ოთხშაბათი, 24.04.2024, 06:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » :თურქული სამზარეულო.
11:37
:თურქული სამზარეულო.

ტოლმა (თურქ. dolma; ბერძ. ντολμαδες; სპარსულად Dolme (دلمه); სომხ. tolma (տոլմա); რუმინ. sarma) თურქული წარმოშობის კერძად ითვლება, თუმცა ის მრავალი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

სიტყვა "დოლმა" თურქულად ნიშნავს "რაიმე დატენილს". ძირითადად ვაზის ფოთლებში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტთა ნარევია.

პოპულარული წასახემსებელი კერძია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. ითვლება, რომ კერძი თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთიდანაა წარმოშობით და შემდეგ გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე.

თურქეთსა და სომხეთში ტოლმას უწოდებენ ნებისმიერ შეჭამადს, რომელიც კომბოსტოს, ყურძნის ფოთლებში, ბადრიჯანში, ან ბულგარულ წიწაკაშია გახვეული.

ტრადიციული ტოლმა ვაზის ფოთლებში გახვეული ცხვრის ხორცისა და ბრინჯის ნაზავია (სომხ. ტპოვ ტოლმა - թփով տոլմա), ან იგივე კომბოსტოს ფურცლებში (კაღამბი ტოლმა - կաղամբի տոլմա). ხორცისა და ბრინჯის გარდა ტოლმას ამატებენ კორიანდრს, ქინძს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამდნარ კარაქს. სუფრასთან როგორც წესი არაჟანთან მიართმევენ.


ფახლავა (არაბ. بقلاوة‎‎: ბაქლავა — „ნიგოზი") — პოპულარული აღმოსავლური დესერტი, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომისგან, სიროფისა და ნიგვზისგან. ფართოდ გავრცელებულია ყოფილ ოსმანთა იმპერიის ხალხებში.


შაურმა (არაბ. شاورما ‎‎), ასევე ცნობილი როგორც შავერმა, შვარმა, შოარმა თურქული სიტყვიდან çevirme (იკითხ. „ჩევირმე", ნიშნავს „მოტრიალე", დროთაგანმავლობაში არაბული ზეგავლინით „შავერმე"-დ გადაკეთდა), ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძია, რომელიც მზადდება ცეცხლზე ვერტიკალურად მოტრიალე შამფურზე აცმული სანალებლებით გაჯერებული ხორცის წვრილი ნაჭრებისგან (როგორც წესი ცხვრის ან ქათმის). ემსგავსება ბერძნულ გიროს და მექსიკურ ტაკო ალ პასტორს. გემოვნების მიხედვით ამატებენ ცოტაოდენ ღვინის ძმარს, პილპილსა და ხმელ სანელებლებს.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1883 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები