ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » სამი ვეშაპი: გონება, ლოგიკა, ინტუიცია.
13:09
სამი ვეშაპი: გონება, ლოგიკა, ინტუიცია.

მამაკაცები საინტერესო ხალხია. მათ შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ მარსზე წყალი არსებობს, რომ სამყაროში სხვა გალაქტიკებიცაა, რომ კოსმოსში ჩვენი მსგავსი ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ. მაგრამ! ვერავითარ შემთხვევაში დაარწმუნებთ, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია. მათ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ქალების მოგონილია და არსებობს მხოლოდ მამაკაცი, მისი ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია!


შევადაროთ?

მამაკაცის გონება: ყველა საუკუნეში მმართველი მამაკაცები ბევრად მეტნი იყვნენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მამაკაცი ქალზე ჭკვიანია? ყოველ შემთხვევაში მამაკაცები ამაში 100%-ით არიან დარწმუნებულნი. ქალის ჭკუა ვერ გაწვდება მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებს. ქალის დანიშნულებაა გააჩინოს და აღზარდოს შვილები, მიხედოს ოჯახს და არ ჩააქროს ოჯახური კერა. ამასთან, მამაკაცები არაფრად აგდებენ ან არ უნდათ დაინახონ, რომ თვითონ მმართველებს ქალები მართავდნენ ყოველთვის. დიახ, მამაკაცი - ეს არის თავი, მაგრამ ყველა თავი დგას კისერზე, რომელიც მიმართულებას აძლევს თავს!

მამაკაცები იყვნენ რაინდები, ატამანები, მეომრები. ისინი იბრძოდნენ, შეიმუშავებდნენ სტრატეგიას, ახორციელებდნენ მას პრაქტიკაში და ა.შ. ხოლო ამ ყველაფრის გასაკეთებლად ჭკუაა საჭირო და ქალს ამ ყველაფერში არაფერი ესაქმება. მაგრამ თუ ისტორიის სიღრმეებში ჩავიხედებით, შეგიძლიათ იპოვოთ შემთხვევები, როცა ომი მხოლოდ ქალის რჩევების გამო იქნა მოგებული, მათი კარნახით ან მათი შედგენელი გეგმებით.

მამაკაცები იყვნენ სწავლულები, გამომგონებლები, მკვლევარები. მაგრამ ვისთვის ცდილობდნენ ისინი? სახელდობრ ვინ იყო მათი მამოძრავებელი? რა თქმა უნდა ქალები! თუ ქალებს არ ენდომებოდათ ახალი სამოსი, სამკაულები და მორთულობა, მამაკაცები თავს არ შეიწუხებდნენ ექსპედიციებში სიარულით ქვეყნის დასალიერში.

თუ ქალები არ იწუწუნებდნენ თავის მეორე ნახევრებთან მძიმე სახლის საქმეების გამო, არ იქნებოდა არც სარეცხის მანქანა, არც ჭურჭლის სარეცხი, არც მიკროტალღოვანი ღუმელი, არც მიქსერი და ა.შ. მადლობა მათ ამისათვის.

თუ ქალებს არ ენდომებოდათ ქალებად ყოფნა, დღემდე არ იარსებებდა კოსმეტიკა, მოდაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მამაკაცის გონება ბაზირებულია მხოლოდ ცოდნაზე. შემოქმედებით ადამიანებს კი ეხმარებათ ფანტაზია და არაორდინალური შეხედულება სამყაროზე. მაშ რატომ ეძახიან ასეთ ადამიანებს "გარეკილებს"?

ქალის გონება: იგი არანაირად არაა დამოკიდებული თმის სიგრძეზე, მაგრამ მამაკაცებს ამაში მაინც ეჭვი ეპარებათ.
ისინი ქალის ჭკუას ვიზუალურად აფასებენ. ამასთან, დღემდე გამოცანად რჩება, რატომ ითვლება ქერა გრძელთმიანი ქალი უფრო სულელად, ვიდრე ასეთივე, მაგრამ მოკლე თმით? შავგვრემნებთან კი ყველაფერი პირიქითაა?

თუ ქალს არ ექნებოდა ჭკუა, მამაკაცები არ იქნებოდნენ არც თავადები, არც მეფეები, არც მმართველები. ვისთვის ცდილობდნენ ლამაზი ქალები, ეშმაკობდნენ, ინტრიგებს ხლართავდნენ, კონკურენტებს წამლავდნენ, თუ არა თავიანთი მამაკაცებისთვის?

მამაკაცის ლოგიკა: რკინისაა! საინტერესოა, მოიძებნებოდა კი ბევრი ისეთი ქალი, ვისაც არ სტანჯავდეს რამდენიმე სიტყვა: "მე ასე ვთქვი!". მამაკაცმა თქვა. მისი გადაწყვეტილება კამათს ვერ აიტანს! ხოლო საიდან და რატომ აღმოცენდა ეს გადაწყვეტილება, უმჯობესია არ იცოდეთ, თქვენთვისვე იქნება უკეთესი.

ქალის ლოგიკა: ეს ისეთი რამაა... უარესი მხოლოდ ინტუიცია შეიძლება იყოს. მისი გაგება მხოლოდ ქალს შეუძლია. ხოლო იმის ახსნა, თუ რატომ აქვს მისთვის ერთსა და იმავე საკითხზე ორი სხვადასხხვა პასუხი და როგორ მივიდა იგი ამ დასკვნებამდე, ეს უფრო რთული საკითხია.

ქალური ლოგიკის მიხედვით "ორს პლუს ორი" შეიძლება იყოს როგორც ნულის, ისე ასის ტოლი...რატომ? იმიტომ რომ გააჩნია რას აჯამებთ. მაგალითად, ერთ ქალს პლუს ერთი კაცი. ვინ იცის აქედან რამდენი გამოვა?

მამაკაცის ინტუცია: არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებიც ქალის მსგავსად ამბობენ: "მე ვგრძნობ", და ამით ხშირად შველიან თავს სერიოზული უსიამოვნებებისაგან. მათ არ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ მიდიან ამ გზით და არა იმ გზით, რატომ მგზავრობენ მატარებლით და არა თვითმფრინავით.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მათ შეუძლიათ იგრძნონ, თუ რა ხასიათზეა ცოლი, ეწყება თუ არა ცოლს თავის ტკივილები ან მენსტრუალური ციკლი, თანაც უფრო ადრე, ვიდრე თვითონ ქალებს.

ქალის ინტუიცია: ქალები ამ დროს ხელს გულზე იდებენ, ოხრავენ და ამბობენ: "მე ვგრძნობ ამას". ხოლო ისინი მართლა ბევრ რამეს გრძნობენ: ამინდის ცვლილებას, სხვათა განწყობას, რა მოხდება ამა თუ იმ სიტუაციაში(მათი წინათგრძნობით) და რაც მთავარია - სხვების გრძნობებს და ხშირად აზრებსაც კი!

ისინი "გრძნობენ", თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ერთ მეზობელს მეორის მიმართ, ხელმძღვანელს მდივნის მიმართ. მათ ყავის ჭიქაში ჩახედების გარეშე შეუძლიათ გითხრან რით დამთვრდება საყვარელი სერიალის გმირების რომანი. სამწუხაროდ, ასეთი ტალანტების მიუხედავად საკუთარი თავისათვის არ შეუძლიათ "იგრძნონ" ქმრის განწყობა, მისი სურვილები და აზრები. მაშინაც კი, თუ ქმარი პირდაპირ, სიტყვებით გადმოსცემს ამას.

მაგრამ არსებობს ინტუიციის კიდევ ერთი სახეობა. ის, რომელსაც მარტივ ახსნას ვერ უძებნიან სწავლული მამაკაცები. მათ შეუძლიათ დაარქვან ამას რაიმე ჭკვიანური, მაგალითად, ტელეპატიური, ენერგეტიკული, სისხლისმიერი კავშირი. შესაძლოა პასუხების ძებნა დაიწყონ ასტროლოგიაში, ასტრონომიაში, გენეტიკაში, ანატომიაში ან ადამიანის წარსულში: "შემთხვევით ბავშვობაში ხელიდან ხომ არ გაუვარდით ვინმეს?". თუმცაღა პასუხს მაინც ვერსად იპოვიან.

რა არის ქალის ინტუიცია? ეს არის განსაკუთრებული გრძნობა. იგი აქვს თითქმის ყველას, მაგრამ უკეთესად აქვთ განვითარებული ქალებს. ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან, ემოციურები, სენტიმენტალურები. თავისი ბუნებიდან გამომდინარე ისინი უფრო მწვავედ რეაგირებენ ამა თუ იმ ცვლილებაზე. არიან უფრო დაკვირვებულები სხვა ადამიანებისა და მათი ქცევების მიმართ.

მამაკაცები და ქალები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველნი ცდილობენ იცხოვრონ გონებით და ამოიძირკვონ გრძნობები და ემოციები. გულწრფელად სწამთ, რომ გონება იმარჯვებს და წყვეტს ყველაფერს. ხოლო გულის ხმა - სისულელეა, რომელსაც არასდროს უნდა დაუგდო ყური.

ქალები კი ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ ცდილობენ მოუსმინონ საკუთარ შინაგან ხმას: რას იტყვის, რას ურჩევს იგი?
ჩვენ ხშჲრად ნამდვილად ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხები ან პრობლემების გადაწყვეტის ხერხი მხოლოდ ერთი მეთოდით: ან გონებით, ან გრძნობით. ხანდახან კი გვეჩვენება, რომ ორივე ავამუშავეთ, მაგრამ რომელიმე ერთი იმდენად ძლიერადაა განვითარებული მეორეზე, რომ მეორე მარცხდება.

მაგრამ სამყაროში არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებშიც ეს ერთი შეხედვით ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ ერთდროულად ახერხებს არსებობას და მშვენივრადაც ეწყობიან ერთმანეთს. გონებით ადამიანი აცნობიერებს პრობლემას, აანალიზებს, ეძებს და პოულობს გამოსავალს. გრძნობებით აანალიზებს კიდევ ერთხელ და თუ ორივე პასუხი ერთნაირია - გადაწყვეტილება სწორია.

ხოლო თუ პასუხს ვერ პოულობს გონება, მას პოულობს გული. შემდეგ იგი მუშაობაში ჩართავს ტვინს, რომელიც იწყებს თავისი საქმის კეთებას. აი ასეთია ჩვენი ორგანიზმის ტანდემი, რაშიც ყველაფერი - ურთიერთკავშირშია.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1042 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები