პარასკევი, 29.03.2024, 12:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » კოქტეილი
12:57
კოქტეილი
ოქტეილი

"ცეცხლოვანი კო
ქტეილი" შეიცავს მცირე რაოდენობით აალებად მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დალევამდე იწვის.

კოქტეილი, (ინგლ. cocktail, სიტყვასიტყვით მამლის ბოლო), სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღბული სასმელი. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას - მაგარსა და სადესერტოს. ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი - უშუალოს ჭიქაში.

კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.


ისტორია .

პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: "მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი".

სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.

ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა. სწორედ მათ ვერსიებში ხშირად მოიხსენებდნენ ლამაზ ქალებს და ერთ-ერთი ვარაუდით, სიტყვა კოქტეილი სწორედ მათი სახელების ინიციალებისგან იყო შემდგარი. გთავაზობთ ყველაზე რეალურ ვერსიებს:
Coquetier-ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს სთავაზობდა. სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-ს, დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა.
შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი.


ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.


1769 წელს შექმნილი ეს ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო გავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა.


უძველესი დროიდან "cocked tail" (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

დაიკირი.


დაიკირი არის კოქტეილების სახეობა. ამზადებენ ძირთიდად რომის, ლაიმის წვენისა და შაქრისაგან. არსებობს მრავალი ნაირსახეობა.

სახელწოდება მომდინარეობს სანტიაგოსთან ახლოს მდებარე პლაჟისა და რკინის საბადოს სახელისაგან. როგორც ცნობილია, XX საუკუნის დასაწყისში იქ ჩასულ ამერიკელ ინჟინრებს გამოუგონიათ კოქტეილი ბარში Venus.

დაირიკი ერთ-ერთი უსაყვარლესი სასმელი იყო ერნესტ ჰემინგუეისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედისი.


ბელინი — კოქტეილის სახეობა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია იტალიაში. მზადდება შამპანიურითა (ტრადიციულად პროსეკო) და ატმის პიურეთი.

შეტანილია IBA-ს კოქტეილების სიაში.


ისტორია .

ბელინი გამოიგონა ბარის Harry's Bar (ვენეცია, იტალია) დამაარსებელმა ჯუზეპე ჩიპრიანმა 1934-1948 წლებში. მან კოქტეილს დაარქვა „ბელინი", რადგან ვარდისფერმა მას მოაგონა XV საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბელინის სურათზე დახატული რომაული კაბის ფერი.


კუბა ლიბრე (Cuba Libre - ”თავისუფალი კუბა”) — სასმელი ჰაიბოლი, დამზადებული რომის, ლაიმისა და კოლასაგან. ალტერნატიულად მას ასევე რომ-კოკას უწოდებენ და ლაიმის წვენის დამატება აუცილებელი არ არის.

პროპორცია: თეთრი რომი 50მლ, კოლა 150მლ, ლაიმის ან ლიმონის პატარა ნაჭერი (ან წვენი).


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1152 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები