პარასკევი, 19.04.2024, 17:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » საქართველოს ისტორია.
17:55
საქართველოს ისტორია.

ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაუხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა.

ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა.

ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგების და სანიგების. განსაკუთრებისთ გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.


VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიამ ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებემა დაიმორჩილეს.

VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო.

IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა.

XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.


XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსავებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა საქართველო. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის.

XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მოღვაწეობის შემდეგ საქართველო კვლავ გაერთიანდა და ძველი დიდება აღიდგინა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა.

ამას შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ.

XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ.

1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.


1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები.

1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.


1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.

საქართველო პირვეყოფილურ პერიოდში.


საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან საცხოვრებლად ხელსაყრელი ტერიტორია იყო. ამას ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 600 000 – 1 800 000 წლის არის. უფრო ძველი ჩონჩხები ნაპოვნია აფრიკაში. შეიძლება ითქვას რომ დმანისელი ადამიანი უძველესია მოსახლეა ევრაზიის.

პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვა. კაცობრიობის ისტორიაში იმ პერიოდს როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : პალეოლითი , მეზოლითი და ნეოლითი. თავის მხრივ პალეოლითი იყოფა : ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალათში, ჭიპიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალ მთიან რეგიონებსაც აღსანიშნავია კუდაროს და წონას გამოქვაბულები.

ამ პერიოდში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ . ქვედა პალეოლითის ბოლოს და ზედა პალეოლითის დასაწყისში მომხდარი გამყინვარების გამო კავკსიაში აცივდა, ადამიანები იძულებული გახდნენ ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ეცხოვრათ.

ამ პერიოდის ადამიანის საცხოვრებლები აღმოჩენილია : დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში. უკვე ადამიანების გაერთიანებები დამოკიდებულია სისხლის ნათესაობაზე. იქმნება გვაროვნული თემები. თემის უფროსი იყო ქალი ამიტომ ამ პერიოდს მატრიარქატი ეწოდა. პალეოლითის ხანის ბოლოს ჩნდება რელიგიური წარმოსახვები. რელიგიური შეხედულებები საკმად პრიმიტიული იყო და ის ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა.

არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც კავკასიაში დათვის კულტი იყო, გამოქვაბულებში აღმოჩენილია დათვის თავის ქალები რომლებიც საპატიო ადგილებში იყო დალაგებული.

ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითი. რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ მეზოლითის ხანაში ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და კლიმატი რომელიც დღეს არის. მეზოლითის ხანის შემდგომ მოდის ნეოლითის ხანა ამ პერიოდში ადამიანი საგრძნობლად ვითარდება. იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულთა რაოდენობა. ნეოლითის ხანის ნასახლარები აღმოჩენილია : ხუცუბანში, ანასეულში. ქობულეთში, თერამიწაში.

ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად : ადრე , შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა.

ადრე ბრინჯაოს ხანის დროს სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.ამ პერიოდში ადამიანი საკმაოდ განვითრებული. მან შესძლო ხარის მოშინაურება. განვითრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს აღწევს მეტელურგია, მიწათმოქმედება.

ამ პერიოდში გვაროვნულ თემებში დომინირებს მამაკაცი ამიტომ ამ პერიდიდან იწყება პატრიარქატი. მტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით 1 000 წელი არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრგანაა იმდროინდელი ნასახლარები აღმოჩენილი.

ძველი წელთაღრიცხვი III ათასწლეულიდან იწყება შუა ბრინჯაოს ხანა . ამ პერიოდში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია ყორღანების არსებობა. ყორღანების სიგრძე 10-15 მეტრს აღწევდა ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე.

ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი ოთახი. დიდ ყორღანებში ტომის ბელადებს და ცალკეული გვარის წარმომადგენლებს კრძალავდნენ. ყორღანებში გვხვდება მიცვალებულთან ჩატანებული ძვირფასი ნივთები.

ყორღანებს გარედან ქვიშას და მიწას აყრიდნენ დროთა განმავლობაში ეს სამარხები ბუნებრივ ბორცვებად იქცეოდა, ისე რომ მისი გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა.

ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება დასავლურ ქართული და აღმოსავლურ ქართული კულტურა.

ძველი წელთაღრიცხვის I ათსწლეულისათვის კოლხური კულტურა თავის განვითარების მწვერვალს აღწევს. ამ პერიოდში იშლება გვაროვნული თემები , უკვე ადამიანებს აერთიანებს არა ნათესაობა არამედ მეზობლობა. ამ პერიოდში წინაურდება ტომის ბელადები , ეს თანამდებობა უკვე შთამომავლობით გადადის. იქმნება მდიდარი და ღარიბი მოსახლეობა. ტომში დაწინაურებულია ქურუმები რომლებიც ტომის ბელადთან დაახლოებული პირები იყვნენ.

თანდათანობით ხშირდება ტომების ერთმანეთზე თავდასხმები. იქმნება ტომთა კავშირები.

ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები.


ურარტუს მეფის მენუას დაპყრობები.


დიაოხის სამეფო.


მცირე აზიული სახელმწიფოები ძვ.წთ აღ 189–63 წლებში.


ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო - ხეთების იმპერია და მითანის სამეფო . ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - ესხების ქართველური ტომების წინაპრები .

მითანის სამეფო კი ასურეთმა გაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მა ძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველი ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ .

ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე : «იმ დროს ღვთაება ასურის , ჩემი მეუფის დიდი ძალით , დიად ღვთაებათა შემწეობით , მე, ტიგდათფილესერი , რომელიც სამყაროს ოთხივე მხარეს სამართლიანად ვმბრძანებლობ , რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში , შორეულ მეუფეთა ქვეყნისკენ , რომელნიც ზემო ზღვის ნაპირებზე ცხოვრობენ და რომლებმაც არ იცოდნენ მორჩილება, ღვთაება ასურმა , მეუფმ გამაგზავნა ...

დაიანის ქვეყნების მეფეებმა , სულ 23 მეფემ , შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისთვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ ...

მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე . ნაირის ქვეყნების 60 მეფეს მათთან ერთად , რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ , ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდე , მათი დიდი ქალაქი დავიპყარი , მათი ნადავლი , მათი ქონება , მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე ... ცენების, ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრის პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე . »


დიაოხის ქართველ ტომთა ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო . სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმის მიდამოებიც შემოდიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა .

ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე.

დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუს ახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IX საუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე .

მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია . «დავიპყარი დიაოხის ქვეყანა , მისი სამეფო ქალაქი სასილო , ქვეყანა გადავწვი , დავანგრიე ციხესიმაგრეები ... 

უტუფურუსი , მეფე დიაოხისა , მოვიდა ჩემს წინაშე , მომეხვია ფეხებზე , ძირს დაემხო ; მე მას მოწყალედ მოვექეცი , შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით . მომცა მან ოქრო და ვერცხლი , მომცა ხარკი . »


ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთი ნაწილი წაართვეს და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრე ააგეს. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი . ხოლო მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოელმა მეზობემა , დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახემწიფოებრივმა გაერთიანებამ - კოლხამ . ძვ.წთ.აღ VIII საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა . მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს , ხოლო ჩრდილოეთი მხარე კოლხას შემადგენლობაში შევიდა.

ურარტუს სამეფოს ადმინისსტრაციული ცენტრი, ქალაქი ტუშპა.

არგონავტები.

ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ჩვ.წთ.აღ XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები ”ათეულობით მეფეს” (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ.

ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან როგორც ერთ გაერთიანებად . დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო . კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები , რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ , რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას .

აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია , განსაკუთრებით - რკინის წარმოება . რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოტყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო . აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები , სახელგანტქმულები იყვნენ რკინის დამუსავებით.

კოლხეთის განვითარების მარალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები . ასვე თანდათანობით , ძვ.წთ.აღ XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო .

ძვ.წთ.აღ IX-VIII სს ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებს .

ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან ”არგონავტიკა” : «როდესაც იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ ... ისინი გააოცა მეფის გალავანმა, ფართო ჭიშკრმა და სვეტებმა , რომლებიც მწკრივად იყო აღმართული კედლის გარშემო.სასახლის თავზე , სპილენძის ქონგურებზე , ქვის კოშკი იდგა . იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლად დააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს .

რომელთანაც მაღალი ამართული მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყო ვაზზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა . ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან ... ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთა დახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში . ამის გარდა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძის ფეხებიანი ხარები , რომელთაც სპილენძისვე ხახები ჰქონდათ , საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ . მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან ... »


ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა ძვ.წთ.აღ VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ , რომლის მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია , დაიპყრო სამეფო ქალაქი ”ილდამუსა” . ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხა, რასაც დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე მეომარი ტომების - კიმერიელების ,მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპიროთი და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოჭრილი სკვირთების შემოსევები .

ძვ.წთ.აღ 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა . მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს . ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს .


კოლხეთის სამეფო.

კოლხეთის რუკა

კოლხური მონეტები

ძვ.წთ.აღ VI საუკუნის განმავლობაში ბერძნენთა კოლონიზაციის პროცესი თანდათან შენელდა . გაძლიერებულმა ეტრუსკებმა , კართაგენმა, ეგვიპტემ და სპარსეთის იმპერიამ წერტული დაუსვეს ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას. ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ახალშენი დააარსეს მაგალითად ფაზისი (ქ.ფოთის მახლობლად) , გიენოსი (ქ. ოჩამჩირესთან) , დიოსკურია (ქ.სოხუმთან) აგრეთვე ბერძნული დასახლებები იყო ქობულეთთანაც .

ბერძნებმა ახალშენები დააარსეს ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (პანტიკაპეიონი, ოლვია, ხერსონესი, დასხვა). ხშირად ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობას იპყრობდნენ , მაგრამ კოლხეთში ყველაფერი პირიქიტ მოხდა, მათ არა თუ ვერ შესძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით ისინი მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ .

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი ქალაქი იყო . არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქ ვანის , სოფელ დაბაგორის და საირიხის ტერიტორიაზე გათხარეს იმდროინდელი ნაქალაქევები . ასევე კოლხეთის უძველესი ქალაქი იყო კუტაია ანუ დღევანდელი ქუთაისი .

კოლხეთში ამ პერიოდში იჭრებოდა ფული რომელსაც მეცნიერებმა ”კოლხური თეთრი” შეარქვეს. საკმაოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი კოლხეთის პოლიტიკური ისტორიის , საელმწიფოებრივი წყობილების და სოციალური ურთიერთობების შესახბ .

უდავოა რომ ამ პერიოდში კოლხეთის სათავეში მეფე დგას რომლებიც ბერძნების ცნობებით ლეგენდარული აიეტის შთამომავლები იყვნენ .

კოლხი წარჩინებულები მკვეთრად განსხვავდებოდნენ უფლებრივდ და ქონებრივდ ქვეყნის რიგითი მოსახლეობისაგან , ამას მოწმობს უხვი არქეოლოგიური მასალა , განსაკუთრებით სამარხისეული ინვენტარი . თუკი ერთ შემთხვევაში გვაქვს საზოგადოების რიგით წევრთა უაღრესად ღარიბი სამარხები , მწირი ინვენტარით , მეორე მხრივ გვხვდება ოქროს ინვენტარი და სხვა ძვირფასი ნივთები.

კოლხეთის სამეფო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც საბერძნეთან , ისე წინა აზიაში , სადაც გაბატონებული მდგომარობა ეკავათ მიდიელებსა და სპარსელებს . ჰეროდოტე ახასიათებს რა წინა აზიის პოლიტიკურ მდგომარეობას , აღნიშნავს : «სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე , რომელსაც მეწამულს უწოდებენ .

ამათ ზემოთ ჩრდილოეთია მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები , მიდიელებს ზემოთ სასპერები, სასპერების ზემოთ კოლხები , რომლებიც აღწევენ ჩრდილოეის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი . ეს ოთხი ხალხი მოსხლეობ სზღვიდან ზღვამდე .»


მიდია და სპარსეთი ამ პერიოდში უძლიერესი სახელმწიფოეები იყვნენ და მათ გვერდით დამოუკიდებლად კოლხეთის არსებობა მის სიძლიერეზე მიუთითბს.

ამას ისიც მოწმობს რომ სპარსელებმა ვერ შესძლეს კოლხეთის სრული დაპყრობა და დახარკვა , კოლხები ნებაყოფლობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთს უგზავნიდნენ 100 გოგონას და 100 ბიჭს. როგორც ჩანს ეს ხარკი კი არა თავისებური კონტრიბუცია იყო . კოლხეთი ამ ვალდებულებას იღებდა მძლავრი მეზობლის სასარგებლოდ , რათა თავიდან აეცილებინა მისი აგრესია .

კიდევ უფრო მცირე ინფორმაციებია სასპერების შესახებ. როგორც ჩანს ეს აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანება იყო , რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიზე იყო განსახლებული . სამხრეთ-დასავლეთით იგი აღწევდა მდ. ჭოროხსაც და მოიცავდა იმ უძველეს ოლქს რომელმაც დღემდე შემოინახა სასპერების სახელი - სპერი .

ქართლის სამეფოს წარმოქმნა .


ელინისტურ ხნას უკვშირდება , ქართლის სამეფოს წარმოქმნა . წყაროებიდნ ცნობილია რომ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების დაწყებამდე ქართლში მამასახლისის თანამდებობა იყო. მამასახლისის თანამდებობა გვარში უფროსს ნიშნავდა . თვითონ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში არ ულაშქრია , მაგრამ გამორიცხული არ არის მისი სარდლებიდან ვინმეს შავიზღვისპიურეთსა და ქართლში.

”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემის მიხედვით ქართლის მმართველად დამპყრობლებმა თავიანთი ერთ-ერთი სარდალი , აზო დანიშნეს .

აზო მკაცრი მმართველი აღმოჩნდა , ის ხშირად ავიწროებდა მოსახლეობას . მისი ბრძანებით დაუნგრევიათ აქაური ციხე სიმაგრეები . აზოს დაუპირისპირდა მცხეთის მამასახლისის ძმის შვილი ფარნავაზი , რომელმაც დაიხმარა დასავლეთ საქართველოს ერისთავი ქუჯი და ჩრდილოეთ კავკასიელთა ლაშქარი . გამარჯვებულმა ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა . მას სამეფო ნიშნები ანტიოქოს I -მა გამოუგზავნა.

მისი უზენაესობა ცნო დასავლეთ საქართველოს ერისმთავარმა ქუჯმაც .

”მეფეთა ცხოვრება ” ფარნავაზის შესახებ «დაიპყრო ალექსანდრემ ყოველი ქართლი და დაადგინა პატრიკად ნათესავი თავისი სახელად აზო , ძე იარედესოსისა ... და იყო აზო კაცი ძნელი და მოსისხლე , მოკალით ! ... იყო იმ ჟამად ქალაქ მცხეთას ჭაბუკი ერთი , რომელსაც ერქვა სახელად ფარნავაზ . ეს ჭაბუკი იყო მამით ქართველი ...

და იყო ძმისწული სამირისი , რომელიც ალექსანდრეს მოსვლისას მამასახლისი ყოფილიყო მცხეთას . ეს სამარა და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი , ალექსანდრეს მოეკლა , ხოლო დედას წაეყვანა ფარნავაზი , სამი წლის ყრმა და კავკასიონისთვის შეეფარებინა თავი . აქ აღიზარდა ფარნავაზ და დაუბრუნდა მცხეთას , მამულსა თავისსა . 

ხოლო ფარნავაზ იყო კაცი გონიერი , მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი ... იხილა ფარნავაზ სიზმარი , ვითომც იყო იგი ერთ უკაცრიელ სახლში , სურდა გასვლა და ვერ გადიოდა . მაშინ შემოვიდა სარკმელში შუქი მზისა , შემოერტყა წელზე , მიიწია და გაიყვანა სარკმელიდან . და ველზე რომ გავიდა , იხილა მზე ძირს ჩამოსული , მაშინ მოხოცა ცვარი პირსა და თვითონ წაიცხო სახეზე ...

იმავე დღეს წავიდა ფარნავა და ნადირობდა მარტო და დიღმის ველზე დაედევნა ირემს , ხოლო ისინი ილტვოდნენ ტფილისის ღირღალთა შიგან . მისდია ფარნავაზმა , სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა და მცირედ გაირბინა და დაეცა ძირსა კლდისასა . მოეწია ფარნავაზ ირემსა და შემოაღამდა ... ხოლო კლდისა მის ძირსა ქვაბული იყო, რომლის კარი ამოქოლილი იყო ქვითა ძველად და სიძველისაგან ირღვეოდა .
მაშინ დაასხა მძაფრმა წვიმამ , ხოლო ფარნავაზმა აღიღო ჩუგლუგი და გამოარღვია ამოშვებული კარი ქვაბულისა, რათა შიგ გამშრალიყო წვიმისაგან . და შევიდა ქვაბულში . იხილა მუნ განძი - ოქრო და ვერცხლი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა მოუწვდომელი. ხოლო ფარნავაზ აივსო სიხარულითა, მოაგონდა ნანახი სიზმარი, კვლავ ამოქოლა კარი ქვაბულისა , მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედასა და ორთავ დასა თავისსა. და მასვე ღამეს წამოვიდნენ სამივე სახედრებითა და ჭურჭლებითა და ხუთ ღამეში გამოიკრიბეს განძი და დაფლეს მარჯვე ალაგას.»


ქართლის სამეფო

ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო 8 საერისთავოდ და 1 სასპასპეტოდ. საერისთავო წარმოადგენდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა . საერისთავოსაგან განსხვავებული , უფრო დიდი ტერიტორიული ერთეული იყო სასპასპეტო , რომელიც მთელ შიდა ქართლს მოიცავდა მისი მმართველი სპასპეტი , ყველა ერისთავზე მაღალა იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი , რომეთა მეშვეობით იკრიფებოდა ”ხარკი სამეუფო და საერისთავო ” .

ფარნაავაზმა გააშენა ბერძენ-მაკედონელთა შემოსევის შედეგად დანგრეული მცხეთა და სხვა ქალაქები . მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - არმაზის კულტი , არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს , სადაც ციხეც გაშენდა და მას არმაზის ციხე ეწოდა . არმაზის როგორც საერთო ღვთაებად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლადჩამოყალიბებულ ქართულ სახემწიფოსთვის .

ფარნავაზს ლეონტი მროველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს. ქართლის სამეფომ ფარნავაზისა და მისი უშუალო მემკვიდრეების - საურმაგისა და მირიან I-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა . სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა მოიცავდა , კახეთის დიდ ნაწილს , სამცხეს , ჯავახეთს , კოლა-არტაანს, კლარჯეთს , აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს (აჭარას , არგვეთს , ეგრისს, სვანეთს ).

ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად შორაპნის და დამნის ციხეები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა . ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანეს გადმოსასვლელებს კავკასიონის ქედზე . ამ გადმოსასვლეელბის გამაგრებით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც , რადგან აქედან მუდმივად მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკური ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ .

”ქართლის ცხოვრება” ფარნავაზის მოღვაწეობის შესახებ : «მაშინ წარგზავნა ფარნავაზმა მონა თავისი ქუჯისაგან ... გაიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და თქვა ” მოდი ჩემთან და ნუ დაინანებ ხვასტსაგან შენსა , რამეთუ განძითა შენითა გავამრავლო სპა შენი სა შევებრძოლოთ აზოსა . მაშინ გაიხარონ ყოვენმა ქართველთა მისგან გაწყვეტილთა და შევიწროებულთა ...

მაშინ ევზრახვნენ ოსეოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ გაიხარეს, რამეთუ არ სწადთა ხარკის მიცემა აზოსთვის . და გამოიყვნენ ოვსნი და ლეკნი და გაუმრავლდათ სპანი. შეიკრიბნენ ეგრისს ურიცხვნი სპანი და გამოემართნენ აზოსკენ . ხოლო აზომ მოუწოდა სპათა თავისსა და შეკრიბნა. მაშინ ათასი რჩეული მხედარი ... განუდგნენ აზოს და მოვიდნენ წინაშე ფარნავაზს . ფარნავაზ წარავლინა მოციქულნი ასურასტანის მეფიდ ანტიოქოსის წინაშე. და გაუგზავნა ძღვენი დიდძალი და აღუთქვა მას სამსახური და სთხოვა მას შეწევნა ბერძენთა წინააღმდეგ . ხოლო ანტიოქოსმა მიიღო ძღვენი მისი, ეწოდა მას თავისი შვილი და გამოუგზავნა გვირგვინი და უძღვნა სომხეთის ერისთავთა, დახმარებოდნენ ფარნავაზს ...

ხოლო მეორესა წელს ... იქმნა ბრძოლა დიდი დაგაწყდა ორივე მხრივ ურიცხვი . ხოლო ილივნენ ბერძენნი ფარნავაზისაგან . გაიქცა ბანაკი მათი და მოკლეს აზო და ურიცხვი სპა მათი მოსრეს და დაატყვევეს .

ფარნავაზმა მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყლისა და რიონის შუა , ზღვიდან მთამდე , რომელი შორის არის ეგრისი და სვანეთი და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ . და ქუჯიმ ააშენა ციხე გოჯი . მაშინ ფარნა

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2016 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/3
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები