ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება .
18:28
სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება .

საქართველოს სამეფო-სამთავროები.


ტაო-კლარჯეთის (ქართველთა) სამეფო.


გრიგოლ ხანძთელი.


საქართველოში არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა. ეს ბუნებრივიც იყო რადგან ქართლი ქვეყნის ცენტრს წარმოადგენდა. სტრატეგიულად ძალზედ მნიშვნელოვან ადგილს, არაბთა შემოსევების დროს ყველაზე პირველად დარტყმას სწორედ ქართლი იღებდა. არაბებმა ვერ შესძლეს დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება, აგრეთვე უჭირდათ კახეთის მთიანეთის დამორჩილებაც.

არაბთა სახელმწიფო: ევროპაში, აზიაში და აფრიკაში იყო გადაჭიმული, იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა. სახალიფოს სიმტკიცე მხოლოდ ძალაზე იყო დამოკიდებული.VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სახალიფოს დასუსტება , რაც საქართველოშიც აშკარად აისახა. ამ პერიოდში იწყება ჩამოყალიბება.

ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო. ამ სამთავროს შექმნა დაკავშირებულია წანარებთან. წანარები იყო ქართული ტომი, რომელიც დარიალის ხეობაში სახლობდნენ. შემდგომში ისინი დღევანდელ თანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ.

VIII საუკუნის 70-იანი წლებიდან მათ არაბთა წინააღმდეგ აჯანყებები დაიწყეს. VIII საუკუნის ბოლოს კახეთი უკვე არაბებისაგან დამოუკიდებელი გახდა. ამ პერიოდში სამთავროს ცენტრი გახდა თიანეთი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს.

მალე კახეთის სამთავრომ აქტიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. იბრძვის არაბთა წინააღმდეგ, მონაწილეობს საქართველოს გაერთიანების პროცესში, იფართოებს საზღვრებს.

კახეთის აღმოსავლეთით VIII საუკუნის მეორე ნახევარში ყალიბდება , ჰერეთის სამეფო. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს ის წარმოადგენდა ქართლის ერთ-ერთ საერისთავოს. IX საუკუნის ბოლოს ჰერეთის მმართველები იღებენ ”რანთა მეფის ” ტიტულს. არსებობს თვალსაზრისი, რომ ჰერეთის მეფეები ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები იყვნენ. სამეფოს დედაქალაქი შაქში იყო

განსხვავებულ ვითარებაში ხდება აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბება. საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში არაბთა ბატონობა ფაქტიურად ვერ დამყარდა. აქ ძირითადი მოწინააღმდეგე ბიზანტია იყო.

VIII საუკუნის დასაწყისში იწყება აფხაზთა საერისთავოს გაძლიერება. თავდაპირველად ამას ბიზანტიაც უწყობდა ხელს , რადგან გაძლიერებულ საერისთავოს არაბების წინაააღმდეგ გამოიყენებდა. აფხაზთა საერისთავო თანდათანობით იფართოებს საზღვრებს, იერთებს აფშილეთს.

VIII საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთის მთავარი ლეონ II, სარგებლობს ბიზანტიის დასუსტებით და დახმარებას სთხოვს ხაზარებს. ამის შემდეგ კი იფართოებს საზღვრებს. აფხაზების კონტროლს ამყარებენ მთელ დასავლეთ საქართველოზე. რადგან ლეონ II და მისი წინაპრებიც აფხაზთა ერისთავები იყვნენ, ახლად შექმნილ სახელმწიფოს მმართველებმა მიიღს აფხაზთა მეფის ტიტული. სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში იყო. აფხაზთა სამეფო დაიყო საერისთავოებად.

აფხაზთა სამეფო თავიდანვე მკაცრად ცენტრალიზებული იყო. მისი მეფეები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ. დასავლეთ საქართველოში არსებობდა ეპარქიები რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. აფხაზთა მეფეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, იმისთვის რომ დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოები მცხეთის კათალიკოსისთვის დაექვემდებარა. 

ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იყო რადგან, საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უძღვოდა ქვეყნის ეკლესიური გაერთიანება. მთელი საქართველო დაექვემდებარა მცხეთის საკათალიკოსოს.

ყველაზე გვიან ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. არაბებთან წინააღმდეგობის გამო IX საუკუნის დასაწყისში , ქართლის ბოლო ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა მიატოვა ქართლი და თავის ოჯახთან და მომხრეებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კლარჯეთს შეაფარა თავი. აშოტმა აღადგინა ვახტანგ გორგასლის დროს დაარსებული არტანუჯი და თავის რეზიდენციად აქცია. აშოტ ბაგრატიონზე ცოტა ადრე დაიწყო ამ მხარეში მოღვაწეობა, უდიდესმაა სასულიერო პირმა გრიგოლ ხანძთელმა. ამ ორი პიროვნების საქმიანობებმა ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთის გაძლიერებას. შეიძლება ითქვას რომ აშოტის და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით იწყება საქართველოს გაერთიანება. ბიზანტიის იმპერიამ აშოტს კურაპალატის ტიტული უბოძა. ფორმალურად აშოტს ბიზანტია მფარველობდა, რეალურად კი აშოტს მხოლოდ თავისი ძალებით უხდებოდა სამთავროს გაძლიერება.აშოტის დროს სამთავროს ფარგლებში შევიდა: შავშეთი, ტაო, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. მან შეძლო შემოეერთებიანშიდა ქართლის ნაწილიც.

აშოტის პოლიტიკას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა ქვეყნის შიგნით. ისტორიკოს სუმბატ დავითის ძის გადმოცემით . აშოტი 826 წელს შეთქმულებმა მოკლეს მეფე. აშოტ კურაპალატს დარჩა სამი ვაჟი: ადარნასე, ბაგრატი და გუარამი.

კურაპალატობა და ქვეყნის მართვა ბაგრატს ერგო. ბაგრატიონთა შტო ორად გაიყო არტანუჯელ (ადარნასეს მემკვიდრეები) და ტაოელ ბაგრატიონთა (მომავალში ერთიანი საქართველოს მეფეები).

გუარამის შთამომავლობა ბაგრატიონთა საგვარეულოს შიგნით ამტყდარი შინაომის დროს ამოწყდა. აშოტის გარდაცვალების შემდეგ სამთავრო დასუსტდა და ტერიტორიებიც დაკარგა. 888 წელს ბაგრატ კურაპალატის შვილმა ადარნასემ მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. ამ დროიდან ტაო-კლარჯეთის სამეფოს ქართველთა სამეფო ეწოდა.

ქართველთა სამეფო პატარ-პატარა სამთავროებისაგან შედგებოდა. ყველა ბაგრატიონს თავისი კუთვნილი სამფლობელო ჰქონდა. ნომინალურად მათი მმართველი ქართველთა მეფე იყო, მაგრამ ყველა თავისი ნებით მოქმედებდა.

ცალკე პოლიტიკურ ერთეულა წარმოადგენდა თბილისის საამირო. არაბთა დასუსტების პარალერულად მცირდებოდა საამიროს ფართობიც. შიდა ქართლის დაკარგვის შემდეგ არაბებს მხოლოდ თბილისი და მისი შემოგარენი ემორჩილებოდა. ამირები ცდილობდნენ სახალიფოსგან დამოუკიდებლად ემართათ ეს ტერიტორია.

საქართველო IX-X საუკუნეებში.


მსოფლიოს სახელმწიფოები 900 წელს.


ერთიანი არაბული სახალიფოს დშლა სხვადასხვა სახელმწიფოდ 950.


საქართველოს გაერთიანება აუცილებლობას წარმოადგენდა. უპირველესად ეს იყო საგარეო ფაქტორი. მრავალრიცხოვან მტერთან თავის დასაცავად. მართალია ამ პერიოდში სახალიფო დასუსტებული იყო მაგრამ მას მაინც შესწევდა იმდენი ძალა საქართველოსთვის დარტყმა მიეყენებია. სახალიფოსგან განსხვავებით ძლიერდება ბიზანტიის იმპერია, რომელიც ცდილობს დაკარგული გავლენის აღდგენას.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მოითხოვს ერითიანი მონარქიის შექმნას. რაც მთავარია საზოგფადოების ყველა ფენის ინტერესებში შედიოდა საქართველოს გაერთიანება. ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვი ძალზედ მძიმე იყო.

აშოტ ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ, ტაო-კლარჯეთმა ვერ შესძლო ქართლის შენარჩუნება და ეს ტერიტორია კვლავ არაბებს დაუბრუნდა. ამ პერიოდისთვის სახალიფოში ძალზედ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, სახალიფოს ცალკეულ პროვინციებში აჯანყებები იმართებოდა, ხალიფას აღარ ემორჩილებოდა ადგილობრივი ამირები.

ამ გზას დაადგა თბილისის ამირებიც, მათგან ყველაზე ცნობილი ამირა საჰაკი, 23 წლის მანძილზე მართავდა თბილისს. IX საუკუნის შუა ხანებში არაბთა წინააღმდეგ სომხეთში დიდი აჯანყება დაიწყო.

აჯანყების ჩასახშობად, საჰაკის დასამორეჩილებლად და საერთოდ კავკასიაში გავლენის განსამტკიცებლად , სახალიფომ ბუღა თურქი გამოგზავნა. ბუღა თურქი სასტიკად გაუსწორდა სომხებს და თბილისისკენ დაიძრა. მან საჰაკს ელჩი გაუგზავნა და დამორჩილება შესთავაზა , რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ბუღა საქართველოში შემოვიდა და თბილის ალყა შემოარტყა, მის მოკავშირედ გვევლინება ბაგრატ აშოტის ძე. ბაგრატი არაბების საშუალებით ცდილობდა მისი მდგომარეობის განმტკიცებას.

მისი უმცროსი ძმა გვარმ მამფალი კი არაბების წინააღმდეგ გამოვიდა. ბუღა თურქის წინააღმდეგ მოქმედებდა კახეთის ქორეპისკოპოსიც და აფხაზეთის მეფეც. 853 წლის 3 აგვისტოს ბუღამ თბილისი აიღო და გადაწვა.

საჰაკის მოკვეთილი თავი კი ხალიფას გაუგზავნა. თბილისის აღების შემდეგ ბუღა თურქმა მისი სარდალი ზირაქი გაგზავნა აფხაზთა მეფის წინააღმდეგ. ზირაქი დამარცხდა და უკან დაიხია.

სწორედ ზირაქმა დაატყვევა ქართველი დიდაზნაური კონსტანტი-კახი. მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე.რისთვისაც ის სიკვდილით დასაჯეს.

914 წელს საქართველოში შემოიჭრა სამხრეთ აზერბაიჯანის ამირა აბულ-კასიმი. ის ჯერ თბილის მოადგა შემდეგ გადავიდა კახეთში. აბულ კასიმმა ააოხრა ქართლიც და სამცხეც. აბულ კასიმი იყო ბოლო არაბი სარდალი რომელიც საქართველოში შემოვიდა. უკვე საქართველოში არაბთა მმართველობის აღდგენა შეუძლებელი გახდა. საქართველოს გაერთიანებას ხელს უშლიდა ბიზანტია .ბიზანტიის იმპერატორები ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის შუღლს აგდებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ დაესუსტებინათ ქართველთა სამეფო. თუ საშუალება მიეცემოდა ბიზანტია აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამეფოს საქმეებშიც. IX საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერიის ტახტს , ბასილ I იკავებს. მან ჩაუყარა საფუძველი მაკედონურ დინასტიას. ამ პერიოდიდან იწყება ბიზანტიის სიძლიერის განახლება. თუ ბიზანტია აშოტ დიდის დროს ხელს უწყობდა ტაო-კლარჯეთის სამეფოს გაძლიერებას , არაბებთან საბრძოლველად. მას შემდეგ რაც არაბთა სახალიფო დასუსტდა, ბიზანტიისთვის მიუღებელი გახდა ქართული სამეფო სამთავროების გაძლიერება და საქართველოს გაერთიანება.

საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის წარმოებულ ბრძოლებში ხშირად ერეოდნენ სომხური სამეფოებიც. მათ მოახერხეს მიეტაცებინათ , ქვემო ქართლის ნაწილი. ამ ტერიტორიაზე X საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა ლორე ტაშინის სამეფო, რომლის ცენტრი სამშვილდე იყო. ტაო-კლარჯეთის დასუსტების შემდეგ ერთი პერიოდი გაძლიერდა , კახეთის საქორეპისკოპოსო.

მაგრამ უკვე X საუკუნის დასაწყისიდან უპირატესობას აფხაზთა სამეფო იგდებს ხელთ. აფხაზთა მეფემ კონსტანტინემ დაიკავა შიდა ქართლის ნაწილი და აქ თავისი ერისთავი დანიშნა. მანვე კახეთის ქორეპისკოპოსთან ერთად ილაშქრა ჰერეთში, დაამარცხა ჰერეთის მეფე და ციხეები დაიკავა. კიდევ უფრო გაძლიერდა აფხაზთა სამეფო გიორგი II-ის მმართველობის დროს (922-957 წლები).

ქართლის აზნაურებმა გიორგი II-ს მისი ძე კონსტანტინე აუჯანყეს. რომელიც მეფეს ქართლის ერისმთავრად ჰყავდა დანიშნული. მფემ დაამარცხა განმდგარი შვილი და კიდევ უფრო დაიმორჩილა შიდა ქართლი. ამის შემდეგ გიორგი II-მ კახეთის ქორეპისკოპოსს შეუტია. ქორეპისკოპოსმა მორჩილება გამოუცხადა გიორგი II-ს, თუმცა როგორც კი ის დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, ქართლის აზნაურების წაქეზებით ის კვლავ განუდგა აფხაზთა მეფეს. შიდა ქართლის აზნაურებს არ სურდათ დამორჩილებოდნენ მეფის მტკიცე ხელისუფლებას , მათ სურდათ თვითონ ემართად სამეფო.

მათ ამჯერადაც მარცხი განიცადეს. აფხაზეთს ქართლის მტკიცეთ ჰქონდათ დამორჩილებული და დათმობას არ აპირებდნენ. გიორგი II-მ კახეთის წინააღმდეგ ბრძოლა თავის შვილ ლეონს დაავალა. გიორგი II-ს გარდაცვალების შემდეგ მეფე გახად ლეონი.

ლეონის მმართველობის დროს აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში ჯავახეთიც შევიდა. ამ დროისთვის აფხაზეთი ყველაზე ძლიერი იყო ქართულ სამეფო სამთავროებს შორის. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ რაც აფხაზთა სამეფო ტახტი გიორგი II-ის ძემ თეოდოსმა დაიკავცა.

თეოდოსი თავის დროზე აუჯანყდა თავის ძმას დემეტრს და სამეფო ტახტის დაკავება მოინდომა. აჯანყებული თეოდოსი შეიპყრეს და თვალები დასთხარეს. 975 წელს თეოდოსი ტახტზე ავიდა რადგან სხვა კანონიერი მემკვიდრე აღარ იყო .

ცხადი იყო რომ მას ქვეყნის მართვა მტკიცედ არ შეეძლო. ამით ისარგებლა კახეთის ქორეპისკოპოსმა და ქართლის დაკავებას შეეცადა. კახელებმა ქართლში ილაშქრეს და უფლისციხეს დაიკავეს.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1916 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები