ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » სუფრის მარილი.
13:00
სუფრის მარილი.

სუფრის მარილი ანუ ზოგადად მარილი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი, იგი შედგება ნატრიუმქლორიდისგან. მარილის არომატი განეკუთნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.

საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზირებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდიფერი, ან ღია რუხი კრისტალიზირებული მყარი სხეული, ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან, ან კლდის ნალექიდან.

კლდის მარილს, თავისი შემადგენლობის გამო, შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი.

ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას.

მინერალის ან თვით ნატრიუმქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1138 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები