სამშაბათი, 23.04.2024, 22:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ენერგია ყოველდღე.
13:12
ენერგია ყოველდღე.

თუ ენერგიის დაქვეითებას გრძნობთ და ძალების დაკარგვას, ამისათვის არსებობს რამდენიმე შესაძლო მიზეზი და რამდენიმე შემოწმებული მეთოდი, თუ როგორ იგრძნოთ თავი უკეთ.

თავი დაღლილად შემდეგი მიზეზების გამო შეიძლება იგრძნოთ:

1. ცოტა გეძინათ. თუ 7-8 საათზე ნაკლები გეძინათ დღე-ღამეში, მალე შეიძლება ძალების დაკარგვა იგრძნოთ. რადგან ერთჯერადი ხანგრძლივი ძილი არაა საკმარისი ძალების აღსადგენად. ამიტომ უმჯობესია ასეთი სიტუაცია საერთოდ არ დაუშვათ.

ეცადეთ საკმარისად გეძინოთ ყოველდღიურად, ხოლო იმისათვის რომ უკეთესად დაიძინოთ, ეცადეთ შექმნათ საკუთარი ‘’ძილის შაბლონი’’ - ანუ ეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, ეცადეთ ძილის წინ ერთი და იგივე მოქმედებების თანმიმდევრობა დაიცვათ და ა.შ. 

2. არ გისაუზმიათ. სწორედ საუზმე გვეხმარება ‘’გადატვირთვაში’’ და ამზადებს სხეულსა და ტვინს საქმიანი დღისათვის.

თუ ადამიანთა იმ რიცხვს განეკუთვნებით, რომლებსაც საუზმე არ უყვართ, წესად გაიხადეთ ადგომისთანავე ახლადგამოწურული ხილის წვენის დალევა. ხოლო თუ სასაუზმოდ დრო არ გყოფნით, წაიყოლიეთ სამსახურში რაიმე მსუბუქი - ხილი, შვრიის ნამცხვარი, მარცვლეულის ‘’ბატონი’’ და ა.შ. 

3. არ აკეთებთ ფიზიკურ ვარჯიშებს. დღეში სულ რაღაც 15 წუთი და თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მდგომარეობას. ხოლო თუ ვარჯიშისათვის დრო არასდროს გყოფნით, ლიფტის მაგივრად კიბეებზე ფეხით იარეთ, ერთი-ორი გაჩერება ფეხით გაიარეთ, ან უბრალოდ სწრაფი ნაბიჯებით გაიარ-გამოიარეთ შესვენების დროს.

4. არ გყოფნით ჟანგბადი. თუ საქმე ამაშია, შეიძლება იგრძნოთ ძალების დაქვეითება და მსუბუქი თავბრუსხვევა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ ერთი წუთით შეჩერდით და ხუთჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. ისუნთქეთ ცხვირით - შეისუნთქეთ 3 წამის განმავლობაში და ამოისუნთქეთ ასევე სამი წამის ინტერვალში. გააკეთეთ ეს ყოველდღე.

5. ძალიან დაძაბული ხართ. გააკეთეთ რამდენიმე გაჭიმვითი ვარჯიში - ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია მოდუნებისათვის და ენერგიის მოკრებისათვის.

ამისათვის სულ 2-3 წუთი დაგჭირდებათ და ამ ვარჯიშის გაკეთება ყველგანაა შესაძლებელი - სამსახურში, სახლში, ტრანსპორტში. ეცადეთ ისე გაიჭიმოთ, რომ რაც შეიძლება მეტი კუნთი მოიყვანოთ მოძრაობაში. ამგვარად უზრუნველყოფთ ენერგიის მაქსიმალურ მოზღვავებას ორგანიზმში. 

6. სითხის უკმარისობას განიცდით. გაუწყლოება ასევე გვღლის და ძალებს გვართმევს. ამიტომ ყოველდღიურად უნდა დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, მაგრამ არა გაზირებული, არამედ მინერალური.

7. არ დაგილევიათ ჩვეული ერთი ფინჯანი ყავა ან ჩაი. იმის მიუხედავად, რომ კოფეინის დიდი დოზები ზიანის მომტანია, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე სვავენ ჩაის ან ყავას, თავს ცუდად იგრძნობენ თუ ამ ‘’რიტუალს’’ არ შეასრულებენ. ამასთან, საკმარისია მხოლოდ ერთი ჭიქა - თუ მეტს მიირთმევთ, ეფექტი შესამჩნევი არ გახდება.

და დაიმახსოვრეთ, რომ თუ ყველა რეკომენდაციის მიუხედავად გამუდმებით ძალების დაკარგვას გრძნობთ, ეს იმის სიგნალია, რომ ექიმს უნდა მიაკითხოთ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1050 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები