ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » იაპონური სამზარეულო.
11:39
იაპონური სამზარეულო.

საშიმი (იაპონ. 刺身) არის იაპონური დელიკატესი შემდგარი უმი ზღვის პროდუქტისგან, რომელიც დაჭრილია თხელი პატარა ზომის ნაჭრებად. საშიმი დაახლოებით 2,5 სმ. სიგანის, 4 სმ. სიგრძისა და 0,5 სმ. სისქის ნაჭრებია, თუმცა მისი ზომები დამოკიდებულია პროდუქტის ტიპსა და მზარეულზე. მას მიართმევენ ჩასაწობელ საწებელთან (სოიოს სოუსი ვასაბის პასტასა და თხლად დაჭრილი პონზუსა, ან კოჭას ფესვით.) და გარნირად, დაჭრილი დაიკონის ბოლოკთან ერთად.


სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) იაპონურ სამზარეულოში არის ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი.

იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი. თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდან, რომელიც სხვა კონტექსტში აღარ იხმარება. სუშის პირდაპირი მნიშვნელობაა „მჟავეა".

არსებობს სხვადასხვა სახის სუში: ნორში (ხმელი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფურცელი) გახვეული სუში, სახელად მაკიზუში (იაპონ. 巻き); სუში თავსახურით, რომელიც ბრინჯის გუნდაზეა დახურული, სახელად ნიგირიზუში (にぎり); სუშის ზედა ნაწილი დატენილი შემწვარი ტოფუს პარკში, სახელად ინარიზუში; და სუშის ზედა ნაწილი მოყრილი ბრინჯზე თასში, სახელად ჩირაში-ზუში (ちらし).

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1094 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები