პარასკევი, 19.04.2024, 21:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » საქართველოს ისტორია VIII საუკუნეში.
18:22
საქართველოს ისტორია VIII საუკუნეში.

აბო თბილელი.


ანაკოფიის ციხის ნანგრევები. დღევანდელი ახალი ათონი.


მსოფლიოს ქვეყნები 750 წელს.


VIII საუკუნის დასაწყისში , როგორც კი დასრულდა შიდაომების სახალიფომ დამპყრობლითი ომები განაახლა. არაბებმა დაიპყრეს აფრიკის ჩრდილოეთი და გიბრალტარის სრუტით ესპანეთში შეიჭრნენ რამდენიმე წელიწადში მათ მთელი პირინეის ნახევარკუნძული დაიპყრეს. არაბები ევროპაში 732 წელს ფრანკებმა შეაჩერეს. ამის პარაელელურად სახალიფომ გააქტიურა პოლიტიკა აღმოსავლეთითაც.

VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე გოჯში. ბიზანტიის იმპერია ცდილობდა გავლენა აღედგინა დასავლეთ საქართველოში და ჯარიც კი გამოგზავნ . ალყა შემოარტყეს ციხე-გოჯს , არაბებმა შესძლეს ბიზანტიელების მოგერიება. მალე არაბებმა დამატებითი ჯარი გაგზავნა დასავლეთ საქართველოში.

ბიზანტიელებმა თავი აარიდეს მათთან შეტაკებას და უკან გაბრუნდნენ. ბიზანტიამ მაინც შესძლო თავისი პოზიციების ნაწილის აღდგენა მან დაიქვემდებარა საქართვეელოს უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები აბაზგია და აფშილეთი. მეტად მძიმე ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოში. ხაზარები არაბებისაგან თავის დასაცავად საპასუხო ლაშქრობებს აწარმოებდნენ სამხრეთ კავკასიაში.

VIII საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში ქართლში მოვიდა არაბი სარდალი ჯაჰარი.

მისი მთავარი მიზანი ხაზარების დამარცხება იყო. ჯაჰარმა განაახლა დაცვის სიგელი და გაზარდა ჯიზია- ერთ სულზე ერთი დინარი. ხაზარებსა და არაბებს შორის ომში საშინლად აოხრდა ქართლი. არაბთა ახალი გადასახადების გადახდა საშინელ მდგომარეობაში აგდებდა მოსახლეობას . მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა აჯანყება.

კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზარების დასამარცხებლად ხალიფამ 120 000 -იანი არმია გამოგზავნა თავისი ძმისშვილის მურვან იბნ-უჰამედის -იგივე მურვან ყრუს მეთაურობით.735 წელს მურვან ყრუ საქართველოში შემოვიდა. ქართლის აოხრების შემდეგ ის დასავლეთ საქართველში გადავიდა. არგვეთში მას ადგილობრივი მთავრები ძმები დავითი და კონსტანტინე მხეიძეები შეებნენ. ისინი მურვან ყრუმ შეიპყრო და აწამა .

ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა. მურვან ყრუმ აიღო სამგალავნიანი ციხე-გოჯი , ცხუმი და ანაკოფიას მიადგა. ციხეში გამაგრებულები იყვნენ ქართლის ერისთავი მირი და მისი ძმა არჩილი. მათ ეხმარებოდა აფხაზთა ერისთავი ლეონი.

მიუხედავად დიდი მცდელობისა არაბებმა ციხე მაინც ვერ აიღეს. მურვან ყრუ იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.მურვან ყრუს სამწლიანი გამანადგურებელი ბრძოლების შემდეგ არაბებმა ქვეყანაში მტკიცედ მიკიდეს ფეხი. მათ თბილისში თავიანთი მოხელი ამირა ანუ უფროსი დანიშნეს. მთელი ქვეყნის მართვა გამგეობა ამირას ხელში გადავიდა. 

ამირას დაექვემდებარა ერისმთავარიც.ერისმთავრებს მხოლოდ ხარკის აკრეფა და ქართული ჯარის სარდლობა ევალებოდა. საქართველოს შემდეგ მურვან ყრუ ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზარებთან საბრძოლველად წავიდა , ისინი დაამარცხა და უკანვე გაბრუნდა და მალე ის ხალიფა გახდა.

ხაზართა ერთ-ერთ მარბიელ ლაშქრობას უკავშირდება შემდეგი ამბავი. ქართლის ერისმთავრ ჯუანშერს ჰყავდა ულამაზესი და შუშანა. ეს გაიგო ხაზართა ხარაკმა. ხარაკმა ცოლობა შესთავაზა შუშანას. უარის მიღების შემდეგ მან თავისი სარდალი გამოგზავნა შემდეგი ბრძანებით, შეეპყრო და მასთან მიეყვანა შუშანა.

ხაზარებმა ტყვედ იგდეს შუშანა და მისი ძმა ჯუანშერიც. გზაში შუშანამ თავი მოიწამლა და ხაზარები ხელცარიელი მივიდნენ ხარაკთან . ხარაკმა სარდალი სიკვდილით დასაჯა, რატომ გვამი მაინც არ მომიტანეო. ჯუანშერი კი ცოტა ხნის შემდეგ გაათავისუფლა.

VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბების წინააღმდეგ ბრძოლას ერისმთავარი ნერსე II ჩაუდგა. 772-773 წლებში ხალიფამ ის თავისთან სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში დაიბარა. იქ ნერსე ტყვეობაში იყო. შემდეგ კი გაათავისუფლეს და უკან ქართლში გამოუშვეს.

ტყვეობაში ყოფნისას ნერსემ გაიცნო არაბი ჭაბუკი აბო. აბო ძალიან დაუახლოვდა ნერსეს და ქართლშიც ჩამოყვა, ცოტა ხნის შემდეგ გაქრისტიანდა. ნერსე არ წყვეტდა ანტი არაბულ საქმიანობას, ამიტომ ის კვლავ დაიბარეს სახალიფოში.

ერისმთავარი მიხვდა რომ ამჯერად სიკვდილი არ ასცდებოდა. თავისი ოჯახი აფხაზეთში გახიზნა , თვითონ კი დახმარების სათხოვნელად ხაზარებთან მივიდა. ნერსემ ხაზარებისგან რეალური დახმარება ვერ მიიღო. ამასობაში არაბებმა აბო შეიპყრეს, მაშინ როდესაც ისინი ისლამს ქადაგებდნენ, აბოს გაქრისტიანება მათთვის დიდი დარტყმა იყო. არაბებისთვი დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა რომ აბო ისლამზე დაბრუნებულიყო. ვერანაირმა ტანჯვა წამებამ ვერ გაჭრა აბოზე.

786 წელს აბო სიკვდილით დასაჯეს. მას თავი მოჰკვეთე , გვამი კი დაწყეს და მტკვარში გადაყარეს. აბოს მოწამეობრივი ცხოვრება აღწერა იოანე საბანისძემ. ქართველთა ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. VIII საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა შეირყა. განაპირა რაიონებში კი გადავარდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1132 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები