ოთხშაბათი, 24.04.2024, 02:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 20



დაახლოებით თოთხმეტი თვის წინ ამ გაზეთის ფურცლებზე გამოვთქვი გაფრთხილება აშშ-სა და რუსეთს შორის „დიდი გარიგების" იმ ნაწილის გამო, რომელიც გულისხმობდა ობამას ადმინისტრაციის მცდელობას მიეღწია რუსეთთან „გადატვირთვისათვის" (სტატია „გარიგება, მაგრამ არა დიდი" შარშან მარტში გამოქვეყნდა).

ერთ-ერთი საკითხი, რაც მაწუხებდა, იყო ის, რომ ობამას ადმინისტრაცია პრინციპს „რუსეთი უპირველეს ყოვლისა" მოსკოვის მეზობლების ხარჯზე გაატარებდა. მაგრამ რეალობა კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა: ახლა ადმინისტრაცია მოქმედებს პრინციპით „ მხოლოდ რუსეთი" და ავიწყდება - მეტიც, თმობს - რეგიონის სხვა ქვეყნებს.

ამ ტენდენციის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა, რომელშიც პრეზიდენტი ობამა აცხადებს, საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ზღუდე" კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზეო. ბუშის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტს, სახელწოდებით „შეთანხმება-123", ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ უკან გაიტანა კონგრესიდან, რადგან იცოდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო მას უარყოფდნენ.

რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც ღიად არღვევს ორ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1030 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

საფრანგეთის მთავრობამ 19 მაისს საჯარო ადგილებში ისეთი ისლამური ჩადრის ტარების ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთელ სახეს ფარავს. ახლა კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს.


მსგავსი აკრძალვა, ევროპაში პირველად, ერთი თვის წინ მიიღეს ბელგიის პარლამენტარებმა. 

საფრანგეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საჯარო ადგილებში ისეთი ისლამური ჩადრის ტარების აკრძალვისკენ, რომელიც მთელ სახეს ფარავს.

ოთხშაბათს ასეთი აკრძალვის შემცველი კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. 

გადაწყვეტილება მიიღეს მიუხედავად ექსპერტების გაფრთხილებისა, რომ ასეთ აკრძალვას შეიძლება სამართლებრივი სირთულეები შეხვდეს.

კანონპროექტი კრძალავს ისეთ ჩადრს, რომელიც ფარავს სახეს და მთელ სხეულს. ამგვარ ისლამურ სამოსს ბურკას ან ნიყაბს უწოდებენ.

„არავის შეუძლია სახის დასამალად გამიზნული სამოსის ტარება საჯარო ადგილებში", მათ შორის - საზოგადოებრივი მომსახურების პუნქტებსა და ქუჩებშიო, ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში. 

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მთავრობის წარმომადგენელმა ლუკ შატელმა განაცხადა, ასეთი აკრძალვა აუცილებელია, რათა დაცული იყოს ქალების ღირსება და საფრანგეთის რესპუბლიკური პრინციპებიო.
თუმცა კანონპროექტი საფრანგეთის საზოგადოებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1048 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი
18.05.2010


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პირველად ეწვია ოფიციალური ვიზიტით მეზობელ უკრაინას. ამასთან, ის უკვე მეშვიდედ შეხვდა უკრაინის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს თებერვლის შემდეგ, როცა უკრაინაში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვება სწორედ იანუკოვიჩს მოუტანა.


იანუკოვიჩი კი კრემლთან მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა, რაც, მედვედევთან ხშირ შეხვედრებთან ერთად, მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმებით გამოიხატა. 

„რუსეთს, ბოლოსდაბოლოს, გამოუჩნდა სრულფასოვანი უკრაინელი პარტნიორი", - ეს სიტყვები პრეზიდენტ მედვედევს ეკუთვნის განმარტებასთან ერთად, რომ იგულისხმება „ნორმალური" ხელმძღვანელობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ახორციელებს კიდეც... საუბარია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე, მის გუნდთან, მის მთავრობასთან ერთად.

თვით იანუკოვიჩმა კიევში რუსი კოლეგის ვიზიტის პირველივე დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ რუსეთთან მჭიდრო კონტაქტებს მიიჩნევს ერთადერთ სწორ პოლიტიკურ კურსად: „როდის ყოფილა დაპირისპირების პოლიტიკა ეფექტიანი? ჩემთვის უცნობია ქვეყანა, რომელიც ასეთი პოლიტიკის ხარჯზე დაიცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, ჩვენს პოლიტიკაში ყოველთვის დარჩება პრინციპული პოზიცია ეროვნული ინტერესების დაცვის მხრივ".

მა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1008 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ამერიკულ და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ბოლო ხანს რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელშიც გატარებულია აზრი, რომ შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მიატოვა საქართველო.

ყველაზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ინტერნეტგამოცემა Huffington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გატარებულია აზრი, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს ზურგს აქცევს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საიმონ შუსტერს, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. ჟურნალისტმა განმარტა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, პირველ ყოვლისა, ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განსხვავებული ხედვა განაპირობებს საგარეო პრიორიტეტებისა, თუმცა გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილის პიროვნული ფაქტორიც იწვევს უნდობლობას.

„მე სტატიაში განვიხილავდი სწორედ სააკაშვილის პიროვნებას, მის ქცევებს,რომელთაც შეეძლო ამერიკის მხრიდან უნდობლობა გამოეწვია. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ, უბრალოდ, მთავარ როლს თამაშობს სხვა მიდგომა ამ რეგიონისადმი, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიისადმი, ასევე კავკასიისადმი.

დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ხშირად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორ აწარმოონ საგარეო პოლიტიკა. ბუში (უმცროსი) ძალიან აქტიურად ახორციელებდა ფერადი რევოლუციების პოლიტიკას ყველგან - მათ შორის, საქართველოში - და ცდილობდა რუსეთი (ვაშინგტონის) მეგობრული სახელმწიფოების ერთგვარ ალყაში ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1005 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010


მადლენ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი
20.05.2010

ნატოს ახალი სტრატეგიული მიმართულებები და რეკომენდაციები 19 მაისს ვაშინგტონში, სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში, განიხილებოდა. დამსწრეები მადლენ ოლბრაიტს უსმენდნენ, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რომელიც ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ამ ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი საფუძვლად დაედება ნატოს გენერალური მდივნის მიერ წარსადგენ და შემოდგომაზე დასამტკიცებელ ახალ კონცეფციას, რომლითაც ალიანსმა მომავალი 10 წლის მანძილზე უნდა იხელმძღვანელოს. ალიანსის ახალ ხედვაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი განახლების თემა. საქართველოს კი ნატო მოთმინებასა და შიდა დემოკრატიული საკითხების წარმატებით გადაჭრას ურჩევს. 

ექსპერტთა 12-კაციანი ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველო ისევ უკრაინის მეწყვილის როლში მოიხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან დაახლოებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის ქვეყანა ნატოსკენ სვლის გაგრძელებას თითქმის აღარ აპირებს. ალიანსი ამ ორ ქვეყანას მაინც ძველებურად კარის ღიად დატოვებას ჰპირდება, თუმცა ჯერ ისევ ბუნდოვანია, დაახლოებით რა ვადებში გახდება შესაძლებელი ამ ღია კარში შესვლა. როგორც მადლენ ოლბრაიტმა სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში თქვა, საქართველომ ჯერ საკუთა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 985 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ევროპელმა პარლამენტარებმა დღეს ევროკავშირს მოუწოდეს უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. საკუთრივ რეგიონს ახალ ანგარიშში ევროკავშირისთვის „დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის" მქონედ მოიხსენიებენ, თუმცა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, შტეფან ფიულემ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი იქვე გააფრთხილა, რომ ევროკავშირთან დასაახლოებლად მათ რეფორმების გატარების პროცესში პროგრესი ესაჭიროებათ.

ევროპის პარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში - მათ შორის, გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საქმეში.

ეს მოწოდება პარლამენტის მიერ ხუთშაბათს მიღებულ არასავალდებულო ანგარიშშია გამოთქმული.

აქვე გეტყვით, საქართველოსთვის ეს ანგარიში დამატებით დადებით ფაქტორს შეიცავს: ევროკავშირის ორმა ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - კონსერვატორულმა ევროპის სახალხო პარტიამ და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმა - მხარი დაუჭირა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის რუსეთის მიერ დე ფაქტო „ოკუპაციად" აღწერას. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1038 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

დღევანდელ პრესაში კვლავინდებურად აქტუალურია მსჯელობა თემაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ბევრს ამაზე დღეს ”რეზონანსი” წერს. მოწინავე სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”თქვა თუ არა ოპოზიციამ რუსული სცენარით საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე უარი”, ძირითადად, განხილულია რუსული გამოცემა ”კომერსანტის” სტატია, სადაც სწორედ ამ თემაზე მსჯელობენ.

გაზეთი აქვეყნებს კახა კუკავას კომენტარს: ”თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩვენი დახმარებით საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს,მაშინ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან და არა კომენტარები აკეთონ."

”რეზონანსივე” წერს, რომ რუსეთისგან პროვოკაციას სტეფანწმინდაში ელოდებიან. აქაურების განწყობაზე სტეფანწმინდელი ზაზა წიკლაური ლაპარაკობს, რომელიც ამბობს, წინასაარჩევნოდ რუსებს ანტირუსული განწყობის გაღვივება ხელს არ აძლევთ და ამიტომაც არიან გაჩერებულნი. აი, მერე რა იქნება, ამაზე უნდა ვიფიქროთო.

”ალია” დაწვრილებით მიმოიხილავს ინციდენტს, რომელიც, მისი ცნობით, კლუბ ”ქალაქურში” მოხდა და რომელში ჩართულ ახალგაზრდასაც გაზეთი ერეკლე კოდუას მეჯვარედ მოიხსენიებს. ჟურნალისტი წერს, ჩხუბი უბრალო ხულიგნობა იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ დაცვამ, რომელსაც კოდუას სახელი უხსენეს, პოლიცია არ გამოიძახა.

ეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მოჩხუბარს იარაღი ჰქონდა, თუმცა კი ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

 პარიზში მუზეუმიდან მოიპარეს ხუთი ნახატი, რომელთა ღირებულებაც, პოლიციის განცხადებით, ნახევარ მილიარდ ევროს აღწევს. მოპარულ ნახატებს შორის არის პაბლო პიკასოსა და ანრი მატისის ნამუშევრები.

პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან მათი გაუჩინარების შესახებ დღეს შეატყობინეს პოლიციას. გამომძიებლების განცხადებით, მუზეუმის სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა ერთადერთი ნიღბიანი მამაკაცი, რომელმაც მუზეუმში ფანჯრიდან შეაღწია და ნახატების წაღება მოახერხა.        

Category: სტატიები | Views: 1083 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ევროპის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საქმეში. რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, დადასტურებულია საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, რისი პატივისცემისაკენაც ევროპის პარლამენტის წევრები რუსეთსაც მოუწოდებენ.

ტექსტში დადებითი შეფასებაა გამოთქმული ჰაიდი ტალიავინის ანგარიშის მისამართით და გამოთქმულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი მხარდაჭერა. ევროპის პარლამენტი სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოებისაკენ მოწოდებით გამოდის, ამასთან, რუსეთსა და სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო მისიის დაბრკოლება.

რეზოლუციაში კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თითქმის ერთხმად უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით გამოცხადებას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას, როგორც საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნაბიჯს.

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სამოქმედო სტრატეგიის საკითხებზე ანგარიში სამხრეთ კავკასიის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1101 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

თუ ფიქრობთ, რომ PR სჭირდებათ მარტო პოლიტიკოსებს ან ბიზნესმენებს, ცდებით. ხელოვნებასაც არანაკლებ სჭირდება PR-ის დახმარება, ვიდრე სხვა რომელიმე საქონელს. სხვაგვარად მოწოდება: ,,სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს'', არასოდეს იმოქმედებდა. იმას, ვინც ლამაზია, უბრალოდ ვერავინ შეამჩნევდა.

მაგალითად, მოვიყვანოთ ამერიკული ბალეტი. ამერიკელები მრავალი წელი ფიქრობდნენ, რომ ბალეტი ცოტას თუ დააინტერესებდა. გარდა ამისა, იყო მოსაზრება, რომ მამაკაცები არ არიან კარგი მოცეკვავეები, ამასთანავე აკლიათ პლასტიკურობა.

ამერიკაში ბალეტის მცირერიცხოვანმა მოყვარულებმაც ძალიან ცოტა რამ იცოდნენ ამ ლამაზი ხელოვნების შესახებ _ მათ არ შეეძლოთ მოეყოლათ ბალეტის ისტორიაზე, ვერც ბალეტის სკოლებსა და გამოჩენილ მოღვაწეებზე ვერაფერს იტყოდნენ.

ედვარდ ბერნაისმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ფაბლისიტის გაკეთება რუსულ-ამერიკული საბალეტო სკოლის დიაგილევის ტურის შესახებ, აღიარა, რომ თვითონაც არაფერი იცოდა იმ საქმის თაობაზე, რომელსაც ხელი მოჰკიდა.

ბერნაისმა დაიწყო ბალეტის პოპულარიზაცია ოთხგვერდიანი საინფორმაციო ბიულეტენების შედგენით, სადაც მოცეკვავეების სურათები და კომპოზიტორებზე ინფორმაცია იყო დაბეჭდილი.

,,ქალთა ფურცლების’’ განყოფილებამ, რომელშიც ლაპარაკია კოსტიუმებზე, დიზაინსა და ქსოვილზე, მკითხველის განსაკუთრებული ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1023 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

90-იანი წლების შუა ხანებში ლუვრის მუზეუმში - ამ მსოფლიო კულტურის წმინდა ადგილას - მოეწყო გამოფენა, რომლის ძირითადი ექსპოზიცია იყო ,,კოკა-კოლა’’-ს რეკლამის რეტროსპექტივა. გამოფენას ერქვა: ,,კოკა-კოლა: ხელოვნება თუ რეკლამა?’’ მან ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მიიღო.

სარეკლამო ნიმუშების შერჩევა გათვლილი იყო PR-ის კუთხით. ,,კოკა-კოლამ’’ შესვლის ნება მიიღო წმინდა ლუვრის დარბაზში, ამით მას უფლება ენიჭებოდა გამხდარიყო თანამედროვე მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო.

უკვე დიდი ხანია ეს გლობალური ბრენდი გამოიყენება მრავალი მსოფლიო კულტურის შედევრების კონტექსტში. მაგალითად, ედუარდ მანეს ცნობილი ტილო ,,საუზმე ბალახზე’’(1863). ხოლო ცნობილმა მოსკოველმა მხატვარმა ბ. ჩაიკამ გამოუშვა პლაკატი, სადაც უცნაურად იყო პაროდირებული ,,კოკა-კოლას’’ საფირმო სტილი.

მხატვარმა გამოიყენა ძველი საბჭოთა სტერეოტიპი, ლუდის მოყვარულები ყველგან ასეთ განცხადებას აწყდებოდნენ: ,,ლუდი არ არის’’.

Category: სტატიები | Views: 1054 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასმელად ითვლება MARTINI, რომელიც ეკუთვნის კომპანია Roustinc-ს, Johnnie Walker-თან, White Horse-სთან და Black & White-სთან ერთად. სავაჭრო ნიშანი MARTINI უკვე დიდი ხანია მოიცავს ალკოჰოლური სასმელების მთლიან ჯგუფს. MARTINI ცნობილია გასული საუკუნის 20-იან წლებიდან.

მაშინ ეს ნიშანი ეკუთვნოდა კომპანია Martini & Rossi-ის, რომელმაც დაიწყო საზღვარგარეთის ბაზარზე დამკვიდრება. MARTINI-ს წინ წაწევაში მონაწილეობას იღებდნენ პოპ-ვარსკვლავები, კინოს ვარსკვლავები და სხვა ცნობილი ადამიანები.

ფრენკ სინატრა მღეროდა, რომ ,,MARTINI-THE RIGHT ONE’’. ჟან გაბენმა და ანი ჟირარდომ დიდი წვლილი შეიტანეს ამ პოპულარული სასმელის სახელის მოხვეჭაში. MARTINI-ს PR-ში მონაწილეობდა აგრეთვე დირიჟორი ჰერბერტ კარაიანი.

MARTINI-ს სიმამაცე ჯეიმს ბონდმა მიანიჭა შონ კონერის ბაგეებით, რომელიც ეკრანიდან მაყურებელს ურჩევს: ,,ავურიოთ, მაგრამ არ შევანჯღრიოთ’’.

სწორედ, დაუბერებელ და მრავალსახიან ჯეიმს ბონდს არაერთხელ მოუხდა სხვადასხვა ბრენდი გადაერჩინა. მაგალითად, ბოლო ფილმში, რომელიც ახლახან გამოვიდა ეკრანზე, აგენტ 007-ის მეგობარი გოგო კოსმეტიკური ბრენდის Revlon-ის წინ წაწევას ემსახურება.

Revlon-მა, რომლის ტუჩის საცხის სეგმენტი ძალიან შეავიწრო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

იაპონური ხელოვნების უნიკალური კოლექცია მოსკოვში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საზოგადოების ქონებად იქცა.

ეს მოხდა ერთ-ერთი მსხვილი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის JTI-ის სპონსორობის მეშვეობით, რომელმაც პუშკინის მუზემისთვის გამოყო 70 ათასი დოლარი, რათა შეენარჩუნებინა და მხარი დაეჭირა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი იაპონური ხელოვნების კოლექციიისათვის.

ამ თანხის ნაწილიდან შეიქმნა ელექტრონული ბაზა და იაპონური გრავიურის რეპროდუქციების კატალოგი მუზეუმის კრებულიდან.

ახლა უკვე იაპონური ხელოვნების კოლექციის ნახვა შეიძლება როგორც ალბომში, კარგი პოლიგრაფიული ხარისხით, ისე კომპიუტერშიც.

ასევე სპეციალურად გამოვიდა CD-ROM-ი, რომელზეც სავსებით ნებადართულად, ჩაწერილია საუკეთესო და ყველაზე იშვიათი ნამუშევრები. ამის გარდა, პროექტის ჩარჩოებში დამთავრებულია მუშაობა ფილმზე ,,იაპონური კლასიკური გრავიურა მე-18-19 საუკუნეების’’.

ფილმი მოგვითხრობს მუზემის იაპონურ კოლექციაზე. ,,იაპონური პროექტი’’, შეთავსებით მაღალ ტექნოლოგიებთან და ტრადიციებთან, გვევლინება სპონსორულ აქციის გაგრძელებად, რითაც აღინიშნება თითქმის 10 წლიანი არსებობა JTINTERNACIONAL-ის რუსეთში.

ასეთი სპონსორობა მუშაობს მთლიანად იაპონიის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1090 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

გულ-სისხლძარღვთა დაავადება სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია ამერიკაში. 97-იანი წლების დასასრულს თითქმის 100 მილიონი ამერიკელის ქოლესტერინის მაჩვენებული ნორმას აჭარბებდა.

მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები ვერ ახდენდნენ სათანადო ზეგავლენას; უფროსი ადამიანების 90%-მა არ იცოდა, რომ ეგრეთ წოდებული ''ცუდი ქოლესტერინის'' კონტროლირება წარმოადგენს გულის დაავადებების რისკის შემცირების გასაღებს. ამიტომ ორმა წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ (ParkeDavis-მა და Pfizer-მა), გულის დაავადებასთან ბრძოლის ამერიკულ ასოციაციასთან ერთად, გადაწყვიტა სპეციალური აქციების სერიის ჩატარება, სახელწოდებით ''სრული სიმართლე ქოლესტერინის შესახებ''.

`ქოლესტერინის დიდი რაოდენობა _ ძირითადი მიზეზი გულის დაავადებების, რომლებიც წარმოადგენს ძირითად სასიკვდილო მიზეზს ამერიკაში~ _ ასეთი იყო განცხადების მთავარი აზრი საზოგადოებისთვის. გადაწყვეტილი იყო ამერიკელების არა მარტო `განათლება~, არამედ მათი გამოკვლევა. აქციამ სტარტი 1998 წელს ვაშინგტონში აიღო.

პრესკონფერენციის შემდეგ ყველა მსურველს შეეძლო გაევლო უფასო გამოკვლევა პირდაპირ მდელოზე, ვაშინგტონის ძეგლთან, ქოლესტერინის შემცველობის გამოსავლენად. ვისაც ნორმაზე მეტი ჰქონდა, ექიმებთან მისვლის ძლიერი მოტივაცია უჩნდებოდა. შემდეგ 29 რეგიონალური აქცია ჩატარდა ამერიკის ყველა დიდ ქალაქში, ასეთი სცენარით: • ქალაქის მერმა გამოაცხადა ერთი კონკრეტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1064 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

''მონიკა ლევინსკის საქმე'', ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის წინააღმდეგ, გვევლინება უპრეცედენტო PR მოვლენად. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ბრალს სდებდნენ მას ამორალურობასა და ზნედაცემულობაში და მიისწრაფვოდნენ, დაეწყოთ იმპიჩმენტის პროცედურა.

თეთრი სახლის PR სპეციალისტების ჯგუფმა მოახერხა, მიეღწია დადებითი შედეგებისთვის ამ საქმეზე მუშაობისას; მართლაცდა ყველაზე სკანდალური ფაქტისა ამერიკის პოლიტიკის ისტორიაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პიარისტების მითითებებმა სხვადასხვა რეიტინგის დროს, ამერიკელების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალზე საჩოთირო იყო და პრეზიდენტი სასამართლოშიც კი მიიყვანეს, რეიტინგი მაინც მაღალი იყო. ამას ხელი შეუწყო ეკონომიკურმა სიტუაციამ ქვეყანაში. ''ეკონომიკა უპირველესად''– სწორედ, ამ ფაქტორმა განაპირობა კლინტონის წინააღმდეგ იურიდიული კოლიზიის წარმატებული განვითარების შეჩერება.

რეიტინგების მოხერხებულმა გამოყენებამ მტკივნეული დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს, თითქოს სუნთქვას უხშობდა მოიერიშე მხარეს. ეს ბოლოს და ბოლოს აისახა საბოლოო არჩევნების შედეგებზე კონგრესში.

რაც შეეხება ფართო მოსახლეობის აზრს, სკანდალის პიკის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა. რა თქმა უნდა, პიარისტების გარეშე – არა. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1080 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

''მწვანეთა მოძრაობის'' PR-ის სპეციალისტთა ფანტაზია უსაზღვროდ მდიდარია. რას აღარ მიმართეს ბუნების დამცველებმა, რათა მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება! ჯაჭვით იბამდნენ თავს ნავთობის ანძებზე, წვებოდნენ ლიანდაგებზე, ხატავდნენ პლაკატებს ზვიგენების გადარჩენის მიზნით.

თუმცა ეკოლოგების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ორიგინალურობით გამოირჩევა კალიფორნიაში ტყის გაკაფვის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. ეს აქცია აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური და, ამავდროულად, ყველაზე მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც კი ოდესმე მოუწყვიათ ''მწვანეებს''.

მუშებთან, რომელთაც უნდა მოეჭრათ ხეები, მივიდა 9 ქალი. მათ მიმართეს მუშებს თხოვნით, ''არ მოეკლათ ხეები''. მაგრამ ეს არ იყო უბრალო თხოვნა! ქალებმა გაიხადეს მაისურები, ისინი ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ამბობდნენ ლექსებს, ხოლო ერთ-ერთმა დაიჩოქა და მიწას კოცნა დაუწყო. შოუ ორ საათს გაგრძელდა.

ამის გამო მიმდებარე ტრასაზე შეიქმნა საავტომობილო საცობი, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს გაუჭირდათ არათუ აქციის მონაწილე მშვენიერ ქალთა დაპატიმრება, არამედ დემონსტრაციის შეწყვეტის მოთხოვნაც კი.

ყველაზე საოცარი იყო არა ქალთა ან პოლიციელთა ქმედება, არამედ ხის მჭრელების რეაქცია, რომლებმაც ყურად იღეს ნახევრად შიშველი ქალღმერთების თხოვნა და შეწყვიტეს თავია ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1298 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ძალიან იშვიათად და ძალიან გვიან რეაგირებდა შექმნილ კრიზისზე სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Dow corning მიჩიგანის შტატიდან.

კრიზისი დაიწყო 1990 წლის დეკემბერში, როდესაც CBS-ის წამყვანმა კონი ჩანგმა თავის ტელეგადაცემაში აჩვენა ინტერვიუთა სერია, სადაც შეშინებული ქალბატონები საუბრობდნენ Dow corning-ის მიერ წარმოებული სარძევე ჯირკვლის იმპლანტანტების მოხმარებით გამოწვეული იმუნოსისტემის დაავადებების შესახებ.

ამ ქმედების პასუხად Dow corning-მა შექმნა 30 წამიანი რგოლები, სადაც იმავე იმპლანტანტების შესახებ პოზიტიური რეცენზიები იქნა გაჟღერებული. მან შეისყიდა CBS-ის სადგურების საეთერო დრო, რათა კონი ჩანგის განმეორებითი გადაცემის შემდეგ დაწყებულიყო მომზადებული რგოლების მასობრივი ტრანსლაცია.

თუმცა CBS-მა ბოლო მომენტში უარი განაცხადა რგოლის ტრანსლაციაზე. გადაცემის განმეორებით ჩვენების შემდეგ კრიზისი გაღრმავდა. კონგრესში მოეწყო საჯარო განხილვები, შეიქმნა დაზარალებული ქალბატონებისაგან შემდგარი საზოგადოებრივი ჯგუფი. თემა აქტიურად მუსირებდა მასმედიაშიც.

სან-ფრანცისკოს სასამართლომ Dow corning -ს დააკისრა 7 მილიონი დოლარის გადახდა დაზარალებული ქალბატონების სასარგებლოდ, ხოლო 1992 წელს, კვებისა და მედიკამენტების კონტროლის სააგენტომ, (FDA) აკრძალა სარძევე ჯირკვლის იმპლანტანტების წარმოება; მათი გამოყენება დაშვებულ იქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 965 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ომამდელ პერიოდში სიგარეტ ,,მალბოროს''რეკლამირებას ქალები ახდენდნენ. ეს ერთგვარად ესადაგებოდა ემანსიპაციის პროცესს, თანაც ითვლებოდა, რომ ქალი მიიზიდავდა სიგარეტის ძირითად მომხმარებლებს – მამაკაცებს. მწეველი ქალბატონები სარეკლამო მაკეტებზე ინარჩუნებდნენ ქალურობასა და მომხიბვლელობას.

მაგრამ 50-იანი წლების დამდეგს მეცნიერებმა პირველად გამოაქვეყნეს კვლევები, რომლებიც მოწევას ფილტვის კიბოსთან აკავშირებდნენ. ეს ის სასიკვდილო დარტყმა იყო, რომელსაც თამბაქოს მწარმოებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ყველაზე მეტად უფილტრო სიგარეტის მწარმოებლები დაზარალდნენ. ფილტრიანი სიგარეტი მწეველთა მხრიდან აღიქმებოდა როგორც ნაკლებად მავნე, ამავდროულად გაბატონებული იყო აზრი, რომ ისინი ქალებისთვის იყო განკუთვნილი.


აკვნიდანვე კლიენტი.

ჭკვიან PR ტექნოლოგებს შეუძლიათ სამი წლის ბავშვი ბანკის კლიენტად აქციონ. ეს დაახლოებით ასე ხდება: საბავშვო ბაღში მიდის კეთილი ჯადოქარი. ის ბავშვებს ფერად საჩუქრებს ურიგებს, რომელთა შორის არის ყულაბაც.

ყულაბას თან ერთვის ბარათი მშობლების სახელზე, სადაც ნათქვამია, რომ მათი შვილის სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიში, რომელზეც უკვე დევს 5 მარკა. დანარჩენი დამოკიდებული ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 981 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები