ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13

ვისურვებდი ფრთამალ მტრედად გადავქცეულიყავ, ან მერცხლად, რათა გავექცე ადამიანურ ცხოვრებას, ან რომელიმე უდაბნოში დავსახლდე და მხეცებთან ერთად ვიცხოვრო საერთო თავშესაფარში, რამეთუ ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან.

იქ ვისურვებდი, ჩემი ერთდღიანი ცხოვრება გამეტარებინა უცრემლოდ; სასჯელის შიშის გარეშე; მხეცებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონოდა - გონება, რომელმაც ღვთაება უწყის და განღმრთობილია.

იქ, მშვიდ ცხოვრებას დაწაფებული, ნათელს ნათელზე შევიმატებდი, ან მაღალ სვეტზე ასული, ხმამაღლა ღაღად-ვჰყოფდი დედამიწის ბინადართადმი: 
მოკვდავნო კაცნო, დათხეული სინოტივის ნაშობნო, თქვენ არარანო, რომელნიც ცხოვრობთ რა სიკვდილით, გულზვაობთ ამაოთი!

კიდევ დიდხანს აპირებთ, რჩებით რა ცრუ თუ აშკარად ზმანებული სიზმრების სათამაშოდ, უმიზნოდ დაეხეტებოდეთ დედამიწაზე? შეხედე, შენივ საკუთარი გონებით ყველაზე მაღლა ასულო, როგორ აღვხდი მეც ასევე ზევით იმის გამო, რომ ღმერთმა მომანიჭა უდიდესი მეცნიერება (ცოდნა) სასარგებლოსი და საზიანოსი; ხოლო ყველაზე ზევით ნანაობს გონება. ვინ ნორჩი იყო და ძლიერი, დიდება - მეგობართა, მაღლა ეჭირა თავი და მოქნილი სხეული ჰქონდა.

სხვა კი განთიადის შვენიერი ვარსკვლავი იყო, გაზაფხულის დარი მამაკაცთა შორის და ყველას ყურადღებას იქცევდა. ვინ გმირობით სახ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1347 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

სიცოცხლის უკანასკნელი გმირობა ახლოსაა; ურიგო ნაოსნობა გასრულებულია; საძულველი ცოდვისათვის სასჯელს აწვე ვხედავ, ვხედავ ბნელ ტარტაროზს, ცეცხლოვან ენებს, პირქუშ წყვდიადს და მხილებულთა საქმეთა საკიცხავს, რომელნიც აწ დაფარულ არიან.

მაგრამ შემწყნარებელ მეყავნ, ნეტარო და მომანიჭე თუნდაც მწუხრი კეთილი, ჩემს დაშთენილ სიცოცხლეზე მოწყალედ მომზირალმა. ბევრი ვნება შემემთხვა და ფიქრი შიშმა მოიცვა, იქნებ, მეფეო, შენი მართლმსაჯულების საშინელმა სასწორმა უკვე იწყო ჩემგან განვლილი ცხოვრების აღწონვა? 
დე, აქედან გარდასახლებულმა თვითონ ვიწვნიო ხვედრი ჩემი და სიხარულით ჩამოვიბერტყო აქვე გულის დამღრნელი უბედურებანი; გარნა თქვენ, ჩემს შემდეგ დაშთომილთ, მცნებად გიტოვებთ: უსარგებლოა არსებული ცხოვრება, რამეთუ ამა სიცოცხლეს აქვს დასასრული.
2.
გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე: თმები გამითეთრდა; კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი. ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება. ჰოი, ჩემი ბოროტი დღე! როგორ გავექცე? რა დამემართება? როგორ მაშინებს ცოდვა; რა საშინელებაა გომორის ეკალ-ბარდებითა და ტევნებით დახუნძლული აღმოჩნდე, როცა ქრისტე ღმერთებს* განიკითხავს, რათა თითოეულს ღირსებისაებრ მიაგოს საზღაური და განუჩინოს მხარე, რამდენსაც კი თვალი სინათლეს დაიტევს! ერთი მაქვს სასოება, ნეტარო, შენი წინამძღოლობით ამ ხანმოკლე დღეებში კვლავაც შენ მოგმართო.

Category: სტატიები | Views: 1201 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ჩვენი ცხოვრება ხვავრიელია მრავალრიცხოვანი მღელვარებით და აღვსილია მოუსვენრობით, მაგრამ ეს როდია მტანჯველი, საყვარელნო, არამედ ის, რომ ჩვენს ძალაშია ამ მღელვარებისა და მოუსვენრობის შესუსტება, ან უმტკივნეულოდ გადატანა; არ ვზრუნავთ არც ერთსა და არც მეორისთვის, არამედ მთელ დროს სევდაში ვატარებთ: ერთნი სიღარიბის გამო მისცემიან მწუხარებას, მეორენი - ავადმყოფობის, სხვა - საზრუნავების სიმრავლისა და სახლის მეთვალყურეობის, ზოგი - ბავშვების აღზრდის, ზოგი უშვილობის მიზეზით.


მიაპყარი ყურადღება უგუნურების სიჭარბეს, რადგან ყველა ერთი და იმავე გარემოებების საბაბით როდი ვდრტვინავთ. დრტვინვის მიზეზი ამ გარემოებათა ბუნება რომ იყოს, ერთნაირად არ უნდა გვენაღვლა ურთიერთსაპირისპირო საგანთა გამო.

თუკი სიღარიბე ბოროტებაა და თანაც აუტანელი ბოროტება, მაშინ არ უნდა გოდებდეს ის, ვინც სიმდიდრეში ცხოვრობს, თუკი უშვილობაა ბოროტება, მრავალშვილიანობით დაჯილდოებული მხიარული უნდა ყოფილიყო და კიდევ, თუ სანუკვარია საზოგადოებრივ საქმეთა მართვა, პატივით ტკბობა და მრავალი ქვეშევრდომის ყოლა, მაშინ საქმიანობის თავისუფალ და მშვიდ ცხოვრებას უნდა გაურბოდნენ და ყველას ძაგდეს ასეთი ყოფა.

ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ ერთნაირად მწუხარებდნენ მდიდრები და ღარიბები, ხშირად კი სიმდიდრეში მყოფი უფრო მეტადაა მოცული მწუხარებით, ვიდრე ღარიბი, მწუხარებენ ძალაუფლების მქონე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1140 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.
სად არის დიდება? – განქარდა.
სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.
სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.
ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.
სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ??ალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰარეში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1068 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

  


კვლავ მოხვედი, მზაკვარო, და რამდენადაც ვხვდები, დაბრუნდი, რათა დაგლიჯო ჩემში უშინაგანესი გულისა ჩემისა.

შენ გინდა, რომ ამ ცხოვრების ძლიერი ან ხშირი დარტყმებისაგან დაეცეს ჩემში წმინდა ხატება. ძლიერ სხეულს დაეცი თავს და ძალა გამომაცალე ქუსლიდან თხემამდე, თავის ნებაზე მიუშვი ის წვენები (ვაჟირი), რომლითაც ღმერთმა ჩემში მშრალ ნივთიერებას სინოტივე მოჰგვარა, მსგავსად იმისა, როგორადაც სამყაროს დამამყარებელმა სიბრძნემ, სითბოს სიცივე შეჰრთო, რათა ამ გაწონასწორებით სხეულის შენაწევრება იქნეს შენარჩუნებული და მეც ვისწავლო, აქედან ცხოვრებაში განხეთქილებებს გავექცე

მოხვედი მომაკვდინებელი ზრახვებით და მე უბედურს შენი მწარე სიბოროტის მთელი შხამი გადმომანთხიე. ის არ იკმარე, მძიმე სიბერეს რომ მივათრევდი და მწუხარებას - ტრინაკრის ფლატეთა სიმძიმეს. მე ასევე მთანგავს მტანჯველი და შთანმთქმელი სნეულება, წლიდან წლამდე რომ ხრავს ჩემს ნაწევართ. არამედ ვტირი და მოვთქვამ, როგორც მონადირის ხაფანგში მოხვედრილი ძლიერი ლომი.

 
არ მიყვარს თავმომწონე ლაპარაკი, არც ყველასთვის მოსაწონი თუნდაც უმეტესად მხიარული საუბრები, არც ქალაქის ბაზრობები, არც წალკოტები, არც აბანოები, არც სხვა რამ საცდური ცხოვრებისა. ეს ყველაფერი - არც უწინ მიზიდავდა, იმ ჟამიდან, რაც მიწიერს განვერიდე და ქრისტე მივიქვი. ვტირი კი იმას, რომ აღარ მიმზერს ქრისტეს ცხოველმყოფელი თვალი, რომელიც ოდესღაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ვინ ვიყავ? ვინ ვარ ამჟამად? და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ, დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის? ჩემი აზრით კი, ჩვენ ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა.


მოზვერი, რომელმაც სულ ახლახანს მისი აღმომშობელი წიაღი დატოვა, უკვე დაკუნტრუშობს და ტკბილ ჯიქანს ძალუმად უჭერს კბილებს, მესამე წელს კი უღელს ატარებს, მძიმე ურემს მიათრევს და ღონიერ კისერზე აპაურები შემოსალტვია.

წინწკლებიანი შვლის ნუკრი გაჩნდება თუ არა, მაშინვე დგება ფეხზე დედის შორიახლოს, სისხლისმსმელ ქოფაკებსა და მსწრაფლმსრბოლ ცხენს გაურბის, უღრანი ტყის დაბურულ კორომებს აფარებს თავს. დათვნი, სიკვდილისმომტან ბრანგვთა მოდგმა, ლომნი, ქარივით სწრაფი ვეფხვნი და ფოცხვერნი, დალანდავენ თუ არა რკინას (იარაღს), მაშინვე ენთებიან და ძლიერ მონადირეებს მძვინვარედ ესხმიან თავს.

სულ ცოტა ხნის წინ ღინღლით დაფარული ფრინველი უკვე ბუმბულით შემოსილა და ჰაერის კამარაში ზემოდან დასტრიალებს თავის ბუდეს. ოქროსფერმა ფუტკარმა ეს-ესაა დატოვა კლდის ნაპრალი და მოპირდაპირე მხარეს უკვე სავანეს იკეთებს და სახლს ტკბილი ნაყოფით ავსებს; ყოველივე ეს კი - ერთი გაზაფხულის ნაშრომია.

ყველა დანა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1062 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010


                    წმ. ეფრემ ასური  აღსარება.

ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.


ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.


ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.


სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1233 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

მოგეხსენებათ, ჩვილის ორგანიზმში ვიტამინ D –ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს.
ეს პრობლემა ჩვენს პატარას რომ არ შეეხოს, საჭიროა მისი დროული და გონივრული პროფილაქტიკა.


რაქიტი გამოწვეულია D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები ერთი–სამი წლის ასაკში (უპირატესად ზამთრის პერიოდში).


პირველ რიგში მომავალი დედა ორსულობის პერიოდში აუცილებლად სწორად უნდა იკვებებოდეს, მიიღოს ვიტამინების კომპლექსი და რაც შეიძლება ხშირად ისეირნოს სუფთა ჰაერზე.


გაცილებით იშვიათად ავადდებიან რაქიტით "ძუძუს ბავშვები”. ჰოდა, დედიკოებო, თქვენსავე ინტერესებში შედის, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოთ ლაქტაცია.


D ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის პედიატრები შესაბამის პრეპარატებს ნიშნავენ. თუ თქვენს პატარას შეამჩნევთ ხშირ ოფლიანობას, ჭირვეულობას, თავის ფორმის დეფორმაციას (შუბლის არეში, ან კეფაზე), მიმართეთ ექიმს – ის დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. მკურნალობა კომპლექსურია და მიმართულია ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსებისკენ.


მზის სხივი უებარი წამალია რაქიტის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ეცადეთ ბავშვი ხშირად გაასეირნოთ, მზის სხივებმა დახედონ პატარას სახეს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

დიათეზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მიეკუთვნება კანის ალერგიული რეაქციების სახეობებს. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ალეგია ამა თუ იმ ნივთიერებებზე, ფერმენტებზე და სხვა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში პატარას დიათეზი უვითარდება მის მენიუში "უფროსების” კვების პროდუქტების არასწორი შეტანისას.


ამიტომ ფრთხილად და ნელნელა უნდა გავასინჯოთ ჩვენს ბაიას ყველა "უცხო ხილი” და ყურადღებით დავაკვირდეთ ახალ საკვებზე მცირედ რეაქციასას კი.

დიათეზზე ოდნავი დაეჭვებისთანავე გარკვეული დროის მანძილზე უარი უნდა ვთქვათ კვების დამატებაზე. აჯობებს დავიწყოთ ნაკლებად ალერგიული პროდუქტებით, როგორიცაა ყაბახი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ვაშლი და ა.შ. პატარა გურმანს მოგვიანებით გაასინჯეთ სტაფილო, რძე, კვერცხი და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის რაციონში სიახლის შეტანა აუცილებელია ერთჯერზე, შემდეგი პროდუქტი უნდა მისცეთ რამდენიმე დღის, ან სულაც კვირის შემდეგ. 
ჩემი შვილი 2 წლისაა და დღემდე ვებრძვით დიათეზს. შოკოლადის ზედმეტი დოზა თუ მიირთვა, ლოყების სიწითლე გარანტირებული გვაქვს. ამ ეტაპზე „ტოპი–კრემით" ვუმკლავდებით და გვშველის. მანმადე რა არ გამოვცადეთ, მაგრამ დიდი შედეგი არ გვინახავს.

Category: სტატიები | Views: 1159 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010


"მე მინდა ჩემი შვილი ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს!" – ამას ამბობს ყველა მშობელი. მაგრამ პაწაწინას იმუნიტეტი ხომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ზოგჯერ ავადაც გვიხდება. გაცივება, ვირუსები, რაქიტი, გაზები, დიათეზი თუ ბევრი სხვა რამ პატარებს ხშირად აწუხებთ. როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, მშობლების დროული ჩარევით ამის თავიდან აცილება მეტნაკლებად შესაძლებელია.


გაზაფხულზე პატარა ხშირად ცივდება. ამ დროს სხვადასხვა ინფექციები და ვირუსებიც მძვინვარებს. ერთი შეხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია ბავშვი ავარიდოთ ამ უსიამოვნებებს, თუმცა არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვაც ხშირად დადებით შედეგს იღებს.


პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ ჩვილის ასაკიდანვე გავაძლიეროთ ბავშვის ორგანიზმის დამცავი ძალები. ამის საუკეთესო საშუალება კი ელემენტარული გაკაჟება – კონტრასტული აბაზანებია. ბუნებრივია, ამ პროცედურას პატარა თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ.


თავდაპირველად სრულიად საკმარისია ბანაობის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყალი გადავავლოთ, მერე ისევ თბილი (ერთხელ), შემდეგ თბილი პორცია შეიძლება შევცვალოთ უფრო გრილი წყლით და ხუთიდან შვიდამდე გავზარდოთ გადავლების რაოდენობა. გრიპი როცა მძვინვარებს, ბავშვი ხალხმრავალ ადგილებში რომ არ უნდა ვატაროთ, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა.

ჰოდა, მშობლებმა ასეთ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1160 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ვიტამინები
ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება ორმაგად იზრდება და ამის ანაზღაურება შეუძლებელია ზაფხულში და შემოდგომაზეც კი, როცა ახალი ხილი და ბოსტნეული შემოდის.


იმისათვის, რომ ორსულმა ვიტამინ C-ს დღიური ნორმა (70მგ) მიიღოს, უნდა მიირთვას ხუთი ლიმონი ან დალიოს 15 ჭიქა ვაშლის წვენი, ხოლო ვიტამინი B1 (1,5მგ) - ყოველდღე უნდა ჭამოს ნახევარი კგ ხორცი.


წამყვანი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ორსულების 70-80% -ს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აქვს. ანუ, მათი უმეტესობა გაუცნობიერებლად საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე ჩვილის ჯანმრთელობასაც.

მომავალი დედის კვებაში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზე. დღეისათვის უამრავი მონაცემია დაგროვილი, რაც ამტკიცებს, რომ ბავშვის მუცლადყოფნისას კვების დარღვევა ზრდის მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. ამ არასასურველი შედეგების თავიდან აცილება შეიძლება სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებით.


ვიტამინი A აუცილებელია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის და ნაყოფის ქსოვილების ზრდისთვის. ის ასევე მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტების წარმოქმნასა და ძვლების და კბილების აგებულებაში. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1135 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010



დედის რძე საუკეთესო საკვებია ჩვილისთვის. რაშია სიცოცხლის ამ ელექსირის საიდუმლო?

ყველა დედიკოს სურს, რომ მისი შვილი გაიზარდოს ჯანმრთელი, ჭკვიანი და ლამაზი. მეცნიერულად დადგენილია, რომ დედის რძის ყოველი წვეთი შეიცავს იმუნიტეტს და ინტელექტს. მისი ფორმულა ჭეშმარიტად უნიკალურია, სარგებლობა კი შეუფასებელი.

დედის რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისთვის და მარტო იმიტომ არა, რომ ყველაზე მეტად უხდება პატარას საჭმლისმომნელებელ სისტემას. ის ჩვილს იცავს ავადმყოფობისგან და ჯანმრთელობას ამყარებს.

ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარები შედარებით იშვიათად ავადდებიან რაქიტით, ანემიით, დისბაქტერიოზით, ფილტვების ანთებით და სხვადასხვა რესპირატორული და ინფექციური დაავადებებით. ასევე ნაკლებად ალერგიულებიც არიან, კუჭისაშლა, ყურის ტკივილიც შედარებით ნაკლებად აწუხებთ, ხოლო დღენაკლულები უფრო ადვილად იმატებენ წონაში.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძუძუთი კვება სამომავლოდ იცავს ბავშვს სიმსუქნისგან, ალერგიისა და ბრონქიალური ასთმისგან.

დედის რძე შეიცავს ასობით სხვადასხვა კომპონენტს. და მისი შემადგენლობაც მუდმივად იცვლება. "ხსენი" მდიდარია ცილებითა და მინერალური ნივთიერებებით. მომწიფებული რძე კი შედარებით ნაკლებ ცილებს შეიცავს, სამაგიეროდ მეტია ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა ნივთიერებები. ამ ელექსირის ფორმულა განუმეორებელია, მას ვერაფერი შეცვლის!

საოცარია,რომ დედის რძის შემადგენლობის თითქმის 87% არის წყალი. ის ბიოლოგიურად აქტიური და ადვილად ას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1229 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ბუნების სამყარო ალბათ ყველა ნორჩი „მკვლევარის" ყურადღებას იპყრობს. ჩემი შვილი განსაკუთრებულ ინტერესს მწერების მიმართ ავლენს.

ეზოში თამაშის დროს ხომ არაფერი გამოეპარება, დასდევს ყველაფერს რაც დაფრინავს, დახტის, მიღოღავს და ბზუის. ერთი–ორჯერ გახარებულმა უზარმაზარი ხოჭოც ჩამისვა კალთაში... შეკითხვებიც არ ელევა: „ ეს პეპელა სად მიფრინავს?" „ხოჭო რატო არ მელაპარაკება?", „ჭიამაია ჩვენს ეზოში ცხოვრობს?"

ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში მშობლებიც ჩავებით, ჰოდა, უკვე ნინისთან ერთად ვიკვლევთ პაწაწინა არსებების მრავალფეროვან სამყაროს და ვცდილობთ 4 წლის ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ ბუნების საოცარი მოვლენები. 

ჩვენ ერთად ვმსჯელობთ და ვარჩევთ მწერების თავისებურებებს. გავიგეთ, რომ მწერების უმეტესობას ულვაშები ჰქონია, რომელიც ზოგჯერ მათ ტანზე დიდიცაა – მაგალითად, ასეთია კალია. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები, კიდევ აქვთ ფრთები, თუმცა ყველას არა. თანაც ხოჭოებს, ციცინათელებს, კალიებს ორი წყვილი ფრთა აქვთ.

ჩვეულებრივ, წინა ფრთები უფრო მაგარია და იცავს უკანას, ერთგვარი „სახურავის" ფუნქციას ასრულებს. ხომ გინახავთ როგორ იცის აფრენა ჭიამაიამ – ლამაზი წითელი ჯავშანიდან გამოაჩენს თხელ გამჭირვალე ფრთებს და მიფრინავს...


მწერების ფეხები კი შეიძლება იყოს სარბენი, სახტომი, სათხრელი, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1662 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

რა ვიღონოთ იმისთვის, რომ ბავშვმა ცუდი სიტყვები არ თქვას? მგონი მართლაც შევიმსუბუქებთ ამ პრობლემას, თუკი გავიაზრებთ, ამით რისი თქმა სურს ჩვენს შვილს: იქნებ გაბრაზებულია მთელს სამყაროზე? ან უბრალოდ გვაჯავრებს, ცდილობს წყობიდან გამოგვიყვანოს ან სულაც იმეორებს განაგონს, ისე რომ სიტყვის აზრი არ ესმის.


ადრე თუ გვიან მსგავსი პრობლემა, ალბათ, ყველა ოჯახში ჩნდება და უნივერსალური წამალი ამის თავიდან ასაცილებლად მგონი არც არსებობს.


ბავშვის მიერ წარმოთქმული უწმაწური სიტყვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას დანაშაულებრივი მომავალი ელის. და არც იმას, რომ ჩვენ ცუდი მშობლები ვართ. ეს მხოლოდ სიტყვაა, რომლის მნიშვნელობაც, უმეტეს შემთხვევაში, მას არ ესმის.


ასეთ დროს, სჯობს არ მივაქციოთ ყურადღება - არ ღირს პატარას საყვედურებით ავსება და ყვირილი. არა მგონია ბავშვმა გაიგოს რითი ვართ უკმაყოფილო, ჩვენი მღელვარე რეაქცია კი მას ნამდვილად დააინტრიგებს. იქნებ არც გაცინება ღირს, რადგან რახან ერთხელ შეძლო მშობლების გამხიარულება, ამის მიღწევას კიდევ შეეცდება?

ამიტომ თავი ისე ხომ არ დავიჭიროთ, თითქოს ბავშვის მეტყველებაში უჩვეულო არაფერი შეგვინიშნავს?
მოდით, პირდაპირ ვკითხოთ: რას ნიშნავს ეს სიტყვა? - თუ ის აგვიხსნის – გულგრილად ვუპასუხოთ, რომ არ ვიცით საერთოდ რატომ ამბობენ ხოლმე ასეთ უხეშ სიტყვებს. მაგრამ ალბათ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1876 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ქრისტიანებისთვის წმინდა ქალაქი ბეთლემი მდიდარია ღირშესანიშნავი ადგილებით, რომელთა შესახებ მრავლადაა ცნობები ძველ და ახალ აღთქმებში.

ბეთლემი მდებარეობს დაახლოებით 6 კმ სამხრეთით იერუსალიმიდან. საუკუნეების მანძილზე მისი იერსახე თითქმის არ შეცვლილა - მთლიანად თეთრი ქვითაა ნაგები და კლდოვანი მრგვალი ბორცვის ფერდებზეა შეფენილი, მეჩხერად მიმოფანტული კვიპაროსის და ზეთისხილის ხეებით.

სწორედ აქ ვითარდებოდა წმინდა წერილში აღწერილი მოვლენები. ბიბლია ამბობს, რომ აქ აკურთხეს მეფედ დავითი, ხოლო 1000 წლის შემდეგ დაიბადა იესო. 

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე აქ არის ბეთლემის ბაგა, სადაც იშვა იესო. ბეთლემშია ქრისტესშობის ტაძარი, ერთერთი პირველი წმინდა მიწაზე. ქრისტესშობის ტაძრის მახლობლად კი მდებარეობს ე.წ. "რძის მღვიმე" - Milk Grotto -(Magharet Sitti Mariam, "Grotto of the Lady Mary").

ეს მღვიმე, ფრანცისკანული სამლოცველოთი, წმინდა ადგილად ითვლება.

ტრადიციის თანახმად ამ მღვიმეს წმინდა ოჯახმა თავი შეაფარა, როცა ჩვილთა ჟლეტას და ჰეროდეს მემომრებს გამოექცნენ. აქ ღვთისმშობელი ჩვილ იესოს ძუძუს აწოვებდა და ლეგენდის თანახმად, რძის წვეთი შემთხვევით დაეცა შავ ქვას, რომელიც მაშინვე თეთრად გადაქცეულა.

მღვიმე დაახლოებით 2000 წლისაა და ადრეული ქრისტიანებიც მოდიოდნენ აქ სალოცავად.

ფრანცისკანელებმა 1872 წელს ააგეს მღვიმის ირგვლივ ეკლესია და სალოცავად აქციეს.

ბეთლემის და ადგილობრივმა ოსტატებმა თავიანთი ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1883 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010


შესაძლოა უძველესი ადამიანები ჩვენზე მეტად ბედნიერები იყვნენ. თუმცა მგონი ერთ რამეში ჩვენ უფრო გაგვიმართლა: იმიტომ რომ გვაქვს მუსიკა.


თანამედროვე ტექნიკა საშუალებას გვაძლევს არასოდეს დავშორდეთ მას. სხვადასხვა ჟანრის და სტილის მელოდიები თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას, მასთან ერთად ვიზრდებით, ვოცნებობთ, გვიყვარს, განვიცდით და ვიცვლებით.

ჩვენს ცხოვრებაში ყოველ ახალ ეტაპს თავისი ჟღერადობა აქვს – ზოგს ბავშვობაში ბიტლების ეპოქა ჰქონია, ზოგს, შოპენის, ზოგს კიდე ჯექსონის, ზოგიც მარიო ლანცას სიმღერებს ღიღინებდა. რაზეა დამოკიდებული არჩევანი? იქნებ პიროვნების ტიპზე? თუმცა პიროვნების ტიპიც ხომ საიდანღაც ყალიბდება.

შესაძლოა, პასუხი იმაშია, თუ როგორ მუსიკას ვუსმენდით იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული მუსიკალური გემოვნება და დამოუკიდებლადაც არ შეგვეძლო მაგნიტოფონის ჩართვა. 


მოკლედ, ყველაფერი შორეული ბავშვობიდან მოდის.
მუსიკა, რომელიც ახალდაბადებულ ბავშვს ესმის, მისი სამყაროს ნაწილი ხდება. მას ჯერ არ აქვს მელოდიის რიტმის და განწყობის გრძნობა, თუმცა უკვე რაღაცას აღიქვამს, ითვისებს. სივრცეში ჩაღვრილი მელოდია, როგორც მზის სხივი, ბავშვის ოთახში რომ შემოდის, პატარას ცნობიერებაში იჭრება. ისევე როგორც კედლების ფერი ჩვილის ოთახში, იგი შეუმჩნევლად ზემოქმედებს მის ხასიათზე.

< ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1223 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ოცნების გარეშე?

არ გვექნებოდა თითქმის არც ერთი მეცნიერული აღმოჩენა და ხელოვნების ნაწარმოები, ჩვენი შვილები ვერ მოისმენდნენ ზღაპრებს, ვერც ითამაშებდნენ, და ვერც სასკოლო პროგრამის ათვისებას მოახერხებდნენ. უბრალოდ რომ ვთქვათ - წაართვით ადამიანს ოცნება და პროგრესიც შეჩერდება.

მოკლედ, ფანტაზია ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი უნარია. 

ბავშვის ფანტაზიის სამყარო მრავალფეროვანია და სამი წლიდან იწყებს ძლიერად განვითარებას. მანამდე კი მიდის აქტიური მომზადება, რაზეც დამოკიდებულია როგორ წავა შემდგომი განვითარება.

ამ პერიოდში ბავშვი სამყაროს შეიმეცნებს დედასთან ურთიერთობის მეშვეობით: დედიკო უკითხავს წიგნებს, უხსნის რისთვისაა საჭირო ესა თუ ის საგანი, ასწავლის თამაშის წესებს. 

4 დან 7 წლამდე ასაკი არის ფანტაზიის აყვავების ხანა. ბავშვები უფრო დაკვირვებულები არიან, ვიდრე უფროსები და მათთვის ადვილია შეიქმნან საკუთარი წარმოდგენა სხვადასხვა საგანსა და მოვლენაზე.

მაგალითად, ღრუბელი საინტერესოა იმით, რომ ზოგჯერ სპილოს ან დრაკონს მოგვაგონებს, ქვის კენჭები - საგანძურია, ჯადოსნურ გამოქვაბულში ნაპოვნი, ბორბლებმოცლილი ძველი მანქანა კი „საიდუმლო მოწყობილობა". 

ზოგჯერ ჩვენი შვილები დაუჯერებელ ისტორიებს გვიყვებიან. და ხანდახან მათი მონათხრობი არაფრით ჩამოუვარდება ცნობილი მეზღაპრეების ამბებს.

ბავშვობაში ალბათ ბევრი ჩვე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1111 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ჩემი შვილი სამი წლისაა და ეზოში ისე არ წავა თუ შარვლის ჯიბეში საყვარელ სათამაშოს არ დაიგულებს, რომელიც მას აუცილებლად გაახარებს ან დაამშვიდებს მოწყენილობის მომენტში. სეირნობის დროს ან სახლში ცხვირსახოცს რომ გამოიყენებს, მერე აკურატულად ჩაიდებს ჯიბეში. სხვათა შორის, მშობლებს ასეთ დროს ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა იმისთვის, რომ ბავშვს კულტურულ–ჰიგიენურ ჩვევებზე ვესაუბროთ.

პატარას ხშირად სჭირდება იმის შეხსენება, რომ სახლში, ეზოში და საბავშვო ბაღშიც ჯიბეში აუცილებლად უნდა ედოს ცხვირსახოცი. 

ჯიბეების დახმარებით ბავშვთან ერთად შეგვიძლია მოვაწყოთ განმავითარებელი და შემეცნებითი თამაშები და გაკვეთილები.

ერთი სიტყვით, ბავშვის ტანსაცმელზე ჯიბე უბრალო რამ არ გეგონოთ – ის სამოსის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც სასარგებლო სათამაშოდაც შეგვიძლია ვაქციოთ.

1–2 წლის პატარა ჯიბეებში სხვადასხვა საგნებს თუ ჩაილაგებს (გასაღები, პაწაწინა წიგნი, მინი–სათამშო და ა.შ.), მერე ერთად გამოვიცნოთ, აბა, ვის რა გვაქვს. ემოციები გარანტირებულია!

ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის გამოდგება ყურადღების განმავითარებელი თამაში: სად და რომელ ტანსაცმელზეა ჯიბე და რა საგნების ჩადება შეიძლება შიგნით? მაგალითად, პერანგის ზედა ჯიბეში მოსახერხებებლია ცხვირსახოცის ჩადება, შარვლის უკანა ჯიბეში პატარა მანქანის, ქურთუკის ჯიბეში კი ხის კაცუნა მშვენივრად მოთავსდება.

პატარებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჯიბეებს უყვართ, როცა მათ ასუფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1096 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

„დედიკო, რატომ აქვს ჩაიდანს ასეთი ცხვირი?" „რატომაა ყაყაჩო წითელი?", „რატომ აქვს ბაჭიას გრძელი ყურები?" – ბავშვის ასეთი ცნობისმოყვარეობა თავიდან გვახალისებს მშობლებს, სიამაყის გრძნობითაც კი აღგვავსებს.

ჩვენც ვცდილობთ საკადრისად ვუპასუხოთ – ვიქექებით ენციკოლოპედიებში, სპეციალისტებს ვეკითხებით, დეტალურად ვუხსნით ქვეყნად ყველაზე ჭკვიან პატარას რატომ დაფრინავს თვითმფრინავი და რატომ არ იძირება ზღვაში გემი. მაგრამ მერე, შეკითხვები არ წყდება და ჩვენი ენთუზიაზმიც ნელ–ნელა ქრება.

ახალ–ახალი „რატომ? რატომ?" შეკითხვების ნიაღვარი მოდის, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელი ხდება. „დედიკო, რატომ აქვს ძეხვს ნივრის სუნი?"ან „რატომ ღამდება როცა შუქს ვაქრობთ?" 

ერთი სიტყვით, თანდათან ბავშის ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ნამდვილი „სატანჯველი" ხდება მშობლებისთვის და ჩვენც ძალა აღარ შეგვწევს პასუხი გავცეთ ასი ათას „რატომს".

ფსიქოლოგები კი გვირჩევენ – „თქვენი პატარა ხომ ყველზე საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარ ასაკშია. ჰოდა, შეეცადეთ გაუგოთ მას".

3 დან -5 წლამდე ჩვენი ჩუმი და ჭკვიანი პატარა ინტერესიან და გაუთავებლად მოლაპარაკე ონავარად გადაიქცევა. სწორედ ამ დროს უჩნდება ბავშვს ცხოველი ინტერესი სამყაროს შეცნობის. მას აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებს და უამრავი შეკითხვით, ხშირად გაუგებარი ბავშვური ლოგიკით აბნევს მშობლებს...

ბავშვი სამყაროს სწავლობს დედის დახმარებით: დედიკო უკითხავს წიგნებს, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1142 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

მშობლებისთვის ბავშვის გახარება ახალახალი საჩუქრებით ნამდვილად სასიამოვნო საქმეა. ჩვენ ეს მანამ გვახალისებს და დაუფიქრებლად, კვლავდაკვლავ ვაკეთებთ ამას, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი უკვე თვითონ მოითხოვს ახალ–ახალ სათამაშოებს, კანფეტებს, გართობას და თუ ვერ იღებს ყველაფერს მაშინვე, ჭირვეულობას და წუწუნს იწყებს.

ბევრი გონიერი ადამიანი ალბათ არ დამიჯერებს, მაგრამ ისეთი მშობლებიც მხვდებიან, რომლებიც ბავშის განებივრების გადაწყვეტილებას შეგნებულად იღებენ და არა იმიტომ, რომ თავს ვერ იკავებენ შვილს მორიგი სათამაშო უყიდონ.

ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, საკუთარი ბავშვობით არიან უკმაყოფილო: მათ ან ძალზე მკაცრად ზრდიდნენ, ან ოჯახის მატერიალური საშუალება შეზღუდული იყო.

ერთი სიტყვით, ამა თუ იმ მიზეზის გამო, საკუთარ ბავშვობას უბედურად მიიჩნევენ და ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში იღებენ ორ გადაწყვეტილებას: „ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას მივცემ", „ჩემს შვილს ყველაფერი ექნება". 

მშობლები, რომელთაც შვილი გვიან გაუჩნდათ, ან თუ დედა დიდხანს არ ორსულდებოდა, ან ფეხმძიმობა გარკვეული გართულებებით მიმდინარეობდა, იყო მუცლის მოშლის საშიშროება, ან ჩვილი ხშირად სერიოზულად ავად ხდებოდა – ასეთ შემთხვევებში ხშირად ისინი შეგნებულად იღებენ გადაწყვეტილებას უსიტყვოდ შეასრულონ ნანატრი პირმშოს სურვილები და ჭირვეულობა. ამდენი განცდის შემდეგ კი დედამ და მამამ შეიძლება იფიქრონ: „ჩვე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1164 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ჩემი შვილი ზოგჯერ ისე იქცევა, რომ ადვილად ახერხებს თავშეკავება დამაკარგვინოს და საკადრისი პასუხიც მიიღოს ამისთვის. ის ჯერ 3 წლისაა. ცელქი, მოუსვენარი და მხიარული ბავშვია. თუმცა დროდადრო სიცელქე წვრილმან მავნებლობაშიც გადადის.

მერე კი ნორმალური ქცევის ზღვარს სცდება. შენინშვნა და ტკბილი სიტყვა როცა აღარ ჭრის, ხშირად ხმამაღალი დატუქსვაც წამომცდება ხოლმე. მემგონი, ასეთ დროს თავის შეკავება გაბრაზებული მშობლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 

შვილს დავსჯი და ვფიქრობ: „ნუთუ მართლა ცუდი დედა ვარ?" მერე კი ყოველთვის განვიცდი და ვნერვიულობ, რომ კონფლიქტს თავი ვერ ავარიდე.

ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და ვეკითხები ნაცნობ ფსიქოლოგებს, მეგობრებს, გამოცდილ მშობლებს, ბებიებს რა გზები შეიძლება ვიპოვო ჩემს პატარასთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა რომ მქონდეს, თან ისე, რომ მასაც, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, ავუხსნა და გავაგებინო ყველაფერი.

ჩემს მიერ მოგროვებული ინფორმაციის სასარგებლო დეტალებს თქვენც გაგიზიარებთ და თუ რაიმე აზრი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ შემდეგ მისამართზე : info@puphynuphy.ge – ირენს. 

უცნაურია, მაგრამ მშობლებში ყველაზე აუხსნელ და საშინელ გაბრაზებას იწვევენ ჩვილი ბავშვები. ახალშობილი უსუსურად და დაუცველად გამოიყურება, მისი ქცევა კი ახალგაზრდა დედისთვის ხშირად გაუგებარია. ბავშვის მოვლის ყველა სასარგებლო რეკომენდაცია ცხადი ჩანს მანამ, სა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1037 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ერთხელ ჩრლზ დიკენსმა თქვა – წითელქუდა ჩემი პირველი სიყვარულია. რომ შემეძლოს მისი ცოლად შერთვა, მართლა ბედნიერი ვიქნებოდიო.

მგონი ჩემი შვილიც მისი კონკურენტი გამოდის, იმიტომ რომ წითელქუდა განსაკუთრებულად უყვარს და ისედაც, რატომღაც ზღაპრებში მდედრობითი სქესის პერსონაჟების შესახებ ყოველთვის კითხულობს: „ლამაზია?" „მომეწონება?" წითელქუდა კი ნამდვილად ლამაზია, მას ხომ წითელი ქუდი ახურავს. და თითქმის ყველა გოგონა, ვისაც წითელ ქუდში ნახავს, ძალიან მოსწონს. 

ზღაპრებს წერდნენ და წერენ ყველა ქვეყნის მწერლები.

და ეს გამოგონილი ისტორიები ბედნიერი დასასრულით, სადაც სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე, ერთნაირად ხიბლავს როგორ დიდებს, ისე პატარებს. იმიტომ რომ ზღაპრებში ჩვეულებრივ ცხოვრებაში წარმოუდგენელი თავგადასავლების მონაწილე ვხდებით, აქ მიუწვდეომელი მისაწვდომი ხდება, არარეალური კი რეალური. 

ზღაპარი – სასწაულია.

ზღაპრების მოსმენის მერე ბავშვები ყველაზე ხშირად ასეთ კითხვებს სვამენ: „ვინ უფრო ძლიერია: „მგელი თუ მონადირე?" „ვინ უფრო ჭკვიანია: ლომი თუ კატა?" – ამ კითხვებში ღრმა აზრი დევს. ჩვენი შვილები ასე იწყებენ ცხოვრების გაგებას.

პაწაწინა გულებში იბადება წითელქუდას, ასლისას, სალამურას, წიქარას, ალადინისა და პატარა პრინცის სიყვარულის დიდი გრძნობა. 

ლინგვისტები თვლიან, რომ ბევრი ზღაპრის დიალოგებში დევს მართლაც რაღაც მაგიური ძალა. პაწაწინა ბ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2112 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

თუ ბავშვი... _ მშობლების, ძიძების და აღმზრდელების საკითხავი "

www.ndoba.ge
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა" 2009
გამომცემლობა ნეკერი, 2009

წიგნის ავტორები არიან _ ფსიქოლოგები: მანანა აბზიანიძე, ნანა აღაპიშვილი, მანანა კანდელაკი, თამარ ჭარელიშვილი; ბავშვთა ფსიქიატრები: ნანა ჯიბღაშვილი და თინათინ მეზვრიშვილი.

წიგნის ყდაზე პატარა ბიჭუნას მიერ დახატული სახლი აურჩევიათ, როგორც მისი სამყაროს აღქმის გამომხატველი.


ეს წიგნი მართლაც ბევრ საინტერესო თემაზე დაგვაფიქრებს და ბავშვებთან ურთიერთობის არა ერთ მნიშვნელოვან საკითხში გაგვარკვევს მშობლებს და არა მხოლოდ ჩვენ, ძიძებსაც და საბავშვო ბაღის აღმზრდელებსაც.


2007-2008 წლებში "ნდობამ” განახორციელა პროექტი, რომელიც მოიცავდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების, პედაგოგების, ძიძების განათლებას სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის ფსიქოსოციალურ საკითხებში. სასწავლო პროგრამა შედგა იმ მოთხოვნების მიხედვით, რაც გამოვლინდა წინასწარი კვლევის შედეგად.

"აღმზრდელებმა და ძიძებმა უამრავი შეკითხვა დასვეს. ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სწავლების დროს შევძელით, და რაც ვერ ჩავატიეთ მოკლევადიან სასწავლო კურსში გადავწყვიტეთ წიგნში შეგვეტანა.

ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ უფროსების შეკითხვებს ისე, რომ კიდე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1168 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

აფროდიტე (ბერძნ. Ἀφροδίτη, Aphroditē), სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა").

ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს).

ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).


Category: ენციკლოპედია | Views: 1569 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

პოსეიდონი (ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება.

სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა.

პოსეიდონი ედავებოდა ათენას ატიკის მფლობელობაზე და თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად სამკბილას დარტყმით კლდეზე სამ ჭავლად წყარო წარმოადგინა, მაგრამ ათენამ მაინც აჯობა. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.

პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად, მის საპატივცემოდ იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი "მიწის მეუღლეს" ნიშნავს. პოსეიდონის ეფითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა.

ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1236 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ზევსი(ძვ.-ბრძ. Ζεύς,) - ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების ქრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის , ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.

ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა.

იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.

ლეგენდის მიხედვით ზევსის მამა ქრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანმა მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანის წინასწარმეტყველება.


Category: ენციკლოპედია | Views: 1147 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

"ვერსალის არტემისი", ძველბერძნული ქანდაკების რომაული ასლი, ლუვრი.

არტემიდა, ასევე არტემისი (ბერძნ. Ἄρτεμις, Artemis) — ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი.

თავდაპირველად ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, ოლიმპიური (ერთიანი ბერძნ.)

რელიგიის ჩამოყალიბების ხანაში არტემიდა ნადირობის ქალღმერთი, უფრო გვიან მთვარის ღვთაებაც და სელენესთან იქნა გაიგივებული. არტემიდას კულტი იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროსა და რომში, სადაც მას შედესაბამება მთვარის ადგილობრივი ღვთაება დიანა. არტემიდას სახელზე აგებულ ტაძართაგან განსაკუთრებით ცნობილი იყო ეფესოს ტაძარი, რომელსაც "სამყაროს შვიდ საოცრებას" მიაკუთვნებდნენ.

ანტიკურ ხელოვნებაში არტემიდა გამოსახულია მოკლეკვართიანი, ზურგზე კაპარჭმოგდებული მონადირე ქალის სახით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1107 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

დემეტრა (ბერძნ. Δημήτηρ Dēmētēr), ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას ასული.

დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა.

განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.

Category: ენციკლოპედია | Views: 1126 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ლიციის აპოლონი, IV საუკუნის ბერძნული ქანდაკების გვიანდელი რომაული ასლი, ლუვრის მუზეუმი.


აპოლონი (ბერძნ. Απόλλων), სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძნ. Φοίβος).

მითოლოგია .

ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარების საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან დაკავშირებულია მრავალი მითი:
აპოლონმა მოკლა ურჩხული პითონი, მისი მკვლელობის ადგილზე კი ტაძარი აღმართა. ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი ეწოდა.
აპოლონმა მონაწილეობა მიიღო გიგანტომაქიაში.


აპოლონმა არტემიდესთან ერთად მოკლა ტიტანი ტიტიოსი, რომელმაც თავის დროზე მათ დედას – ლეტოს შეურაცხყოფა მიაყენა.


აპოლონმა და არტემიდემ გაანადგურეს აგრეთვე ნიობეს შვილები, ასევე მათი დედის წყენინების გამო.
აპოლონმა ტროას ომში ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა, რადგანაც სარდალმა აგამემნონმა აწყენინა მის ქურუმს (ქრიზეს).


აპოლონმა ჰერმესისაგან მიიღო ლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1431 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

პართენონი

პართენონის ხედი პნიქსის ქედიდან დასავლეთით.



პართენონი (ბერძნ.: Παρθενώνας) იყო ათენას ტაძარი აგებული ძვ.წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე. ეს ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ამგვარად ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

შენობას ერქვა ქალწული ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος), ქალწული. პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ.წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა საგანძური დელოსთა ლიგის, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

ჩვ.წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. დის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1845 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

საეკლესიო აზნაური, ეკლესიის (საკათოლიკოსო და საეპარქიო საყდრები, დიდი მონასტრები) ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. XI საუკუნიდან, როდესაც ფეოდალური კლასი 2 წოდებად ჩამოყალიბდა (XI-XIII საუკუნეებში — დიდებულები და აზნაურები, XIV-XVIII საუკუნეებში — თავადები და აზნაურები), საეკლესიო აზნაურად ითვლებოდა მხოლოდ ფეოდალური კლასის ქვედა წოდების წარმომადგენელი.

საეკლესიო აზნაურებს შუა საუკუნის საქართველოში ეკლესიისშვილებსა და მონასტრისშვილებს უწოდებდნენ (ვარიანტები - საყდრისშვილები, მცხეთისშვილები, ვარძიისშვილები, ქვათახევისშვილები, რუისის საყდრისშვილები, გერგეტის საყდრისშვილები, აწყურის საყდრისშვილები და სხვა).

XIV-XVIII საუკუნეებში საქართველოში საეკლესიო აზნაურთა რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე სამეფო და სათავადო აზნაურებისა. ადრე კი ისინი უფრო მრავალრიცხოვანი ყოფილან. საეკლესიო აზნაურთა შემცირება გამოიწვია საგარეო მტრების თარეშის, შინაფეოდალური აშლილობისა და სამეურნეო ნგრევის შედეგად მრავალი ეპარქიისა და მონასტრის შესუსტებამ ან სრულიად მოშლამ.

ყველაზე მეტი აზნაური ჰყავდა მცხეთის საკათოლიკოსო საყდარს - სვეტიცხოველს, ყველაზე ძლიერ საეკლესიო სენიორიას შუა საუკუნეების საქართველოში (XI-XV საუკუნეებში მას ჰქონდა დიდი რაოდენობის ყმა-მამული საქართველოს ყველა კუთხეში, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში - ქართლ-კახეთში).

ამ ყმა-მამულს განაგებდნენ საეკლესიო აზნაურები, რომლებსა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1326 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

თბილისის ქარვასლები ძირითადად კალაში, დაახლოებით სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. შემორჩენილთაგან უმრავლესობა XIX საუკუნის შუა ხანასა და II ნახევარშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება. შიდა ეზოსკენ შენობა ყველა მხრიდან რკინისა ან ხის აივნებით არის მიმართული. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო გამართული. ნაგებობებს განასხვავებს ზომა, სართულიანობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა.


თეკლეს ქარვასლა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თეკლეს ქარვასლის სახელით ცნობილი ნაგებობა (სიონის ქ. N13/40). იგი 1795 წელს სპარსელებისგან დანგრეული "მეფის ფუნდუკის" ადგილას არის აშენებული და ერეკლე მეფის ასულს თეკლე ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ნაგებობა ეკლექტურია, მისი ფასადები ევროპულ-მავრიტანული, კლასიცისტური და ისლამური სტილის ნიშნებს ატარებს.

ლესელიძის ქუჩაზე.


კ. ლესელიძის ქ. NN27, 29-ში მდებარე ქარვასლები კლასიცისტური ფასადისა და ეზოს მხარეს მიმართული რკინისა და ხის აივნების სინთეზით ხასიათდება. კ. ლესელიძის N36-ში მდგომი ქარვასლა ფსევდოისლამური ნაგებობაა.


ერეკლე II-ის ქუჩაზე .

ყოფილი ქარვასლის შენობა ერეკლე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1205 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, როგორც "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც 1848 წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ.


შენობა .

I კორპუსის ფრაგმენტი

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1349 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ბოდეს მუზეუმი (გერმ Bode-Museum) — სამხატვრო მუზეუმი ბერლინში, სამუზეუმო კუნძულის ანსამბლში, სადაც ქანდაკებები, ბიზანტიური ხელოვნება და სამონეტო კაბინეტია წარმოდგენილი. მუზუმი 1904 წელს დაარსდა. ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ კი 2006 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა.

მუზეუმი ღამით
ისტორია .

ბერლინში ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა 1871 წელს შეიქმნა კაიზერის კარზე, კრონპრინცის გარემოცვაში, ასევე, ოდნავ მოგვიანებით, იმპერატორ ფრიდრიხ III-ის დროს. კონკრეტული წინადადებები ვილჰელმ ფონ ბოდემ წამოაყენა. კარის არქიტექტორმა ერნსტ ფონ ინემ 1897-1904 წლებში სამუზეუმო შენობა ააგო ბოდეს მიერ შეგროვებული ფერწერული და სკულპტურული კოლექციისთვის. მუზეუმი 1904 წლის 18 ოქტომბერს, 1888 წელს გარდაცვლილი ფრიდრიხ III-ის დაბადების დღეს გაიხსნა.

ნეობაროკოს სტილში შესრულებული შენობა სამუზეუმო კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე, 6 000 მ² განლაგებული და არასწორი სამკუთხედის ფორმით არის წარმოდგენილი.


ბოდეს მუზეუმი სამუზეუმო კუნძულზე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1251 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

საკურთხევილის ფასადი პერგამონის მუზეუმში, ბერლინი.


პერგამონის საკურთხეველი

საკურთხევილის ფასადი პერგამონის მუზეუმში, ბერლინი.


პერგამონის ცარიელი კვარლცხბეკი

პერგამონის საკურთხეველი, ან პერგამონის ალტარი გრანდიოზული სტრუქტურა აგებული ძვ. წ. II საუკუნეში ძველი საბერძნეთის ქალაქ პერგამონში (ასევე ცნობილი როგორც პერგამუმი, დღევანდელი ბერგამა თურქეთში), ჩრდილოდასავლეთ ანატოლიაში, ეგეოსის ზღვიდან 25,74 კმ-ში. ტაძარი ზევსს ეკუთვნოდა.

საკურთხეველი ოსმალეთის იმპერიიდან გერმანელ არქეოლოგთა ჯგუფმა კარლ ჰუმანის ხელმძღვანელობით თავდაპირველი გათხრების ადგილიდან გერმანიაში გაიტანა და ხელახლა ააწყო იგი ბერლინის პერგამონის მუზეუმში XIX საუკუნეში, სადაც მისი ხილვა დღესაც შეიძლება სხვა მონუმენტურ სტრუქტურებთან ერთად, როგორიცაა მილეთის ბაზრის კარიბჭე და ბაბილონის იშთარის კარიბჭე.

პერგამონის ცარიელი კვარლცხბეკი.


Category: ენციკლოპედია | Views: 1309 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

პერგამონმუზეუმის ფასადი.


პერგამონის მუზეუმი (გერმ. Pergamonmuseum) ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე. მისი შექმნა დაიგეგმა ალფრედ მესელისა და ლუდვიგ ჰოფმანის მიერ და მშენებლობა 1910-1930 წლებში განხორციელდა. მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.პერგამონის მუზეუმი (გერმ. Pergamonmuseum) ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე. მისი შექმნა დაიგეგმა ალფრედ მესელისა და ლუდვიგ ჰოფმანის მიერ და მშენებლობა 1910-1930 წლებში განხორციელდა.

მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1740 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ეგვიპტური ეზო.


ახალი მუზეუმი (გერმ. Neues Museum) — მუზეუმი ბერლინში, მუზეუმის კუნძულზე, ძველი მუზეუმის გვერდით. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მუზეუმისთვის შენობა 1843-55 წლებში ააგეს ნეოკლასიკურ სტილში ავგუსტ შტიულერის პროექტით.

მუზეუმის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ათეულობით წლები მას შემდეგ ნანგრევებში იყო. შენობის აღდგენა დაიწყეს 1986 წელს. მუზეუმი 2009 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მასში გამოფენილია ეგვიპტური და წინა- და ადრეისტორიული ექსპონატები, ისევე როგორც ეს ომამდე იყო. აქ გამოფენილ უძვირფასეს ნივთთა შორისაა ეგვიპტის დედოფალი ნეფერტიტის ბიუსტი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1199 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010


სასახლე ჰეტ ლო (ნიდერლ. Paleis Het Loo, ნიშნავს „ტყის სასახლეს") არის სასახლე ნიდერლანდის ქალაქ აფელდორნში. სიმეტრიული ნიდერლანდური ბაროკოს სტილის შენობა დააპროექტეს იაკობ რომანმა და იოჰან ვან სვიტენმა. შენობა აიგო 1684-1686 წლებში ინგლისის მეფე უილიამ III-სა და მერი II-სთვის. სასახლის ბაღი დააპროექტა კლოდ დეგოცმა.

სასახლე ეკუთვნოდა ნიდერლანდის მეფეების ორანჟ-ნასაუს დინასტიას XVII საუკუნიდან დედოფალ ვილჰელმინას გარდაცვალებამდე (1962). სასახლის შენობა განახლდა 1976-1982 წლებში. 1984 წლის შემდეგ, სასახლე არის სახელმწიფო მუზეუმი (rijksmuseum). ამჟამად მუზეუმი ღიაა საზოგადოებისთვის, სადაც შესაძლებელია შიდა ინტერიერის ნახვა ორანჟ-ნასაუს დინასტიის კუთვნილ ავეჯთან, ნივთებთან და ნახატებთან ერთად.


ჰეტ ლოს ბაღი,

Category: ენციკლოპედია | Views: 1061 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

სახელმწიფო რუსული მუზეუმი (რუს.:Государственный Русский музей), ყოფილი მისი იმპერიული უდიდებულესობა ალექსანდრე III-ის რუსული მუზეუმი რუსული სახვითი ხელოვნების ნიმუშების უდიდესი საცავია სანქტ-პეტერბურგში.

მუზეუმი დაარსდა 1895 წლის 13 აპრილს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით მამის, ალექსანდრე III-ის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მისი თავდაპირველი კოლექცია შედგებოდა ერმიტაჟის მუზეუმიდან, ალექსანდრეს სასახლიდან და ხელოვნების იმპერიული აკადემიიდან წამოღებული ნიმუშებისგან. რუსეთის რევოლუციის შემდეგ მრავალი კერძო კოლექცია ნაციონალიზებულ იქნა და რუსულ მუზეუმში გადმოინაცვლა. ამ კოლექციის ნაწილი იყო კაზიმირ მალევიჩის ”შავი კვადრატის” პირველი და ყველაზე ფასდაუდებელი ვერსია.

მუზეუმის მთავარი შენობა მახაილოვსკის სასახლეა -- დიდი თავადი მიხაილ პავლოვიჩის ბრწყინვალი ნეოკლასიკური რეზიდენცია, აგებული 1819-25 წლებში კარლო როსის პროექტით სანქტ-პეტერბურგის ხელოვნების მოედანზე. სასახლის ზოგიერთ დერეფანში შემორჩენილია ყოფილი იმპერიული რეზიდენციის თავდაპირველი პომპეზური ინტერიერი. მუზეუმის სხვა შენობათა შორისაა პეტრე I-ის ზაფხულის სახლი (1710-14), გრაფი ორლოვის მარმარილოს სასახლე (1768-85), იმპერატორი პავლეს წმ. მიხეილის ციხე-კოშკი (1797-1801), და რასტრელის პროექტის სტროგანოვის სასახლე ნევსკი პროსპექტზე (1752-54).

კოლექცია.

რუსული მუზეუმის კოლექციაში რუსული ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1280 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ერმიტაჟის მუზეუმი (რუს. Эрмитаж, ფრანგ. "განმარტოების ადგილი") — პეტერბურგში, რუსეთი, ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეა მსოფლიოში. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც უწინ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია გახლდათ.

ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.


წარმოშობა .

ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნის საქმე ევროპაში 250 ფერწერული ტილოს შესყიდვით წამოიწყო 1764 წელს. ამავე დროს რესეთის ელჩებს უცხოეთის ქვეყნებში დაევალათ შეეძინათ საუკეთესო კოლექციები, რომელთა ყიდვაც კი შეიძლებოდა, რომელთა შორის იყო: ბრულის კოლექცია საქსონიაში, კროზატისა საფრანგეთში და ვალპოლის გალერეა ინგლისში. ეკატერინე საკუთარ მხატვრულ გალერეას უწოდებდა "ჩემს ერმიტაჟს", ვინაიდან ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაიშვებოდა მასში მოთავსებული სიმდიდრის დასათვალიერებლად. ერთ-ერთ საკუთარ წერილში მან აღნიშნა კიდევ, რომ "მხოლოდ თაგვებს და მე შეგვიძლია ყოველივე ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1316 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ორსეის მუზეუმის მთავარი ჰოლი.

ორსეის მუზეუმი (ფრ. Musée d'Orsay) მდებარეობს პარიზში, მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე. აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია.

პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსე ორშაბათობით დაკეტილია.
ისტორია [რედაქტირება]

1986 წელს ძველი გარ-ორსეი გახდა დამაკავშირებელიი ჯაჭვი ლუვრსა და პომპიდუს ცენტრს შორის, როცა ის რკინიგზის სადგურიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს. აშენდა რა ვიქტორ ლალუს მიერ ორლეანის რკინიგზის კომპანიის შეკვეთით, სადგურისა და მისი სასტუმროს ინაუგურაცია 1900 წლის მსოფლიო ექსპოზიციის დროს მოეწყო.

Category: ენციკლოპედია | Views: 1160 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

დიდი და მცირე სასახლის ერთობლივი ხედი ეიფელის კოშკიდან.


გრან პალე (ფრანგ. Grand Palais- დიდი სასახლე)მდებარეობს პარიზში, მე-8 ოლქში, შანზ-ელიზეს განაპირას. მისი ფართობია 40 000 კვ.მ. მუდმივი დარბაზების გარდა მუზეუმში ეწყობა დროებითი გამოფენები.


ისტორია .

"ხელოვნების დიდი დარბაზი" აიგო 1897 წელს ფართო, მაგრამ არაკომფორტული ინდუსტრიის სასახლის ადგილას. იგი გამიზნული იყო 1900 წლის 15 აპრილიდან 12 ნოემბრამდე ჩატარებული მსოფლიო უნივერსალური ექსპოზიციისთვის.

შენობის ერთ-ერთ ფრონტონზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ ამ ძეგლს რესპუბლიკა უძღვნის ფრანგული ხელოვნების სიდიადეს. თავიდან იგი განკუთვნილი იყო დედაქალაქში გამართული დიდი ოფიციალური მანიფესტაციებისთვის.

1975 წელს შენობის ნეფი მიჩნეულ იქნა ისტორიულ მონუმენტად, 2000 წელს კი მთლიანად შენობა ჩაითვალა ისტორიულ ძეგლად.

Category: ენციკლოპედია | Views: 1121 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

პიკასოს მუზეუმი (Musée Picasso) მდებარეობს სასტუმრო სალში (Hotel Sale) თორინის ქუჩაზე, მარეს უბანში, პარიზი. შენობა, რომელშიც მუზემის კოლექციაა მოთავსებული აშენებულია 1656-59 წლებში გრაფ პიერ ობერ დე ფონტენესათვის რომელიც ე.წ. მარილის გადასახადით გამდიდრებულა (შენობის სახელი "მარილიანს” ნიშნავს). მისი არქიტექტორი ყოფილა ჟან ბულიე, ასევე ცნობილი, როგორც ჟან დე ბურგესი, და მარეს უბანში ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ისტორიულ შენობად ითვლება.


შენობა [რედაქტირება]

შენობამ მფლობელი გაყიდვითა და მემკვიდრეობით რამდენჯერმე შეიცვალა. მფლობელთა შორის იყვნენ: ვენეციის რესპუბლიკის საელჩო (1671); მარშალი დე ვილრუა; რევოლუციის დროს ექსპროპრირებულ იქნა; 1851 წელს გადაკეთდა სკოლად რომელშიც ბალზაკი სწავლობდა; ასევე მასში სახლობდა მუნიციპალური ხელოვნების მეცნიერებათა სკოლა. 1964 წელს პარიზის ქალაქის მმართველობამ შეიძინა, ხოლო 1968-ში ისტორიული მონუმენტის სტატუსი მიენიჭა. შენობას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 1974-80 წლებში.

სასტუმრო სალი პიკასოს მუზეუმისთვის შეირჩა დიდი საზოგადოებრივი დებატების შედეგად. ინტერიერის დიზაინისთვის კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც როლან სიმონეს პროექტის მიხედვით შენობის ინტერიერი მის პირვანდელ სახეს იბრუნებს.


კოლექცია.

1968 წელს საფრანგეთში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც მემკვიდრეებს საშუალებას აძლევს მემკვიდრეობის გადასახადის ფულის ნაცვლად ხელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1060 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის.

მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.


ისტორია .


ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკომ (1510-1574) ააგო სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გუჟონმა.

მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარაა. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1150 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ეროვნული გალერეის აღმოსავლეთის შენობა.

ხელოვნების ეროვნული გალერეა ხელოვნების მუზეუმია, რომელიც მდებარეობს ნაციონალურ მოლთან ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი. მუზეუმი დაფუძნდა 1937 წელს კონგრესის მიერ, ხოლო შენობის კონსტრუქციისა და მნიშვნელოვანი სამხატვრო კოლექციისთვის ფონდები გაიღო ენდრიუ მელონმა. სემუელ კრესმა მუზეუმს უსახსოვრა მისი თავდაპირველი იტალიური ხელოვნების კოლექცია.

მუზეუმი ორი ნაწილისგან შედგება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შენობებისგან, რომლებიც მიწისქვეშა კორიდორითაა დაკავშირებული. მუზეუმის საწყისი შენობა (ამჟამად დასავლეთის ფრთა) გაიხსნა 1941 წლის 17 მარტს.

არქიტექტორ ჯონ რასელ პოუპის დაპროექტებული შენობა ნეო-კლასიკურ სტილშია გიგანტური სვეტებიანი პორტიკოთი და მასიური თაღით პანთეონის მსგავსად (პოუპის მეორე ღირსშესანიშნავი ქმნილების - ჯეფერსონის მემორიალის - მსგავსად), სიმეტრიული გვერდითი ფრთების გარდა. აღმოსავლეთის შენობის დიზაინი (ი. მ. პეი) ასევე გეომეტრიულია, მაგრამ უფრო ფრაგმენტული და სწორკუთხოვანია დასავლეთის შენობის ცივ კლასიკურობასთან შედარებით; ზემოდან ის ერთმანეთში გადაჯაჭვულ ალმასებს წააგავს. აღმოსავლეთის შენობა გაიხსნა 1978 წელს.

გალერეამ 1999 წელს ასევე გახსნა სკულპტურათა ბაღი დასავლეთის შენობის გვე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1667 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

  

ხედი ციდან.                                     ცვინგერი.

დრეზდენის ცვინგერი (გერმ.: Dresdner Zwinger) არის ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში; გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი.


გვირგვინიანი კარიბჭე .

დას. ფლიგელი გვირგვინიანი კარიბჭით

მსოფლიოში სახელგანთქმული და «ცვინგერის» ყველაზე პოპულარული ნაწილია «გვირგვინიანი კარიბჭე» , რომლის წვერს ამშვენებს პოლონეთის სამეფო გვირგვინი. კარიბჭის მოპირდაპირე მხარეს მეორე პორტალია მხედრის ქანდაკებისა და თეატრის მოედნაზე ხედით.


ნიმფების აუზი .

დას. ფლიგელი გვირგვინიანი კარიბჭით.


«ნიმფების აუზი» (გერმ.: Nymphenbad) მდებარეობს «ცვინგერის» ციხესიმაგრის კედლების შიგნით ფრანგული პავილიონის უკანა მხარეს. ბალთაზარ პერმოზერის მიერ შექმნილი შადრევა ერთ-ერთი ულამაზესეთაგანია ბაროკოს შადრევნებს შორის.


ზარების პავილიონი .

«ცვინგერის» კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა "ზა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1173 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი (the Philadelphia Museum of Art) მდებარეობს ფილადელფიის ფეარმონტის პარკში ბენ ფრანკლინის პარკვეის დასავლეთ ბოლოში, დაფუძნდა 1876 წელს ქვეყნის ას წლისთავთან დაკავშირებით და დღეისთვის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მუზეუმია.

მნახველებისთვის კარი 10 მაისს, 1877 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი შენობის პირველი ნაწილი, რომელზეც მშენებლობა 1919 წელს დაიწყო, 1928 წლის გაზაფხულზე დასრულდა.

ყოველწლიურად მუზეუმი 20-მდე სპეციალურ გამოფენას აწყობს და მას დაახლოებით 800.000 ადამიანი სტუმრობს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სპეციალური გამოფენები, რომლებსაც ათასობით ადამიანი სხვადასხვა შტატიდან და საზღვარგარეთიდან დაესწრო იყო სეზანის (1996-ში, 548.000 მნახველი) და სალვადორ დალის (2005-ში, 370.000 მნახველი) ნამუშევართა გამოფენა.

ამ გამოფენების უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მუზეუმმა მოახერხა კერძო კოლექციებიდან გამოეთხოვა მხატვართა თითქმის ყველა ცნობილი ნამუშევარი და მათი სრული კოლექცია წარმოედგინა მნახველებისთვის.

მუზეუმი განსაკუთრებით ცნობილია პენსილვანიის გერმანული ხელოვნების, მე-18 და მე-19 საუკუნეების ავეჯისა და ჭურჭლის მნიშვნელოვანი კოლექციებითა და ფილადელფიელი მხატვრის თომას იკინსის ნამუშევრებით.

მუზეუმი ცნობილია არა მხოლოდ მისი არქიტექტურითა და კოლექციებით, არამედ იმ როლითაც, რემელიც მან კინოფილმ "როკის" განთქმუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები