შაბათი, 20.04.2024, 04:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15


პირველი მსოფლიო ომის ალიანსები. შავად გერმანიის და ავსტრიის მოკავშირეები, ლურჯათ ანტანტა და მათი მოკავშირეები
თარიღი: 1914–1918
მდებარეობა: მსოფლიო
შედეგი: ალიანსის გამარჯვება. გერმანიის იმპერიის, რუსეთის იმპერიის, ოსმალეთის იმპერიის და ავსტრო-უნგრეთის დაშლა. აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ქვეყნების შექმნა.
Casus belli: 1914 წ. 15ივნისს ავსტრიის ერცჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა

მხარეები
ალიანსის წევრები: ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, იტალია, რუსეთის იმპერია, აშშ ავსტრო-უნგრეთი, გერმანიის იმპერია, ბულგარეთი, ოსმალეთის იმპერია
დანაკარგები
5 მილიონი სამხედრო 4 მილიონი სამხედრო.


ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში .

XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრო-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელსაზის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1372 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

სოჭი-ტუაფსეს კამპანია .



რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ჯიქეთის ტერიტორიაზე შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი. 1896 წელს ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში სამი ადმინისტრაციული ერთეულით-სოჭის, ტუაფსის და ნოვოროსიისკის ოლქით. გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია-შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის სამეფისნაცვლოში ძალაუფლება ხელში აიღო ე. წ. ,,ოზაკომ"-მა (ოსობი ზაკავკაზსკი კომიტეტ). ამ ორგანოში მნიშვნელოვანი ქართული გავლენის წყალობით 1917 წლის 30 ოქტომბერს, სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების აღმასკომისა და ადგილობრივი მეტყევეების შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ ძველი გაგრისა და სოფელ ალახაძის მცხოვრებნი, აღადგინეს ადმინისტრაციული საზღვრის ძველი, 1904 წლამდე არსებული მდგომარეობა. დადგენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1128 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ეგრისის დიდი ომი, ასევე ლაზური ომი, ქართულ ისტორიოგრაფიაში მოხსენიებულია, როგორც ომი ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ლაზიკის (ეგრისი) რეგიონზე გავლენის მოსაპოველბლად. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლაზური ომი დეტალურად აქვს აღწერილი პროკოფიუს კესარელსა და აგათიას სქოლასტიკუსს.

ლაზიკას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.

სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით.

თუმცა ბიზანტიელთა მცდელობას საკუთარი ადმინისტრაცია დაენიშნა რეგიონში ლეზების აჯანყება მოჰყვა 541 წელს. ლაზების მეფე გუბაზის თხოვნის პასუხად სპარსეთის მეფე ხოსროს I ლაზიკაში შემოდის და იღებს ბიზანტიელთა მთავარ საყრდენს შავ ზღვაზე - პეტრას, ქვეყნის საკუთარ პროტექტორატად აღიარებით. თუმცა შაჰის მცდელობას ქვეყანა სპარსეთის პირდაპირ დაქვემდებარებაში მოეყვანა ზოროასტრიზმზე მოქცევით ქრისტიანი ლაზების უკმაყოფილება გამოიწვია და მეფე გუბაზი ისევ აჯანყდა 548 წელს, ამჟამად სპარსელების წინააღმდეგ.

გუბაზ II-მ დახმარება იმპერატორ იუსტინიანე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1729 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ტფილისის ბრძოლა, საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შორის ომის გადამწყვეტი ბრძოლა 1921 წ. 16-25 თებერვალს. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც „ტფილისის ოპერაცია" (რუს. Тифлисская операция); საქართველოში ხშირად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების სახელით მოიხსენიებენ იმ ორის სიმაღლის მიხედვით, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობდა ტფილისის დაცვაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ერთი კვირის მანძილზე იცავდნენ ტფილისის მისადგომებს, მაგრამ იძულებული გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ გეკერის საერთო სარდლობით მოქმედი მე-11 წითელი არმიის რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო. ტფილისში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა და მარტის მიწურულისთვის საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

წითელი არმიის შემოჭრა.


საბჭოთა რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ ფაქტიურად 1921 წ. 12 თებერვალს დაიწყო, როდესაც რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს მითითებით ადგილობრივმა ბოლშევიკებმა ამბოხება მოაწყეს ლორეს ზონაში, რომელიც საბჭოთა სომხეთს ესაზღვრებოდა. სამხრეთ საქართველო იყო უმოკლესი გზა ტფილისისკენ, რომლის აღებას ბოლშევიკები ელვისებური დარტყმით ვარაუდობდნენ.

გარდა ამისა, ე.წ. ლორეს ნეიტრალური ზონა სადავო ტერიტორია იყო სომხეთსა და საქართველოს შორის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1133 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

მარტყოფის ბრძოლა — 1625 წლის 25 მარტს ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ; ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ერთ-ერთი ეპიზოდი.

ისტორია.


ყიზილბაშთა დიდი არმია ყირჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გ. სააკაძისა და დ. ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო.

ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს.

გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ. მტრის ბანაკში იყო აგრეთვე სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.

25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყარჩიხა-ხანთან და გ. სააკაძე იხმეს. ამ დროს გ. სააკაძემ ყარჩიხა-ხანი განგმირა.

სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოვიდოდა, გ. სააკაძემ და მისმა მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი, რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1147 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ჩოლოქის ბრძოლა 1854, რუს-ქართველთა ჯარის ბრძოლა მდ. ჩოლოქთან თურქების ლაშქრის წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს.

ნიგოითის ბრძოლაში (1854) თურქთა დამარცხების შემდეგ გენერალი ი. ანდრონიკაშვილი, თურქთა მთავარი ძალების წინააღმდეგ შეტევის მიზნით, ოზურგეთისაკენ დაიძრა, მტერმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი და მდ. ჩოლოქის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი.

თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა.

4 ივნისს დილით "გურიის რაზმს" მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდ. ჩოლოქისაკენ დაეშვა და თურქებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა.

საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა.

კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში თურქები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. მტერმა დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1113 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ასპინძის ბრძოლა — 1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.

ისტორია .


1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გ. ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს.

აქ ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვიტდა აწყურის საკითხს.

ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1507 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან ქართველებმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა.

ქართველთა სარდლობამ ლაშქარი სეიდაბად-მტკვრის ვიწროებში დააბანაკა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი მეთაურობდა, მარჯვნივ ფრთას — დავით ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ძე), მარცხენას — იოანე მუხრანბატონი, ცენტრს და საერთო ფრონტს — ერეკლე II. ცენტს უკან მარქაფში 2 რაზმი იყო, რომელთაც ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი სარდლობდნენ.

აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი 14 რაზმად დაყო და მოპირდაპირე მხარეს-შავნაბადის, თელეთისა და კრწანისის მიდამოებში — განალაგა.

ჯარის ზურგში თუქრმანთა 6-ათასიანი რჩეული რაზმი ჩააყენა, რომელსაც შემტევი ნაწილების უკან დახევის შემთხვევაში ცეცხლი უნდა გაეხსნა.

9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1156 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

კრწანისის ბრძოლა 1795, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა.

სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი.

აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველმა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1337 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ერწუხის ბრძოლა 1104, ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი საინგილო) საქართველოს ლაშქარსა და განძის ათაბაგს შორის.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებლმა თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, მაჰმადიანებს არ შეეძლოთ მშვიდად ეცქირათ, როგორ გამოაცლიდა მათ ხელიდან საქართველოს მეფე ამიერკავკასიის ერთ-ერთ მდიდარ რეგიონს, რომელიც ამასთან ერთად უაღრესად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ პლაცდარმს წარმოადგენდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს უკან დაებრუნებინათ კახეთ-ჰერეთი.

სელჩუკთა სულთანმა „ურიხვნის სპანი" შეკრიბა, რომელიც რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ქართველებს. მოწინააღმდეგის ლაშქარში იბრძოდნენ აგრეთვე „ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა".

როგორც ჩანს დავით აღმაშენებლის გამაერთიანებელ პოლიტიკას თავად კახეთ-ჰერეთშივე ჰყავდა მრავალი მოწინააღმდეგე. მეფემ მომხვდურთ კარგად გაწვრთნილი „მცირედი ლაშქარი" და „წვრილი ერი" შეაგება.

დავითის უცნობი ისტორიკოსის ცნობით ბრძოლა ერწუხში გაიმართა. ქართველებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს, რომელსაც მემატიანე „ხმა-განსმენილი იგი დიდი ბრძოლა"-ის სახელით ნათლავს.

დავით აღმაშენებელი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ბრძოლაში - „ხოლო თვით მეფე არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ვითარცა სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1358 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ბაზალეთის ბრძოლა 1626, ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა დ გ. სააკაძის ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გ. სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის შაჰმა აბას I-მა და თეიმურაზ I-ს შერიგება შესთავაზა.

ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობია თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. 1626 წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთამ ამილახვარი. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი ქაიხოსრო მუხრანბატონი, სააკაძის სიძე იესე ქსნის ერისთავი და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი.

ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რომელიც სიმონ II-ს ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე გიორგი III-ს შესთავაზა მისი ვაჟიშვილის ალექსანდრეს ქართლში გამეფება.

გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1085 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ბასიანის ბრძოლა 1203, საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქ. არზრუმიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე შამქორის ბრძოლაში 1195 აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში.

იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა.

ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს.


ქართველთა ჯარის საბრძოლო გეგმა.


სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხს მიმართეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. მარჯვენა ფრთაზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1019 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო), ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).

წინაპირობა.


XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1092 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.

ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის.

საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1085 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

„დაცვის სიგელი", არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წლებში გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა დამპყრობელი არაბებისა და ქართლის მოსახლეობის ურთიერთობას. „დაცვის სიგელს" არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას. ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა.

არაბები თბილისში შემოვიდნენ, მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას „დაცვის სიგელი" მისცა. სიგელის ძალით:
დამპყრობლები ხელუხლებლად ტოვებდნენ მოსახლეობის სარწმუნოებას;
დამორჩილებულ მოსახლეობას ეკისრებოდა ხარკი — ჯიზია, კომლზე თითო დინარი;
ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობდა არ შეეცვალა კომლთა რიცხვი გადასახდელის შემცირების ან გადიდების მიზნით;
ქართველ მოსახლეობას დაევალა სამხედრო სამსახური;
თავისი ნებით გამაჰმადიანებული დამპყრობელთა ძმად ცხადდებოდა და თავისუფლდებოდა ჯიზიისაგან.

ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724-725 წლებში ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რომელმაც განაახლა „დაცვის სიგელი". ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რომელიც ამ დროისათვის სულად გადასახდელს წარმოადგენდა, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც — ხარაჯა.

„დაცვის სიგელის" ტექსტი დაცულია არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, იაკუთის თხზულებე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1339 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914, არაბების შემოსევა საქართველოში სამხრეთ აზერბაიჯანის აბუ ლ-კასიმის მეთაურობით. ლაშქრობის მიზანი იყო არაბთა შერყეული ხელისუფლების განმტკიცება.

აბუ ლ-კასიმი ჯერ თბილისს მივიდა, იქიდან კი კახეთში გაილაშქრა და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. შემდეგ დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს და უჯარმა დაუბრუნა.

კახეთიდან აბუ ლ-კასიმი ქართლში გადავიდა და მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე "მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი", რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე-ჯავახეთიც, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს.

შემდეგ ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ.

აბუ ლ-კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. სამხედრო წარმატების მიუხედავად აბუ ლ-კასიმმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ აიძულა საქართველოს გასცლოდა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1141 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


არაბობა საქართველოში, არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რომელიც მეტ-ნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის შუაწლებამდე გრძელდებოდა.

არაბობა საქართველოში შეიძლება სამ მთავარ პერიოდად დაიყოს:

1. საქართველოში არაბთა შემოსვლიდან თბილისის საამიროს დაარსებამდე (VII საუკუნის 50-იანი წლები - VIII საუკუნის 30-იანი წლები). ეს იყო სახალიფოს მიერ საქართველოში გაბატონებისათვის ბრძოლის ხანა;

2. VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან IX საუკუნის 80-იან წლებამდე (თბილისის საამიროს დაარსებიდან სახალიფოსგან მის ჩამოშორებამდე და დამოუკიდებელ სამთავროდ გადაქცევამდე). ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა მყარი ბატონობის ხანა;

3. IX საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის შუაწლებამდე (ახლო და შუა აღმოსავლეთში თურქსელჩუკების გაბატონებამდე). ამ პერიოდში არაბობა საქართველოში, როგორც არაბთა ბატონობა, ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო და იგი მხოლოდ გადმონაშთის — თბილიისის საამიროს სახით არსებობდა.

პირველად არაბები საქართველოში 642-643 შემოიჭრნენ, მაგრამ ამ ლაშქრობას არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, არაბები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მხოლოდ ირანის (651) და სომხეთის (652) დაპყრობის შემდეგ დაიწყო არაბების სისტემატური ბრძოლა საქართველოში გაბატონებისათვის. პირველად არაბებმა ქართლი დაიმორჩილეს 654-655 ჰაბიბ იბნ მასლამის შემოსევის შედ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1573 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით
და მათ თანა ცხრაათასი ქართველი,
მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)


ცხრა ძმა ხერხეულიძე, მარაბდის ბრძოლაში (1625 წლის 1 იანვარი) გმირულად დაღუპული მებრძოლები. გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფ. ძველი მარაბდის განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.

მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი",მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი - რუსთველი და ხარჭაშნელი.

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვი ... კითხვის გაგრძელება »

Views: 1141 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


საქართველოს ტერიტორია მონღოლთა შემოსევამდე.

საქართველოს სამეფოს მონღოლთა ჯარებთან პირველი შეტაკება 1220 წელს მოუხდა. მონღოლთათვის ეს შეტაკება არაფერი იყო გარდა ზედაპირული ნიადაგის მოსინჯვისა, თუმცა ისინი 1236 წელს ისევ ბრუნდებიან, და ამჯერად სრული ძალით უტევენ საქართველოს, რაც ამ უკანასკნელის დანებებით სრულდება 1243 წელს. ქვეყანას მძიმე წლიური ხარკი დაედო მონღოლთა არმიისთვის რჩეული ჯარისკაცების მიწოდების ვალდებულებით მათ დაუსრულებელ საომარ კამპანიებში დასახმარებლად.

საქართველოს წინააღმდეგობა თავდაპირველად პასიური იყო, თუმცა შემდგომში უფრო სერიოზულ აჯანყებათა სერიაში გადაიზარდა, რომელსაც თან სდევდა ქართულ პრო- და ანტი-მონღოლურ ძალებს შორის შინა ომები. ამას შედეგად უწინ ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს დაუძლურება და ფრაგმენტაცია მოჰყვა.

მონღოლთა ბატონობა გრძელდებოდა გვიანდელ 1320-იან წლებამდე -- ამ პერიოდში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ მოხერხებული დიპლომატიისა და სამხედრო წარმატების წყალობით დამპრყობთაგან სამეფოს დახსნა მოახერხა და მისი ყოფილი ძლიერება აღადგინა.


Category: ენციკლოპედია | Views: 3305 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

მონღოლთა ბატონობა საქართველოში, XIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, გულისხმობს მმართველობის ორგანიზაციას, სამხედრო ბეგარას, საგადასახადო სისტემას, ხარკს და დამპყრობთა სახელით ფულის მოჭრას.



მონღოლები პირველად 1220 გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში.

ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, მერე კი მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო.

ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენეს ქართველი ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმითა და მონღოლთა ლაშქრობებით გაბეზრებულმა ქართველ მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვირეს და კოხტასთავს შეიკრიბნენ სათათბიროდ, მონღოლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1645 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

კავკასიის უძველესი ქვეყნები.

კოლხეთის სამეფო (ბერძნ. Κολχίς, kŏl´kĬs) (ძვ. ქართული წყაროებით - ეგრისი) ძველ გეოგრაფიაში ერქვა შავი ზღვის პირა სამკუთხა ფორმის რეგიონს კავკასიაში. ამჟამად საქართველოს დასავლეთ ნაწილშია.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი შეადგენდა დღევანდელ სამეგრელოს, იმერეთს, გურიას, აჭარას, სვანეთს, რაჭას, აფხაზეთსა და თანამედროვე თურქეთის რიზეს პროვინციას, ასევე ტრაბზონისა და ართვინის პროვინციების ნაწილს.

გეოგრაფია და ტოპონიმიკა.


ანტიკური ხანის კოლხეთი, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, დაბეჭდილია ლონდონში 1770.


კლასიკურ ავტორთა თანახმად კოლხეთის ტერიტორია ესზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტუსს, დასავლეთით პონტუს ევქსინუს (შავი ზღვა) მდინარე კორაქსამდე (შესაძლოა დღევანდელი მდ. ბზიფი), ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2032 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ქლუდის პსალთერიონის მინიატურა: ხატმებრძოლეობის ალეგორიული გამოსახულება : «და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული.

და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. ». მხატვარი აკომენტირებს ხატმებრძოლების ქმედებებს და ადარებს ევანგელისტურ მოვლენებს.

ჯვარზე აცმა გოლგოთის მთაზე; ხატმებრძოლები, რომლებიც იესოს ხატს კირით ჩღაპნიან; ქრისტეს მარჯვნივ მდგარი იესო აწვდის იესოს ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს, სხვა მეომარი ქრისტეს გამსჭვალავს.

მთის ძირში დგანან ხატმებრძოლები იოანე გრამატიკოსი და ანტონი სილელიმეომარი მარჯვნივ აწვვდის ქრისტეს ძმრით გაჟღენთისლ.


ხატმებრძოლეობა - VIII საუკუნეში დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, რის გამოც დაწყებული დაპირისპირება საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა თითქმის მთელ საქრისტიანოში. ლეონ III თავის ბრძანებით სათავე დაუდო ხატმებრძოლეობას.

იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ.

ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდა ბერ-მონაზვნობა და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1527 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


მაკედონელთა დინასტია – ბიზანტიელ იმპერატორთა დინასტია 867–1056 წწ. დააარსა ბასილ I (867-886 წწ.) წარმოშობით მაკედონელმა გლეხმა (სახელწოდებაც აქედან მოდის).


იმპერატორთა სია.
ბასილი I (867–886)
ლეონ VI (886–912)
ალექსანდრე (912–913)
კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (913–959)
რომანოზ I ლეკაპინოსი (920–944)
რომანოზ II (959–963)
ნიკიფორე II ფოკა (963–969)
იოანე I ციმისხისი (969–976)
ბასილი II ბულგართმმუსვრელი (976–1025)
კონსტანტინე VIII (1025–1028)
რომანოზ III არგირი (1028–1034)
მიხაელ IV (1034–1041)
მიხაელ V (1041–1042)
ზოია და თეოდოროა III (1042) პირველი ზეობა
კონსტანტინე IX მონომახი (1042–1055)
თეოდორა III (1055–1056) მეორე ზეობა
მიხაელ VI (1056–1057)

Category: ენციკლოპედია | Views: 1410 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

კონსტანტინოპოლის რუქა.

კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις) იყო თანამედროვე სტამბოლის, თურქეთი, სახელი საუკუნეების განმავლობაში, როცა ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი).

კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი" შეარქვეს.

დაარსება.

კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დაარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა.

იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი" იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა.

ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1186 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010



დროშა    გერბი

ბიზანტიის იმპერია (ბერძ.: Βυζαντινή Αυτοκρατορία), ოფიციალური სახელწოდება რომის იმპერია (ბერძ.: Βασιλεία τῶν Ρωμαίων), შემოკლებით ბიზანტია (ბერძ.: Βυζαντιoν) (395-1453) - შუა საუკუნეების სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.

ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დააარსა იმპერატორ კონსტანტინე I-მა 324-330 წლებში ბიზანტიონის ადგილას (აქედან მოდის სახელწოდებაც, რომელიც შემოიღეს რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ).

ბიზანტიის ისტორიას, ჩვეულებრივ, კონსტანტინოპოლის დაარსებიდან იწყებენ. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი თეოდოსიუს I-ის (მართავდა 379-395) სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთი რომის (ბიზანტიის) და დასავლეთი რომის იმპერიებად.

აღმოსავლეთი რომის იმპერიის იმპერატორი გახდა არკადიუსი (395-408). თვითონ ბიზანტიელები თავს რომაელებს უწოდებდნენ.

დასავლეთი ქვეყნები მათ სახელმწიფოს რომანიას უწოდებდნენ, აღმოსავლეთი ქვეყნები კი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2913 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ალექსანდრე მაკედონელის ომების ნაწილი.


გაუგამელას ბრძოლა
თარიღი: ძვ. წ. 331 1 ოქტომბერი
მდებარეობა: სავარაუდოთ ტელ გომელი მოსულთან
შედეგი: მაკედონელთა გამარჯვება

მხარეები
მაკედონელები და ბერძნები სპარსეთი
მეთაურები
ალექსანდრე მაკედონელი დარიუს III
ძალები
40 000 ქვეითი 7 000 კავალერია 250 000 ქვეითი 35 000 კავალერია 200 საბრძოლო სპილო
დანაკარგები.
3 000 ქვეითი 1 000 კავალერია 230 000 მოკლული და დაჭრილი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1534 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

გეტოს კედლის ბოლო ნაწილი, რომელიც 2006 წელს დაანგრიეს.

ბუდაპეშტის გეტო — ნაცისტების მიერ ებრაელებისთვის შემოკავებული ზონა ბუდაპეშტში, უნგრეთი, მეორე მსოფლიო ომის დროს. ზონა რამდენიმე კვარტლისგან შედგებოდა, სადაც უწინ ქალაქის ებრაელთა უბანი იყო გაშენებული მთავარი სინაგოგის ირგვლივ. ზონას გარს შემორტყმული ჰქონდა მაღალი ღობე და ქვის კედელი, რათა მასში კონტრაბანდის შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო და ასევე ხალხს გამოსვლა არ შეძლებოდა.

ნაცისტებმა ბუდაპეშტი 1944 წლის მარტში აიღეს, ხოლო გეტო იმაველი წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა და თითქმის სამი თვე არსებობდა, 1945 წლის 17 იანვარს საბჭოთა არმიის მიერ ბუდაპეშტის განთავისუფლებამდე.


Category: ენციკლოპედია | Views: 1075 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი)
დ. 1877 — გ. 1922
კუთვნილება რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
წოდება გენერალ-მაიორი.
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი.
პირველი მსოფლიო ომი.
წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში.


სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) (დ. 1877 — გ. 1922), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი სუმიში (უკრაინა). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით) და პირველ მსოფლიო ომში (პოლკოვნიკი).

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წ.) მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; სარდლობდა კორპუსს, ტფილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, 1921 წ. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს — სასაზღვრო ჯარებს.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დააპატიმრეს და მოსკოვში გაგზავნეს. მოკლეს გზაში, რიაზანის ციხეში; ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით.

სტეფანე ახმეტელის უმცროსი ძმა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ (სიკო) ახმეტელაშვილი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1167 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ახალციხის ბრძოლა, 1828 წ. (მხატვარი: ჯ. სუხოდოლსკი, 1839 წ.)


ახალციხის ბრძოლა რამდენიმე მოვლენაზე მიუთითებს:
ახალციხის კედლებთან მომხდარი ბრძოლა რუსეთ-თურქეთის ომის (1828-29) დროს 1828 წლის 27 აგვისტოს რუსეთის ფელდ-მარშალ პასკევიჩის 9000-იანი ჯარსა და კიოს მაჰმეთ-ფაშას 30.000-იანი თურქების ჯარს შორის. რუსებმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს.


იმავე ციხის დაცვა 20.000-იანი რუსეთის იმპერიის ჯარის მიერ გენერალ ნიკოლაი მურავიოვის მეთაურობით 1829 წლის 4 მარტს იმავე კონფლიქტში.


ბრძოლა რუსეთის იმპერიის ძირთადად ქართველი არარეგულარულ ცხენოსანთა პოლკით დაკომპლექტებულ ჯარს, თავადი ივანე ანდრონიკაშვილის მეთაურობით და 18.000-იანი თურქთა ჯარს ალი-ფაშას მეთაურობით შორის ყირიმის ომის პერიოდში, 1853 წლის 12 ნოემბერს. რუსებმა მოჭრეს თურქების იერიში ამიერკავკასიაზე და უკან ყარსში დაახევინეს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1329 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ბეძენი ჰოპლიტისა და სპარსელი ქვეითის ბრძოლა, ძვ. წ. V საუკუნე
თარიღი: ძვ. წ. 500–449
მდებარეობა: საბერძნეთი, თრაკია, მცირე აზია, კვიპროსი და ეგვიპტე
შედეგი: ბერძნების გამარჯევება
ტერიტორიული ცვლილებები: თრაკია და მცირე აზია განთავისუფლდა სპარსეთისგან.


ბერძნულ-სპარსული ომები (ასევე ცნობილი, როგორც სპარსული ომები) იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასსშორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამისის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა.

გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1483 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ვერცინგეტორიქსი ნებდება კეისარს. ლაინერ როელის ნახატი.


თარიღი: სექტემბერი, ძვ. წ. 52
მდებარეობა: ალეზია , გალია (ახლანდელი საფრანგეთი)
შედეგი: კეისრის გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები: რომის რესპუბლიკამ კონტროლი აღადგინა გალიაზე.


ალეზიის ბრძოლა (ასევე ცნობილი, როგორც ალეზიის ალყა) - ძვ. წ. 52 წლის სექტემბერში გამართული ბრძოლა გალებსა და რომის რესპუბლიკას შორის. გალიის არმიას ხელმძღვანელობდა ვერცინგეტორიქსი, რომაელებს კი იულიუს კეისარი. ალეზია იყო გალიის ომის უკანასკნელი ბრძოლისველი, სადაც საბოლოოდ გადაწყდა ომის ბედი.

გალიის ომის მერვე წელს იულიუს კეისარმა ალეზიას ალყა შემოარტყა. მან ქალაქის გარშემო ააგო 4 მეტრის სიმაღლის წრიული თავდაცვითი ნაგებობა.

მას შემდეგ კი, რაც გაიგო, რომ გალების დამხმარე ძალაც მოემართებოდა მისკენ, ასეთი ნაგებობების და მიწაყრილის მეორე ხაზიც ააგებინა ზურგის დასაცავად. 

მოსულმა დამხმარე ძალამ რამდენჯერმე სცადა რომაელების ფორტიფიკაციების გარღვევა.

მესამე ცდაზე ვერცასიველაუნუსის მეთაურობით რომაელებს 60,000 გალმა შეუტია მათი ნაგებობების სუსტ წეტილში. რომაელებმა მოიერიშეებს ჯერ უკან დაახევინეს, შემდეგ კი გაქცეულებს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

”ატომის სოკო” წარმოქმნილი ნაგასაკიში ატომური ბომბის (”მსუქანი კაცი”) აფეთქების შედეგად. სოკოს სიმაღლე 18 კილომეტრს აღწევდა აფეთქების ჰიპოცენტრიდან.


ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო იაპონიის წინააღმდეგ აშშ ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად ”პატარა ბავშვი” ("Little Boy") ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად ”მსუქანი კაცი” ("Fat Man") ნაგასაკში.

მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ.

მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავსირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში.

ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი.

აშშ-ში გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1381 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ყირიმის ომი გრძელდებოდა 1854 წლის 28 მარტიდან 1856 წლამდე და წარმოებდა, ერთის მხრივ, იმპერიულ რუსეთსა და, მეორეს მხრივ, ბრიტანეთის, საფრანგეთის მეორე იმპერიის, სარდინიის სამეფოსა და გარკვეულწილად ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის.

სამხედრო კონფლიქტის ძირითადი ნაწილი შავი ზღვის და ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა.


ისტორია .

რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის დანაწევრება, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. 1853 წელს ოსმალეთთან ახალი ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ ბლკანეთიდან სტამბულისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა.

ინგლისი დასაფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს.

მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. მოკავშირეების ზეგავლენით ავსტრიამ რუსეთს მოსთხოვა ბალკანეთის დატოვება. რუსეთმა დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს მოკავშირეების ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა.

ინგლისის, საფრანგეთის, სარდინიის და ოსმალეთიმა ყირიმში დიდი არმია გადასხა და სევასტოპოლს ალყა შემოარტყა. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოროლის დაცვა. წარმატებები კავკასიასი ყარსისი აღებით მნიშვნელოვან ვერა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1484 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ღაზის ალყა, ანდრე კასტანის ნამუშევარი
თარიღი: ძვ. წ. 332
მდებარეობა: ღაზა
შედეგი: მაკედონელების გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები: ალექსანდრემ დაიმორჩილა ეგვიპტე.

ღაზის ალყა - ძვ. წ. 332 წლის ოქტომბერში ფილისტიმელების ქალაქის 2 თვიანი ალყა ალექსანდრე მაკედონელი მიერ. ისოსთან სპარსეთის მეფის, დარიოს III-ის დამარცხების შემდეგ ძვ. წ. 333 წელს ალექსანდრე მაკედონელი ფინიკიისკენ დაიძრა და ამ ქვეყნის დაკავება დაიწყო. შვიდთვიანი ალყის შემდეგ მაკედონელებმა აიღეს ტიროსი და იქიდან ეგვიპტეს მიაშურეს.

ფინიკიიდან ალექსანდრემ პალესტინის ფილისტიმურ ქალაქებს შეუტია. 5 ქალაქიდან მხოლოდ ღაზამ გაუწია წინააღმდეგობა დამპყრობელს.

ქალაქი ზღვიდან 3-4 კმ-ზე მდებარეობდა მაღალ მთაზე და დიდი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული. ღაზას ევნუხი მართავდა, რომელმაც დაიქირავა ნაბატეველები გარნიზონის გასამაგრებლად და მოიმარაგა დიდი რაოდენობის სურსათი.

მაკედონელებმა გააფთრებით შეუტიეს ქალაქს, გალავნის ზოგიერთ ადგილს ტარანებით ანგრევდნენ, ზოგგან კი საალყო მანქანების მიტანა არ მოხერხდა. ამას გარდა მაკედონელები ძირს უთხრიდნენ გალავანს და გვირაბიდან ცდილობდნენ ქალაქში შეღწევას.

ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს თვით ალექსანდრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1031 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

თარიღი: 21 ოქტომბერი, 1805
მდებარეობა: ტრაფალგარის კონცხი
შედეგი: ბრიტანელების დამაჯარებელი გამარჯვება.

ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) - საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე.

კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან" გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი.

ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო.

12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2244 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ნაპოლეონ I აუსტერლიცის ბრძოლაში, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი
თარიღი: 1805
მდებარეობა: ევროპა, ტრაფალგარის კონცხი
შედეგი: ანტი ნაპოლეონური კოალიციის დამარცხება.


მესამე კოალიციის ომი - 1805 წელს მიმდინარე ომი ნაპოლეონ ბონაპარტის საფრანგეთსა და მის წინააღმდეგ შეკრულ კოალიციას შორის, რომელშიც ავსტია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი გაერთიანებულიყვნენ.

ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული არმია საფრანგეთის საზღვრებში შეჭრას აპირებდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისინი დაამარცხა. 21 ოქტომბერს ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი.

ულმის კამპანიას მოყვა ბრიტანელების წარმატება ზღვაში. 21 ოქტომბერს ვიცე-ადმირალმა ჰორაციო ნელსონმა გაანადგურა ესპანეთისა და საფრანგეთის ფლოტი ტრაფალგარის ბრძოლაში. ამით ბოლო მოეღო ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში.

ბრიტანელების წარმატების მიუხედავად რუსეთის არმია გამოუვალ მდგომარეობაში იყო. მაკის არმიის განადგურების შემდეგ მათ უკან რუსეთისკენ დახევა დაიწყეს.

მათ დაედევნა ნაპოლეონის არმიაც. რამდენიმე არიერგარდული ბრძოლის მეშვეობით, რუსეთის არმია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1119 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.


ისტორია .

ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი შეაშფოთა სირიის მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბაიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა.

ბაიბარსმა იხელთა მომენტი ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რის შედეგადაც მათი გავლენა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტდა. 1265 წლისთვის ბაიბარსმა აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი.

კვირპროსის ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადმოსახლდა ქალაქის დასაცავად, მაშინ როცა ბაიბარსი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.

ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისი პირადი ქორონოკოსი, წასვლაზე უარი განაცხადა.

ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ და ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2279 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

არათონის ბრძოლა
ბერძნულ-სპარსული ომები ნაწილი.


თარიღი: ძვ. წ. 490
მდებარეობა: მარათონი, საბერძნეთი
შედეგი: ბერძნების გამარჯვება

მხარეები
ათენი
პლატეა სპარსეთის იმპერია
მეთაურები
მილტიადესი
კალიმაქოსი დატისი
ძალები
10000 ათენელი
1000 პლატეელი 20000–100000 ქვეითი
1000 კავალერია
დანაკარგები
192 ათენელი
11 პლატეელი 6400.


მარათონის ბრძოლა - ბრძოლა სპარსელებსა და ბერძნებს შორის, რომელიც ძვ. წ. 490 წელს მარათონის ველზე გაიმართა. ის იყო დამაგვირგვინებელი შეტაკება სპარსელების პირველი შეჭრისა საბერძნეთში, რომელიც წარმოადგენდა სპარსელების საპასუხო რეაქციას იონიელების აჯანყებაზე. ბერძნების არმია შედგებოდა ათენისა და პლატეას კოალიციური ძალებისაგან, რომელთაც მეთაურობდა მილტიადესი და პოლემარქოსი კალიმაქოსი.

სპარსეთის მეფის დარიოს I-ის არმიას კი მეთაურობდა მიდიელი მხედართმთავარი დატისი. რიცხვობრივი უმცირესობაში მყოფმა ბერძნებმა მიმართეს ტაქტიკურ მანევრს.

მოწინააღმდეგეთა ცენტრალური ძალების შეტაკების შემდეგ, ბერძნებმა უკუსვლა იწყეს და ამით სპარსელები მახეში მოაქციეს. დანარჩენმა ათენელებმა კი ფლანგებიდან შემოუარეს მტერს, ალყაში მოაქციეს ისინი და ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1372 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ლენინგრადის ბლოკადა (რუს.: блокада Ленинграда) იყო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მიერ ლენინგრადზე (ამჟ. სანქტ-პეტერბურგი) განხორციელებული სამხედრო ოპერაცია. გერმანული გეგმით ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო ”ნორდლიხტი” (ოპერაცია ჩრდილოეთის ნათება). ბლოკადა გაგრძელდა 1941 წლის 8 სექტემბერიდან 1944 წლის 18 იანვრამდე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1433 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


ვატერლოოს ბრძოლა მოხდა ქალაქ ვატერლოოსთან (Waterloo, გამოითქმის [watəʀˈloː]) ბელგიაში 1815 წლის 18 ივნისს და ნაპოლეონ ბონაპარტის ბოლო ბრძოლა იყო. ვატერლოოთი დასრულდა პერიოდი, ცნობილი როგორც "ასი დღე", რომელიც დაიწყო 1815 წლის მარტში ნაპოლეონის ელბადან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის თავს აფარებდა 1813 წელს ლაიპციგის ბრძოლასა და 1814 წელს საფრანგეთის კამპანიაში დამარცხების შემდეგ. ამ დამარცხებამ ბოლო მოუღო ნაპოლეონის იმპერატორობას საფრანგეთში.

Category: ენციკლოპედია | Views: 1486 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

პირველი პუნიკური ომი.


პირველი პუნიკური ომი მოხდა ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.


წინაისტორია .

III საუკუნისთვის რომაელებმა უკვე მთლიანად დაიმორჩილეს აპენინებზე მაცხოვრებელი ერები, გალების გარდა. ამ დროიათვის მათ უკვე მოგერიებული ჰყავდათ იმ დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი პიროსი ეპიროსიდან. ახლა მათი ინტერესების სფეროში არა მხოლოდ ნახევარკუნძული, არამედ სამხრეთით მდებარე კუნძული სიცილია მოექცა.

სიცილიას აკონტროლებდა რომის მოკავშირე სახელმწიფო კართაგენი, რომელთანაც რომს ოდითგანვე მეგობრობა აკავშირებდა. კართ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3324 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

 

ფიზიკა (ბერძნ. φύσις (physis) — "ბუნება" ან "სხეული", ხოლო φυσικός (physikos) – "ბუნებრივი") არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. XX საუკუნემდე მას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელმაც გარდაქმნა თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, კვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და მრავალი სხვა.

სოლვეის კონფერენცია.


1911 წლის პირველი კონფერენციის ფოტო.


სოლვეის კონფერენცია (Conseil Solvay) იყო ლეგენდარული პირველი მოწვევის მსოფლიო უდიდეს ფიზიკოს მეცნიერთა ყრილობა 1911 წელს ორგანიზებული სოლვეის ფიზიკისა და ქიმიის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ინსტიტუტები მდებარეობს ბრიუსელში და დაფუძნებეულია ბელგიელი ინდუსტრიალისტი ერნესტ სოლვეის მიერ 1912 წელს.

1911 წლის წარმატების სემდეგ სოლვეის კონფერენციები ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. ღონისძიება ყოველ სამ წელიწადს ტარდება. 23-ე სოლვეის კონფე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1579 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.


ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

შატილი

სახელწოდება „ხევსურეთი" შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.

სამეფო ხელისუფლების და ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

...იულიუს კეისარმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს იმიტომ გადმოიტანა, რომ ამ დღეს არჩეული კონსულები იწყებდნენ მოვალეობის შესრულებას...
...რომაული ისტორიოგრაფიის წარმოიშობის მიზანი იყო პროპაგანდა, ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში რომაელები მიხვდნენ დამპყრობლურ ომებში პროპაგანდის მნიშვნელობას...
...როდესაც ჩინგის ყაენი დაიბადა, იმ ღამეს საშინელი ჭექაქუხილი იყო, ახალშობილს კი მარჯვენა ხელში სისხლი ჰქონდა, მას დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი უდიდესი დამპყრობელი გახდებოდა და უამრავ სისხლს დაღვრიდა...
...ატილა ჰუნი, რომელმაც რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი დაიყრო, გარდაიცვალა საყვარლის ლოგინში...
...პირველი მონოთეისტური რელიგია ძველ ეგვიპტეში წარმოიშვა...
...რუსეთის მცდელობას შემოეერთებინა ჩუკოტკის ნახევარკუნძული, ჩუქჩებთან საუკუნოვანი წარუმატებელი ომი მოყვა...
...მცხეთა მესხთა ქალაქს ნიშნავს და აგებულია ხეთური კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი გადმოსახლებული მესხების მიერ...


.სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და 
სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს.
...ტოპოლოგიურად ფინჯანს, გირსა და ბლითს ერთიდაიგივე გეომეტრიულ ფიგურებად მიიჩნევენ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1232 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


...ლიტერატურულ გერმანულს (Hoch Deutch) საფუძველი მარტინ ლუთერმა ჩაუყარა, რომელმაც პირველმა თარგმნა ბიბლია გერმანულად. ხოლო ლიტერატურული იტალიური დანტეს ღვთაებრივი კომედიიდან ჩამოყალიბდა.


...კოლუმბამდე 500 წლით ადრე ამერიკა (ნიუ-ფაუნდლენდი) და გრენლანდია ვიკინგმა ერიკ წითურმა აღმოაჩინა.


...ასწლიანი ომის დაწყების ერთერთი მიზეზი იყო ინგლისის მეფის ედუარდ III-ს კანონიერი პრეტენზიები საფრანგეთის ტახტზე, ვინაიდან იგი იყო უკანასკნელი კაპეტნგი მეფის დის შვილი, ხოლო ახლად გამეფებული ფილიპ VI მხოლოდ ბიძაშვილი.


...ინგლისის მეფე ედუარდ II ჰომოსექსუალიზმზე ყველა წყარო მიგვითითებს, ხოლო საფრანგეთის მეფის ანრი III ჰომოსექსუალიზმის შესახებ ცნობები შესაძლოა ბოროტი ენების მიერ გავრცელებული ჭორები იყო.


Category: სტატიები | Views: 1028 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში -- 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ.

მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).


მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1174 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები