ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 30 » სუპრემატიზმი
20:24
სუპრემატიზმი

"შავი კვადრატი", კაზიმირ მალევიჩი.

სუპრემატიზმი (რუხ. Супремати́зм, ლათ. supremus — უზენაესი) — მიმართულება ავანგარდულ ხელოვნებაში ჩასახული 1910-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთში კაზიმირ მალევიჩის მიერ.

აბსტრაქციონიზმის ნაირსახეობა, სუპრემატიზმი გამოიხატებოდა გამომსახველობით არსს მოკლებული უმარტივესი გეომეტრიული ფორმის ფერადი სიბრტყეების კომბინაციებით (სწორი ხაზებით, კვადრატებით, წრეებითა და მართკუთხედებით).

სხვადასხვა ზომისა და ფერის გეომეტრიული ფიგურების შეხამება ქმნიდა სიღრმისეული მოძრაობით გამჭოლ დაბალანსებულ ასიმეტრიულ სუპრემატულ კომპოზიციებს. საწყის ეტაპზე ეს ტერმინი, რომელიც ლათინური ფუძისგან suprem იყო წარმოებული, დომინირებას, ფერის მხატვრობის ყველა დანარჩენ ასპექტზე უზენაესობას ნიშნავდა.

უსაგნო ტილოებზე საღებავი, მალევიჩის ჩანაფიქრით, პირველად განთავისუფლდა მისთვის მიკუთვნებული როლისგან, სხვა დანიშნულებისთვის სამსახურისგან, და შედეგად, სუპრემატისტული ნამუშევრები პირველი ნაბიჯი გახდა "წმინდა შემოქმედებისკენ", ანუ აქტისკენ, რომელიც ადამიანის შემოქმედებით ძალასა და ბუნებას (ღმერთს) აწონასწორებდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1146 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები