ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 07

ჰერაკლეს კულტი გავრცელებული იყო როგორც საბერძნეთში, ასევე რომში. ჰერაკლე ითვლებოდა პალესტრების და გიმნაზიების მფარველად. სიკიონში გმირის პატივსაცემად იმართებოდა დღესასწაულები – ჰერაკლიები. მსგავსი დღესასწაულები აგრეთვე იმართებოდა თებეში, კოსოსზე და მენდოსზე. ჰერაკლეს წმინდა მცენარედ ითვლებოდა ოქროსფერი ალვის ხე, ზეთის ხილი და სურო. მასვე სწირავდნენ ცხელ სამკურნალო წყლებს.

როგორც ჩანს, ჰერაკლე თავდაპირველად დორიელთა გმირი იყო. როდესაც დორიელებმა პელოპონესი დაიპყრეს, იგი არგოსელი პერსევსის შთამომავლად გამოაცხადეს, რათა ომით მოპოვებული ქვეყანა თავიანთ კანონიერ სამფლობელოდ ჩაეთვალათ.

იტალიაში ჰერაკლეს კულტი ბერძენმა კოლონიზატორებმა შეიტანეს და ჰერკულესი უწოდეს. აგრეთვე გმირს მიაწერეს ახალი გმირობები, რომლებიც მან თითქოს იტალიაში ჩაიდინა. ჰერაკლემ აკრძალა ადამიანების მსხვერპლად შეწირვის საბინიური ჩვეულება. გაავრცელა ცეცხლთაყვანისმცემლობა. მრავალი რომაული პატრიციელთა გვარი ჰერაკლეს თავის წინაპრად მიიჩნევდა. ჰერაკლე შემდეგ მუზათა წინამძღოლადაც აღიარეს.

ხელოვნებაში ჰერაკლე უმეტესად გამოისახებოდა ბავშვად, რომელიც ახრჩობდა ჰერას მიერ მიგზავნილ გველებს. გამოისახებოდა აგრეთვე ძლიერ მამაკაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1034 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010


პირველად ევრისთევსმა ჰერაკლეს ნემეის ლომის მოკვლა დაავალა: მხეცის ტყავი მომართვიო საჩუქრად. ამ ძღვენის მირთმევა არ იყო იოლი. ეს მძვინვარე ლომი ცხოვრობდა პელოპონესში, კლეონესა და ნემეის ტყეებს შორის, არგოლიდის მიდამოებში.

ადამიანის იარაღი ამ ლომს ვერ მოწყლავდა. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ეს იყო ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი, ამ გველ–ქალისა, რომელმაც მრავალი სხვა ურჩხულიც შვა (სფინქსი, ქიმერა, ლერნეს ჰიდრა). სხვები ამტკიცებდნენ, მთვარიდან ჩამოვარდაო დედამიწაზე.

ამრიგად, ჰერაკლე ნემეის ლომთან შესაბმელად გაემგზავრა და კლეონეში ჩავიდა, სადაც ერთმა ღარიბმა დღიურმა მუშამ, სახელად მოლორქოსმა, მეგობრულად მიიღო. სწორედ იმ დროს ესტუმრა, როცა ეს ღარიბი კაცი ზევსისათვის სამსხვერპლო ხარის დაკვლას აპირებდა.

– კეთილო კაცო, – უთხრა ჰერაკლემ, – აცალე, იცოცხლოს ამ ხარმა კიდევ ოცდაათი დღე. თუ ამ დროში ნადირობიდან მშვიდობით დავბრუნდი, შწსწირე მხსნელ ზევსს, ხოლო თუ მე მომვკვდე, შემომწირე მე, როგორც უკვდავებაში გადასულ კაცს.

ასე დაარიგა და წავიდა. გვერდზე კაპარჭი ეკიდა, ცალ ხელში მშვილდი ეჭირა, მეორეში თავისი დიდი კომბალი, გარეული ზეთისხილისა, რაც ჰელიკონის მთებში ნახა და ძირფესვიანად მოგლიჯა. ნემეის ტყეში რომ შევიდა, ყოველ მხარეს თვალს აცეცებდა, რათა გაშმაგებული მხეცი დაენახა უმალ, ვიდრე ის თვითონ თვალს მოჰკრავდა.


შუადღე იყო. არც ლომი ჩანდა და არც მისი ბუნაგის გზა–ბილიკი, რომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1428 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

მოჩვენებანი განქარდნენ და ჰერაკლე ისევ მარტო დარჩა. უკევ მტკიცედ გადაწყვიტა, სათნოების მძიმე გზას დავადგებიო. მალე კიდევაც მიეცა შემთხვევა, რაიმე კეთილი საქმე ჩაედინა.

საბერძნეთში იმ დროს ჯერაც მრავლად იყო უსიერი ტყეები და გაუვალი ჭაობები, სავსე მრისხანე ლომებით, მძვინვარე ტახებითა და სხვა საშინელი არსებებით.

ქვეყნის განთავისუფლება ძალუმი მხეცებისა და უნდო ყაჩაღებისაგან, რომლებიც მგზავრებს უდაბურ ადგილებში უსაფრთებოდნენ, ძველი გმირების უდიდესი დამსახურება იყო.

ჰერაკლეც ამ საქმისათვის იყო მოწოდებული. თავისიანებთან დაბრუნებულმა მალე შეიტყო, რომ კითერონის მთის კალთებზე, სადაც მეფე ამფიტრიონის ჯოგები ბალახობდნენ, ერთი საშინელი ლომი გამოჩენილა და თავისი მძვინვარებით მწყემსებს თავზარსა სცემდა. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ახალგაზრდა გმირი იქით გაეშურა, მთას მიადგა შეიარაღებული, უღრან ტყეში შევიდა, ლომი იპოვნა, დაახრჩო, ტყავი ტანზე მოისხა და პირღია მუზარადის მაგიერ დაიდგა თავზე. ლომის ტყავი ამის შემდეგ ჰერაკლეს განუშორებელი ატრიბუტი გახდა.

როცა ამ ნადირობიდან ბრუნდებოდა, გზაში შემოეყარა მინიელთა მეფის ერგინეს მსახურთა რაზმი. ეს მეფე ყოველწლიურად მძიმე და სამარცხვინო ხარკს ახდევინებდა თებელებს სრულიად უსამართლოდ, და მისი კაცები ამ ხარკის ასაკრეფად მიდიოდნენ.

ჰერაკლეს სათნოების ქალღმერთის დავალებით თავი უკვე სიკეთის ქომაგად მიაჩნდა და დაუყოვნებლივ შეება ელჩებს, რომელთაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1232 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

ჰერაკლე (ბერძნ. Ηρακλής, ლათ. Herculēs) -- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირი. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.

ახალშობილი ჰერაკლე.


ძველბერძნულ ტრაგედიებზე დაყრდნობით ჰერაკლე იყო ზევსისა და მოკვდავი ქალი - ალკმენეს შვილი; ალკმენე პერსევსის შვილიშვილი იყო, ამფიტრიონის მეუღლე. ამ ქალის სილამაზეს ზევსი იმდენად მოუხიბლავს, რომ როცა ამფიტრიონი ტაფიებს ებრძოდა, მისი სახე მიიღო, ალკმენეს ესტუმრა და მასთან რამდენიმე საათი დაჰყო.

ამ კავშირის შედეგად იშვა ჰერაკლე. თვით ამფიტრიონიც პერსევსის შვილიშვილი იყო, ტორინთოს მეფე, მაგრამ თავისი ბიძა შემოაკვდა, მიკენის მეფე ელექტრიონი, რის გამოც ალკმენესთან ერთად თებეში გაქცევა მოუხდა, სადაც მეფე კრეონტის სასახლეს შეაფარა თავი.

ვიდრე ჰერაკლე დაიბადებოდა, ღმერთების კრებაზე ზევსმა დაიტრაბახა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადება, ყველა მეზობელი ქვეყნის მბრძანებელი შეიქმნებაო, ძველი გმირის ყველა სხვა შთამომავალზე აღმატებული. ცხადია, ზევსი ჰერაკლეს გულისხმობდა, რადგან ალკმენე მისგან ფეხმძიმედ იყო.


... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1203 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

იასონს ყლაპავს საწმისის დარაჯი ურჩხული. ათენა, ბუთი ხელში, დასახმარებლად მოევლინა

მას.


მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. იასონი მიხვდა, რომ ქალწული ღვთის მოვლენილი გრძნობით იყო შეძრული და ალერსიანი სიტყვებით შეეცადა აეხსნა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოლხი ასულისგან დახმარება. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა თუ როგორ უნდა მოეხმარა.

ქალის სილამაზემ და მისადმი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღეძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა იგი მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა.

იასონს ყლაპავს საწმისის დარაჯი ურჩხული. ათენა, ბუთი ხელში, დასახმარებლად მოევლინა მას.

იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. მან აიღო აიეტისაგან გველეშაპის კბილები დასათესად და შუა ღამით თაფლის ზედაშე დაუქცია ჰეკატეს. ქალღმერთმა ისმინა ვედრება. დილით ადრე წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გასცურეს არგოთი არესის ველისაკენ.

აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, თვალი მოავლოხოდაბუნს, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისთან და ანდამა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1398 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

ფრიქსე და ჰელე.

ორქომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს - ფრიქსესა და ჰელეს - დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როცა ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა.

ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

არგონავტების შეკრება.


იოლკოსის მეფე კრეთევსმა ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1384 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

არგონავტები (ძვ.-ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა.

არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ.

აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში" პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა" და „ოდისეა", პინდარეს „IV პითიური ეპინიკი", ევ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1428 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

აქილევსი (ბერძნ. Αχιλλεύς) ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის ილიადის ერთ-ერთი ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი. ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე – პელევსის და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი.

იმისათვის, რომ აქილევსი უკვდავი გაეხადა, თეტიდა მას დღისით ამბროსიაში აბანავებდა, ღამ–ღამობით კი ცეცხლის ალით რუჯავდა. ერთხელ ეს შენიშნა პელევსმა და შეშინებულმა ბავშვი ცეცხლიდან გამოაყვანინა. ამის გამო თეტიდამ პელევსი მიატოვა. სხვა მითის მიხედვით თეტიდა აქილევსს ბანდა სტიქსის წყლით, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება.

ცეცხლის ალისაგან თუ სტიქსის წყლისაგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას (ეს იყო აქილევსის სუსტი ადგილი). თეტიდას წასვლის შემდეგ პელევსმა აქილევსი კენტავრ ქირონს მისცა აღსაზრდელად. ქირონი აქილევსს ლომებისა და გარეული ტახების შიგნეულით კვებავდა. მან აქილევსს ექიმობა და სხვა საუცხოო ხელოვნებანი ასწავლა. მოხუცმა ფენიქსმა კი ლამაზი მეტყველება და ომის ხელოვნება.

აქილევსი იზრდებოდა თავის მეგობარ პატროკლესთან ერთად. როდესაც აქილევსს უთხრეს ხანგრძლივი და უსახელო სიცოცხლე ერჩია თუ მოკლე და სახელოვანი, აქილევსმა ეს უკანასკნელი აირჩია. აქილევსის სიამოვნებით დათანხმდა ტროას ომში მონაწილეობაზე, როდესაც მასთან ამის თაობაზე ნესტორი და ოდისევსი მივიდნენ.

თავის მასწავლებელ ფენიქსთან, პატროკლესა და მირმიდონელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1219 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმ.: Schloss Neuschwanstein) მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას "ზღაპრულ სასახლესაც"უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მისამართია გერმანიაში.

ისტორია.
სასახლის ადგილზე თავდაპირველად არსებობდა 2 ციხესიმაგრე: წინა და უკანა ჰოენშვანგაუ, რომლებიც ლუდვიგ II-ის მეფობის დროისათვის მხოლოდ ნანგრევების სახით იყვნენ შემორჩენილი. ეს ნანგრევები სასახლის შენების დასაწყისისათვის მთლიანად იქნა აღებული. დღევანდელი ჰოენშვანგაუს სასახლის ადგილზე არსებობდა ციხესიმაგრე "შვანშტაინი". ამ ორი ადგილის სახელები არეულ იქნა XIX საუკუნის დასაწყისში.

როგორც 1868 წლის 15 მაიის რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილი წერილიდან ირკვევა, ლუდვიგ II-ს ჩაფიქრებული ჰქონდა სასახლე აეშენებინა გერმანული რაინდული ციხესიმაგრეების სტილში. ნიმუშად მას ვარტბურგის ციხესიამგრე მიაჩნდა, რომლითაც ის მოიხიბლა 1867 წელს აიზენახში მოგზაუდობის დროს.

მას სურდა გერმანული შუა საუკუნეების სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის თქმულების ზღაპრული სასახლეების ელემენტების ერთმანეთში შერწყმა. რაც მოახერხეს კიდეც არქი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები