შაბათი, 20.04.2024, 00:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » მინსკი.
17:25
მინსკი.

მინსკი (ბელორუს. Мінск, რუს. Минск)- ბელორუსის დედაქალაქი 1919 წლიდან. მინსკის მხარისა და მინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, იმის მიუხედავად, რომ მათ შემადგენლობაში არ შედის, გმირი ქალაქი. უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. ქალაქში მდინარე სვისლოჩი მოედინება. 2007 წლის მონაცემების მიხედვით, მინსკის მოსახლეობაა 1,814 მლნ ადამიანი.


გამარჯვების მოედანი მინსკის ცენტრალურ ნაწილში


ქვეყანა ბელარუსი
სტატუსი დედაქალაქი
კოორდ. 53°54′″N 27°34′″E
დაარსდა 1067
ფართობი 305.47 კმ²
სიმაღლე 280.4 მ
მოსახლეობა 1,830,700 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 6,000 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3

ისტორიული ცნობები.


დასახელების ძველი ვარიანტებია მენსკი, მენესკი. ხალხური ეტიმოლოგიით სახელი სიტყვა ცვლიდან (менять) უნდა მომდინარეობდეს, უფრო სარწმუნოდ კი ქალაქის სახელდება მდინარე მენკედან უნდა შექმნილიყო, რომელიც მდ. ნემიგის შენაკადია. მდინარე ნემიგა შემდგომ მილების საშუალებით მიწისქვეშ ჩაუშვეს და ახლა იმავე სახელწოდების ქუჩის ქვეშ გაედინება.

მინსკის პირველი ხსენება ისტორიაში 1067 წელს განეკუთვნება, როდესაც მდინარე ნემიგასთან პოლონელი მთავრის ვსესლავ ბრიაჩისლავიჩსა და კიევის მთავარ იაროსლავ ბრძენის ვაჟებს შორის გაიმართა ბრძოლა, შედეგად კი ქალაქი დანგრეულა.

XIV საუკუნის დასაწყისში მინსკი ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. 1499 წელს (ზოგიერთი მონაცემით, 1496) ლიტვის დიდი მთავრის ალექსანდრეს ნებით ქალაქმა მაგდებურგის უფლება მოიპოვა. 1793 წელს მინსკი ბელორუსის ცენტრალურ ნაწილთან ერთად, რეჩი პოსპოლიტას მეორე დანაწევრების შემდეგ რუსეთის იმპერიას მიერთდა, იმავე წლის აპრილში კი ახალი, მინსკის გუბერნიის ცენტრი გახდა. 1795 წელს რუსეთის სენატის განკარგულებით ქალაქს მაგდებურგის უფლება ჩამოერთვა.

1917 წლის ოქტმობრის რევოლუციის შემდეგ მინსკის საბჭოს აღმასკომმა გამოსცა ბრძანება № 1, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის მმართველობა მუშათა საბჭოსა და სამხედრო დეპუტატების ხელში გადავიდა. 1918 წლის 21 თებერვლიდან 10 დეკემბრამდე ქალაქი კაიზერული გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული.

1922 წლიდან მინსკი ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის, შემდეგ ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქლაქია. 1941-1944 წლებში ქალაქი ბომბდამშენების სამიზნეა. ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა მთავრობის დაკვეთით, ქალაქი ხელახლა ააშენეს.

1991 წლიდან მინსკი ბელარუსის დედაქალაქია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1021 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები