პარასკევი, 19.04.2024, 11:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ქალაქები და ქვეყნები.
16:15
ქალაქები და ქვეყნები.

ამსტერდამი ნიდერლანდის უდიდესი და უმთავრესი ქალაქია, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის 1 იანრვის მონაცემებით, 747,290 ათასი ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამი მდინარე ამსტელზე. ქალაქი 12-ე საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა.

დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.

19- 20-ე საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდის ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათაო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4.2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

ისტორია.

ქალაქი 1275 წელს დაარსდა იმ დამბის წყალობით, რომელიც რაიონს წყალდიდობის დროს იცავდა.15-ე საუკუნეში ამსტერდამი ნიდერლანდების უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახდა. 80-წლიანი ომის შემდეგ,1585 წელს ამსტერდამის უმთავრესი კონკურენტი პორტი ანტვერპენი ესპანელების ხელში გადავიდა , რამაც ანტვერპენელი ვაჭრებისა და ხელოსნების დიდი ნაწილის იმიგრაცია გამოიწვია, ასევე ებრაელებისაც, რომელთაც ესპანურ ინკვიზიციას ამსტერდამში გაასწრეს.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1416 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები