23:09 ბენიტო მუსოლინი. | |
ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი (იტალ.: Benito Amilcare Andrea Mussolini) (დ. 29 ივლისი, 1883, პრედაპიო (ფორლი), იტალია – გ. 28 აპრილი, 1945, ჯულინო დი მეცეგრა (კომო), იტალია) — იტალიის ფაშისტი დიქტატორი 1922-1943 წლებში. ახალგაზრდობა (1883 - 1914) . . ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა და ბენიტოს როგორც კი ის წამოიზარდა, მამის დახმარება მოუხდა სამჭედლოში. ბავშვობაში ბენიტო გამოირჩეოდა აგრესიული ტემპერამენტით და ამპარტავნობით, ის რთულად აღსაზრდელი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს მას ახასიათებდა ახლობლებისადმი სითბო და მეგობრებისადმი ერთგულება. სკოლაში, სადაც ბენიტო ამღზრდელებისათვის მუდმივი თავის ტკივილი იყო, მას ძალიან ნიჭიერ ყმაწვილად სთვლიდნენ, რომელსაც სწავლისადმი ლტოლვა ახასიათებდა. თვრამეტი წლის ასაკში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბენიტომ მასწავლებლის დიპლომი მიიღო. მაგრამ პედაგოგობა არ იზიდავდა მეამბოხე, სოციალისტური და ანარქისტული იდეებით გატაცებულ თავაწყვეტილ ყმაწვილს, რომელიც თავისი ხულიგნური ფათერაკებით ძალიან ამაყობდა. მუშათა წრეში ის განათლებით და აქტიურობით გამოირშეოდა და მას შესთავაზეს პროფკავშირის სამდივნოში მუშაობა. ამავე დროს მან დაიწყო სტატიების წერა, რომლებშიც ქადაგებდა ანარქიული სოციალიზმის თავისებურ გაგებას და გამოხატავდა თავის ანტიკლერიკალიზმს და შეძლებული კლასებისადმი მტრიბას. ის ძალიან ბევრს კითხულობდა, რომ დაეძლია პოლიტიკური ფილოსოფიის მთელი ისტორია. ის სწავლობდა მარქსს და კაუცკის, შოპეიჰაუერს და ნიცშეს, ბლანკის და სორელს, კროპოტკინს და ბაკუნინს და ა.შ.. მოგვიანებით გადავიდა კანტზე, ჰეგელზე, სპინოზაზე და ა.შ.. ინგლისური და ესპანური ენები, თარგმნიდა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს, წერდა სტატიებს. 1904 წელს იტალიის მეფემ ამნისტია გამოუცხადა დეზერტირებს და მუსოლინი სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროისთვის მას პოლიტიკური ექსტრემისტის რეპუტაცია ჰქონდა და ერთ-ერთ გაზეთში მას სოციალისტური კლუბის "დიდ დუჩე"-თაც (ბელადად) კი მოიხსენიეს. ოცდახუთი წლის ასაკში "ამხანაგი მუსოლინი" უკვე მძლავრ ძალას წარმოადგენდა. იგი მუდმივად იბეჭდებიდა რევოლუციურ - ინტერნაციონალისტურ გამოცემაში "მშრომელის მომავალი" (Avenire del Lavoratore). ამ პერიოდში ის ქადაგებდა პროლეტარიატის ანტიპატრიოტიზმს, ნაციონალიზმს ეძახდა "მტაცებლურ მილიტარიზმს" და ეროვნულ დროშას კი სანაგვე ჩვარს. რელიგიას ის მოიხსენიებდა როგორც "გონების ამორალურ დაავადებას" და ეკლესიას კი როგორც "ლეშს". ბუნებრივია, ის არაერთხელ იყო ამისთვის დაპატიმრებული. მუსოლინის დაპირისპირებამ სოციალისტური პარტიის ძირითად ნაწილთან იჩინა თავი 1911, როდესაც იტალიის ხელისუფლებამ გააგზავნა ჯარი ლივიაში ფორმალურად იტალიელი მოქალაქეების დასაცავად, სინამდვილეში კი იმისთვის, რომ დასუსტებული ოსმალეთი იქიდან გამოედევნა და დაემკვიდრებინა იტალიის დომინირება ამ რეგიონში. სოციალისტური პარტიის ეროვნულმა ყრილიბამ მხარი დაუჭირა "მთავრობის აგრესიულ ქმედებას" და ამან მუსოლინის აბობოქრება გამოიწვია. "საერთაშორისო მილიტარიზმი ისევ აგრძელებს ნგრევათა და მკვლელობათა ღრეობას...მანამ არსებობენ სამშობლოები, იარსებებს მილიტარიზმიც. სამშობლო - ეს აჩრდილია... შურისმგებლური, სასტიკი და ვერაგი... ვაჩვენოთ, რომ სამშობლო არ არსებობს!" - წერდა და გაჰყვიროდა ის და ამასაც არ დასჯერდა. პროტესტის გამოსახატავად მან გამოიყვანა ქალაქ ფორლის ქუჩებში ბანდები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრამვაის ხაზებს ანგრევდნენ. ამისთვის მუსოლინი უკვე მეხუთედ დააპატიმრეს და გაასამართლას. მისი გამოსვლა პარტიის მორიგ ყრილობაზე იმდენად ენერგიული და შთამბეჭდავი იყო, რომ მომდევნო 1912 წლის ბოლოს პარტიის ხელმძღვანელობამ დანიშნა "პროფესორი ბენიტო მუსოლინი" სოციალისტების მთავარი ბეჭდბითი ორგანოს მილანში გამომავალ გაზეთ "ავანტი"-ს მთავარ რედაქტორად. აქაც ისევე, როგირც პროვინციალურ "კლასობრივ ბრძოლაში" მუსოლინი ყველა პოლიტიკურ სტატიებს წერდა თვითონ და მისი რედაქტორული ნიჭის წყალობით მოკლე ხანში გაზეთის ტირაჟი რამდენიმეჯერ გაიზარდა. "ის შორს წავა" - ასეთი აზრის იყვნენ მუსოლინიზე თანაპარტიელები. მაგრამ 1913 წლის არჩევნებში, რომელშიც ის ქ. ფორლიდან წარდგენილი სოციალისტური პარტიის კაიდიდატი იყო და წინასაარჩევნო გამოსვლებში ამხელდა მილიტარიზმს, იმპერიალიზმს და ნაციონალიზმს, მან პირწმინდად წააგო. საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომს შეუძლია გადაწყვიტოს ტრენტინის და ტრიესტის პრობლემა, და ესეც დაუჯდა ჭკუაში მუსოლინის. ამიტომ მან მიეტოვა სოციალისტური გაზეთი "ავანტი" და დაეარსა საკუთარი გაზეთი "პოპოლო დ'იტალია", რომლის პირველივე ნიმერში 14 ნოემბერს მოუწოდა ახალგაზრდობას ომისაკენ. რამდენიმე დღის შემდეგ სოციალისტური პარტიის კრებაზე მუსოლინის მოღალატე და მკვლელი უწოდეს და გარიცხეს პარტიიდან. 1915 წლის დასაწყისში ომზე შეხედულება საზოგადოებაში გახდა მეტად უფრო კეთილგანწყობილი. ინტელექტუალები და მწერლები, როგორც მაგალითად გაბრიელე დ'ანუნციო, თვლიდნენ, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა გამარჯვების შემდეგ იტალიას მისცემს საბოლოოდ გაერთიანების საშვალებას, დაამყარებინებს სუვერენიტეტს ადრიატიკაზე და აამაღლებს მის პრესტიჟს ევროპაში. და ყველა მათ სასიხარულოდ 1915 წლის 24 მაისს მეფე ვიტორიო-ემანუელე III-მ გამოუცხადა ომი ავსტრიას და გერმანიას. ამ დღიდან მუსოლინის ლოზუნგები "პოპოლო დ'იტალია"-ში იყი "ჩვენ ყველა იტალიელები ვართ!", "გაუმარჯოს იტალიას!" "მე ვამაყობ - წერდა ის თვითკმაყოფილებით, - რომ ჩემი სისხლით წითლად შევღებე ტრიესტისკენ მიმავალი გზა." უნდა ითვვას, რომ იტალიის წვლილი ანტანტის მოკავშირე ქვეყნების გამარჯვებაში ძალიან მოკრძალებული იყო, და ამიტომ ვერსალის ზავის თანახნად მან მიიღო ავსტრიის ტერიტორიებიდან გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე მოელოდა - მხოლოდ სამხრეთი ტიროლი და ტრიესტი. დალმაცია და ფიუმე მიეკუთვნა იუგოსლავიას, რაზეც ვიტრიო-ემანუელე III-მ განაცხადა, რომ იტალიას "გამარგვება მოპარეს". მას აღარ უნდიდა სოციალისტი ყოფილიყო, რადგან სოციალისტური პარტია მისი აზრით დისკრიდიტირებული იყო ბოლშევიზმის პროპაგანდით და ამიტომ მან დაკარგა უფლება მუშათა კლასის უფლებებისათვის მებრძოლი რქმეოდა. თავის სტატიებში და გამოსვლებში მუსოლინი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ის არის მუშების ჭეშმარიტი მეგობარი და დამცველი და მტკიცედ დგას ანტიბურჟუაზიულ პოზიციებზე. შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და "არდიტი"-ს ბატალიონების ყოფილი მეომრები ("არდიტი" ანუ "მამაცები" იყვნენ სპწეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდ ეკლეკტური პროგრამა, რომელშიც ნაციონალისტური მოჭოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესება კაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია; ეკლესიის ქონების კონფისკაცია; დალმაციის ანექსია; წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა. რამდენიმე დღის შემდეგ მუსოლინი დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან მხარი დაუჭირა დ'ანუნციოს ავანტიურას. (1919 წლის სექტემბერში ცნობილმა პოეტმა გარიელე დ'ანუნციომ, რომელიც ოფიცერი იყო, ვოლონტიორებთან ერთად თვითნებურად დაიკავა იუგოსლავიის პორტი ფიუმე და მთავრობას მოუხდა მათი იქიდან ევაკუაცია). მუსოლინის წარუდგინეს ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ შეთქმულებაში, მის რედაქციაში აღმოაჩინეს მთელი არსენალი, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ გაუჩერებიათ, რომ "მკვრადშობილი" ორგანიზაციის "ხელმოცარული" ლიდერი ტანჯულად არ გადაექციად. ამისთვის მათ კომუნისტების ძალადობას უფრო მეტი ძალადობა უნდა დაუპირისპირონ. ფაშისტური "სკვადრები" (რაზმები), შეიარაღებული დანებით, ჯოხებით, დამბაჩებით და თოფებით თავს ესხმოდნენ კომუნისტებს და სოციალისტებს და მათ ორგანიზაციებს, არბევდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ მათ, აიძულებდნენ ფაშისტური ალამისთვის თაყვანი ეცად. უფრო მეტად დასამცირებლად პირში ძალით ასხავდნენ საფაღარათო ზეთს. ეს თავდასხმები ისე გამუუდმებით და სისასტიკით ხდებოდა და ხშირად ურთიერთ ხოცვითაც მთავრდებიდა, რომ მალე შეიქმნა სამოქალაქო ომის სიტუაცია. 1920 -1922 წლებში ორივე მხრიდან დაიღუპა რამოდნიმე ათასი ადამიანი. მუსოლინი თავისი პრორაგანდისტული ნიჭის წყალობით საქმეს წარმოადგენდა, როგორც ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისუფლების დასაცავად. ფაშისტებს მხარი დაუჭირეს მეწარმეებმა და ზოგიერთმა პროფკავშირებმა, მიწადმფლობელებმა და გლეხობამ, სამხედროებმა, სამღვდელოება და ბევრმა ინტელექტუალმაც კი. მათ სჯეროდათ, რომ დროთა განმავლობაში მოხერხდებოდა ფაშიზმის გადაყვანა კონსტიტუციონალიზმის გზაზე. და მართლაც "სკვადრისტებმა" ცეცხლი წაუკიდეს სოციალისტური პარტიის შენობებს და დაარბიეს გაზეთ ავანტი'ს (რომელსაც 1914 წლამდე თვითონ მუსოლინი რედაქტორობდა) სტამბა. ამის შემდეგ ფაშისტების ყრილობაზე მუსოლინიმ რიხიანად გამოაცხადა: "ან მთავრობა გახდება ჩვენი, ან ჩვენ წავალთ მარშით რომზე!" და მისმა მრავალათასიანმა მხარდამჭერებმა შეძახილით უპასუხეს: "რომი! რომი!" ამით მან აჩვენა, რომ ის არა მარტო ფაშისტების არამედ უკვე მთელი იტალიის ლიდერია. მთავრობაში მუსოლინიმ ფაშისტების გარდა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეიყვანა. მაგრამ თავის დაქვემდებარებაში დატოვა ოთხი მთავარი უწყება: შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, შეიარაღებული ძალების და კორპორაციების სამინისტროები. დეპუტატების პალატისაგან მან მოითხოვა სრული ძალაუფლება ერთი წლით მნიშვნელოვანი რეფორმების ჩასატარებლად. საქმეს იგი შეუდგა დიდი ენერგიით და შემართებით. თავიდან კონკრეტული პროგრამა მას არ ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი პრიორიტეტები იყო ბიუჯეტის დაბალანსება, მუშათა პრობლემებისადმი სამართლიანი მიდგომა და ღირსეული საგარეო პოლიტიკა. მუსოლინის გაპრემიერმინისტრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მისი მართველობა წარმატებულია. მუშები დაუბრუნდნენ ჩარხებს, სტუდენტები წიგნებს, ქარხნები ამუშავდნენ, ქუჩები დაცარიელდნენ. შემოღებული იყო 8 საათიანი სამუშაო დღე, შემცირდა სამთავრობო ხარჯები, დაძლეული იყო საბიუჯეტო დეფიციტი. იტალიელები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ მატარებლებმა ზუსტი გრაფიკით დაიწყეს სიარული. ამ წარმატებით გაგულიანებულმა მუსოლინიმ იმის მინიშნება გააკეთა, რომ იგი იხილავს საგანგებო უფლებამოსილების გაუქმების და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. ფაშისტური ლიდერების გარკვეული ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ისინი მათთვის ჩვეულ პროვოკაციაზე წავიდნენ. დაიწყო გამოძიება და დაპატიმრებული იყვნენ ეჭვმიტანოლი ოთხი წამყვანი ფაშისტური მოღვაწე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ამან არ დაამშვიდა და ოპოზიციურმა გაზეთებმა გააგრძელეს რეჟიმის კრიტიკა. მრავალი წლის შემდეგ, 1947 წელს, როდესაც მუსოლინი ცოცხალი აღარ იყო, ამ საქმეზე ჩატარდა სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ ამ მკვლელობასთან მუსოლინის პირადად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ საზოგადოებაში მყოფმა ეჭვებმა საბოლოოდ მოსპო მუსოლინის ლიბერალებთან დაახლოვების შანსი და უბიძგა მას რეჟიმის გასასტიკებისკენ. 1925 წლის იანვარში დეპუტატების პალატის წინაშე მან განაცხადა: "...მთელი იტალიელი ხალხის წინაშე ვაცხადებ, რომ მხოლოდ მე ვარ პოლიტიკური, მორალური და ისტორიული პასუხისმგებლობის მატარებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება ქვეყანაში. და თუ ფაშიზმი არის არა კეთილშობილი სულისკვეთება იტალიელი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილის, არამედ ის გარდაიქმნა დანაშაულებრივ შეთქმულებად და ამკვიდრებს ძალადობის ატმოსფეროს საზიგადოებაში, ამაზეც პასუხს მე ვაგებ... იტალიას სწადია მშვიდობა, სიწყნარე, მშვიდი შრომა. მე ამას მივაღწევ სიყვარულით და თუ არ გამომივა, ძალით!" ოპოზიციური პარტიები გაუქმდა, დეპუტატების პალატა გახდა ფაშისტური დეკრეტების დაკანინების ფორმალური ორგანო. სამაგიეროდ ჩამოყალიბდა მუსოლინის თავჯდომარეობით ფაშისტური პარტიის დიდი საბჭო, რომელსაც დაეკისრა მინისტრთა კაბინეტის გაკონტროლება. არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე ბოლო მოეღო, არჩეული მერები შეიცვალნენ დანიშნული "პოდესტებით". მოხდა ფაშისტური პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან. მუშათა პროფკავშირები მთლიანად დაემორჩილნენ ფაშისტურ პარტიას. აკრძალული იყო გაფიცვები და ლოკაუტები, შრომითი კომფლიქტების მოსაგვარებლად შექმნილი იყო სპეციალური სასამართლოები. როგორც დამახასიათებელია ტოტალიტარულ რეჟიმებისთვის, შეიქმნა საბავშვო და ახალგაზრდული ფაშისტური კავშირები. ფაშისტური პარტია რუსი ბოლშევიკების მაგვარად ახორციელებდა ტოტალურ კონტროლს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე და საზოგაბოებრივ ორგანიზაციაზე. ხორბლის მოსავლისთვის "ბრძოლის" მოსაგებად მუსოლინი მთელი ქვეყნის სოფლებში პირადად ჩადიოდა და მიმართავდა "მამაც გლეხებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან", შრომაში გამორჩეულებს პირადად აჯილდოვებდა "შრომის ვარსკვლავით". და მართლაც, ხორბლის მოსავალი 1925 წლისთვის ომისწინანდელ პერიოდთან შედარებით 30% - ით გაიზარდა. დისიდენტები აკრიტიკებდნენ თავისუფლების დათრგუნვას, ფაშისტური იდეოლოგიის ვულგარულ პრიმიტივიზმს, მაგრამ უბრალო ხალხისთვის თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო გარანტირებული ხელფასი და შიმშილისგან გადარჩენა. რაც შეეხება უკმაყოფილო მწერლებს და ინტელექტუალებს, ხელისუფლება ცდილობდა მათ მოსყიდვას და გადმობირებას. ვინც გაჯიუტდებოდა, მათ ხსნიდნენ თანამდებლობიდან და ავიწროვებდნენ. მაგრამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასიურ დევნას ან რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია.
| |
|