიდროქსიდის ხსნარში იგულისხმება 3-დან მაქსიმუმ 5%-მდე წყალში გახსნილი ნატრიუმჰიდროქსიდი და წყლის მაჩვენებელი კი ≈ pH–14-15 არ უნდა აღემატებოდეს.) ამის შედეგად ეს ტუტისეული ფუნთუშა ცხობის პროცესშივე ყავისფერსა და თავისებურ „საპნის" გემოს დაიკრავს.


ბუტერბროდი.

ბუტერბროდი —(გერმ. Butter - კარაქი, Brot - პური) ერთ-ერთი ცივი კერძი. ბუტერბროდის კვებითი ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ როგორი ხარისხის პროდუქტისაგან არის დამზადებული. ისინი მრავალფეროვანია: ხორცის, თევზეულის, ტკბილეულის, ხილისა და ბოსტნეულის. ბუტერბროდი ორგვარია: ღია და დახურული. ბუტერბროდი უნდა დავამზადოთ მაგარი, მდგრადი პროდუქტისაგან.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1518 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები