16:19 მადრიდი. | |
მადრიდი (ესპანურად Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი, აგრეთვე, იმავე სახელის მქონე ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა— 3,248 000 მლნ მცხოვრები. (2005) ქალაქი პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. დიდი მადრიდი 1,2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ აგლომერაციას წარმოადგენს. ქალაქის ფართობი კი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი. სამეფო სასახლე მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება. დედაქალაქი ესპანეთში მოსახლეობით პირველ ადგილზე დგას და იმიგრანტების ხარჯზე დღითი-დღე იზრდება. სახელმწიფო ენა ესპანურია, ამას გარდა, ქალაქის მოსახლეობა კატალონიურს, ბასკურსა და გალიციურსაც იყენებს. მადრიდის ქუჩებში ასევე შესაძლებელია არაბული, თურქული და სხვა აზიური ენების მოსმენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა. ქალაქის მოკლე ისტორია. ძველი თქმულებით, ქალაქი (მდინარე ტიბრის ღმერთის) ტიბერინის ვაჟმა, ანტიკურმა გმირმა ოკნიმ დააარსა. მდინარე მანსანარესის სანაპიროზე თავდაპირველად მანტუის ციხესიმაგრე აშენდა. არის ვერსია, რომლის მიხედვითაც მადრიდის სახელწოდება კელტური მაგერითიდან მოდის - დიდი ხიდი (არაბული დაპყრობის შემდეგ დამახინჯებული ფორმა მაჯირითი). ქალაქი იმავე სახელწოდების სიმაგრის ირგვლივ გაშენდა , რომელიც პირველად 932 წელს იხსენიება. 1083 წლისთვის მადრიდი მეფე ალფონს IV-მ დაიპრყრო. ქალაქის განვითარება 1561 წლამდე, ანუ სანამ მეფე ფილიპე II სამეფოს დედაქალაქად გადააქცევდა, ძირითადად, არაბებისა და ესპანელების ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული, რომლებიც ხან ერთმანეთს ებრძოდნენ, ხან კი მშვიდონიანად თანაცხოვრობდნენ. ქალაქის განვითარების ინტენსიურ პერიოდად 1570-1670 წლები სახელდება. XVI საუკუნის ბოლოს ქალაქში 50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, როცა რომ, კარლ V ჰაბსბურგის დროს ორჯერ მეტი. ფილიპე IV-ის მეფობისას ქალაქის რიგით მეოთხე კედელი აშენდა. მეთვრამეტე საუკუნეშე ესპანეთის გვირგვინი ბურბონების ხელში გადავიდა. ფილიპე V-ის დროს 1734 წელს გადამწვარი ალკასარის სასახლის ადგილას დაიწყო ახალი სამეფო სასახლის Palacio Real-ს მშენებლობა. მეფე კარლ III შემდეგ მადრიდი ნამდვილი ევროპული დედაქალაქია. მეფის ბრძანებით მოწვეულ იქნენ ისეთი არქიტექტორები, როგორებიცაა საბატინი, მარკე, ვენტურა როდრიგესი, ხუან დე ვილიანუზვა და სხვები. ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, განათდა და ვიტრაჟებით გამდიდრდა ქალაქის ქუჩები. მადრიდმა ნეოკლასიკური იერი მიიღო. ამის მიუხედავად, ქალაქის მოსახლეობის ზრდა შემცირდა. 1808 წელს ქალაქს ფრანგები დაეპატრონნენ (ნაპოლენის შეჭრა). ამავე წლის მაისში ფრანგების წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, რაც ოკუპანტებმა უხეშად ჩაახშვეს. ეს ეპიზოდი, კერძოდ, აჯანყებულთა დახვრეტა, გოიას ერთ-ერთი ტილოზეა ასახული. დედოფალ იზაბელას დროს ქალაქი დიდი სისწრაფით გაიზარდა, შედეგად, ქალაქის თითქმის ყველა კარიბჭის ჩამოხსნა გახდა აუცილებელი. ჩვენს დრომდე მოაღწია მხოლოდ ტოლედოსი და ალკალას კარიბჭეებმა. ქალაქის სერიოზული გარდაქმნა მე-20 - 21-ე საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.ძველის ადგილას, ახალი, ფართო ქუჩები და ბულვარები გაიყვანეს, აშენდა მოდერნის სტილის ბევრი შენობა. 2004 წელს მადრიდში ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა ვაგზლებზე, რომელშიც ალ-ყაიდას ადანაშაულებენ. 11 მარტის მოვლენები ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტერაქტის ანალოგად სახელდება. დაღუპულთა პატივსაყოფად ქალაქში აღიმართა მემორიალი ”გარდაცვლილთა ტყე”. ეკონომიკა.
ტრანსპორტი.
| |
|