სამშაბათი, 16.04.2024, 18:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14

ევროპის სატირული რუკები – Satirical Maps of Europe (1914-1915).


Satirical Maps of Europe, 1914.








Category: ენციკლოპედია | Views: 1209 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ფერნანდო მაგელანი, მაგალიაინში (პორტუგ. Fernão de Magalhães; ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes) (დ. დაახლოებით გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიშის ოლქი, პორტუგალია — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) იყო პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; მოკლულ იქნა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე.

თუმცა ის გარდაიცვალა მალუკის კუნძულების დასავლეთით, და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე.


ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელკანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამას გარდა, მან აღმოაჩინა მაგელანის სრუტე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1743 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ხოლმის ღვთისმშობლის ხატი (8 სექტემბერი) – ბრძანდება ფსკოვის გუბერნიის ქალაქ ხოლმში. ხატს აქვს ჭრილობის ნიშნები: ერთი მარცხენა მხარეზე, მეორე ღვთისმშობლის მარჯვენა ხელზე. პირველი მშივილდისრის შედეგია , რომელიც თათარმა ესროლა. თათარი მყისვე დაბრმავდა. მეორე კი შუბის კვალია, რომელიც ურწმუნო მეომარმა სტყორცნა, რის გამოც თავი გვერდზე მოექცა.


როდესაც ხოლმს შემოესია თათართა ხანი და ერთი შეტევით უნდა აეღო იგი, მაშინ თავადებმა ცრემლებითა და ვედრებით გამოაბრძანეს ხოლმის ღვთისმშობელი და პირით თათრებისაკენ დააბრძანეს.

თათრები შეძრწუნდნენ. ხოლმის მთა ამაღლდა ღრუბლამდე და შეშინებულები უკუიქცნენ.
ერთხელ მნათემ შენიშნა ტაძრიდან გამომავალი სინათლე და მიუახლოვდა მას. იქიდან მოისმოდა ანგელოზთა გალობა, რომლებიც ადიდებდნენ ღვთისმშობელს. გახსნა ტაძრის კარები და იხილა, რომ ნათელს გამოსცემდა ღვთისმშობლის ხატი.

Category: სტატიები | Views: 1103 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ხახულის ღვთისმშობლის ხატი (ტრიპტიქონი) ქართული დეკორაციული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშია. ხატის სახელწოდება მომდინარეობს ხახულის მონასტრის სახელწოდებიდან (დრესდღეობით მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე).

ისტორია.


ხატი რამდენჯერმა იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. მათგან გამოირჩევა ნ. პ. კონდაკოვისა და დ. პ. გორდეევის კვლევა. სხვა მეცნიერთა კვლევა მხოლოთ დანამატია ამ ორი მეცნიერის კვლევისა და აღწერის ფონზე.

ხახულის ტრიპტიკონის ორივე ფრთის ქვედა ნაწილში ძველქართული წარწერაა რომელიც გვაუწყებს რომ მეფე დემეტრე I-მა, რომელიც იყო დავით აღმაშენებელის ძე შეამკო ხახულის ღვთისმშობლის ხატი მინანქრებიანი კიდობნით. ცნობილია რომ თურქ-სელჩუკების შემოსევების დროს (1106-1125) დავით აღმაშენებელმა ხახულის ხატის შენარჩუნების მიზნით ის გელათის მონასტერში გადააბრძანა.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი პირველად 1650 წელს რუსეთის ელჩებმა ტოლოჩანოვმა და იევლევმა ასე აღწერეს: «ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატი, წელზევით გამოსახული, ხელებგაწვდენილი უფლისა მიმართ ისე, როგორც იწერება ვედრებაში. ძვირფასად შემკული და გასაოცარი.»


1859 წელს გელათის მონასტერი გაძარცვეს და გაიტაცეს ხახულის ღვთისმშობლის მინანქრის ხატი. 1932 წელს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2988 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ხატი იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში და ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდგომ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა.

წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე VI საუკუნეში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII საუკუნეში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბელმა.

მას გადაეცა წმ. საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდგომ წმ. საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმ. საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.

Category: სტატიები | Views: 1146 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ცხოველმყოფელი წყარო — ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედ წყაროზე აგებულ ღვთისმშობლის ტაძრის საპატივცემულოთ დაიწერა. ღვთისმშობლის ტაძრის განახლების მოძრავი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღდგომის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება. გადმოცემის თანახმად დაარსებულია ლეონ I-ის მიერ, V საუკუნეში.

კონსტანტინეპოლის ახლოს ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუბადურდა.

ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა, მოინდომა წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას წყლის ძებნაში სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. მითითების მიხედვით ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა.

სწორდ მაშინ დაიწერა ეს ხატიც. მას შემდგომ რაც ლეონი იმპერატორი გახდა (455— 473)იმ ადგილას სადაც წყარო მოდიოდა ააშენა ეკლესია რომელსაც ცხოველსმყოფელი წყარო დაარქვა.

მასშემდეგ ამ ტაძარმა რამდენჯერმე იცვალა სახე თუმცა მას შემდეგ რაც კონსტანტინეპოლი დაეცა ეს ტაძარიც განადგურდა.და მხოლოდ 1834—1835 წლებში ცხოველსმყოფელ წყაროზე კვლავ აღადგინეს ტაძარი. ცხოველსმყოფელი წყაროს" ხატის ერთ-ერთი ასლი, საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1389 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010


ცეცხლოვანი ღვთისმშობლის ხატი - ამ ხატის წარმოშობის არც თარიღი და არც ისტორია არ არსებობს. მან თავისი სახელი ”Огневидная”, ხატის იერსახიდან გამომდინარე მიიღო. ხატი განეკუთვნება დეისუსას ტიპს.

Category: სტატიები | Views: 1177 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010


ცესარ–ბორის ღვთისმშობლის ხატი – უძველესი დროიდან სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ამ ხატის გამოჩენის შესახებ ცნობები არ არსებობს, მაგრამ გადმოცემის მიხედვით ცნობილია, რომ ხატი იპოვეს ვიტებსკის გუბერნიაში, უსვიატში, სასაფლაოს მახლობლად იმ ადგილას, რომელსაც ბორი ერქვა და ამიტომ ეს ხატი ბორის ღვთისმშობლის სახელით არის ცნობილი.

ცესარისა ეწოდება მას, რადგან წარმოადგენს ზუსტ და უძველეს ასლს ცესარის ხატისა, რომელიც 792 წელს სასწაულთმოქმედებით განდიდდა და რომლის ხსენება 22 აპრილს აღესრულება.

სასაფლაოს ეკლესიიდან ხატი უსვიატში გადააბრძანეს, სადაც დღემდე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება.


ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ნიშების შესახებ მრავალი ზეპირი და წერილობითი მოწმობა არსებობს.


1859 წელს უსვიატსა და მის შემოგარენში გავრცელდა ძლიერი ქოლერა, რომლითაც ყოველდღიურად ბევრი ავადდებოდა და კვდებოდა. როცა კაცთა შემწეობის ყოველგვარი იმედი დაკარგეს, ადამიანებმა დახმარებისათვის ზეციურ დედოფალს მიმართეს და ღრმა სარწმუნოებით აღვსილმა უბედურებაში ჩავარდნილი ყოველი კუთხე ღვთისმშობლის ხატთან ერთად ლიტანიით შემოიარეს, მხურმალე და ერთსულოვან ლოცვას სწირავდნენ მას.ყველას გასახარად ქოლერა შენელდა.მეორე დღეს ლოტანია კვლავ აღესრულა. მასში მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა და ეპიდემიაც შეწყდა.

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1061 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (26 ივნისი)– ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი.


ისტორია .

1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს.უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს.მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და მოდიოდა წყალზე ისე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა.

მეთევზეებმა დაუწყეს ყურება, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა ჰაერში და ისევ ანათებდა. ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და უყურებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში.

მაშინ ღვთისმშობელმა ინება მიწაზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალს სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროსი შემდეგ ტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.

წმიდა იოანე 676 წელს დაიბადა დამასკოში, ქრისტიანულ ოჯახში. მამამისს დამასკოს ხალიფას კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა, რასაც მარჯვედ იყენებდა ქრისტიანების მფარველობისათვის.

წმიდა იოანემ განათლება მამის სახლში მიიღო. მეგობარ კოზმასთან ერთად, რომელსაც მამამისი ზრდიდა. შემდგომში კოზმა საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. ბავშვების სწავლა-განათლების საქმეს ხელმძღვანელობდა დიდად განათლებული ბერი კოზმა, რომელიც არაბების ტყვეობისაგან წმ. იოანეს მამამ გამოისყიდა.

მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფამ იოანეს მისცა მისი თანამდებობა და წყალობითაც უხვად აავსო. მამის მსგავსად იოანეც ცდილობდა თავისი მდგომარეობა ქრისტიანებისათვის შემწეობის გასაწევად გამოეყენებინა.

მაგრამ ღვთის განგება მას უფრო დიდი ღვაწლისათვის ამზადებდა. 730 წ. ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროვება მოჰყვა.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1194 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ორანტა ( ლათ. orans, ნათ, ბრ. orantis — მლოცველი) — ღვთისმშობლის ერთ-ერთი იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც გამოისახება მთელი ტანით, ხელებაპყრობილი სახემდე, ხელისგულებით მაყურებლისაკენ. ორანტის ტიპი ადრინდელი ქრისტიანული მლოცველი ფიგურების გამოსახულებიდან მომდინარეობს (რომის კატაკომბების მოხატულობა).

ორანტის გამოსახულება გვხვდება მონუმენტურ ფერწერაში, ბიზანტიურ, ქართულ, ძველ რუსულ ხატწერაში. გუმბათოვან ტაძრებში ორანტას ცენტრალური აფსიდის კონქზე გამოსახავდნენ. ორანტის პოზაში წმინდანებსაც ხატავდნენ.

Category: სტატიები | Views: 1094 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, - თეოდოსი დიდის ძე, ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველა საშინელების მოლოდინში იყო, ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა.

გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში ერთიანად სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს მიადგნენ. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი - „ყმაწვილის ბუჩქი".

იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად თვით არკადი მოვიდა.

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით. ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა:

807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი - სასწაულმოქმედად შერაცხილი ღვთისმშობელის ხატი, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი.


ისტორია.

ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ ქართველ მეფე თამარს, რომელიც განსაკუთრებულად იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა. მრავალი ჩერქეზი წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1768 წლამდე ხატი იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა.

ის უვნებლად გადაურჩა ორ ხანძარს, როდესაც მთლიანად დაიწვა ტაძარი, რომელშიც იგი იმყოფებოდა. 1768 წელს იმპერატრიცა ეკატერინე II განკარგულებით მთიანი ოსეთის მკვიდრი ჩრდილოელები მთებიდან თერგის გასწვრივ ჩამოსახლდნენ და თან ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოიტანეს.

მოზდოკის ეპისკოპოსი ლიტანიით გამოვიდა ღვთისმშობლის ხატთან შესახვედრად და მის წინაშე პარაკლისი აღასრულა, სურდა, ხატი თან წაეღო და ტაძარში მოეთავსებინა, მაგრამ იმ ურემში შებმული ხარები, რომელზედაც ხატი იყო დაბრძანებული, ადგილიდან არ იძვროდნენ. ხალხი ბრბოებად მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა ხატისთვის.

ღვთის ამგვარი მოწყალებით გახარებული მოსახლეობა ისწრაფოდა, რომ სამლოცველო აეგო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მასში დაებრძანებინა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1138 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

რომის ანუ ლიდიის ღვთისმშობლის ხატი – მარიამ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ლიდიაში, იერუსალიმის მახლობლად.


ისტორია .

წმინდა პეტრე მოციქულმა, პავლემ და წმინდა იოანე ღვთიმეტყველმა მრავალნი მოაქციეს და მონათლეს იერუსალიმის მახლობელ ქალაქ ლიდიაში. ამის შემდეგ მათ ახალმოციქულებისათვის ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და წავიდნენ იერუსალიმში. ღვთისმშობელს სთხოვეს დაელოცა ეს ტაძარი და ღვთისმშობელმა უპასუხა: "წადი, მეც იქ ვიქნები".

ტაძარში მოსულებმა ერთ–ერთ ბოძზე მყისვე შენიშნეს დედა ღვთისმშობლის ხატი. ხატი ჭეშმარიტი ასლი იყო ღვთისმშობლის წმინდა სახისა და შესამოსელისა. აშკარა იყო, რომ ეს ხატი ღვთის მიერ იყო დაწერილი. მადლიერების ცრემლით დაიჩოქეს ხელთუქმნელ ხატთან. შემდეგ თვით ღვთისმშობელი მობრძანდა და ხატს შთაბერა, გადასცა თავისი მადლი და სასწაულმოქმედების ძალა.


მრავალი წლის შემდეგ ღვთისმგმობელმა ივლიანემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და თვის მიმდევრები გაგზავნა ტაძარში ხატის გასანადგურებლად. მაგრამ მოხდა სასწაული, როგორ არ ცდილობდნენ ამოეჩხაპნათ ხატი, მაგრამ იგი თავისი ფერებით უფრო და უფრო ღრმად ჯდებოდა ბოძში და ვერაფრით შეძლეს მისი განადგურება.
ნეტარი გერმანი, კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი გაემგზავრა იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის თყვანისცემის მიზნით.

გზად შეჩერდა ლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1089 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

კიკოთის ღვთისმშობლის ხატი. ხსენება 12/25 ნოემბერი.

კიკოთის (Κγκκοτιςςα) ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის თანახმად დაწერილია ლუკა მახარებელის მიერ თავად ღვთისმშობლის თხოვნით ქრისტეს ამაღლებიდან შვიდი წლის შემდეგ. ღვთისმშობელმა ხატის მშვენიერებით აღტაცებულმა თქვა: "მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატზე!". ამ ხატმა თავისი სახელწოდება კვიპროსის ქალაქ კიკოსისაგან მიიღო.

980 წელს ქრისტიანთა დევნის გამო კიკოთის ხატი გადაიტანილი იყო ცარგრადში. იმპერატორ ალექსანდრე I კომნინის (Alexios Komnenos) დროს (1048—1118), ეს ხატი დაბრუნებული იქნა კვიპროსზე ერთერთი ბერის ხილვის გამო. მანუილი რომელიც იყო კვიპროსის მმართველი ნადირობისას დაიკარგა მთებში და შემთხვევით წააწყდა ღირს ესაიას რომელიც იქვე განდეგილად მოღვაწეობდა.

ბერმა რ ისურვა რომ მისი ღვაწლის შესახებ ვინმეს გაეგო და გაიქცა , მანუილი დაედევნა და სასტიკად სცემა, რის გამოც სენი შეეყარა. ნაწამებმა ღირსმა მამა კი ღმერთმა ამცნო რომ მანუილი უნდა გამგზავრებულიყო კონსტანტინეპოლში იმპერატორ ალექსი კომინთან რათა დაებრუნებინა უკან ხატი.

სანამ მანუილი ჩამოაბრძანებდა ხატს ღირს ბერს მანუილმა დაუტოვა სახსრები რათა მას აეშენებინა ხატისათვის შესაფერისი სამლოცველო. იმ დროს იმპერატორის ქალიშვილი ანა კომნინი (Anna Komnenos)(1083-1148) შეპყრობილი იყო იმავე სენით რომლითაც ავათ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1345 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატი 1981 წელს დაიწერა ათონის წმიდა მთაზე. იგი წარმოადგენს ივერიის (ივერონის) ღმრთისმშობლის ხატის ასლს, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულთმოქმედი მირონმდენი ხატი მსოფლიოში. ხატის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებასთან.


ისტორია .

იოსების მშობლები იყვნენ კათოლიკები. იოსებმა 14 წ. ასაკში მიიღო მართლმადიდებლობა. ოჯახი გაგებით შეხვდა იოსების არჩევანს. იოსებ მუნიოსი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში.

1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. სკიტისაკენ მიმავალთ გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი ქრისტეს შობის სახელობის ღარიბულ სკიტში მიიყვანა, სადაც თოთხმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა.

მათ სიხარულით მიიღეს სტუმრები და შემდეგ მიიწვიეს ხატწერის სახელოსნოში. იოსებმა სახელოსნოში დაინახა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომლის წაბრძანებაც გადაწყვიდა ამერიკაში, მაგრამ ბერებმა ხატი მას არც აჩუქეს, და არც მიყიდეს. მეორე დღეს ბერებმა თავიანთი ნებით გადასცეს იოსებს ეს ხატი. იოსებ მუნიოსი მონრეალში (კანადა) დაბრუნდა 1982 წლის 3 ნ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1215 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ გეთსემანიაში შეუქმნია. 463 წელს ხატი კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. ხატი დაბრძანებული იყო პიგიის ღვთისმშობლის ტაძარში, ხოლო შემდეგ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ის გამდიდრდა მრავალი სასწაულებით.


ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით მომხდური სკვითების ლაშქარი უკუაქცია. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი რუსეთში – კორსონში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალ ნათელღებულ მოციქულთანასწორ კიევის მთავარს – ვლადიმირს უბოძეს.

როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა მათ ხატი საჩუქრად გადასცა. 1571 წელს ივანე მრისხანემ ქალაქი დაარბია და სიწმინდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უგზოუკვლოდ დაიკარგა.სანაცვლოდ მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხატის ზუსტი ასლია დასვენებული.
იერუსალიმის ხატის გარშემო გამოსახულნი არიან წმინდა მოციქულები: პეტრე, პავლე, იოანე, კულა, სვიმონი, ფილიპე, მათე, მარკოზი, იაკობი, თომა, ბართლომე, წმინდა მოწამენი: პროკოფი, გიორგი და მერკური.

Category: სტატიები | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ელეცის ღვთისმშობლის ხატი ქალაქ ელეცში, ორლოვის გუბერნიაში, სმოლენსკის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფება. აქ ხატი 1060 წელს ღირს მამა ანტონი პეჩორელს ნაძვზე გამოუჩნდა და ამიტომ სასწაულმოქმედ ხატს და სავანეს, სადაც ის დააბრძანეს, ელეცისა (Ель-ნაძვი) უწოდეს. აღწერილობა ქ. ელეცშია დაცული.

Category: სტატიები | Views: 1106 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

დონის ღვთისმშობლის ხატი არის მოსკოვში, დონის მონასტერში. კულიკოვოს ბრძოლაში დიმიტრი დონელმა დიდი გამარჯვება მოიპოვა თათართა ხანზე, სწორედ ამ ხატის მადლით და შემწეობით. ამის შემდეგ ხატი თან ახლდათ რუს მეომრებს.
ყოველ წელს ხატის ხსენების დღესასწაულს აღნიშნავენ ქალაქის ქუჩაბში ამ ხატის მსვლელობითა და გალობით.

Category: სტატიები | Views: 1172 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით დაშრიტე მწუხარება ჩემი, იმყოფება მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში, პუპიშჩევოზე. მადლისმომნიჭებელი ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი მოოქროვილი პერანგითა და მრავალი ძვირფასი ქვითაა შემკული. ამ ხატის წინაშე კვირაობით აღესრულება პარაკლისი და მისივე ”დაუჯდომელი”.


ისტორია .

ეს ხატი 1640 წელს მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძე|ალექსი მიხეილის ძის დროს კაზაკების მიერაა ჩამოტანილი. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიაში ინახებოდა ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების წერილობითი აღწერილობა, რომელიც 1771 წელს ხანძრის დროს განადგურდა. გადმოცემამ შემოინახა ხსოვნა ამ ხატის პირველი განდიდების შესახებ, რომელიც XVII საუკუნის შუა წლებში მოხდა.

ხატის ძალა შემდეგი მოვლენით გამოჩნდა: მოსკოვის მოშორებით მცხოვრები ერთი ქალბატონი უკვე დიდი ხანი იყო ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იუტანჯებოდა.

ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა. ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილის პირას იმყოფებოდა. ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა და ერთხელ იხილა ღვთისმშობლის ხატი, რომლისგანაც გაიგონა ხმა: ”მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ, იქ პუპისჩევოზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი, მის წინაშე ილოცე და განიკურნები”, ხილვა დასრულდა.

სნეული, რომელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1221 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს.


ისტორია .

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.


აღსრულებული სასწაულები .

მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტარად მსახურობდა. რამოდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა.

მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდათ იყენებდა.

მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1031 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

აღმადგინებელის ხატი, რომელიც წმინდა ნინოს თანამედროვე - IV საუკუნისაა, ქართლში, წილკნის მონასტერშია დაცული.

მეორე ასეთივე სახელწოდების ხატი XVIII საუკუნეში განდიდდა სასწაულებით. წმიდა დიმიტრი როსტოველი მოგვითხრობს ამ ხატისადმი მლოცველი მძიმედ დასნეულებული მგალობლის სასწაულებრივი კურნების შესახებ.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს „აღმადგინებელი" ხატს ევედრებიან სნეულთა კურნებისათვის.
ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „აღმადგინებელის" მიმართ .

ტროპარი, ხმა 1

ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ზეციურთა ძალთა ზედა აღმატებულო და ყოველთა წმიდათა უწმიდესო, შეგივრდებით და თაყუანის-გცემთ შენ წიანშე ყოვლადპატიოსნისა და განმაკურნებელისა ხატისა შენისა, მომხსენებელნი შენისა საკვირველსა გამოცხადებისა წინაშე ბიკენტისა მგალობელისა და მხურვალედ გევედრებით შენ, ძლიერსა მეოხსა და შემწესა ერისა შენისასა, ვითარცა ოდეს მგალობელი იგი აღადგინე, აწცა სულნი და ხორცნი ჩუენი, მრავალგუართა ვნებათა და ცოდუათა მიერ მოწყლულნი, განკურნენ.

ყოვლისაგან განსაცდელისა, ჭირისა, მწუხარებისა და საშჯელისა საუკუნოჲსა, ურწმუნოებისა და სწავლათაგან სულთა განმხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1028 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010


ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი", „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი", „პორტაიტისა") ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება.

ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მრავალ დაფიქსირებულ სასწაულთა საფუძველზე ხატი აღიარებულია, როგორც ”სასწაულთმოქმედი”. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთნება ოდიგიტრიას (ბერძ. Όδηγήτρια - გზის მაჩვენებელი) ოჯახს.

ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარები. ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურღია აღესრულება.

წმინდა ეკლესია, ათონელთა მიხედვით, სასწაულმოქმედი ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.


ისტორია.

ისტორიული წყაროების თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829–842) მმართველობის დროს დაიწყო ე.წ. ხატმებრძოლეობა. ამ პერიოდში ხატთა თაყვანისმცემლებს აწამებდნენ, ხოლო თავათ გამოსახულებებს იღებდნ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1430 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

აგიოსორიტისა. კონსტანტინეპოლის ღვთისმშობელი მვედრებელი.

აგიოსორიტისა - (ბერძნ. ἡ ῾Αϒιοσορήτισσα) ან (ბერძ. დეისუსი) ასევე ბერძ. Параклесис (მვედრებელი) ეს არის - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის. მოიხსენიება ბიზანტიურ წყაროებში IX—X საუკუნეებიდან და გავრცელება პოვა ბიზანტურ ხელოვნებაში XII—XV საუკუნეებში.


Category: სტატიები | Views: 1198 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ღვთისმშობლის ხატის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა:
პირველი - „ელეუსას", (მოწყალე) ღვთისმშობელი. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი სიყვარულის განცდისა.
მეორე - „ოდიგიტრია" (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას რეპრეზენტაციული, ანუ წარდგინებითი ხატიც ეწოდება. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება.
მესამე - „ორანტა" (მვედრებელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.
მეოთხე კი - „აგიოსორიტისა" ან დეისუსი (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.
აღმადგინებელი
Абалакская (Абалацкая, «Знамение» Абалацкая)
Августовская
Агиосоритисса
Акафистная
Албазинская (Слово плоть бысть), Албазинская («Знамение»)
Александрийская
Андрониковская
Аравийская (Арапетская)
Арматийская
Ахтырская
Ацкурская
Балыкинская
Барловская (Блаженное чрево)
Барская
Бахчисарайская
Белыничская
Беседная
Благовещение (Киевское)
Благовещение (Московское)
Благовещен ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1711 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები.


ძველი საეკლესიო გადმოცემა ღვთისმშობლის ხატების შექმნის ისტორიას მოციქულთა ხანას უკავშირებს. საეკლესიო საგალობლებში პავლე მოციქულის თანამგზავრისა და თანამოღვაწის ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატები მოიხსენიება. როგორც ცნობილია, საექიმო ხელოვნების გარდა, ლუკა მახარებელი ფერწერის ხელოვნებასაც არაჩვეულებრივად ფლობდა.

მიწიერი ცხოვრების ჟამს, ღვთისმშობლისაკენ ილტვოდა ყველა ახლობელი თუ შორეული, სურდათ, ენახათ იგი და მოესმინათ მისთვის, მისგან კურთხევა და დარიგება მიეღოთ, ხოლო ისინი, ვისაც უფლის დედასთან მისვლა არ შეეძლოთ, ცრემლით და გულისტკივილით გლოვობდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ, მისი თუნდაც ხატწერული გამოსახულება ენახათ.

ბევრჯერ და ბევრისგან ესმა ეს ღვთისმოსაური სურვილი მოციქულ ლუკას, რომელიც გამოცდილი ექიმი და მხატვარი, ანტიოქიის უგანათლებულესი მოქალაქე იყო და პირველ ქრისტიანთა სურვილის დასაკმაყოფილებლად ფიცარზე გამოსახა ღვთისმშობელი - ყრმა ღმერთით ხელში. შემდეგ კიდევ 2 ხატი დაწერა და სამივე ღვთისმშობელს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულებები იხილა, ყოვლადწმინდა ქალწულმა გაიმეორა წინასწარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1403 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

წმ. პეტრე მოციქულის ხატი, რუსეთი, XV საუკუნე.


ცხოვრება .

წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.


ცხოვრება აღწერილი წმინდა წერილში .

გადმოცემის თანახმად იესო ქრისტემ მოციქულთა შორის პირველს ანდრიას მოუწოდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის მოწაფე იყო და სხვა დანარჩენის მსგავსად მესიის მოსვლისათვის ემზადებოდა. მოინათლა რა იესოც იორდანეში, ნათელი გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით. მაშინ იოანე მოუტრიალდა თავის მოწაფეებს და უთხრა: «ესე არს ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1116 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

რუსული ხატი. XV საუკუნე.

მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა 258-247 ქრისტეს შობამდე იგი სხვა სწავლულებთან ერთად მიიწვია ალექსანდრიაში წმინდა წერილის წიგნების ბერძნულ ენაზე სათარგმნელად. მართალი სვიმეონი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა.

როცა მივიდა ადგილამდე: ”აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.” (ესაია 7,14) მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა ”ქალწულის” ნაცვლად ”დედაკაცი” ჩაეწერა.

მაგრამ ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი, ხელი დაუჭირა და უთხრა: ”ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.

და ეს დღეც დადგა. სულიწმინდამ აუწყა სვიმეონს: ”აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც ”მადლითა ქრისტიანე, მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით” ტაძრისკენ გაეშურა.

მრავალ დედათა შორის მან გამოარჩია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყმა იესო და შეჰღაღადა: ”აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.

რადგანაც იხილეს თვალთა ჩ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1016 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

პავლე მოციქული.


პავლე, (ბერძნ. παΰλος, ებრ. სახელი שָׁאוּל, Scha'ul, აქედან ლათ. Saulus; გ. 60 შემდეგ, ალბათ რომში), ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, „საქმე მოციქულთას" მიხედვით, პავლე დაბადებულა ქ. ტარსოსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიუღია იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში, მაგრამ დამასკის გზაზე ქრისტეს „სასწაულებრივ ხილვას" მოუქცევია, რის შემდეგ იგი ქრისტიანობის მქადაგებელი გამხდარა. ქრისტიანობის გასავრცელებლად სამგხის უმოგზაურია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე.

მოწამებრივად აღსრულებულა (თავი მოუკვეთიათ) რომში იმპერატორ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.

პავლეს მიაკუთვნებენ 14 ეპისტოლეს ახალ აღთქმაში. პავლეს ავტორობის საკითხს და ეპისტოლეთა დაწერის დროს ლიტერატურაში სხვადასხვანაირად განიხილავენ; ზოგი უარყოფს პავლეს ავტორობას, მიიჩნევს მას მითურ პირად, ხოლო ეპისტოლეებს ახ. წ. II საუკუნით ათარიღებს, ზოგი კი მას რეალურ პირად თვლის.

პავლეს ეპისტოლეებში შეიმჩნევა იუდაიზმისაგან სრული გათიშვის ტენდეცია (მას ლიტერატურაში პაულინიზმი ეწოდება). პავლე გვევლინება არა მარტო რელიგიურ იდეოლოგიად, არამედ ფხიზელ პრაქტიკოსადაც, რომელიც აარსებს ქრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1083 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

მარიამ ღვთისმშობელი, ქალწული მარიამი, დედა ღვთისა მარიამი (იუდეურ-არამ. מרים მარიამ "მწარე"; არაბ. مريم (მარიამ); ბერძნ. Μαριάμ, მარიამ, Μαρία, მარია) — ახალი აღთქმის თანახმად იყო იესო ნაზარეველის დედა, რომელიც მისი დაბადების ჟამს იოსების ცოლი იყო (მათე 1:18-20, ლუკა 1:35). არაკანონიკური ნაშრომების თანახმად მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა, შემდეგში წმინდანებად შერაცხული.

ლუკას სახარების თანახმად მარიამმა ანგელოზი გაბრიელისგან შეიტყო მასში იესოს ჩასახვის შესახებ სული წმინდის მეშვეობით.

მარიამი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია ქრისტიანულ სარწმუნოებაში, განსაკუთრებით რომალ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც მარიამს ეხება ცნობილია როგორც მარიოლოგია. მარიამის ამ ქვეყნად მოვლენას მართლმადიდებლები, კათოლიკები და ანგლიკენური ეკლესია ყოველი წლის 8 სექტემბერს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები.


ყოვლადწმინდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა.
წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2009 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

მარიამ მაგდალინელი (ებრ. מרים המגדלית, ბერძნ. Μαρία ἡ Μαγδαληνή, ლათ. Maria Magdalena) — ახალი აღთქმის პერსონაჟი, იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი, ქრისტიანული წმინდანი, მენელსაცხებლე, რომელიც სახარებისეული ტექსტის თანახმად, ქრისტეს დაჰყვებოდა, დაესწრო მის ჯვარცმას და შეესწრო ქრისტეს სიკვდილისშემდგომ მოვლინებას.

მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში მაგდალინელისადმი თაყვანისცემა განსხვავებულია: მართლმადიდებლობა მას თაყვანს სცემს, როგორც შვიდი ეშმაკეულისგან განკურნებულს; მისი სახელი სახარების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს; კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებში კი მასთან დიდი ხანი აიგივებდნენ მონანიე მარიამ ბეთანიელთან, გარდა ამისა, თან დაურთავდნენ ფართო ლეგენდარულ მასალას.

იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელს შორის არსებული კავშირის ხასიათთან დაკავშირებით არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია და ვარაუდი არსებობს, რასაც მორწმუნე საზოგადოება აფასებს როგორც შებღალვას.


Category: სტატიები | Views: 1297 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

წმინდა ლუკა მახარებელი (ებრ. לוקא, ბერძნ. Λουκᾶς) — ტრადიციით ითვლება ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორად. კათოლიციზმში ის მხატვრების, ექიმებისა და მკურნალების მფარველი წმინდანია და მის დღედ 18 ოქტომბერი ითვლება.


წმინდა ლუკა მახარებელის ანგელოზი.


ცხოვრება.


ლუკას სახარების ბერძნულენოვან პროლოგში (II საუკუნე) მოცემულია მისი ბიოგრაფიული ცნობები: ლუკა წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ეროვნებით სირიელი, პროფესიით ექიმი. ის მოციქულთა მოწაფე და მიმდევარი გახდა და პავლეს დაჰყვებოდა თან ამ უკანასკნელის წამებამდე. ლუკა ღვთის სამსახურში დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, უცოლშვილოდ და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წმინდა ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. ცნობილია რომ ლუკა არ ყოფილა იუდეველი. მიუხედავად მისი არაებრაული წარმოშობისა ისაკმაოდ კარგად იცნობდა საღმრთო შჯულს. ებრაელები იუდეველტა სარწმუნოების მიმღებ წარმართებს ”კარიბჭის ხიზნებად(მწირებად)” იწოდებოდნენ, ხოლო ამ წარმართთაგან წინადაცვეთილნი - ”სიმართლის ხიზნებად”. ქრისტიანულ ეკლესიაში ამგდაგვარი პირველი იყო ეთიოპიელი დედოფლის დიდმოხელე-საჭურისი; «და აჰა ესერა კაცი ჰინდო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1268 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

იოსებ არიმათიელი იყო იესოს მოწაფე, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა. ეს ის ადამიანია ვინც იესოს გვამი გამოითხოვა პილატესგან და სამარხში დაასვენა.


წმ. იოსებ მართალი მაცხოვართან ერთად.

იოსებ დამწინდველი მარიამ ღვთისმშობელის მეუღლე და იესო ქრისტეს მამობილი.


ცხოვრება.

წარმოშობით წმინდა იოსები იყო დავითის ტომიდან. კვიპრისელი ეპისკოპოსი ეპიფანე (403) წერს: ”იოსებ დამწინდველი 80 წლამდე წმინდად ცხოვრობდა. მას ყავდა მეუღლე სალომეა, ოთხი ძე (იაკობი, იოსები, სვიმონი და იუდა)და ორი ქალიშვილი (მარია და სალომეა). მეუღლის გარდაცვალების შემდგომ რამოდენიმე წელი ქვრივად ცხოვრობდა ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული მარიამის ცოლად შერთვამდე”.[1]" ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?


წმიდა ნაწილები.

წმ. იოსებ მართალის სარტყელი

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის დაწინდვის მომენტში იოსები 80 წელზე მეტი ხნისა იყო. სავარაუდოა რომ მართალი იოსები იესო ქრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2066 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

წმ. პეტრე და ანდრია მოციქულების ხატი.

ანდრია პირველწოდებული (ბერძნ. Ανδρέας - ”მამაცი”, ლათ. Andreas), ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი.

VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება.

მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში.

ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1233 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

სახარება, ევანგელიე (ბერძნ. εὐαγγέλιον — "კარგი ამბავი”) — იესო ქრისტეს ცხოვრების აღწერა; წმინდა წიგნებად ითვლება ქრისტიანობაში (ნაკლებად ისლამში), რომლებშიც აღწერილია მაცხოვრის დაბადებაზე, ცხოვრებაზე, სასწაულებზე, წამებაზე, აღდგომაზე.


Category: სტატიები | Views: 1055 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

იუდას სახარების 33-ე გვერდი.

იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.

დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის "სახარებებად", თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.

ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია.

როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010


ანჩის სახარება (ოთხთავი) — სახარების ხელნაწერი, რომელიც XI—XII საუკუნეებითაა დათარიღებული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ინახება. ანჩის სახარება შესრულებულია ეტრატზე, ნუსხური დამწერლობით.


სახარება წინა მხრიდან შეჭედილია ვერცხლით, შემკულია მწვანე მინით. წმინდა წიგნს ახლავს მათე მახარებლის ფერადი მინიატურა. ყდა და შიდა გვერდების მხატვრობა შესრულებულია ბექა ოპიზარის მიერ. სახარება 269 გვერდისგან შედგება, მათ შორის 3 გვერდი დაუწერელია.

უნიკალურ დოკუმენტს ბოლოში აქვს მინაწერი, სადაც სახარების გადამწერი ანჩელი მთავარეპისკოპოსი თევდორე მოიხსენიებს დავით სოსლანს, თამარ მეფეს, ლაშა-გიორგისა და ოქროსმქანდაკებელ ბექას.

ხელნაწერი წყაროსთავის ეკლესიიდან (კლარჯეთი) ჩამოუტანიათ თამარ მეფის ბრძანებით და ანჩისხატის ტაძარში დაუსვენებიათ. უნიკალური ისტორიული ძეგლის რესტავრაცია სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა 2008 წელს.

ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანჩის სახარებას გამოკვლევა ჩაუტარდა. ექსპერტიზის შედეგად დაზუსტდა სახარების გადაწერის პერიოდი და ტყავის ყდაზე არსებული მწვანე თვალის სახეობა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1128 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ღირსი ანტონ ოპტინელი

ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია...
დედა თამარი (მარჯანიშვილი)

რადგან ურჩობის გამო განვიდევნეთ სამოთხიდან, ამიტომ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ინება, რთმ სამოთხე კვლავ, ჩვენი მორჩილებით დავიბრუნოთ.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ზოგიერთი, ცდუნებას აყოლილი, ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო ისჯება; ხოლო ის, ვინც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1047 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი

ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების სმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე და საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები.
ოპტელი ბერი ამბორსი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
წმ. ეფრემ ასური

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.
წმინდა იოანე სინელი

როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.

თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.
ღირსი მამა პიმენი

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.
ღირსი მოსე

და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1016 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.


სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
წმ. იოანე ოქროპირი

საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან.
წმ. მაკარი დიდი

როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
წმ. ბასილი დიდი

რისთვის განსცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ? გულის-ხმა-ჰყავ ბუნება შენი, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1068 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად...

ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
წმ. გრიგოლ პალამა

თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ!
წმ. იოანე ოქროპირი

უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.
წმ. ისააკ ასური

ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისეცე მოგექცევა შენც ღმერთი.
ნეტარი ავგუსტინე

ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში.
< ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1051 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი

ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
წმ. ნილოს სინელი

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია

ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაჲ და მე მივაგო - იტყვის უფალი" (რომ. 12, 19).
პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური

რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.
წმ. იოანე ოქროპირი

მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძღვრებს და ნუ მიბაძავ მათ, თუ ცუდად ცხოვრობენ.


ასე ურჩია ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: ყოველსა უკვე რაოდენსა გვეტყოდიას თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23, 2-3)
ტიხონ ზადონელი

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე.

მაშ, ილოცე, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1021 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1072 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" – აი, ესაა „იესოს ლოცვის" სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე" ან „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე".

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას" გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით" (I თეს. 5, 17).

როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა" განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

ასეთ დროს ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან სულაც, გონებაში შეიძლება წამოვთქვათ. მალე მივხვდებით, რომ ეს არც ისე იოლი საკეთებელი ყოფილა. ეს საქმე მტკიცე გულმოდგინებას მოითხოვს. 

კარგი იქნება, დღის გარკვეული დრო საკუთრივ „იესოს ლოცვას" თუ დაეთმობა. იგი შეიძლება ჩავრთოთ დილა-საღამოს ლოცვებშიც. მაგალითად, ლოცვების წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ ვიტყვით რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ ლოცვას.

ზოგჯერ შეიძლება დილის ან საღამოს ლოცვების ნაცვლად ვილოცოთ „იესოს ლოცვით", ესე იგი ის დრო, რომელიც ამ ლოცვებისთვისაა საჭირო (მაგალითად, 10-15 წუთი), მთლიანად „იესოს ლოცვას" ეთმობა.

თუ ჩავრთავთ „იესოს ლოცვას" ჩვენი ლოცვის წესში, შ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1156 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ფსალმუნთა გალობით უხსოვარი დროიდან ადიდებდნენ ჭეშმარიტ უფალს. მათ ხოტბას ასხამენ ეკლესიის დიდი მნათობები - წმინდა ათანასე დიდი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ეფრემ ასური...

„ არა რომელიმე ერთი სხვათა წიგნთაგანი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი", - ბრძანებს ბასილი კესარიელი.
ისტორია

ფსალმუნთა წიგნი ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში შეიქმნა. ეს დიდი ღვაწლი წილად ერგო დავით წინასწარმეტყველს - ისრაელის მეორე მეფეს.

მრავალრიცხოვანი ოჯახის ნაბოლარა ვაჟი მამამ მწყემსად დაადგინა. მწყემსობის დროს ჭაბუკი სულიწმიდის შთაგონებით საგალობლებს ქმნიდა და საკრავზე აჟღერებდა. სწორედ ამ საკრავის სახელიდან წამოდგება ფსალმუნთა სახელწოდება.

უფლის მადლით ცხებული დავითი ისრაელის მეფედ იქნა გამორჩეული. ის 40 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას და ისრაელის მრავალ მტერს სძლია.

წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნთა წერა. ქმნიდა მათ ღვთის შთაგონებით, განსაცდელისა თუ შვების, დაცემისა თუ აღზევების ჟამს, დაუძლურებული და ღვთისგან შემწეობის მთხოვნელი თუ ხილულ და უხილავ მტრებზე ღვთის მადლით გამარჯვებული.


წმინდა მამები ფსალმუნზე

„ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1078 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ებრაელთა დიდებული მეფისა და წმინდა წინასწარმეტყველის, მგალობელისა და ღვთის მადიდებლის დავითის კალამს ეკუთვნის უკვდავი ნაწარმოები „ფსალმუნნი", რომლის სახელწოდებაც წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „ფსალმოს" – ვგალობ, - საგალობელი. ასე რომ ეს სახელწოდება ბერძნული წარმოშობისაა.

ფსალმუნი (სადიდებელი, საგალობელი) ეწოდება მუსიკალურ სიმებიან ინსტრუმენტს. ეს საკრავი დავითის განუშორებელ საკრავს წარმოადგენდა.

დავითი ღვთის შთაგონებით თხზავდა უფლის სადიდებელს და ქნარზე გალობდა. მისი ხმა იმდენად შთამბეჭდავი და დამატკბობელი იყო, რომ როცა საულ მეფეს ბოროტი სული შემოაწვებოდა, მოუსმენდა დავითის გალობას და უკეთ ხდებოდა, – გაეცლებოდა ბოროტი სული მეფეს (1 მეფ. 16, 23).

დავითი, უმცროსი ვაჟი იესე ბეთლემელისა, მამის ფარას მწყემსავდა. იგი არ გამოირჩეოდა ფიზიკური ახოვანებითა და გარეგნული მოხდენილობით, მაგრამ მის გამბედაობაზე და მედგარ ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ მას არაერთხელ, მარტოდ-მარტოს მოუკლავს ისეთი დიდი ნადირები, როგორიცაა დათვი და ლომი.

დავითი არ შეუშინდა ფილისტიმელი მეომრის ფიზიკურ ძალასა და გოლიათურ აღნაგობას. კბილებამდე შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ იგი შურდულით გადის ბრძოლის ველზე. ღმერთზე მინდობილი სასტიკად ამარცხებს მოწინააღმდეგეს და ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს.

აქედან იწყება დავითის აღზევება ერის თვალში, მაგრამ ამ წარმატებამ მას საულ მეფე შურის ნიადაგზე მოსისხლე მტრად წაჰკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1334 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

დღის განმავლობაში ვასრულებთ სხვა მოკლე ლოცვებსაც, კერძოდ, დღეში შვიდგზის ლოცვას, ლოცვებს ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ, და იესოს ლოცვას.

ა) შვიდგზის ლოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით 1989 წლის შობის დღესასწაულიდან მოყოლებული დღეში შვიდჯერ ვასრულებთ მოკლე ლოცვას. ეს ლოცვები სრულდება დილის 6-სა და 9 საათზე, დღის 12-სა და 3-ზე, საღამოს 6-სა და 9-ზე და ღამის 12 საათზე. მათი ტექსტი იყიდება ეკლესიებში.

ამ ლოცვების მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მის შესავალშიც წერია, აქ კი იმას დავუმატებთ, რომ ყველა ქრისტიანმა, ვისაც როგორ შეუძლია, უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ მიზეზით უარი არ უნდა თქვას ამ ლოცვა-კურთხევაზე.

შეიძლება ადამიანს უჭირდეს მისი მთლიანად შესრულება, შეიძლება დილით ადრე ადგომა არ შეეძლოს, ან გვიან ვერ დაწვეს, ან კიდევ დღისით დაავიწყდეს, მაგრამ როცა შეძლებს, როცა გაახსენდება, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს. და თუ ასე მოიქცევა, ეს ლოცვა თანდათანობით ჩვევად ექცევა და შემდეგ ღმერთის შეწევნით, იქნებ აღარც დაავიწყდეს და სრულადაც მოახერხოს მისი შესრულება.

ბ) საყოველდღეო ლოცვები

დღის განმავლობაში აღვავლენთ სხვა მოკლე ლოცვებსაც ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ. ყველა ეს ლოცვა, აგრეთვე სხვა მოკლე ლოცვები წერია „ლოცვანში" სათაურით „საყოველდღეო ლოცვები".

დამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1156 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ლოცვა შეიძლება ყველგან, სადაც არ უნდა იყო, სახლში, გზაში თუ ღვთის ტაძარში, რადგანაც ღმერთი თავისი არსებით ყველგან არის. ქრისტიანი ვალდებულია ილოცოს სახლში დილას და საღამოს, საჭმლის მიღების წინ და შემდგომად, ყოველი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას. ამ ლოცვებს პირადი ლოცვები ჰქვია.

ამ ლოცვებისაგან განსხვავებით არის კიდევ საზოგადო ანუ საეკლესიო ლოცვები. კვირა და სადღესასწაულო დღეებში, ასევე საქმისაგან თავისუფალ დროს ლოცვისათვის დავდივართ ღვთის ტაძარში, სადაც იკრიბებიან მორწმუნე ქრისტიანები და იქ ვლოცულობთ ყველა ერთად. ამიტომ ჰქვია ამ ლოცვას საზოგადო ანუ ეკლესიური ლოცვა.

ეკლესიური ლოცვები დროს ღვთისმსახურებას აღასრულებენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული უფლებამოსილება (კანონიერი ხელდასხმა) გააჩნიათ საამისოდ. ესენი არიან ღვთისმსახურები: ეპისკოპოსები, მღვდლები. ისინი ჩვენ გადაგვსახავენ ჯვარს – ამას ჰქვია კურთხევა (დალოცვა).

როდესაც ღვთისმსახური გვლოცავს, თითთა წყობა მას იმგვარი აქვს, რომ გამოსახავენ ასოებს IC.XC. ე.ი. იესო ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმსახურის სახით თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვაკურთხევს უხილავად. ამიტომ ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევა უნდა მივიღოთ მორიდებით. როდესაც ტაძარში ვისმენთ საერთო დალოცვის სიტყვებს: „მშვიდობა ყოველთა", პასუხად თავი უნდა დავუხაროთ (პირჯვრის გადასახვის გარეშე).

კერძო შემთხვევაში როცა გვსურს დაგვლოცოს ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, ამ დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 978 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

პირველი - მაცხოვრის სახელის ხსენება

„სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ" (მარ. 16,17).


„იესოს სახელის ხსენებაზე ჯოჯოხეთი თრთის და კანკალებს, ბნელეთის თავადი იმალება. ეს სახელი უძლეველი იარაღია მის დასამარცხებლად", - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. „იესოს სხელით შეებრძოლე მტერს. ამაზე ძლიერ იარაღს ვერც ზეცაში იპოვი და ვერც მიწაზე... იესო ქრისტეს ხსენებაზე ეშმაკები ახლაც ძრწიან. ძალა მისი სახელისა ჩვენთა ცოდვათა გამო არ დამცრობილა", - გვმოძღვრავს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ამბა ილია კი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ერთ ბერთან, რომელიც საკერპეში ცხოვრობდა, ეშმაკები მივიდნენ და საცხოვრისის დატოვება მოსთხოვეს - ეს ჩვენი ადგილიაო. ბერმა იქიდან წასვლა არ მოისურვა. მაშინ ერთ-ერთმა ეშმაკმა ხელი წაავლო და ძალით გაგდება დაუპირა.

გასასვლელს რომ მიუახლოვდნენ, ბერი კარს ჩაებღაუჭა და შესძახა: „იესო, შემეწიე!" ეშმაკები მყისვე გაქრნენ.
მეორე - ცხოველმყოფელი ჯვარი

„უფალო, საჭურველად მტერთა წყობასა მოგვეც ყოველთა ჯვარი შენი, რომლისგან ჰძრწის და ეშინის, რამეთუ ვერ იტვირთავს ხილვად ძლიერებას მისსა" (აქებდითი, კვირიაკესა, ხმა 8).

უნებლიეთ თვით ეშმაკნიც კი აღიარებენ, რომ ჯვრის გარდასახვა „კრავს მათ, ცეცხლივით წვავს და შორს განდევნის" (იხ. „კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრება" (ხს. 8 ოქტომბერს); ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება" (ხსენება 1 ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1135 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვერ პოულობს იმიტომ, რომ იქ არ ეძებს, სადაც შეიძლება ისინი იპოვოს.

ღარიბი ადამიანი დიდებული სასახლის გვერდით ჩავლისას, დახარბებული შეჰყურებს რა მას, ამოოხვრით ეუბნება საკუთარ თავს: „აი, სად არის ბედნიერება! აქ ყველაფერია: საუკეთესო კერძები, ძვირფასი ტანისამოსი, მოსამსახურეები, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არაფერი გაგიჭირდება და ცხოვრებით დატკბები".

ამ სასახლის პატრონი ღარიბი გლეხის დანახვისას ასევე ჩაფიქრებული ამოიოხრებს: „აი, ვინ არის ბედნიერი! მისი ქოხისათვის უცხოა ყოველდღიური ფორიაქი, რომლითაც აღსავსეა სასახლე.

მის ვიწრო სახლში, დაბალ ჭერქვეშ მხოლოდ სიმრთელე და გულწრფელი მხიარულება თავსდება, აქ სხვების მაღალფარდოვან და ვითომდა დიდმნიშვნელოვან შეხედულებებს არავინ ითვალისწინებს".

გლეხკაცი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას თავისთვის ფიქრობს: „როგორი ბედნიერია ის! მას ყველა პატივს მიაგებს, ემორჩილება, მისი სიტყვა კანონია, იჭერენ მის გამოხედვას, გამოიცობენ აზრებს, სურვილებს".

ხოლო მაღალჩინოსანი გლეხკაცის შემთხვევით დანახვისას ასევე ფიქრობს: „რა კარგად არის! მან არ იცის არც გაწბილება, არც გაცრუებული იმედები, არც მძიმე ბრძოლები ცოლისა და ხელქვეითების თავისმოყვარეობასა და ანგარებისმოყვარეობასთან, არც შურის ვერაგი ზრახვები, რომლისგანაც ვერაფრით თავისუფლდე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1104 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ეცადე, ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ. გაღვიძებისთანავე ღრმა თაყვანისცემით გადაიწერე პირჯვარი და გაიხსენე ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე გაკრული და მომკვდარი უფალი იესო ქრისტე.

სასწრაფოდ ადექი საწოლიდან, ჩაიცვი და ნუ მისცემ თავს უფლებას ინებივრო საწოლში. ჩაცმის დროს გახსოვდეს, რომ იმყოფები ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე. შემდეგ წაიკითხე დილის ლოცვა. ილოცე ყურადღებით, ღრმა თაყვანისცემითა და სიმდაბლით. გამოითხოვე რწმენა, იმედი, სიყვარული და კურთხევა.

ასევე ძალა, ღვთის მიერ ამ დღისათვის გამოგზავნილი თუ დაშვებული ყოველგვარი სირთულის, უბედურების, განაწყენების, თავდასხმის, მწუხარების, ავადმყოფობის თუ ყველა სხვა მოვლენის სულგრძელებით მიღებისათვის იესო ქრისტეს სიყვარულისათვის.

ყოველ დილით 15 წუთი მაინც დაუთმე რწმენის ჭეშმარიტებებზე ფიქრს, განსაკუთრებით ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოზე, მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე.

ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გინდა იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ამაოდ დაიკარგა.

ლოცვისა და განსჯის შემდეგ, თუკი დრო გექნება, წაიკითხე რომელიმე სულიერი წიგნი და იკითხე მანამ, სანამ შენი გული არ მოლბება. კითხვის დროს დაუფიქრდი და კარგად ჩასწვდი, თუ რას ეუბნება უფალი შენს გულს.

ამის შემდეგ მიხედე შენს საქმეებს. დაე, ყოველი შენი ქმედება ღვთის სადიდებლად იყოს მიმართული. გახსოვდეს, რომ ღმერთი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1120 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ხშირად დაბნეულია, არ იცის სად და როგორ მოაწყოს სამლოცველო კუთხე. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც დიდი ხანია დადიან ტაძარში, ხშირად ვერ აცნობიერებენ ყოველივე იმის მისტიურ შინაარსსა და სიმბოლურ დატვირთვას, რასაც წლების მანძილზე მექანიკურად აკეთებენ.

მართლაცდა, რას ნიშნავს - ოჯახი არის სახლის ეკლესია?

ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ოჯახის წევრებმა ცხოვრება ეკლესიის სულის მიხედვით უნდა მოაწყონ. ეს სული უნდა წარმართავდეს მათ ყოველდღიურ ურთიერთობებსა და საქმეებს, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, რომ ოჯახის წევრები ქრისტეს მორწმუნენი და მისი ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები არიან.

სხვაგვარად, ოჯახში, უწინარეს ყოვლისა, უნდა სუფევდეს ღვთის შიში, ურთიერთმორჩილება და სიყვარული.

მაინც რა პრინციპების მიხედვით უნდა მოეწყოს ქრისტიანული ოჯახი? ცხადია, უწინარეს ყოვლისა, ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებზეც დგას ქრისტიანული ეკლესია. კერძოდ:

ა) ეკლესიაში (როგორც ზეციურში, ასევე ამქვეყნიურში) არსებობს იერარქია, რომელიც მორჩილების პრინციპს ემყარება. ეკლესიის თავი ქრისტეა, ამიტომ მამა, ოჯახის თავი, ღმერთის მცნებების სანიმუშო აღმსრულებელი უნდა იყოს, - ასე ვთქვათ, ყველაფერში „პირდაპირ" ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს. დედა უნდა ემორჩილებოდეს მეუღლეს, შვილები კი დედ-მამას.

მაგრამ ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1105 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ვინც არ აღიარებს მშობელს, იგი არ არის შვილობის ღირსი და შესაბამისად ვერასდროს გაიგებს მშობლის ფასს, ვინც არ აღიარებს მასწავლებელს, იგი ვერასდროს გახდება მოწაფე, ამასთანავე სწავლულიც. ადამიანი, რომელიც უარყოფს ავადმყოფობის არსებობას, უარყოფს მკურნალსაც, შესაბამისად სენიც უკურნებელი დარჩება მისთვის.

დღესდღეობით ძალიან ხშირი და გავრცელებულია სიტყვები: „მე მრწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა მოძღვრის, როგორ უნდა მივიდე მასთან, ვინც ცოდვილია, რაში მჭირდება მოძღვარი, ჩემითაც კარგად ვილოცებ!" ან კიდევ: „ვიცი, რომ მაინც ვერ შევძლებ ყველაფრის შესრულებას, ვერ დავიცავ მარხვებს და ჯობია, სულაც არ დავიწყო".

მაშინ ჩვენც გავყვეთ მათ მსჯელობას და ვთქვათ: რა საჭიროა ჩვილისთვის მშობლები? ის ღმერთმა გააჩინა და თვითონ გაიზრდება, რა საჭიროა მასწავლებელი, ისედაც ისწავლი! რაში გვჭირდება ექიმი, თავადაც განიკურნები და ა.შ. მაგრამ განა სწორედ ამ ადამიანებით არ მოქმედებს ღმერთი ჩვენში? განა თუ გულით ლოცულობ სახლში, მოძღვრამდე არ მიხვალ? როდის იყო წყურვილი წყლის ყურებით დაკმაყოფილებულიყო?

მაშინ რატომ სვამ მას?

ვისაც უყვარს ქრისტე, მას აუცილებლად ეყვარება მოძღვარიც, თუკი შენ მოძღვარს უარყოფ იმისთვის, რომ მას ცოდვები აქვს, მაშინ მეც გკითხავ, რატომ გიყვარს და აღიარებ შენს მშობლებს, ისინიც ხომ ცოდვილები არიან?

მიუხედავად მათი ცოდვილობისა განა არ გიწევენ ისინი ღირსეულ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1074 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა.

ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს. თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება.

ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას. 
ხანგრძლივი მარხვები

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.

ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) საშობაო მარხვა – ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრე-პავლობის მარხვა – მოციქულთა თავთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

ა) დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. იგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1037 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

პატარა ბავშვებმა არ იციან, რა არის ცოდვა. მხოლოდ მოძღვართან საუბრის შემდეგ ხვდებიან, რომ ცოდვაა გაუგონრობა, დაუკითხავად რამის აღება და ასეთი რამეები. თანაც ცოდვად მხოლოდ „ცუდი საქციელი" კი არ მიიჩნევა, არამედ „ბილწი გულისთქმებიც". ბავშვებს ხშირად ეს „ბილწი გულისთქმები" უფრო აშინებთ, ვიდრე „ცუდი საქციელი".

„ვიღაც მაიძულებს ცუდი სიტყვების თქმას, მე კი არ მინდა ასე მოვიქცე", - ამბობენ ისინი. ასეთ დროს მშობლები უნდა ესაუბრონ პატარას, ურჩიონ, რომ აღსარებისას თქვას ეს.

თუ ბავშვი მშობლებს „ბილწ გულისთქმათა" შესახებ შესჩივლებს, ე.ი. ენდობა მათ. ჩვენც, ჩვენი მხრივ, შვილს უნდა განვუმარტოთ, რომ ბილწ ზრახვებს ბოროტი ძალა შთააგონებს და კი არ უნდა შეშინდეს, არამედ უნდა შეებრძოლოს მას.

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ცუდი სიზმრები ან ლოცვისას გონება ეფანტებათ. ისინი ცდილობენ, მშობლებს გააგებინონ ეს. აი ყველაზე ხელსაყრელი წუთი სულიერი ბრძოლის დასაწყებად! მარხვითა და ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. ბავშვიც შეამჩნევს, რომ ლოცვის დროს ბოროტი აზრები თანდათან ქრება.

თუ ცუდი ფიქრები არ ტოვებს პატარას, მან უფრო ხშირად და ხანგრძლივად უნდა ილოცოს.
უცოდველია თუ არა ბავშვი?

გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს სწავლება: თუკი ბავშვი უცოდველია, მაშინ რატომ კბენს დედის ძუძუს წოვისას? ადამიანი ცოდვილი იბადება, ის შობიდანვეა მიდრეკილი ბოროტებისკენ. პირველი ცოდვა მას ნათლობისას მიეტევება, თ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1126 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ვინც ეკლესიას არ უსმენს, იგი არ უსმენს ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ მისი წარმოდგენა იცვლება. მაგალითად, XX საუკუნეში წინასწარგანსაზღვრული მკვლელობა (აბორტი) მისაღები და ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში.

დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტელეგადაცემებს, სადაც რეკლამას უწევენ მაგებს, ჰიპნოზიორებს, მკურნალებს, რომლებიც ბოროტი ძალების საშუალებით სასწაულებს ახდენენ. მკურნალი ან მლოცველი, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ სინანულისაკენ არ მოგიწოდებს, შეცდომილია.

მწუხარებას ზოგი ღვინით, ზოგი ტელეგადაცემებით, ზოგი ნარკოტიკით იქარვებს, მაგრამ თუ ადამიანი ამქვეყნად არ მიეჩვევა ლოცვას - ღმერთთან ურთიერთობას, თუ სულს არ განიწმენდს აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი, საიქიოში ყოველივე ამ „სიამოვნებებს" ვეღარ გამოიყენებს, რადგან საიქიოში სულს სხეული აღარ გააჩნია და საშინლად დაიტანჯება. წამლის საშუალებით იკურნება სხეული, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი კი განიწმინდება სული.

ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, განურჩევლად ეროვნებისა. შენც ღვთის შვილობა თუ გსურს, ყველა უნდა გიყვარდეს, ბოროტება უნდა გძულდეს, მაგრამ ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი უნდა გებრალებოდეს, მის გამოსწორებას უნდა ცდილობდე და ევედრებოდე ღმერთს. ეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო, მიუხედავად იმისა, - დაგიფასებენ თუ არა, იქნებიან თუ არა მადლიერნი. დაუკვირდი საკუთარ თავს, რა წარმართავს შენს ცხოვრებას - ღვთისა და მოყვასი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1097 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები?

ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი".

ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც.

ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს. უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად.

მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1072 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

როდის გახდა ჯვარი ქრისტიანული სიმბოლო)

ზოგჯერ სხვა კონფესიის ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მივიჩნევთ ჩვენ ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტიანებს ჯვარზე არავითარი „მონოპოლია" არ აქვს, იმიტომ, რომ ჯვარი ერების უმრავლესობისთვის მისტიური სიმბოლოა და გარდა ამისა, მათი აზრით, ჯვარი სიმბოლოდ ქრისტიანებმა მხოლოდ IV საუკუნეში მიიღეს, ისიც, ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით. გვსურს, პასუხი გავცეთ ჩვენს ოპონენტებს.

ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჯვრის სხვადასხვა ფორმები გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. სხვადასხვა ერებში ამ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებოდა.

როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად, - X და მისგან წარმოებული ციფრები). 

ქრისტიანობაში ჯვარი პრინციპულად ახალ, უჩვეულო მნიშვნელობას იძენს, რომელიც მანამდე არსად, არცერთ კულტურულ მემკვიდრეობაში არ ჩანს.

ჯვარი ხდება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიმბოლო და კაცობრიობის გამოხსნის მოწმობა!

სიკვდილით დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღი - ჯვარცმა ცხონების სიმბოლოდ იქცა! რომის იმპერიის მოქალაქენი არ ექვემდებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1250 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ეკლესია უფლის სხეულისა. ქრისტიანის ცხოვრება ხის ტოტს შეიძლება შევადაროთ, რომელიც მანამ ცოცხლობს, სანამ ხეზეა მიბმული. ჩვენ სულიერად ვცოცხლობთ, როცა ვუკავშირდებით წმინდა ეკლესიას. ის გამდმოგვცემს ღვთის სულის მადლს, რომელიც ქრისტეს მოციქულებმა მიიღეს. ეკლესია ევედრება ღმერთს, გადმოვიდეს ჩვენზე ეს მადლი.

ეკლესიაში ლოცვის დროს უხილავად მოქმედებს საიდუმლო ძალა ღვთის სულისა. ქრისტიანობაში ჩვენ ვიცით სულ შვიდი საეკლესიო საიდუმლო, ესენია:

1. ნათლისღება
2. მირონცხება
3. ზიარება
4. სინანული, ანუ აღსარება
5. ზეთისცხება
6. მღვდლობა
7. ქორწინება

პირველი საიდუმლო ქრისტიანის ცხოვრებაში ნათლობა. მხოლოდ ნათლობის შემდეგ ვითვლებით ჩვენ ქრისტიანებად. ამიტომ ნათლობა რაც შეიძლება ადრე უნდა შესრულდეს, ჩვეულებისამებრ ჩვილ ბავშვებზე. ამ საიდუმლოს შესრულებისას მონათლულის ნათლიები ბავშვით ხელში, ანთებული სანთლებით დგებიან წყლით სავსე ჭურჭლის წინ, რომელსაც ემბაზი ეწოდება.

ისინი აღიარებენ თავიანთ რწმენას და აღუთქვამენ ღმერთს მისი მცნებების აღსრულებას. მღვდელი აკურთხებს წყალს და სამჯერ ჩააყურყუმალავებს ჩვილს, თან ამბობს: „ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულისა წმიდისათა, ამინ".

ნათლიები ეკლესიის წინაშე პასუხისმგებელნი არიან მოსანათლის რწმენისათვის, მონათვლის შემდეგ კი, იღებენ მას მფარველობის, პასუხიმგებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1214 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

  „არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა " – ბრძანებს სახარება (მათე 5, 15-16).

ლოცვის დროს, დასღესასწაულო სუფრაზე, ან გაჭირვებისას სახლში შეიძლება ავანთოთ სანთელი.

სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს:

ვიხდით რა მის შესაძენ საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), გამოვხატავთ ნებაყოფლობით მზადყოფნას, შევწიროთ ჩვენი შრომის გარკვეული ნაწილი ღმერთს და მის საყდარს.

ხატის წინ დანთებული სანთელი ღმრთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.

ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღმრთისადმი მორჩილებისათვის მზადყოფნის ფორმაა, ხოლო სანთლის სისუფთავე კი მისი შემომწირველის სისუფთავისა და წაუბილწველობის გამომხატველია.

სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღმრთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ ღმრთისადმი მიძღვნილ ძღვენს.

ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ახალ ქმნილებად გარდაქმნის სიმბოლოა ღმრთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით. ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლეც უნდა წააგავდეს ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ ი ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1130 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

როდესაც ტაძარს ვუახლოვდებით, ჯერ კიდევ შორიდან გვესმის ზარების ერთმანეთში გარდამავალი ხმები. დიდი ზარის ბგერა მიცურავს არემარეში, თითქოს ავსებს ჰაერს, ხოლო ამ ფონზე რეკენ და ეხმიანებიან სხვა ზარები. ისინი გვაუწყებენ იმის შესახებ, რომ ახლოვდება ღვთისმსახურების საათი. მაგრამ ზარები - ეს არა მარტო ლოცვაზე მომხმობი „გონგია", არამედ ნამდვილი მუსიკაა, გამოტანილი ტაძრის გარეთ, ქუჩაში. ზარებზე შეიძლება აჟღედეს რთული მუსიკალური ნაწარმოები. ძველად, ეკლესია-მონასტრებს ჰქონდათ ჟღერადობის საკუთარი „სტილი".

ზარების ჟღერადობა მადლს ფენს ტაძრის მიდამოებს, განსაკუთრებულ ბეჭედს ასვამს პეიზაჟს. ზარის ჟღერადობა საშუალებას აძლევს ყანაში მომუშავე გლეხს ან მგზავრს გზაში, რომ აზრით, გონებით ტაძარში იყოს. ის თითქოს ადამიანის სადარაჯოზეა, არ აძლევს მას ყოველდღიურობასა და ამაოებაში დასვრის საშუალებას. იგი სვინდისისაკენ უხმობს მას, ვინც დაივიწყა თავისი ვალი, ანდა მზადაა წავიდეს არასწორი გზით. ტყუილად არა აქვს გოეთეს ნათქვამი, რომ სააღდგომო ზარების ხმამ აიძულა ფაუსტი გადაეგდო ფიალა შხამით. ზარი არის ეკლესიის ხმა, მძინარე კაცობრიობის გამღვიძებელი.

ზარის რეკვა არის ჭეშმარიტად „კეთილისმთქმელი" მუსიკალური ქადაგება, გარეთ გამოსული ღვთისმსახურება.


საეკლესიო ზარის ისტორია და მნიშვნელობა

ზარი ჩვენი ხალხის, და არა მარტო ჩვენი ხალხის, ცხოვრების მუდმივ თანამგზავრს წარმოადგენდა. ზარი ხალხის სიხარული ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგან ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა" (ფს. 140, 2).

ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს.

ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი".

ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით.

ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1173 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება". პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ" და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა".

ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ.

ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1066 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

                                                     

მადლი ანუ სიყვარული, კაცთათვის უფლის მიერ ნაბოძებ ყველა წყალობაზე დიდია და ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელი. უფალმა სიყვარულით შექმნა კაცი, ამიტომ ცოდვით დაცემის მიუხედავად, ადამის მოდგმას არასოდეს მოკლებია მისი წყალობა.

მადლი უფლისა განსაკუთრებით გადმოვიდა ღვთის რჩეულ ერზე - ისრაელზე. მადლშემოსილნი იყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, რჯულის შემქმნელნი და წინასწარმეტყველები. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი აღთქმის წიგნების მიხედვით, მადლი ადამიანის არსის განახლებას კი არ იწვევდა, არამედ უფრო ნიადაგს ამზადებდა სრული ძალით ამოქმედებისათვის ახალი აღთქმის წიგნებში.

იოსებზე გადმოსული წყალობა ღვთისა შეუმჩნეველი არ დარჩა თვით მის ბატონს, წარმართ ეგვიპტელსაც კი. „პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თვისისა და სათნო-ეყო მას" (დაბ. 39,4), რის გამოც ფარაონის კარისკაცმა ებრაელი მონა ზედამხედველად დაადგინა და სრული ნდობაც გამოუცხადა.

როცა ქორების მთაზე თავად შემოქმედი აალებული მაყვლოვანის სახით გამოეცხადა მოსეს და თავისი ნება აუწყა ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის თაობაზე, დაჰპირდა მას, რომ მადლს უბოძებდა თავის საყვარელ ხალხს და ხელცარიელს არ გამოიყვანდა უცხოთა ჩაგვრის უღლიდან: „და მოვსცე მადლი ერსა ამას წინაშე მეგვიპტელთა და, რაჟამს გამოხვიდოდით, არა გამოხვიდეთ ცალიერნი" (გამოსვ. 3,21). მართლაც, ღვთაებრივი ძალის ზემოქმედებით ეგვიპტელები გულუხვობისათვის განეწყვნენ და ისრაელიანებს ნებით დაუთმეს ძვირფასი ნივთები ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1088 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

მერვე მცნება: არა იპარო.

„არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ" (1 კორ. 6,10).

იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა.

1. გაიხსენეთ, ხომ არ ცდუნებულხართ ოდესმე რაიმეთი, რაც „ცუდად იდო". ამას ჩვენ ცოდვად არ ვთვლით, მაგრამ ეს ნამდვილი ქურდობაა. ხომ არ მიგიტანიათ შინ შვილებისთვის რამე სამსახურიდან და ამით ხომ არ მიგიჩვევიათ იგი ქურდობისათვის?!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

2. ხომ არ გაგქცევიათ თვალი სხვისი ბაღის, ბოსტნის ან ყანისკენ, სულერთია, კერძო იყო თუ სახელმწიფო - ესეც ქურდობაა!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

3. ზოგისგან გამიგონია: „როცა სალოცავად მივდივარ, ღმრთისმშობელი უფასოდ მამგზავრებს". კარგად ჩაუფიქრდით და შეინანეთ, ეს ხომ ქურდობაა! რაღა ლოცვა გამოდის? ადრე ფეხით დადიოდნენ სალოცავად, ახლა კი ტრანსპორტით მგზავროთ და ისიც უფასოდ გსურთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

4. ხომ არ მოგიპარავთ ელექტროენერგია სახელმწიფოსთვის რაიმე ხრიკის მოგონებით? ეს სამარცხვინოა ქრისტიანისათვის!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

დღეიდან შეწყვიტეთ საკუთარი სინდისის შებღალვა ამისთანა წვრილმანებით!

5. ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მუშაკებო, ბაზარში მო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1305 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

 

მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

მუდამ გახსოვდეს შაბათი დღე და წმინდად დაიცავი იგი. ექვსი დღე იშრომე, ხოლო მეშვიდე დღე მიუძღვენი უფალს. ამ მცნებასაც ვარღვევთ ხშირად ისე, რომ არც ვაცნობიერებთ ჩვენს ცოდვას და შესაბამისად, არც ვინანიებთ უფლის წინაშე.

ვცადოთ იმის გაანალიზება, რა აზრი დევს ამ მცნებაში, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და თუ იქ ცოდვას აღმოვაჩენთ, ვაღიაროთ და მოვინანიოთ.

ეს მცნება გვავალებს ექვსი დღე პატიოსნად ვიშრომოთ, მაგრამ ჩვენ ასე ვირჯებით განა? ორშაბათის მიჯნაზე ბევრ ჩვენგანს წინასწარ უფუჭდება გუნება იმ მიზეზით, რომ მეორე დღეს სამსახურშია წასასვლელი. იმის ნაცვლად, რომ გულში მაინც ვთქვათ: უფალო, მაკურთხე დავიწყო საქმიანობა, ვფიქრობთ: ნეტავ მალე მოვიდოდეს შაბათი, მალე დამიდგებოდეს საპენსიო ასაკი. ვხვნეშით, ვოხრავთ, თუ ბევრი სამუშაო შეგვხვდა, ვცდილობთ დავხარჯოთ დრო (რომლისთვისაც ფულს გვიხდიან) უსაქმურობასა და საკუთარ საქმეთა მოგვარებაში, ან თანამშრომლებთან უქმადმეტყველებაში. ვმუშაობთ არა სინდისის კარნახით, არამედ იმისთვის, რომ უფროსობამ არ დაინახოს ჩვენი დაუდევრობა, არ დავიმსახუროთ საყვედური და სულაც არ გვეუხერხულება ხელფასის დღეს ამგვარი გარჯისათვის ანაზღაურების მიღება.

თანაც გული გვწყდება, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1204 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010


პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

რას გვავალდებულებს უფლის წინაშე ეს მცნება?

პირველი ვალდებულება:

ღმრთის ჭეშმარიტი შემეცნება უნდა გვქონდეს. გვაქვს კი ეს ჭეშმარიტი შემეცნება? არა, არა გვაქვს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, მართლმადიდებლურ მოძღვრებაზე, იმ ეკლესიაზე, რომლის წევრებადაც ვითვლებით წმინდა ნათლისღების ძალით.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ამის შემდგომ თავსაც კი ვიმართლებთ, რომ თურმე ვერსად ამოგვიკითხავს სწორი გაგება ღმრთისა, რომ არავის უსწავლებია და არც გვასწავლის ყოველივე ამას. თავის მართლების მცდელობით ჩვენ მხოლოდ ვამძიმებთ საკუთარ დანაშაულს, ვინაიდან ყველაფერი სიცრუეა. ჩვენ მეტად უგულისყუროდ, გაფანტულად ვცხოვრობთ და თვითონვე არა გვსურს საჭირო ცოდნის შეძენა იმ წყაროებიდან, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია.

1. ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება, ყველაზე უფრო სინანულით აღსავსე ლოცვა და შთაგონებული დიდება ღმრთისა! განა ყოველივე ამით კვებავთ თქვენს სულსა და გონებას? არა! უფალო, მოგვიტევე ჩვენ!

ჩვენ არ გვიყვარს ტაძარში დროულად მისვლა და შუა წირვისას მივიკვლევთ გზას მლოცველთა შორის. თავს ვიყრით და ხმამაღლა ვლაპარაკობთ მესანთლის კუთხეში, ხშირად ვიცვლით ადგილს. თავა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1323 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

                                                    

უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ ეს მცნებები სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია.

როგორც საუკუნეების წინ იყო ამ მცნებების ყოველი სიტყვა შესასრულებელი, მისაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასევე დღესაც და მარადჟამს მომავალშიც. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი.

მიუხედავად იმისა, რომ უფლის განკაცების შემდეგ უფალმა ახალი აღთქმის მოძღვრება მოიტანა, ეს არ ნიშნავს, რომ მან მოსეს ათი მცნება გააუქმა. ათი მცნება უფლის ქადაგებით არ გაუქმებულა, პირიქით, იგი უფრო განმტკიცდა, კაცობრიობას სახარებისეულად კიდევ უფრო ნათლად განემარტა. სწორედ ეს ათი მცნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. ამიტომ ჩვენ თითოეული ამ მცნების აზრი და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ.

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. (განმარტება)


პირველი მცნება

მე ვარ უფალი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1217 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ოთხთა ეკლესია. 

                       
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია (წევრი), რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ეს ტექსტი წმინდა მამებმა დაადგინეს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მას შემდეგ წმინდად ინახება მართლმადიდებელ ეკლესიაში.
მრწამსი..... 
                               მრწამსი.
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1049 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?

პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს.

რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე მცირედმორწმუნეობაში ხშირად თვით მოციქულებსაც ამხელდა, მათ, ვინც მისი მრავალრიცხოვანი სასწაულები იხილა და ვინც - მისგან ბოძებული სულიწმიდის მადლითა და წყალობით - თავადაც სასწაულებს აღასრულებდა. „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის" (მთ. 17,20). ჭეშმარიტი სარწმუნოება ღმერთის მადლია. ეს მადლი მას ეძლევა, ვისაც გულწრფელად სწყურია მისი მიღება. „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მთ. 7,7). ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1217 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები. ვცდილობ არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას ირკვევა, რომ ძვირიც მითქვამს და განმიკითხავს კიდეც.

მართებულია თუ არა ცხოველის ან ფრინველის შეწირვა სალოცავისთვის და მათი იქ დაკვლა, როგორც ეს საქართველოს მთიან რეგიონებში ხდება?

როგორ დავიხსნათ თავი ჯადოს გაკეთებისაგან?

შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?

თუ ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაშინ რატომ არსებობენ ღვთის რჩეულები?

ვიყავი ეკლესიაში სანთლის ასანთებად. ლოცვისას ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა და მიბრძანა, ტაძარი დამეტოვებინა. ჩემს გაკვირვებაზე მან მომიგო, ვიწრო ზორტებიანი საზაფხულო კაბით ტაძარში არ შეიძლება ყოფნაო.

ეკლესიაში ისედაც იშვიათად დავდიოდი და მას შემდეგ საერთოდ აღარ მივსულვარ. ჰქონდა თუ არა მას უფლება, ასე გავეგდე ეკლესიიდან?

რატომ აქვს კათოლიკურ ჯვარცმაზე ქრისტეს ფეხები გადაჯვარედინებული?

რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ან მისი ყურება?

როდის შეიძლება ახალშობილი მოვნათლოთ?

რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი?

როგორ მოვიქცეთ, როდესაც სიწმინდეები გვიზიანდება, მათი გადაყრა ხომ არ შეიძლება?

რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1235 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

რატომ ვზეიმობთ საეკლესიო დღესასწაულებს იულისისული კალანდრით და არა ახალი, გრიგორიანულით?

რისი აღმნიშვნელია ხატების წინ ჩამოკიდებული კანდელი?

არიან თუ არა ბავშვები უცოდველნი?

ითვლება თუ არა ომში ადამიანის მოკვლა ცოდვად?

არის თუ არა ცოდვა, როდესაც მეომარი საკუთარ თავს აიფეთქებს მტრის გარემოცვაში?

დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შტრიხკოდით აღნიშნულია რიცხვი 666. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია კონტრაცეპტივებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აბორტები?

რას ნიშნავს სული და სამშვინველი?

იყო თუ არა ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველი?

როგორ დავიცვათ თავი სექტანტური ზეწოლისაგან?

თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?

რას ნიშნავს სალოსი?<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>

პასუხები:

- რატომ ვზეიმობთ საეკლესიო დღესასწაულებს იულისისული კალანდრით და არა ახალი, გრიგორიანულით?

- მართლმადიდებლებს შეგვიძლია კითხვა შევუბრუნოთ და შემკითხველებს თავად ვკითხოთ: რატომ უნდა ვუღალატოთ უძველეს ტრადიციას და გადავიდეთ გრიგორიანულ კალენდარზე? ჩვენთვის ტრადიციას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

თანაც იულიუსისეული კალენდარი, რომლის ათვლის სისტემა ვარსკვლავთა განლაგებას ეფუძნება (და მზეც გათვალისწინებულია), უფრო ძლიერი სიმბოლური დატვირთვით წარმოაჩენს ე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1576 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ატომ ავადმყოფობენ ბავშვები? რატომ იბადებიან ხეიბრები?

რა მოვალეობები აკისრია ნათლიას?

რისთვისაა დადგენილი დღესასწაულები?

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხშირად გამეორებად მცირე ცოდვისადმი?

რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი მონასტრის მონახულებით სულიერ საზრდოს ვერ იღებს და განიკითხავს მათ?

ჩვენს გაჭირვებულ დროში დახმარებას ვღებულობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა (ჩვენთვის უცხო და მიუღებელი) რელიგიური ორგანიზაციებიდან და საზოგადოებებიდან.

ცოდვა ხომ არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მათგან დახმარების მიღება, სახელმწიფო დონეზე იქნება ეს თუ პიროვნულ დონეზე?

რას ნიშნავს „ლოცვა-კურთხევა"? ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1312 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სიგარეტი ჯანმრთელობას ვნებს, რატომ არის მისი მოწევა ცოდვა? მას ხომ ზოგიერთი მღვდელიც ეწევა?

უნდა სცემოს თუ არა მართლმადიდებელმა სექტანტი, როგორც ამას ბასილ მკალავიშვილის მომხრეები სჯულის კანონის გამოყენებით ამტკიცებენ?

რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს პირველი აღსარების თქმა?

შეიძლება თუ არა ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას გადაიწეროს პირჯვარი?

როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1996 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

მყავს მოძღვარი. ჩემს ცოდვებს შორის ზოგი ისეთიც ურევია, რომ მოძღვრისთვის მათი თქმა მეუხერხულება, რათა მეტისმეტად არ შევრცხვე. მირჩევნია, ეს ცოდვები გარეშე, სულ უცხო მღვდელს გავუმხილო, რომელსაც სხვა დროს არასოდეს ვნახავ. ხომ არაფერს დავაშავებ ჩემი საქციელით?

შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე?

უფალს დავპირდი ცხვრის შეწირვას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევასრულე. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად?

შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით?

რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?

შუაგულ ლოცვაში ჩემთან მოვიდნენ ახლობლები. როგორ უნდა მოვიქცე: დავაცდევინო და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვისტუმრო, თუ შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო?
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1714 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010


მაინტერსებს თქვენი აზრი ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით. ხშირად აღმოუჩენიათ გემები სადაც ჭკუიდან შეშლილი ადამიანები მსხდარან, ან უმიზეზოდ ქრებიან გემები და თვითმფრინავები, რამოდენიმე წლის შემდეგ ასევე უმიზეზოდ ჩნდებიან, ხშირად ასეთ გემებზე ხალხი აღარ ზის.

თითქოს ხალხიც მოგზაურობს დროში, ხვდებიან რამოდენიმე საუკუნის წინანდელ ქალაქებში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ასეთ ადგილებს გეოპათეგონერ ზონებს უწოდებენ. ძალიან გთხოვთ, გამცეთ პასუხი, ამასთან დაკავშირებით როგორია ეკლესიის პოზიცია.

არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში.

როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში.

აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1132 | Added by: NaTia | Date: 14.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები