ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ლუქსემბურგი (ქალაქი).
17:08
ლუქსემბურგი (ქალაქი).

ქალაქი ლუქსემბურგი (ლუქსემბურგულად Lëtzebuerg, გერმანულად Luxemburg, ფრანგულად Luxembourg) არის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქი, ამავდროულად ამ სახელმწიფოს ყველაზე დიდი ქალაქი და არის აგრეთვე ამავე სახელწოდების კანტონისა და ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ლუქსემბურგი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფინანსო ცენტრს და ბრიუსელისა და სტრასბურგის შემდეგ ევროპის კავშირის მესამე სამთავრობო ქალაქად ითვლება.

მეზობლები.


ქალაქი ლუქსემბურგი არის მეცის, ზაარბრიუკენის და ტრირის გვერდით ზაარ-ლორ-ლუქსის დიდი რეგიონის ცენტრი. 2006 წლიდან მოყოლებული ეს ოთხი ქალაქი ე.წ. უსაზღვრებო ქალაქების ქსელს ჰკრავს, რომელსაც კვატროპოლის სახელით იცნობენ. კვატროპოლის ამ ოთხ ქალაქს შორის არსებობს წარმატებული ურთიერთთანამშრობლობა სხვადასხვა სფეროში. ეს თანამშრომლობა დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს.

2007 წელს ქალაქი ლუქსემბურგი რუმინეთის ქალაქ სიბიუსთან ერთად გამოცხადებული იყო ევროპის კულტურის დედაქალაქად.


ქალაქ ლუქსემბურგის ერთ-ერთი ხედი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1029 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები