პარასკევი, 19.04.2024, 16:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ჯონ ფიცჯერალდ კენედი.
23:35
ჯონ ფიცჯერალდ კენედი.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი.
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1961 – 22 ნოემბერი, 1963
ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი
წინამორბედი დუაიტ ეიზენჰაუერი
მემკვიდრე ლინდონ ჯონსონი
სენატორი მასაჩუსეტსიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1953 – 22 დეკემბერი, 1960
წინამორბედი ჰენრი კაბოთ ლოდჯი
მემკვიდრე ბენჯამინ სმითი
წარმომადგენელთა პალატის წევრი მასაჩუსეტსიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1947 – 3 იანვარი, 1953
წინამორბედი ჯეიმზ კარლი
მემკვიდრე ტიმ ონეილი

დაბადებული 29 მაისი, 1917
ბრუკლაინი, მასაჩუსეტსი
გარდაცვლილი 22 ნოემბერი, 1963
დალასი, ტეხასი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
მეუღლე ჟაკლინ კენედი

რელიგია კათოლიკე.


ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ" კენედი (ინგლ. John Fitzgerald "Jack" Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი, 1917 - გ. 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხული.

1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის დროს ის მძიმედ დაიჭრა და მამაცობისთვის 2 მედალი მიიღო.

ომის შემდეგ კენედი, როგორც დემოკრატი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1947-1953) და სენატის (1953-1960) წევრი იყო მასაჩუსეტსიდან. 1960 წლის არჩევნებში მან მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. კენედი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მე-20 საუკუნეში დაიბადა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება (43 წლის), ვინც არჩეულ იქნა პრეზიდენტად.

იგი დღემდე ერთადერთ კათოლიკე და ერთადერთ პულიცერის პრემიის მფლობელ აშშ-ის პრეზიდენტად რჩება.

მისი ადმინისტრაციის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები ღორების ყურეს ოპერაცია, კუბის კრიზისი, ბერლინის კედლის აშენება, კოსმოსის შეჯიბრი, აფრიკელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი იყო.

კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარლი ოსვალდი მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე წარდგებოდა მოკლულ იქნა დალასის მაცხოვრებლის ჯეკ რუბის მიერ.

FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით პრეზიდენტის მკვლელი ოსვალდი იყო. ამასთან ერთად წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა სადავო აკუსტიკურ სამხილებზე დაყრდნობით შეთქმულების ალბათობა არ გამორიცხა. ჯონ კენედი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1069 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები