შაბათი, 20.04.2024, 12:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » სლავური სამზარეულო.
11:43
სლავური სამზარეულო.
არაჟანი

არაჟნის ბუტერბროდი

არაჟანი რძის პროდუქტია. იგი რძის ნაღების ”შედედების”, უფრო სწორად კი რძემჟავური დუღილის შედეგად მიიღება და ცხიმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამ სახით გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მსგავსია დასავლეთ ევროპული კრემ-ფრეშის (ფრანგ. crème fraîche, 28%), მაგრამ გაცილებით მსუყე და სქელია 36%-ზე მეტი ცხიმის შემცველობით და უფრო მჟავეა გემოთი. არ იჭრება ცხელ კერძში დამატებისას.

არაჟანი ბორშში

ბლინი არაჟანითა და ხიზილალით


კარტოფილი არჟნითა და ჩილის წიწაკით.


ბორში (პოლ.: barszcz, რუს. და უკრ.: борщ, რუმ.: borş) - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბოსტნეულის სუპის ნაირსახეობა, რომლის მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია. რუსეთში და გამოყენების სხვა არეალში მიიჩნევა რომ ეს სუპი წარმოშობით უკრაინიდანაა, თუმცა ის ყველა ამ ხალხთა ადგილობრივი კულინარიის შემადგენელ ნაწილად ითვლება.

ბორშის მომზადების წესი სხვადასხვა კულტურებში ოდნავ განსხვავებულია:
რუსულ სამზარეულოში ბორშს აუცილებლად აქვს ჭარხალი და კომბოსტო და ხშირად კარტოფილიც.
უკრაინულ, ბელორუსულ და პოლონურ სამზარეულოებში კარტოფილი და კომბოსტო აუცილებელი ინგრედიენტები არაა. როგორც წესი სუფრაზე მიიტანება პურთან და ცოტაოდენ ნიორთან.
რუმინულ სამზარეულოში ჭარხალი ბორშის აუცილებელი ატრიბუტი არ არის და ხშირად მიუთითებს ნებისმიერ მჟავე სუპზე და მჟავე ინგრედიენტებზეც.
ჰონგ-კონგის სტილის დასავლურ სამზარეულოში ბორში ტომატის ბაზაზე მზადდება ჭარხლის ნაცვლად და შეიცავს საქონლის ხორცს, კომბოსტოს, კარტოფილსა და სტაფილოს.

ბორში შეიძლება მომზადდეს და სუფრაზე მირთმეულ იქნას ცივად ან ცხლად. მას ასევე შეიძლება დაემატოს არაჟანი ან მაწონი მომზადების დროს ან სუფრაზე მიტანის შემდეგ.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1057 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები