ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12

პრადო (Museo del Prado)( ესპ. prado - მინდორი, მდელო) - განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში, ესპანეთი. მასში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული.

დაფუძნდა როგორც ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა მუზეუმი, თუმცა მუზეუმს ასევე 5.000-მდე მონახაზების, 2.000-მდე ანაბეჭდებისა, 1.000-მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია გააჩნია. სკულპტურები წარმოდგენელია დაახლოებით 700-ზე მეტი ნიმუშით და რამდენიმე ფრაგმენტით. შესანიშნავი ფერწერული გალერეა, რომელიც 8.600 ნახატისაგან შედგება მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს.

პრადოს დიეგო ველასკესის და ფრანსისკო გოიას ნამუშევრებისა და ასევე ჰიერონიმუს ბოსხის (მეფე ფილიპ II-ის პირადი ფავორიტი) საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში. მუზეუმს ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, ბართოლომეო ესტებან მურილიოს შედევრების ბრწყინვალე კოლექცია აქვს.

აქვეა ასევე მელოცო და ფორლის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ დიურერის, რემბრანდტის, ვერონეზეს საუკეთესო ექსპონატები.

მუზეუმის კოლექციაში ყველაზე განთქმული ექსპონატია ველასკესის "ლას მენინიას". ველასკესმა თავად დაუთმო საკუთარი საუკეთესო ნამუშევრების დიდი ნაწილი მუზეუმს და ასევე მისი დამსახურებაა მუზეუმში იტალიური ხელოვნების ნიმუშების მოზიდვა.

პაბლო პიკასოს "გერნიკა" პრადოში იყო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2353 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ოკეანოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს მონაკო-ვილში, მონაკო. დაფუძნდა 1910 წელს მონაკოს დიდი რეფორმატორი, პრინცი ალბერ I-ის მიერ.

მუზეუმში დიდი რაოდენობით ზღვის ცხოველია თავმოყრილი (ზღვის ვარსკვლავები, ცხენთევზები, კუები, მედუზები, კიბორჩხლები, კიბოსნაირნი, გველთევზასნაირნი, ზვიგენები, და მრავ. სხვა). მუზეუმის საკუთრებაშია ასევე დიდი რაოდენობით ზღვასთან დაკავშირებული საგნები, მათ შორის გემების მოდელები, ზღვის ცხოველთა ჩონჩხები, ხელსაწყოები, იარაღი და სხვ.

მუზეუმის დირექტორი დიდი ხნის განავლობაში, 1957 წლიდან მოყოლებული იყო ჟაკ კუსტო.


უზარმაზარი ჩონჩხი.


დიდი თევზი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1266 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

მუზეუმის მთავარი ფასადი.

cვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი (Victoria and Albert Museum) — დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილესი მუზეუმი მსოფლიოში; მდებარეობს სამხრეთ კენსინგტონში, დასავლეთ ლონდონი; დაფუძნდა 1852 წელს. შესვლა 2001 წლიდან უფასოა.

მუზეუმი თავდაპირველად დაარსდა, როგორც სამხრეთ კენსინგტონის მუზეუმი 1851 წლის |დიდი გამოფენის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბუნების ისტორიის მუზეუმის, როიალ ალბერტ ჰოლის, ალბერტის მემორიალისა და მეცნიერების მუზეუმთან ერთად.

ერთობლიობაში ისინი ქმნიან კულტურულ დაწესებულებათა კომპლექსს, ცნობილს სახელით ალბერტოპოლისი. პირველი ხელმძღვანელი იყო სერ ჰენრი კოული, რომელიც ასევე ორგანიზატორი იყო დიდი გამოფენის და, რომელმაც მუზეუმის კოლექციისთვის რამდენიმე ობიექტი ამ გამოფენაზე შეიძინა.

წლების განმავლობაში მუზეუმმა მრავალი მნიშვნელოვანი ნივთი შემატა საკუთარ კოლექციას. თავდაპირველად მუზეუმში გამოფენილი იყო ხელოვნებისა და მეცნიერების ექსპონატები, რათა მნახველი ამ დარგებში მიღწევების ნიმუშებით დაეინტერესებინა.

ამ პერიოდში ითვლებოდა, რომ ეს მომხმარებელთა, მწარმოებელთა და დიზაინერთა გემოვნებას გააუმჯობესებდა, რაც ზოგადად კულტურასა და ეკონომიკასაც აამაღლებდა

Category: ენციკლოპედია | Views: 963 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

მუზეუმი მარია-ტერეზიენ-პლაცზე, ვენა.


ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. Kunsthistorisches Museum) ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.

მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან (Naturhistorisches Museum) ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე. ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით.

რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული. შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შტუკოს ორნამენტებით, ოქროთი მოვარაყებული და მოხატული, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის.

მუზეუმის კოლექცია.

   ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1147 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

მუზეუმის შესასვლელს მძარცველებისგან იცავს ამერიკული ტანკი.


ერაყის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს ბაღდადში, ერაყი. დაფუძნდა ბრიტანელი მოგზაურისა და მკვლევარის გერტრუდ ბელის მიერ და გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს. თავდაპირველად ეწოდებოდა ბაღდადის არქეოლოგიური მუზეუმი. მესოპოტამიის არქეოლოგიური სიმდიდრის წყალობით მუზეუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში. ბრიტანეთის მკვლევართან ასოციაციის გამო მუზეუმი გამოფენები ორენოვანია (არაბული და ინგლისური). მუზეუმი 28 გალერეასა და საცავში.

სპარსეთის ყურის ომის დროს 1991 წელს მუზეუმი დაიხურა აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შიშით. მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2000 წლის 28 აპრილს ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინის დაბადების დღეს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1046 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

დედოფალი სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (ესპ. Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía) ესპანეთის მე-20 საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმია (შემოკლ. დედოფალი სოფიას მუზეუმი). მუზეუმის ოფიციალური ინაუგურაცია 1992 წლის 10 სექტემბერს მოხდა და სახელი ესპანეთის დედოფფლის სოფიას საპატივცემლოდ დაერქვა.

მდებარეობს მადრიდში, ე.წ ხელოვნების სამკუთხედის სამხრეთ ბოლოში (მუზეო დელ პრადოსა და მუზეო თისენ-ბორნამისცასთან ერთად).

მუზეუმის მთავარ კოლექციათა შორისაა მე-20 საუკუნის უდიდეს ხელოვანთა პაბლო პიკასოსა და სალვადორ დალის ნამუშევრები. უდაოდ ყველაზე განთქმული ხელოვნების ნიმუში მუზეუმში არის პიკასოს "გერნიკა". რეინა სოფიაში ასევე ხუან გრის, ხოან მიროს, ხულიო გონზალესის, ედუარდო ჩილიდას, პაბლო პალზუელოს, ანტონი ტაპიეს, ლუციო მუნიოს და სხვა მრავალ განთქმულ მხატვართა თვალსაჩინო კოლექციებია.

აქვეა თავისუფალი ბიბლიოთეკა 100.000-ზე მეტი წიგნით, 3.500 ხმისა და 1.000-ზე მეტი ვიდეო ჩანაწერებით.

მუზეუმის ცენტრალური შენობა მე-18 საუკუნეში საავადმყოფო იყო. ინტენსიური თანამედროვე რესტავრაციითა და დამატებებით ძველი შენობა მნიშვნელოვანწილად განახლდა 1980-ში. 1988 წელს ახალი მუზეუმის ნაწილიც გახსნა და ამავე წელს იგი ეროვნულ მუზეუმად გამოცხადდა.

ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველის პროექტის 800 ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1128 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

მუზეუმის ფასადის დეტალი.


ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ბილბაოში, ბასკეთი, ესპანეთი. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან.

შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან. მუზეუმის მტკიცებით შენობას არცერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია მთელ სტრუქტურაში. შენობის ნაწილს ჰკვეთს ავტოსტრადა, და სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით.

ჯეფ კუნსის ლეკვი, 1992.

შენობა, რომელიც საპორტო ქალაქში დგას, შორიდან აფრიან გემს ჰგავს. მისი ამრეკლი პანელები თევზის ქერცლს ემსგავსება, რაც გამოძახილია გერის დიზაინში განმეორებადი სხვა ორგანული ფორმების და ერწყმის მდინარე ნერვიონს, რომლის პირასაც ის მდებარეობს. შენობა იმენად ჰაეროვანია, რომ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფორმას იცვლიდეს, როცა ქუჩის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1225 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

მუზეუმის ფასადი.


ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში გაერთიანებულ სამეფოშო, ისევე როგორც მსოფლიოში, ადამიანის ისტორიისა და კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა 1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ბლუმსბერი, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას.

ბრიტანეთის მუზეუმში ინახება შვიდ მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება გამოსაფენი ადგილის უკმარისობის გამო.

ბტიტანეთის მუზეუმში, ისევე როგორც ლონდონის სხვა გალერიებში, შესვლა უფასოა. თუმცა ზოგიერთი სპეციალური დროებითი გამოფენები ფასიანია.


ნორმან ფოსტერის ბრიტანეთის მუზეუმის დიდი ეზოს სახურავი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1905 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა (Boston Public Library) იყო პირველი საზოგადოებრივი მუნიციპალური ბიბლიოთეკა აშშ-ში, დაარსდა 1848 წელს. ეს ასევე პირველი საჯარო ბიბლიოთეკა იყო, რომელიც მკითხველს წიგნებისა და სხვა მასალის დროებით გატანის უფლებას აძლევდა.

მოცულობით 14,9 მილიონი წიგნითა თუ პერიოდული გამოცემით, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა სიდიდით მესამეა აშშ-ში. ბიბლიოთეკის კოლექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელევონებისა და ხელოვნების ისტორიის გამოცემები (მაკკიმის შენობის მესამე სართულზე) და ამერიკის ისტორიის გამოცემები (მნიშვნელოვანი კვლევითი ნამუშევრების ჩათვლით). აქვეა ლითოგრაფიების, ფოტოსურათების, რუკების, იშვიათი წიგნებისა და შუასაუკუნეების მანუსკრიპტების ვრცელი კოლექცია.


არქიტექტურა .

ბიბლიოთეკა თავდაპირველად მდებარეობდა ყოფილ სასკოლო შენმობაში მეისონის ქუჩაზე და საზოგადოებისთვის გაიხსნა 1854 წლის 20 მარტს. მოგვიანებით იმავე წელს ბიბლიოთეკის კომისიამ ახალი შენობის აგების უფლება გასცა, რომელიც ბოილსტონისა და დარტმუზის ქუჩების კუთხეში უნდა განლაგებულიყო, კოპლის მოედანზე.

1888 წელს ჩარლზ ფოლენ მაკკიმმა, არქიტექტურული ფირმა მაკკიმი, მიდი და უაიტიდან, ახალი შენობის პროექტი შექმნა, რომლის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. შენობა მოიცავდა ბავშვთა ოთახს (პირველად აშშ-ში) და ქანდაკებათა ბაღს მის ცენტრალურ ეზოში.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1082 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                     უზენაესი ჰარმონიის ტაძარი აკრძალულ ქალაქში.

აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინ.: 紫禁城; ნიშნავს "მეწამულ აკრძალულ ქალაქს") მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამჟამად სასახლის მუზეუმად არის ცნობილი.

კომპლექსს 720.000 კვ.მ ფართობი უჭირავს, 800 შენობით და 8.000-ზე მეტი ოთახით. იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში უდიდესი უძველეს შემონახულ ხის ნაკეთობათა კოლექცია და 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც "მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე".

სასახლის მიმდებარე ტერიტორია ტიანანმენის მოედნის ჩრდილოეთით იწყება და მასტან ტიანანმენის კარიბჭე აკავშირებს. მის ირგვლივ კი იმპერიული ქალაქი მდებარეობს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1194 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივესალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.

2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

გალერეა.


მოზაიკა.


მეორე სართულის მარმარილო.


თაღის მო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2430 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

მოაი — დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე.

წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. ნაპოვნია 20 მეტრამდე სიმაღლისა და 270 ტონა სიმძიმის დაუსრულებელი ქანდაკება. აღდგომის კუნძულზე სულ 997 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ. მოაის ქანდაკებების მეხუთედი საზემო მოედნისკენ იქნა გადატანილი, სადაც მოწითალო ფერის ქვის ცილიდრი დაადგეს თავზე.

დაახლოებით 95% რანო რარაკუს დაპრესილი ფერფლისგან არის ნაქანდაკევი, სადაც ახლა 394 ნიმუშიღაა დარჩენილი. როგორც ირკვევა, რანო რარაკუ მოულოდნელად დატოვებიათ, ამიტომ, იქ ბევრი დაუსრულებელი მოაი დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა დამთავრებული ქანდაკება რანო რარაკუდან საზეიმო ფლატფორმაზე იქნა გადატანილი
აღდგომის კუნძულის მდებარეობა და მოაის განლაგების წერტილები.


ახლანდელი გამოკვლევებით დადგინდა, თვალის ღრუებისთვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯნებით ყოფილა ამოვსებული.

რამდენიმე ქანდაკება რეკონსტრუირებულიც არის.

ყველაზე გავრცელებუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1106 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ინუკშუკი - კანადის ინდიელთა მიერ ქვებისაგან აგებული ადამიანის ფიგურა. ინუიტების ენაზე ნიშნავს ”ადამიანის მსგავსს”. ინუიტებს სჯეროდათ, რომ ამ სკულპტურებს იგივე ფუნქციების შესრულება შეეძლოთ, რაც ადამიანს.

ინუკშუკებით აღნიშნავდნენ საზღვრებს და ტერიტორიებს, შესაძლო საკვების ან სხვა სანოვაგის სამალავებს. მათ იყენებდნენ ასევე სხვა ტომებისთვის ამბების გადასაცემად რადგან ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომებს ანბანი არ ჰქონდათ.

ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლოგო ინუკშუკია - კაცუნა სახელად ინალააკი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1135 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

დოლმენი საქართველოში. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

დოლმენი (ინგლ. Dolmen) არის მეგალითური ნაგებობა. ის ძირითადად შედგება ვერტიკალური შემომსაზღვრელი კოჭებისგან, რომლებიც კედელს ქმნიან და ჰორიზონტალური ბლოკებისგან — ფილებისგან, რომლებიც ახდენენ შიდა კამერის იზოლაციას.

დოლმენი თარიღდება ნეოლითის გვიანდელი პერიოდით (ძვ. წ. 4000 — ძვ. წ. 3000). არქიოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ზევიდან მიწას აყრიდნენ, იგებოდა დამკრძალავი კამერების სახით.

დოლმენები საქართველოში.


აჩანდარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
ეშერი (ეშერა). აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
ოთხარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
პსხუ. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
გოხნარი. თეთრიწყაროს რაიონი. დოლმენები. ძვ. წ. II-I ათასწლეულები
თბილისი. თბილისის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი


დოლმენი რუსეთში.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2161 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

სტოუნჰენჯი, ინგლისში.

მეგალითები (მეგა... „დიდი" და ...ლითი „ქვა"), უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები. მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. III-II ათასწლეული).

ინგლისის მეგალითები განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. უმთავრესად ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში მათი აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1638 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი, (აზერბ. Qız Qalası) XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1170 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

კოშკი, გეგმით მართკუთხა, მრავალკუთხა ან წრიული ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე ბევრად დიდია მის ჰორიზონტალურ ზომებზე (დიამეტრზე, ფუძის გვერდზე და სხვა). კოშკი აღმართულია განცალკევებით, ან წარმოადგენს შენობის ნაწილს. თავდაპირველად თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ იყენებდნენ როგორც არქიტექტურულ ელემენტს (სამრეკლო, მინარეთი, რატუშის საათიანი კოშკი, შუქურა), საინფორმაციო ნაგებობას (წყალსაწნევი კოშკი, რადიო- და ტელეანძები), აგრეთვე კოსმოსურ ტექნიკაში (ე. წ. მომსახურების კოშკი).

კომპოზიციურად კოშკი ხშირად წარმოადგენდა ქალაქის ხუროთმოძღვრულ დომინანტს. ცნობილია „დახრილი კოშკი" პიზაში (1174-1372, სიმაღლე 56 მ), კოშკი კამპანილე პიაცა დი სან-მარკოზე ვენეციაში (888-1517, დაინგრა 1902, აღადგინეს 1912, სიმაღლე 100 მ), მოსკოვის კრემლის კოშკები (XV-XVII სს.), ეიფელის კოშკი (1889, სიმაღლე დაახლოებით 300 მ, ინჟინერი ა. ეიფელი, პარიზი). თანამედროვე კოშკებს აგებენ ფოლადის, ხის, რკინაბეტონისა და ქვისაგან მეტეოროლოგიური დატვირთვის (ქარი, ტემპერატურა, შემოყინვა) გათვალისწინებით.

ქართული კოშკის ისტორია.


ტერმინი კოშკი ქართულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. მანამდე უწოდებდნენ გოდოლს, მურყვამს. საქარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1497 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ეკლესია — საყდარი ქრისტიანობაში.

მართლმადიდებლური ან კათოლიკური ეკლესია შედგება როგორც წესი საკურთხევლისა (მართლმადიდებლურში, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთით პირშექცეული) და მასთან ახლომდებარე სამლოცველო ნაწილისგან. პროტესტანტული ეკლესიების დიდ ნაწილში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლუთერანობას, ანგლიკანობასა და რამდენიმე მიმართულებას) საკურთხევლები არ არის.

ქალაქის ან მონასტრის მთავარ ეკლესიას ტაძარს უწოდებენ.

მართლმადიდებლურ არქიტექტურაში ეკლესიის გუმბათების რაოდენობას თავისი მნიშვნელობა აქვს. ერთი გუმბათი იქდგემა ერთარსი უფლის პატივსაცემად, სამი — სამების გამოსახატად, ხუთი — მაცხოვრისა და ოთხი ევანგელისტის, შვიდი — შვიდი საიდუმლოს, ცამეტი — მაცხოვრისა და 12 მოციქულის პატივსაყოფად.

Category: ენციკლოპედია | Views: 999 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

სამრეკლო - ტაძარზე დაშენებული ან ცალკე აღმართული კოშკისებური ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ზარების ჩამოსაკიდებლად. ისტორიულ წყაროებში პირველი სამრეკლო იხსენიება VIII საუკუნეში, რომში (წმ. იოანე ლატერანელისა და წმ. პეტრეს ბაზილიკები).

უძველესი სამრეკლოები შემონახულია ვერონასა და რავენაში. XI საუკუნედან სამრეკლოები სწრაფად გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.
სამრეკლოები საქართველოში [რედაქტირება]

საქართველოში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო.

ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, ევოლუციას განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1060 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                                     წმ. პეტრეს ბაზილიკა ვატიკანში.

ბაზილიკა (ბერძნ. basilikē - მეფის სახლი), გეგმით სწორკუთხედის ფორმის უგუმბათო შენობა, რომელსაც შიგნით, სიგრძივი ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ ნავად ყოფას. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით სწორკუთხოვანი ატრიუმი.

ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია სტთა. ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი ტრანსეპტი. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა.

ბაზილიკას ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები).

შემდეგში ბაზილიკა გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი. იგი განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ. საბერძნეთში - ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1177 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

სანტიაგო დე კომპოსტელას საკათედრო ტაძარი, ესპანეთი.

საკათედრო ტაძარი — ქრისტიანულ სამყაროში ქვეყნის, რეგიონის ან ქალაქის მთავარი ტაძარი. ფორმალურად, კათედრალურად ითვლება ტაძარი, რომელშიც განთავსებულია საეპისკოპო კათედრა და სადაც ჩვეულებრივ ეპისკოპოსი მსახურობს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1075 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                        კიევ-პეჩერსკის ლავრა.

ლავრა (ბერძნ. laura), მამათა დიდი მართლმადიდებლური მონასტრის სახელწოდება. რუსეთში ცნობილია კიევ-პეჩერის (1598-იდან), სერგის სამების (1744-იდან) და სხვა ლავრები. საქართველოში — დავითგარეჯისა (VI ს.).

დავითის ლავრა.


დავითის ლავრა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.). გამაგრებულია გალავნითა და საგუშაგო კოშკებით. ეკლესიები, განდეგილთა სენაკები, საერთო საცხოვრებელი სამლოცველოთი ან სატრაპეზოთი, აგრეთვე საჯინიბო, საწყობები და სხვა.

სათავსები ძირითადად მღვიმეებშია მოთავსებული. მთის მასივში ხელოვნურად გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაგროვებელი სისტემა, წყალმიმღბი ღარები. ერთ-ერთ მღვიმეში წვეთ-წვეთობით გროვდება წყალი, ლეგენდის მიხედვით - "დავითის ცრემლი".

დავითის ლავრის ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო ნაგებობა იყო იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესია (XII ს., ამჟამად დანგრეულია), რო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1152 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ეგვტერი, ეკვდერი (ბერძნ. eukterion — სამლოცველო), ორი მნიშვნელობა აქვს:
მცირე სამლოცველო სახლი; კერძო, კარის სამლოცველო.
ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მახლობლად ცალკე აგენული მცირე ეკლესია — სამწირველო. შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ეგვტერები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო.

აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ეგვტერში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო ეკონომიკური კონკურენციის თავიდან აცილება, რასაც ამ შემთხვევაში ეგვტერები უწევდნენ საერთო-კათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი).

VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681) ნება დართო ეგვტერეში წირვა შეესრულებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსი და ის ასეთ ეგვტერს ეკლესიად აკურთხებდა.

საქართველოში ეს აკრძალვა IX-X საუკუნეებშიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო ეგვტერები ააეგოთ სენაკებთან მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად), მაგრამ XI საუკუნიდან საქართველოში ეგვტერები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, ფართოდ ვრცელდება, რასაც უკავშირდება ქართული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვდრო-საწინამძღვრო ფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1084 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

დარბაზული ეკლესია, საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს.

არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ (სანქტ-ბართოლომეუსის კაპელა პადერბორნში, გერმანია, დაახლოებით 1017; სან-სერნენის ეკლესია ტულუზაში, საფრანგეთი, XI საუკუნის დასასრული) და სხვა. აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული ევროპაში დარბაზულ ეკლესიებს თითქმის აღარ აშენებენ.

საქართველოში დარბაზული ეკლესიის ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. სოფლის მცირე, მხატვრულად უმნიშვნელო სამლოცველოებთან ერთად დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლიც: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხვისი, სავანე, მალაანთ ეკლესია, ქარზამეთი და სხვა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1165 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

დამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ინგლ. The European Court of Human Rights (ECtHR); ფრანგ. Cour européenne des droits de l’homme) არის 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო. იგი განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვთ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ.


გაეროს საერთაშორისო სასამართლო

საერთაშორისო სასამართლო — გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3 წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი ნაწილია. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2186 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

საერთაშორისო სასამართლო — გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3 წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი ნაწილია. სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ჰააგა (ნიდერლანდი).

Category: სტატიები | Views: 1020 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაეროს სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი - გენერალური მდივანი, რომელიც ინიშნება გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით 5 წლის ვადით. იგი ახორციელებს სამდივნოს ყველა ქვედანაყოფის საერთო ხელმძღვანელობას, უფლება აქვს უშიშროების საბჭოს აცნობოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისი აზრით საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას.


გაეროს გენერალური მდივნები .
1946-1953: ლი, ტრიუგვე, ნორვეგია
1953-1961: ჰამარშელდი, დაგ ილმარ , შვედეთი
1961-1971: უ ტანი, ბირმა
1972-1981: ვალდჰაიმი, კურტ , ავსტრია
1982-1991: პერეს დე კუელიარი, ხავიერ , პერუ
1992-1997: ბუტროს გალი, ბუტროს, ეგვიპტე
1997-2006: ანანი, კოფი , განა
2006-დღემდე: ბან კი-მუნი , სამხრეთი კორეა

Category: სტატიები | Views: 1097 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დინამიკა.

კიოტოს ოქმი ან კიოტოს პროტოკოლი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის(UNFCCC) ფარგლებში დადებულ დამატებით საერთაშორისო შეთანხმებას.

კონვენციისგან განსხვავებით კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ) ზღვრებს (ლიმიტებს, ქვოტებს) ადგენს. ქვეყნებს ეძლევათ უფლება გაფრქვევათა შემცირების ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულონ, ანუ, ფაქტობრივად ქვოტებით ივაჭრონ.

მიზანი.


ოქმის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დასტაბილება ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიში არ იქნება.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის ვარაუდით საშუალო გლობარული ტემპერატურის ზრდა 1990-2100 წლებში 1.4 °C (2.5 °F) - 5.8 °C (10.4 °F) იქნება. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ კიოტოს ოქმის სრულიად შესრულების შემთხვევაშიც კი არ არის გარანტია, რომ ტემპერატურის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება. ამის გამო მრავალი კრიტიკოსი და მწვანეთა მოძრაობის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს ოქმის მნიშვნელობას, თუკი მას გამონაბოლქვების უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი შემცირება არ მოჰყვა თან.

ოქმი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1308 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებასა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელოგიის მიუხედავად.

იუნესკოს ეკუთვნის 191 ერი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზშია; მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომლებიც სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ასევე ინფორმაცია.

იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ. შესაძლებელია ასევ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1070 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხვალინდელი სხდომა აფხაზეთში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატისა და მთლიანად, სამშვიდობო ოპერაციის შემდგომი გაგრძელების საკითხს განიხილავს.


ბუნებრივია, ყველაფერი ძველებურად დარჩება, ვინაიდან უშიშროების საბჭო დღეს მეტად კმაყოფილია იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში (განსხვავებით კოსოვოსაგან) შეძლო შეენარჩუნებინა «მუნდირის ღირსება» - ფართომაშსტაბიანი საომარი მოქმედება შეწყვეტილია, მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ, - მეტი რა უნდა გაეროს მმართველ ბიუროკრატიას? მას ისევე აღელვებს მთელი საქართველოსა და აფხაზეთის ბედი, როგორც ჩვენ - სამხედრო კონფლიქტი ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის.


ან კი რატომ უნდა იყოს სხვაგვარად? ვინ და რატომ არის ვალდებული, ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს პრობლემა? ვინ და რატომ არის ვალდებული ჩვენს ნაცვლად ეომოს აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც ნამდვილად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ თავიანთი დამოუკიდებლობისა და ეთნიკური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად?
აშკარად დავემსგავსეთ ლუარსაბ თათქარიძეს, რომელიც მხოლოდ ბუზებს ითვლიდა ჭერზე და პოლიტიკურ ჰიპოთეზებს მეუღლე დარეჯანს უზიარებდა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ სურს აღიაროს ქართველთა გენოციდი აფხაზეთში და ეთნიკური წმენდის ფაქტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ორგანიზაციის წესდების ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1063 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme, UNDP) - დაარსებულია 1965 წელს გაეროსგენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.

გაეროს განვითარების პროგრამის რეზიდენტები მუშაობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში და ფაქტიურად წარმოადგენენ გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით.

ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ნიუ-იორკი. ამჟამად მისი ადმინისტრატორია მარკ მალოქ-ბრაუნი. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე უწყებას გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის (GEF).

გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.

Category: სტატიები | Views: 964 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა მიიღეს 1947 წლის 20 ოქტომბერს. ის წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური ემბლემის თეთრი ფერის გამოსახულებას ცისფერ ფონზე. დროშას საფუძვლად დაედო გაეროს სან-ფრანცისკოს კონფერენციისათვის შექმნილი ლოგო.

1945 წლის სან-ფრანცისკოს კონფერენციის ორგანიზატორებს უნდოდათ ლოგო, რომელიც გამოისახებოდა სამკერდე ნიშანზე, დელეგატების იდენტიფიცირებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიხვდა, რომ დროებითი ლოგო შეიძლებოდა გაეროს მუდმივ ემბლემად ქცეულიყო. მან ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ემბლემა - ფოთლებით გარშემორტყმული მსოფლიოს რუკა - დონალდ მაკლაფლინის ესკიზების მიხედვით.

ფონის ცისფერი ფერი შეირჩა, როგორც "წითლის, ომის ფერის, საწინააღმდეგო". ზეთისხილის რტოები მშვიდობის სიმბოლოა, მსოფლიოს რუკა კი გამოხატავს ყველა ერს.

Category: სტატიები | Views: 1102 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.


ორგანიზაციის შექმნის ისტორია .

გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს "გაერთიანებული ერების დეკლარაციას”, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება.

გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ "ერთა ლიგის” არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
< ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1098 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ზურა ყიფშიძე.


მსახიობი ზურა ყიფშიძე იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც დაბადებიდან თეატრში გაიზარდა, ვის თვალწინაც განვითარდა მრავალი საინტერესო თეატრალური პროცესი.

- არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორც დღეს. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, – დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთ. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. როდემდე უნდა გვქონდეს მიმავალი მოწაფის განცდა?! კულტურის დრო ჯერ არ არის – ხშირად მოისმენთ. როგორც არ უნდა განვითარდეს სარეპერტუარო თეატრი, თუ სახელმწიფომ არ მისცა შესაბამისი დაფინანსება, ის დიდხანს ვერ იარსებებს.

მსახიობი განსაკუთრებით მწვავედ აყენებს სარეჟისორო და სამსახიობო სკოლების არსებობის საკითხს, რაც საფუძველთა საფუძველია თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის.

- ჩვენს ქვეყანაში პრობლემები, როგორც ყველა სფეროში, თეატრშიც არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მწვავედ დგას სამსახიობო სკოლის არსებობისა და განვითარების საკითხი. სამწუხაროდ, აღარ იზრდებიან ოსტატები, რაც საგრძნობი გახდა დღევანდელ თეატრში. მიხეილ თუმანიშვილი გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფე და მისი გზის გამგრძელებელი გახლდათ. მან აღზარდა ძალიან ბევრი საინტერესო მსახიობი. დღეს უკვე აღარ ჩანს მისი გზის გამგრძელებელი. პედაგოგად ქცევას განსაკუთრებული ნიჭი და უნარი სჭირდება. ის უნდა იყოს შინაგანად ძალიან მოწესრიგებული, მრავალმხრივ გან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1435 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

დომინიკ ირტენკაუფი – Dominik Irtenkauf.


საქართველო – ამირანის ქვეყანა

საუბარი დომინიკ ირტენკაუფთან

– თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.

– დავიბადე 1979 წელს შვაბიაში, აღმოსავლეთ გერმანიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გადავედი ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ მიუნსტერში.

იქაურ უნივერსიტეტში დავიწყე გერმანისტიკის, კომპარატისტიკის (ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის) და ფილოსოფიის შესწავლა. მაგისტრის წოდება მივიღე 2006 წელს. უნივერსიტეტში სწავლის წლები დავუთმე ლიტერატურულ და ჟურნალისტურ საქმიანობას. მაინტერესებდა, პირველ რიგში, ხელოვნების თეორია, პოეტოლოგია და ერეüიკული რელიგიური მიმდინარეობანი.

სკოლიდან მოყოლებული მიზიდავდა ისეთი მითოსური თუ ისტორიული ფიგურები, რომელთაც მსოფლიო ლიტერატურაში, ასე ვთქვათ, ცუდი სახელი აქვთ და ამა თუ იმ მიზეზის გამო სიმპათიას არ იწვევენ. ლიტერატურის სფეროში ეს გამოიხატა კლასიკურ მოტივების დამუშავებით, სწავლის დასრულების შემდეგ კი ამას უკვე მეცნიერული შესწავლაც დაემატა.

მაგალითად, კანონიზებული ლიტერატურისა და მსოფლიოს მრავალი დიდი მწერლის კვალად მეც მაღელვებს, თუ რატომ ითვლება ეშმაკი ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბოროტ საწყისად. იმთავითვე „ცუდი კაცი" იყო და მოგვიანებით აქციეს განტევების ვაცად? ამ საქმიანობის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1049 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

სურათი დახატა ბილ სტონჰანმა (Bill Stoneham). სკანდალი ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ დაიწყო. ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები სურათის ნახვის შემდეგ ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას იწყებდნენ ტირილს და ა.შ
ყველაფერი 1972 წელს დაიწყო, როცა ბილ სტონჰანმა ძველი ფოტოსურათიდან დახატა სურათი. ფოტო, სადაც იგი 5 წლის ასაკში იყო გადაღებული, შემთხვევით იპოვა ჩიკაგოში, სახლში სადაც მან ბავშვობა გაატარა.


მან სურათი პირველად ჟურნალ ლოს ანჟელეს ტაიმის მფლობელს და ხელოვნებათმცოდნეს ანახა, რომელიც სურათის ნახვის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. შესაძლოა ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა, ან შემთხვევითობა იყო.

შემდეგ სურათი შეიძინა მსახიობმა ჯონ მარლიმ (გარდაიცვალა 1984 წელს). სურათი შემთხვევით იპოვეს ნაგავსაყრელში. მპოვნელმა სურათი სახლში წაიღო და პირველსავე ღამეს 4 წლის პატარა გოგონა საშინელი ტირილით გამოვარდა საძინებელი ოთახიდან და ამტკიცებდა რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. იგივე განმეორდა მეორე ღამითაც, ოღონდ ეხლა ბავშვი ამბობდა რომ გოგო და ბიჭი კარების უკან იყვნენ დამალულები. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა ვიდეოკამერა დააყენა, რომელიც მხოლოდ მოძრაობაზე რეაგირებდა, ვიდეოკამერა რამოდენიმეჯერ ამუშავდა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1200 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                  

აკაკი და ილია

(ნაწყვეტი)

აკაკისა და ილიას დაპირისპირება მეტად ძნელია. მათი მხატვრული ბუნება სულ სხვა და სხვაა.

აკაკი მსუბუქია, ილია – მძიმე. აკაკი დაჰქროლავს; ილია მძიმედ მიიმართვის. აკაკი სჩქეფს; ილია დუღს, აკაკი ჰქმნის და არ ცდილობს; ილია ცდილობს და ჰქმნის. აკაკიმ არ იცის და სთხზავს, ილია სთხზავს და იცის. აკაკი შეჰქმნის და მიზანს მერე იხილავს; ილია ჯერ მიზანს ხედავს და მერე შეჰქმნის. აკაკი უფრო ბუნებრივია; ილია უფრო "ხელოვნურია”. იქ, სადაც აკაკი სულს შეუბერავს და წააქცევს, ილიას ძლიერი მოქნევა სჭირდება.

აქედან გამოდის მათი პოეტური შემოქმედების განსხვავებაც, აკაკის ლექსში სიმბოლო და აზრი თითქმის ერთი და იგივეა: აქ შინაარსის გამოყოფა ფორმისაგან შეუძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე განუყრელ არიან, ხოლო სხვავდებიან კი. ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ვერ ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: აქ მხოლოდ ლამაზი ფორმაა, შინაარსი კი ცოტააო.

ილიას ლექსი სხვაა, სიმბოლო და აზრი აქ ერთი და იგივე არ არიან: ფორმისა და შინაარსის გაყოფა აქ შესაძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე არა თუ სხვავდებიან მარტო, კიდეც განიყოფებიან, ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: თუმც ფორმა არ არის აქ სავსებით ლამაზი, მაგიერ აქ ღრმა აზრიაო.

ნამდვილად კი მათი ლექსი ამგვარია:

იმ დროს, როცა აკაკიმ აზრი ფორმაში გაად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1180 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

გრიგოლ რობაქიძე – "აკაკის ქნარი”

სიკვდილის წინეთ, ამბობენ, აჭიკჭიკდება გედიო
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის მისი არსების ბედიო.
უცნაურია გალობა პირველ და უკანასკნელი,
აქ იხატება ცის სივრცე აქვე ისახვის ქვესკნელი.
ორაზროვანი, ორ კილო ერთი ხმით გამომეტყველი;
შემოქმედების ქებაა; ცისა და ქვეყნის შემკვრელი.
საამქვეყნო ზარია, საიმქვეყნო ზევსური.
გედო, შეგნატრი შენს ჭიკჭიკს შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსურვი…

სწორედ გედისებურია ის პოეტური სიმღერა, რომელსაც მომღერალი აკაკი საქართველოს ტურფა მდელოს დაჰმღერდა. "ორაზროვანი, ორკილო”: რადგან "აქ იხატება ცის სივრცე, აქვე ისახვის ქვესკნელი”; მწარი და თან ტკბილი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1351 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

აკაკი

(ფაქტები, ფიქრები)


ორი ნიღაბი

დარჩენილია აკაკის სურათი კუბოში ჩასვენებულის. არსებობს ამგვარივე სურათი ვიქტორ ჰიუგოსი. მსგავსება ამ ორი ნიღბის ისეთია, რომ გამორჩევა ძნელი ხდება.

უნებურად პარალელი იბადება: აკაკი და ჰიუგო.

ყოველ შემთხვევაში აკაკის იმდენივე გავლენა ჰქონდა საქართველოში, რამდენიც ჰიუგოს საფრანგეთში.

პოეტური შეპირისპირება მათი შესაძლოა მერმისმა ითავოს.

გამოსვლა მარტო სახელით

არის რაღაც ანტიური ამ გამოსვლაში. აკაკი გამოდიოდა სახელით: თავის გვარს ძვირად ახსენებდა. მთელი საქართველო მას სახელით იცნობდა უფრო. გარდა ნიჭისა, აქ უთუოდ სიყვარული იმარჯვებდა. უამისოდ აკაკი ვერ "გაითქმებოდა” ხალხში.

ბავშვებმა ისიც არ ვიცოდით, თუ იგი წერეთელი იყო: ვიცოდით მხოლოდ, რომ იგი "აკაკია”. მეტი არაფერი.

ერთხელ, ქუთაისში, ვასილ ბეჟანიშვილის წიგნის მაღაზიის გვერდით მივდიოდით.

ხმა მოგვესმა: "აკაკი”. ეს ხმა ახლაც გაისმის ყურში.

მივიხედეთ: მაღაზიიდან გამოვიდა ახოვანი კაცი. "ფეთება” მოგვეცა, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარით.

აკაკიმ ნათელი თვალით გადმოგვხედა.

ეს გამოხედვა ახლაც მახსოვს.

დიდხანს ვუმზერდი მიმავალს. მაშინ ჩვენ მისი "კრილოვის” არაკები ვიცოდით. არ ვიცოდით მხოლოდ, რომ კრილოვი კაცი იყო და მოარაკე.

აკაკი და ბავში

მნიშვნელოვანია, თუ ვინ როგორ ექცევა ბავშს.

ზოგი თავს "იბავშებს”, როცა ბავშს ელაპარაკება. ზოგი "უფროსად” რჩება, როცა ბავშთანაა. მაგრამ ავ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1169 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიისათვის (1918-1930-იანი წლები)

ვუძღვნი პოლონეთის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ლეხ კაჩინსკის ნათელ ხსოვნას

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) წლებში, პოლონეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის პირველი თაობის წარმომადგენელთა ნაყოფიერი მოღვაწეობა 1920-იან-1930-იან წლებში. ამასთან, ნაჩვენებია ის ღვაწლი, რომელიც პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს დასდო გამოჩენილმა პოლონელმა სახელმწიფო მოღვაწემ, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ (1867-1935).

ყურადღება ეთმობა ქართველთა როლს ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც "პრომეთეიზმი”-ს სახელწოდებითაა ცნობილი. სტატია ეფუძნება ამ საკითხებზე არსებულ გამოცემებს და დოკუმენტურ მასალას.


მარშალი იუზეფ პილსუდსკი - Józef Klemens Piłsudski (1867-1935)მარშალი იუზეფ პილსუდსკი - Józef Klemens Piłsudski (1867-1935).


პოლონელმა და ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2216 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ - Occupation of Georgia by Bolshevist Russia, 1921


ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)

სტალინიზმის ეპოქა და საქართველოს ტრაგედია: 1921-1953

1920 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკური რუსეთის არმია წითელ ხიდთან თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იმავდროულად, 2 მაისს ბოლშევიკები თავს დაესხნენ თბილისის ქართულ სამხედრო სკოლას (ცნობილ იუნკერთა სასწავლებელს). ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა 21 წლის იუნკერი, "თეთრი გიორგი”-ს ჯვრის კავალერი მიხეილ მაყაშვილი (მწერალ კოტე მაყაშვილის ძმის შვილი, გენერალ სოლომონ მაყაშვილის ვაჟი). იგი გახლდათ ბოლშევიკთა პირველი მსხვერპლი.

ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით წითელი ხიდიდან შემოსული ბოლშევიკების 3 დივიზიიდან ორი მიწასთან გაასწორა. ამის შემდეგ იგი დაედევნა მტრის დარჩენილ ერთ დივიზიას. მაგრამ, ნ. ჟორდანიას ყოვლად უგუნური ბრძანებით ქართული ჯარი იძულებული გახდა შეეწყვიტა დევნა და უკან დაბრუნებულიყო.


                                გენერალი გიორგი კვი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 3080 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

რუსეთი და საქართველო: მე-18 საუკუნე

შესავალი დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით მავან ისტორიკოსთა მცდელობას, რომგაამართლონ 226 წლის წინ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული საბედისწერო დამცდარი ნაბიჯი. ისტორიული რეალობაკი სრულიად სხვაგვარი იყო…


საქართველოსთვის არ არსებობდა "კარგი” და "ცუდი” რუსეთი: არსებობდა, არსებობს და იარსებებს მხოლოდ ერთი, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი და დაუოკებელი იმპერიული მადის მქონე რუსეთი, რომლის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოს საკუთარი მძიმე ტორის ქვეშ ყოლა. დიახ! იყო, არის და იქნება, ვინაიდან რუსეთის ბოლო 300 წლის ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ავადსახსენებელი "ველიკოდერჟავული” ფსიქოლოგია და არარუსი ერების მიმართ მისი დამოკიდებულება უცვლელია. ეს ზედმიწევნით დაადასტურა "პოსტსაბჭოთა” რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა ურცხვმა და დაუნდობელმა სამხედრო აგრესიამაც სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე.


რუსული იმპერია, რა შეფერილობისაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ძალუმად ცდილობდა საქართველოდან ქართული სულის აღგვას და მის გადაქცევას "რუსულ სამოთხედ”, მაგრამ საკუთარი მეობის დასაცავად მედგრად დადგა ქართველი ერი.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2236 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                                  პეტრე იბერი.


პეტრე იბერი – Peter the Iberian (411-491)

პეტრე იბერი – ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით — ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი.

განათლება

მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წელს ბიზანტიის კეისრის თეოდოსიუს II-ის მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველ უფლისწულის სწავლა-აღზრდის საქმეს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია.

მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია, შეუთვისებია „ყოველივე სწავლულება, საეკლესიო და საფილოსოფოსო" (ქართლის ცხოვრება).

ცნობების თანახმად, მურვანი ბიზანტიაში უსმენდა გამოჩენილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს. მისი ბიოგრაფის ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები.

იერუსალიმში ყოფნის დროს მას შესანიშნავად აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. სამშობლოდან მოწყვეტილ მურვანს არ აკმაყოფილებს იმპერატორის სასახლე, მისი მონოფიზიტურ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები