სამშაბათი, 19.03.2024, 12:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 01
Category: ახალი ამბები | Views: 1054 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 კგ. შაქარი, 1,5 ჭიქა წყალი, 25 გრ. ჟელატინი, 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა, 0,5 ჩ.კ. სოდა, ხილის ესენცია.
მომზადების წესი:
1 ჭიქა წყალი და შაქარი ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, 15 წუთით დაალბეთ ჟელატინი. დაუმატეთ დარჩენილი წყალი, შეურიეთ ვანილს და თქვიფეთ მანამ, ვიდრე ქაფი არ წარმოიქმნება.

დაუმატეთ ლიმონმჟავა ან რომელიმე სახის ხილის ესენციის რამდენიმე წვეთი და განაგრძეთ თქვეფა.
ჩაასხით საკონდიტრო ტომსიკაში და დავსით სხვადასხვა ფორმის ზეფირი, აცადეთ გაშრობა და მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		
Category: გასართობი | Views: 976 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო, 1,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 4-5 კბილი ნიორი, სამ–სამი ძირი მწვანილი, წიწაკა, მარილი, ძმარი და ზაფრანა გემოვნებით.

 

 

მომზადების წესი:

გადაარჩიეთ ყვავილოვანი კომბოსტო, გარეცხეთ, მოათავსეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ, შემდეგ გადაწურეთ და გააცივეთ.

 

Category: გასართობი | Views: 1135 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011


გასპაჩო 
 

ინგრედიენტები:

• პომიდორი  - 1500 გრ
• ხახვი  - 1 თავი
• მარილი  - გემოვნებით
• პური  - 150 გრ (თეთრი)
• ბულგარული წიწაკა  - 2 ცალი (წითელი)
• ნიორი  - 2 კბილი
• ზეითუნის ზეთი  - 50 მლ.
• კიტრი  - 200 გრ.

Category: გასართობი | Views: 969 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ინგრედიენტები:   300 გრ.ცომი,
                                  200 გრ. მოხარშული ხორცი
                                  200 გრ. მოხარშული სოსისი
                                  100 გრ. ტომატი
                                  100 გრ. გახეხილი ყველი
                                  3 ს/კ. ზეითუნის ზეთი
                          &nb ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 937 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრ. ფქვილი, 
10 გრ. საფუარი, 
100 გრ. რძე, 
1/2 ჩ/კ შაქარი, 
1/2 ჩ/კ მარილი, 
1 ც. მოხარშული ქათამი, 
3-4 ც. პომიდორი, 
2 ც. სტაფილო, 
1/2 თავი ხახვი, 
50 გრ. კარაქი, 
50 გრ. გახეხილი ყველი, 
120 გრ. მაიონეზი, 
2-3 კბილი ნიორი
1 ც. ტკბილი წიწაკა, კამა, ოხრახუში.

მომზადების წესი:

მოამზადეთ ცომი* და გააბრტყელეთ მრგვლად. დაჭერით ხახვი და სტაფილო, მოდაღეთ კარაქში და დადეთ ცომზე. ქათამს მოაშორეთ ძვლები, დაჭერით წვრილად და დაალაგეთ პიცაზე, ზემოდან დააწყვეთ პომიდორის და წიწაკის ნაჭრები. აურიეთ დაჭრილი ნიორი მაიონეზს და წაუსვით პიცას, ზემოდან მოაყარეთ დახეხილი ყველი. გამოაცხვეთ გახურებულ ჰაერღუმელში 20 წუთის განმავლობაში. მზა პიცა გააფორმეთ მწვანილით.

* ცომი საფუარით:

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
750 გრ ფქვილი, 60 გრ. შაქარი, 70 გრ. კარაქი ან მარგარინი, 2 ც. კვერცხი, 30 გრ. დაპრესილი საფუარი, 200 გრ. წყალი ან რძე, 10 გრ. მარილი.

1 კგ. მზა ცომის მომზადების წესი:
საფუარიანი ცომი მზადდება 2 ხერხხით – ერთისთვის წინასწარ ამზადებენ საფუარს, მერეს კი საფუარის წინასწარი მომზადებისგარეშე ზილავენ. პირველი ვარიანტისთვის 40 °С –მდე შემთბარ რძეს ან წყალს დაუმატეთ წყალში ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 990 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

კარაქი ან მარგარინი – 150 გრ.
შაქარი – 150 გრ. 
რძე – 100 მლ. 
კაკაო – 5 ს.კ.  
კვერცხი – 2 ც. 
გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით – 1 ჩ.კ. 
ფქვილი – 200-250 გრ.

კრემისთვის: 
არაჟანი – 5 ს.კ. 
კაკაო – 4 ს.კ.
შაქარი – 4 ს.კ. 
კარაქი – 4 ს.კ.

სურვილის შემთხვევაში: თხილი, საკონდიტრო მოსართავი.

მომზადების წესი:

ცომისთვის: ქვაბში აურიეთ კარაქი, კაკაო, შაქარი, რძე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. გააგრილეთ და შეურიეთ კვერცხი, ამოურიეთ. დაუმატეთ გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით და ფქვილი, მოზილეთ ფაფუკი ცომი.

ფორმებს გამოუსვით ზეთი და 2/3 ამოავსეთ ცომით. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ჰაერღუმელში, 20-25 წუთით.

კრემისთვის: ქვაბში ამოურიეთ არაჟანი, კაკაო, შაქარი, კარაქი. შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ. გაციებულ კექსზე გადაუსვით ცივი კრემი. სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ დამტვრეული თხილი ან საკონდიტრო მოსართავი. ცხვება 12 ცალი პატარა კექსუნა.

Category: გასართობი | Views: 999 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

1 კვერცხი + 1 ჩაის ჭიქა შაქრია ფხვნიილი = გოგლი მოგლი
+ 2 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი + 2 სუფრრის კოვზი რძის ფხვნილი
+ 2  სუფრის კოვზი (არასავსე) პურის ფქვილი+ 2 სუფრის კოვზი კაკაო + 
ვანილი + (სურვილის მიხედვით რომი ან კონიაკი)  + 1 ჩ/ჭიქა წყალი

კარგად გავთქვიფოთ  დავდგათ ცეცხლზე და ერთი წამოვადუღოთ, ჩავასხათ 
 ჭიქებში და მივირთვათ ცხელი.


Category: გასართობი | Views: 1003 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

 როგორ დავიცვა თავი არასასურვრლი ორსულობისგან ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ შემექმნას? ეს კითხვა, ყველას თუ არა ყველა მეორე ქალს აწუხებს. ისეთი მოდური ტენდენციაც კი, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მართალია, ჩასახვის საწინააღმდეგო ბევრი საშუალება  არსებობს, მაგრამ  შერჩევა არცთუისე იოლია. შიძლება ითქვას, ყველაზე გავრცელებული  მაინც აბებია. თუმცა მათი გამოყენება  სპეციალისტის დანიშნულების გარეშე ნამდვილად არ არის საურველი. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება, ვაკის რაიონის სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ქალთა განყოფილების და გინეკოლოგიური კლინიკის „გინექსის" ექიმი მეან-გინეკოლოგი ირმა ქართველიშვილი.

- რა  არის ჰორმონალური კონტრაცეფცია? რამდენად ეფექტურია?
- ჰორმონალური  კონტრაცეფცია, ეს არის ორალური ჰორმონალური  საშუალება აბების სახით. მისი მიზანია ქალი დაიცვას არასასურველი ორსულობოსგან. ეფექტურობა 99%. 1% იმის  შანსი, რომ ქალი დაფეხმძიმდება, ისიც იმ  შემთხვევაშია დასაშვები თუ  აბის ჩაგდება მოხდება. კონტრაცეპტივის დანიშნულებაა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, იაფი და ადვილად მოსახმარი.

 -აუცილებელია თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ექიმმა დანიშნოს და რამდენად უსაფრთხოა ის?
 -აუცილებელია ჰორმონალური კონტრაცეფტივის  შერჩევა მოხდეს ექიმის& ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1304 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

აღიარეთ: რა დროსა და ენერგიასაც ვარჯიშის საბაბთა მოგონებისა და განმტკიცებისთვის ხარჯავთ, ევერესტის თუ არა, ერთი-ორი სპორტული დარბაზის დალაშქვრას ნამდვილად ეყოფოდა.

სად მცალია!
გაგიკვირდებათ და დროის დეფიციტი ხშირად მხოლოდ ილუზიაა. მსოფლიოში ყველაზე მოუცლელი ხალხი – პოლიტიკოსები, ბიზნესის გიგანტები, საქმიანი ქალბატონები, თავიანთი უაღრესად დატვირთული განრიგის მიუხედავად, სპორტისთვის კვირაში რამდენიმე საათის პოვნას მაინც ახერხებენ, თანაც – უფრო ადვილად ვიდრე უბრალო მოკვდავნი. წარმატების მისაღწევად მათ დროის სწორი დაგეგმვა და გადანაწილება ადრევე ისწავლეს და ეს უკვე ჩვევად აქვთ ქცეული.

ქანცის გასაწყვეტად სამსახურიც (საოჯახო საქმეებიც) მყოფნის
დაძაბული დღის ბოლოს სრული გამოფიტვის შეგრძნება ბევრისთვის ნაცნობია, ამ ფონზე კი მეგობრების მონათხრობი, რეგულარულად და, რაც მთავარია, სიამოვნებით რომ ვარჯიშობენ, მწარე დაცინვად გეჩვენებათ. სად ვიპოვოთ ძალა და ენერგია ჰანტელებით საბურთაოდ, როცა მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაც კი კატასტროფულად არ გვყოფნის?

რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ჰანტელებით ბურთაობა აგავსებთ ახალი ძალით. ჯერ ერთი, ფიტნესი საქმიანობის შეცვლაა, რაც თავისთავად დასვენებას წარმოადგენს, მეორე – ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმში ქიმიური რეაქციების მთელ ჯაჭვს ააქტიურებს: ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, სისხლში გან ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 987 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

თავმომწონე ქალბატონი, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, დიდი სიამოვნებით მოამტვრევდა ისრებს ყველა საათს და დროს გააჩერებდა. ამგვარი  ნათელი აზრები არა მარტო ქალბატონებს, მამაკაცებსაც ებადებათ – როგორც ჩანს, არც მათ სიამოვნებთ ჭკნობაშეპარული დიაცების ცქერა. სწორედ ქალის სილამაზეზე მზრუნველმა მამრებმა გამოიგონეს ისეთი "სასწაულები”, როგორიცაა ბოტოქსის ინექციები, მეზოთერაპია, პილინგი (ჩვენებურად – ხეხვა-ხვეწა), ფოტოგაახალგაზრდავება და ა.შ., დანაოჭებული კანის გასასწორებლად კი ათასგვარი კრემი, შრატი თუ ჟელე შექმნეს.

სპეციალისტებმა, რომლებიც მრავალი წელია თვალს ადევნებენ დედამიწის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ქალბატონების დაბერების პროცესს, დაასკვნეს, ყველაზე ადრე კავკასიელი დიაცები ბერდებიან. ყველაზე უკეთ დროს თურმე მონგოლოიდური რასის ქალბატონები უძლებენ. დიდად არც ევროპელ ქალებს გაუმართლათ, თუმცა კანიც არის და კანიც: მოგრძო სახის, გამხდარი ევროპელები გაცილებით ადრე ბერდებიან, ვიდრე მრგვალი, სავსე სახისანი. სამაგიეროდ, პლასტიკური ოპერაციის გაკეთება გამხდარი პირისახის ქალებისთვის უფრო იოლი ყოფილა, რადგან მათ კანქვეშა ცხიმი მეტად თხელი აქვთ.

თუკი ქალს (განურჩევლად იმისა, ფითქინა შვედია თუ შოკოლადისფერი ალჟირელი) წარბები წამწამების კიდიდან 2 სმ-ით (ან მეტით) დაბლა აქვს, ისინი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიწევს და გამოხედვაც უფრო მალე შეიცვლება. გარდა ამისა, დაბერების ინტენსივობა დამოკი ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1048 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

იმ დროიდან, რაც ჩვენს ცხოვრებაში მისი უდიდებულესობა მოდა შემოვიდა, ბევრს ებადება კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია - ზედმიწევნით იცავდე მოდის ტენდენციებს თუ საკუთარი სტილს ქმნიდე? საქმის მცოდნე ხალხი ირწმუნება, რომ ჩვენს ხელთაა მსოფლიო პოდიუმების სიახლეების და ინდივიდუალური სტილის შერწყმის საქმე და რომ ამისთვის მარტივი წესების დაცვაა საჭირო. მათგან მთავარია - სტილი საკუთარი თავის, ხასიათის გაგრძელებად აქციო. ლეგენდარული კოკო შანელი ამბობდა: მოდა მიდის, სტილი კი რჩებაო. ინდივიდუალური სტილი ადამიანს საკუთარი თავის რწმენას მატებს, საკუთარ განუმეორებლობას აცნობიერებინებს.

სტილისტები, პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი ფერთა გამის განსაზღვრას გვირჩევენ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ფერს  ბევრი განსხვავებული ტონი აქვს. ამიტომ, თუ სეზონისთვის მოდური ლურჯი არ მოგიხდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაჭრით უნდა უარყოთ ღრმა ინდიგოს ფერი კაბა, რომელიც ასე ძალიან მოგეწონათ.

შეარჩიეთ ერთმანეთის შესაფერისი სამოსი და ნუ დაივიწყებთ ლამაზ აქსესუარებს. უნდა მიხვდეთ, რაში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად. ნუ უღალატებთ თქვენს გემოვნებას და არც ექსპერიმენტის შეგეშინდეთ. მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიაცია და კომბინაცია. არასტანდარტული შეთავსება უფრო მკვეთრად ასახავს თქვენს ნოვატორულ, შემოქმედებით მიდგომას. გაიხსენეთ, ვიღაცამ ხომ გარისკა ერთხელ, როცა ჯინსები პირველად ჩაიცვა საქმიან პიჯაკთან?!

იმაზე, ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1082 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. რომ არ გამოშრეს, საჭიროა მისი კვება. თუ ძალიან დაკავებული ბრძანდებით და კოსმეტოლოგიურ კაბინეტისთვის არ გცალიათ, ფარხმალს ნუ დაყრით. ჩვენ გთავაზობთ  ნიღბებს, რომელთა მომზადება სახლის პირობებშიც შეგეძლებათ.

ნიღაბი მშრალი კანისთვის:
2 ჩ/კ ხილის წვენი (ვაშლი, ლიმონი, გრეიფუტი) 
ნახევარი კვერცხის გული
2ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო 
1ჩ/კ მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით  ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი. 

 

 

ნიღაბი ნორმალური კანისთვის:  
1ცალი - კვერცხის გული
1ჩ/კ – გლიცერინი
1ცალი გახეხილი ვაშლი

ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით  ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი.  
     
კეფირის ნიღაბი ნორმალური კანისთვის:
1ს/კ კეფირი 
1ს/კ გერკულესი
 
ინგრედიენტები აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით  ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი. 

კეფირის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის:
1ს/კ-კეფირი
1ს/კ-ხაჭო< ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1021 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

დიეტა მარტივია გასაგებადაც და შესასრულებლადაც. ერთი კვირის მანძილზე მიირთმევთ მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებიც სიაშია.

 პირობა ერთადერთია: ათივე პუნქტი თქვენს რაციონში ყოველ დღე უნდა იყოს . ამოწერე ან ამობეჭდე ეს ტოპ-ათეული და გამოსაჩენ ადგილას დაკიდე:

• ქათმის ხორცო (თეთრი) 
 კვერცხი
 კეფირი
 პომიდორი 
 კიტრი
 ყაბახი 
 კომბოსტო (თეთრი და ფერადი) 
 ბადრიჯანი
 სოკო 
 ვაშლი

 

გეგმა: კვირაში 2 კგ-ის დაკარგვა.
უპირატესობა: პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტაში შედის, ადვილად საშოვნია ზაფხულის პირზე.

სირთულე: დღეში კილოგრამ-ნახევრის ჭამა შეიძლება. სჯობს, ნაკლები, მაგრამ მეტი – არავითარ შემთხვევაში.

სიაში მითითებული პროდუქტების გარდა, შეიძლება თავს უფლება მისცეთ და მიირთვათ:

• ერთი ხახვი დღეში 
 ზეითუნის ზეთი - არა უმეტეს ერთი კოვზისა 
 შავი პური – ე ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 942 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ლიმონის წვენზე დაფუძნებული დიეტის ადეპტებად უკვე იქცნენ პენელოპა კრუზი, შარლიზ ტერონი და მადონა.

მთავარი პრინციპი ძალიან მარტივია: ყოველ დილით რამდენიმე ჭიქა ლიმონისწვნიანი თბილი წყალი უნდა დალიო. ერთ ჭიქა წყალს დასჭირდება 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. 

ექსპერტები ამ ხერხის ეფექტურობას ადასტურებენ. საიდუმლო იმაშია, რომ პატარა მჟავე ლიმონი საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე კეთილისმყოფლად მოქმედებს.

ლიმონის მჟავა კარგი სტიმულატორი გახდება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მთელი დღის განმავლობაში, ხოლო წყალი ზედმეტ ნივთიერებებს გამოიტანს.

გარდა ამისა, ლიმონის წვენი კუჭში მჟავიანობას ზრდის და ამით კალცის ათვისებას ეხმარება. კალცი კი, თავის მხრივ, უჯრედებში ცხიმს ჩაანაცვლებს.

ამგვარად, ფიზიკურ ვარჯიშთან და ჯანსაღ რაციონთან ერთად დილით მირთმეული ლიმონის წვენი უფრო დააჩქარებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.

იმასაც ამბობენ, რომ თუკი ლიმონის კანსაც შეჭამს ადამიანი, ეს 4 საათით დაახშობს შიმშილის გრძნობას. პეკტინს, რომელიც ლიმონის კანშია, ქსოვილური სტრუქტურა აქვს, კუჭში სქელ გელად გარდაიქმნება და ნაწლავის კედლებს ეკრობა და ცოტა ხნით ატყუებს ორგანიზმს.

რაც ყველაზე მთავარია! ლიმონის წვენი არაჩვეულებრივად მდიდარია  С ვიტამინით, ამიტომ შემოდგომასა და ზამთარში უბრალოდ აუცილებელია იმუნიტეტის ასამაღლებლად.

Category: გასართობი | Views: 1025 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი, მაგრამ უთუოდ სასარგებლო მონოდიეტა ორგანიზმისთვის.

ჩვეულებრივ ერთი დღე-ღამიდან 1 კვირამდე გრძელდება. ბოლო შემთხვევაში კეფირს ემატება სხვა კომპონენტებიც. მონოდიეტები კილოგრამების მოშორების ხერხი კი არა, ორგანიზმისთვის პოზიტიური სტრესია.

მოკლე დროით დაბალანსებული კვების არარსებობა ორგანიზმის მობილიზაციას იწვევს ნარჩენების, წიდების, ტოქსინებისა და ცოტაოდენი ცხიმისგან გასათავისუფლებლად.

გეგმა: 500-900 გრ. დღე-ღამეში, 1-3 კგ. რამდენიმედღიანი დიეტის შემდეგ. 

უპირატესობა: ნივთიერებათა ცვლის სტიმულირება, აჩქარებს ორგანიზმის ცხიმის მარაგის ხარჯვას.

სირთულე: წონის სერიოზული დანაკარგის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ. დიეტა, ძირითადად, გამოიყენება ორგანიზმის განსატვირთად. კეფირის დიეტის რამდენიმე დღის შემდეგ თავად კეფირი არაერთგვაროვან გრძნობას იწვევს.

მონოდიეტა: 2 ლ. ახალი კეფირი (შესაძლებელია დაბალი ცხიმიანობის) უნდა დალიოთ 5-6 მიღებით, დროის შუალედი უნდა იყოს თანაბარი. დიეტის ხანგრძლიოვობა - 1 დღე.

განტვირთვის დიეტა:

მითითებულია პროდუქტების რაოდენობა ერთი დღე-ღამისთვის (გამოირიცხება მარილი და შაქარი):

1 დღე – 5 პატარა მოხარშული კარტოფილი და 1,5 ლ. კეფირი;
2 დღე - 100 გრ. მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 1,5 ლ. კეფირი;
3 დღე ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1164 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ეს ორი კურდღლის მოკვლის პარადოქსული საშუალებაა – გახდები კიდეც და თავსაც არ შეიზღუდავ საყვარელი ნუგბარით პირის ჩატკბარუნებაში!

შოკოლადის დიეტა, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, იტალიელების მოგონილია. ხანგრძლივობა – 5-7 დღეა, რის შემდეგაც რეკომენდებულია 4 ან 6-დღიანი შესვენება. ერთი კვირის შემდეგ 6 სრულიად უსარგებლო კილოგრამისგან გათავისუფლდებით. სმა საკვების მიღებიდან 3 საათის შემდე შეიძლება. 

შოკოლადის დიეტის მენიუ 
შოკოლადის დიეტა ნებას გრთავს, შეურიო პროდუქტები და საკვების მიღების შუალედში წაიხემსო.  პროდუქტების გამოყენება ნებისმიერი სახით შეიძლება. მაგალითად, ორშაბათს მთლიანი ნაყოფი, სამშაბათს – ხილის სალათი, ოთხშაბათს – პიურეს სახით.

შოკოლადის დიეტის შესანიშნავი თვისებაა ის, რომ შიმშილი ამ დროს ანტიპროდუქტიული, ანუ აკრძალუალია. აქედან მოდის წახემსების ოფიციალური საშუალება. შოკოლადი სიმხნევესა და ენერგიულობაში დაგეხმარებათ. მართალია, მითითებული ნორმის დარღვევაც არ შეიძლება – 30 გრ. დღეში. მკაცრი საათობრივი ჩარჩოები ამ დიეტას არ აქვს – საშუალოდ ერთი კვირა შეიძლება დაცვა. &nb ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1184 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ეს დიეტა ”ფრანგულის” დახვეწილ სახელს ატარებს და  კვირაში 3-4 კგ-დან გპირდებათ დაკლებას.

თავისი დაბალკალორიული სიმკაცრის მიუხდავად (დაახ. 1200 კ.კალ დღეში), საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც მისი მთავარი და უდავო ღირსებაა.

დიეტის მთავარი ”ნაკლი” სამჯერადი კვებაა. თუმცა, ეს შეიძლება ადვილად  მოგვარდეს სადილის ან ვახშმის რამდენიმე ნაწილად დაყოფით.

დიეტის დროს ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება მიიღოთ უგაზო წყალი ან ბალახის ნაყენი.

კერძის მომზადებისას სასურველია, მარილი შეცვალოთ მცენარეებითა და სანელებლებით. თუ არ გაქვთ საშუალება, მიიღოთ ახალი წვენი, ყველაზე კარგი იქნება მისი  ლიმონიანი მწვანე ჩაით ან ნებისმიერი სხვა ბალახეულის ჩაით ან ნაყენით შეცვლა. 

თუ შიმშილი გაუსაძლისი გახდა, შეეცადეთ იგი გაანელოთ ჭიქა რძიანი მწვანე ჩაით ან ჰიდრომელით.

ორშაბათი 
საუზმე:

  • გემოვნებისამებრ მოხარშული კვერცხი ან მჭლე ლორის პატარა ნაჭერი (100 გ.);
  • ერთი ჭიქა უცხიმო ნატურალური იოგურტი დანამატებისა და შაქრის გარეშე;
  • ჩაი ან ყავა ლიმნითა და 1ჩ/კ. თაფლით.

სადილი:

  • სალათა ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით, შენელებული ზეითუნის ზეთითა და ლიმნის წვენით;
  • მოშუშული ჭარხალი შავი ქლიავითა და მოხარშული სტაფილოთი;
  • ერთი ჭიქა ახლადგამოწურული  ვაშლის (სასურველია) ან სხვა ... კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი | Views: 1154 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაასახელეს იმ პროდუქტების იდეალური ჩამონათვალი, რომლებიც მაქსიმალურად ახანგრძლივებენ ახალაზრდობას. რომელი პროდუქტი გვიცავს ნაოჭებისგან ყველაზე უკეთ?

 

                                                                                               ორი წლის განმავლობაში დიეტოლოგები და ბიოლოგები 1200 მოხალისე ქალთან ატარებდნენ ექსპერიმენტს. მათი ასაკი აღემატებოდა 35 წელს. ექსპერიმენტის ყველა მონაწილე გაყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი კვირის განმავლობაში იკვებებოდა მხოლოდ ბრინჯით და რძის პროდუქტებით. დანარჩენები იკვებებოდნენ ჩვეულებრივად.

საოცარია, რომ ექსპერიმენტის ბოლოს პირველი ჯგუფის 87 პროცენტს საგრძნობლად შეუმცირდა ღრმა  ნაოჭების რაოდენობა, წვრილი ნაოჭები კი თვალისა და ტუჩების გასწვრივ საერთოდ გაქრა.

საერთო მაჩვენებლებით ბრინჯისა და რძის პროდქტების დიეტა კანის სიმკვრივ ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ეს პროგრამა ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად მიგაჩვევთ არა მარტო სწორად კვებას, არამედ ცხოვრებასაც. რადგან ფსონი ნატურალურ პროდუქტებზეა დადებული, დიეტა მთავარს - ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. ეს კი ჯანმრთელობისა და გარეგნული ხიბლის საწინდარია.

რა უნდა ვქნათ
გამორიცხეთ ზრდის ჰორმონებით, პესტიციდებით, კონსერვანტებითა და სხვა სინთეტიკური კომპონენტებით გამდიდრებული პროდუქტი.

შეზღუდეთ ცხოველური წარმომავლობის სახამებელი (არა უმეტეს 150 გრ. კვერცხი, თევზი,  უცხიმო ხორცი, რძის პროდუქტები და მაგარი სახეობის ან თხის ყველი).

შაქარზე უარი თქვით 15 დღით, შემდეგ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.

დაივიწყეთ «გამდიდრებული» ცხიმოვანი მჟავები: მარგარინი, პალმის  ზეთი, ცხიმიანი ხორცი.

აქცენტი მწვანე ბოსტნეულზე, ხილზე, ნუშზე, ბრინჯის რძეზე, ყავისფერ ბრინჯზე, სიმინდზე. მოამზადეთ კერძები მხოლოდ ზეითუნის ზეთზე, აირჩიეთ ორგანული სახეობები.

ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერება, ვუთმობთ რა სუფთა ჰაერზე სეირნობას 30 წუთს.

საუნას, თურქულ ან რუსულ აბანოს ეწვიეთ ტოქსინების დამატებითი გამოყოფისთვის.

სვით  წყაროს სუფთა წყალი.

ორგანიზმის მოთხოვნილებების ვიტამინებით, მინერალებითა და ამინომჟავებით მომარაგება ბიოდანამატების მიღებით შეავსეთ.

მენიუ ორ კვირაზე
ძილის შემდეგ
✔1 ჭიქა თბილი წყალი ნახევარი ლიმონის წვენით&n ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1804 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

სპეციალისტი-დიეტოლოგების აზრით, ტიბეტურ დიეტას ორგანიზმის გაახალგაზრდავება და ცხოვრების გახანგრძლივება შეუძლია. ესაა რძიან-ვეგეტარიანული დიეტა და მასში ჩართული პროდუქტები ნელა, მცირე ულუფებით უნდა მიირთვათ.

რაციონში გამორიცხულია ხორცი. ერთი კვირის მანძილზე მისი დაცვის შემდეგ, მენიუში ჩართავთ ხორცს. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი დიეტის განმეორებაც შეიძლება.

პირველი დღე

საუზმე: ჭიქა რძე, პატარა ორცხობილა.

სადილი: 150 გრ. მოხარშული ბარდა, 200 გრ. სალათი პომიდვრით, ტკბილი პილპილი, ხახვი და ოხრახუში, 1 დიდი მწვანე ვაშლი ან ფორთოხალი.

ვახშამი: 250 გრ. დაჭრილი თეთრი კომბოსტო, ლიმონის წვენით გაჟღენთილი, 150 გრ. ნებისმიერი ხილი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ჭიქა მინერალური წყალი, 1 დიდი ვაშლი.

სადილი: 200 გრ. მოხარშული თევზი, 200 გრ. ხილის სალათი ვაშლისგან, მსხლისგან, შავი ქლიავის ან სხვა ხილისგან, 1 ფორთოხალი.

ვახშამი: 250 გრ. ყაბაყი, მცენარეულ ზეთში შემწვარი, 3 პომიდორი, 1 პატარა ნაჭერი პური, 1 ჭიქა ტომატის წვენი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 2 ორცხობილა.

სადილი: 200 გრ. მოხარშული ლობიო, 200 გრ. ზეთში გაკეთებული პომიდვრის სალათი, ხახვის, ახალი კიტრისა და ნივრი ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 917 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

უხსოვარი დროიდან
დიეტა ბერძნულად ცხოვრების წესს ნიშნავს, თუმცა კარგა ხანია, ამ სიტყვას ასე ფართო მნიშვნელობით აღარ ვიყენებთ – მისი წარმოთქმისას კონკრეტულად რაციონს, კვების რეჟიმს ვგულისხმობთ. თავისებურ დიეტას – მართალია, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც – პირველყოფილი ადამიანებიც იცავდნენ – უბრალოდ, იმას ჭამდნენ, რასაც მოიხელთებდნენ. მათი რაციონი მრავალი თანამედროვე დიეტოლოგის ოცნებაა: უამრავი კენკრა და ძირხვენა, ცოტა ხორცი და არავითარი შემწვარ-მოხრაკული, შესაბამისად, ნაკლები ქოლესტეროლი და ბევრზე ბევრი უჯრედისი...

ანტიკური სამყაროდან
ნადიმის ერთ-ერთი პირველი აღწერა ძველეგვიპტური სამარხის კედლებზეა აღმოჩენილი. მიზეზი ნამდვილად მნიშვნელოვანი ყოფილა – ფარაონს ტყუპი ვაჟი შესძენია. წვეულთათვის ჯერ თხის ყველი, შემწვარი ღორის ხორცი, არაჟანში ჩაწყობილი ნიორი, ქერის სუპი და მდინარის თევზი მიურთმევიათ, ჩაროზად კი თაფლიანი ფუნთუშები, ფინიკი და ბროწეული. მომავალი რამზეს III-ისა და მისი ძმის დაბადების ასე მოკრძალებულად აღნიშვნას მზეთამზეს, სავარაუდოდ, არც სიღარიბე აიძულებდა და არც სიძუნწე. ვინ იცის, იქნებ ქურუმებმა ღმერთების ნება გადასცეს... ასეა თუ ისე, კარგად მოფიქრებული და, სხვათა შორის, დაბალანსებული რაციონი სახეზეა.

კათეტებსა და ჰიპოტენუზას შორის ურთიერთკავშირის დადგენასთან ერთად პითაგორა ისტორიას ფილოსოფიური სკოლის დამაარსებლის სახელითაც შემორჩა. თავის მიმდევრე ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1059 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ის ფაქტი, რომ ქალები დიეტით არიან გატაცებული, საიდუმლოს არაა. თუმცა მრავალგვარი დიეტის არსებობის გამო, არჩევნის გაკეთების დროს, ადამიანს თავგზა ებნევა... არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორი ტიპის დიეტაა თქვენთვის უფრო მეტად მისაღები. ამიტომ ნუ დაიზარებთ, პასუხი გაეცით მომდევნო ოთხ კითხვას, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ - სწორად შეარჩიეთ თუ არა დიეტა.

ტესტის კითხვები:
1. როგორია თქვენი  დამოკიდებულება საკვების მიმართ?
ა. ყოველთვის ვცდილობ საკვებით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.
ბ. თითქმის გამუდმებით მივირთმევ საკვებს, ხან მოწყენილობის, ხანაც ნერვიულობის ნიადაგზე
გ. თუ მე თავად ვამზადებ სადილს და ოჯახთან ერთად ვსადილობ _ გახდომაზე ფიქრი  ძალიან მიჭირს.
დ. მიყვარს ყველაფრის ორგანიზება, ამიტომ წინასწარ შედგენილი ჩამონათვალის მიხედვით, ადრევე ვყიდულობ საჭირო პროდუქტებს.
ე. არ მიყვარს არანაირი შეზღუდა, მივირთმევ ყოველთვის იმდენს, რამდენიც მსურს.

2. რა აფერხებს თქვენი წონის კლების პროცესს?
ა. კალორიების გამუდმებული თვლა არ არის ჩემი ცხოვრების სტილი.
ბ. როცა სტუმრად ვარ, მიჭირს საკვებისგან თავის შეკავება.
გ. გაცნობიერებული მქვს, რომ სწრაფი კლება საზიანოა, ამიტომ ვცდილობ ეს პროცესი უფრო ნელა განვავითარო.
დ. მეჩვენება, რომ როგორც კი  კვების ძველ რეჟიმს დავუბრუნდები, ყველა დახარჯ ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 946 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

თუკი მიზნად დაავადებების პროფილაქტიკას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას  ისახავთ, მკაცრი დიეტა გამოსავალი არ არის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ საკვების მრავალფეროვნებას არაფერი სჯობს.

ანტიოქსიდანტებით, გაუცეხვავი მარცლეული  პროდუქტებით მდიდარ, ცხიმოვანი მჟავეებით დატვირთულ რაციონს მეტი შანსი აქვს, შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰეიმერის დაავადებისა და დიაბეტის განვითარების რისკი.

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ საქმე არ არის ე.წ. "საოცარი" პროდუქტების მკაცრ შერჩევაში. მრავალფეროვანი კერძებისაგან შედგენილი დიეტა ბევრად უფრო მეტად დაგვეხმარება: მასში უნდა შედიოდეს ცხიმიანი თევზი, შვრიის ბურღული, კენკრა.

კვლევები ლუნდის უნივერსიტეტთან (შვედეთი) არსებული ანტიდიაბეტური კვების ცენტრის მიერ ჩატარდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვანი რაციონი უფრო უკეთ უმკლავდებოდა ანთების შედეგებს.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 50-დან 75 წლის ასაკამდე 44 ჯანმრთელი, მაგრამ მსუქანი ადამიანი. ისინი მოიხმარდნენ სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რომლებსაც უნდა შეემცირებინათ ანთება. სწორედ ანთება უწყობს ხელს მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარებას.

კვლევის ავტორის ინგერ ბიერკის სიტყვებით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მდიდარი რაციონის პირობებში ქოლესტერინის შემცველობა  33%-ით, ლიპიდებისა - 14%-ით, სისხლის წნევის მაჩვენებლები დაქვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 987 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

შეზღუდვები ჭამაში, სპორტი და მოტივაცია... ჭარბი წონის მოსაშორებელი საბაზო საშუალებები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ხრიკებზე ბევრმა არ იცის.

1. დღეღამისთვის კალორიების ნორმა, რომელიც არ გამოიწვევს წონაში მომატებას, განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: კილოგრამებით გამოსახული თქვენი წონა გაყავით 0,45 და გაამრავლეთ 14-ზე. თუკი მარტო ფორმის შენარჩუნება კი არა, წონაში მოკლებაც გსურთ, რეალური წონის ნაცვლად სასურველი ჩაწერეთ. მიღებული ციფრის შესაბამისი კალორიების მიღების შემთხვევაში, კილოგრამებს ნელ-ნელა დაკარგავთ.

2. მოაყარეთ დარიჩინი ფაფას, იოგურტს, ყავას და ნებისმიერ სხვა კერძს, რომელსაც ეს სანელებელი უხდება. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და მხოლოდ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში დაგეხმარებათ თვეში 1 კილოგრამამდე წონის დაკარგვაში.

3. თუ ოფისში გიხდებათ წახემსება, ნუ ისადილებთ სამუშაო მაგიდასთან. კვლევები აჩვენებენ, რომ მონიტორის ან ტელევიზორის წინ ადამიანები საშუალოდ 250 კილოკალორიით მეტს მიირთმევენ.

4. უფრო ხშირად იცინეთ, სიცილის 10-15 წუთი ყოველდღიურად კალორიების კვირის ნადახარჯს 280 კკალორიით ზრდიან.

5. უჯრედისის შემცველობისა და დაბალი კალორიულობის წყალობით სტაფილოს წვენი 1,5-2 თვის განმავლობაში 1,8 კილოგრამით შეგიმსუბუქებთ წონას. მოხმარების ნორმა 1 ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

პროგრესმა ისე გაგვაზარმაცა, მესამე სართულზეც კი ლიფტით ავდივართ. უქმად მიგდებულ მექანიზმს კი ჟანგი ედება. სხვა გზა არ არის, მეტ მოძრაობას უნდა მივეჩვიოთ.

ვინც უნდა იყოთ და რასაც უნდა საქმიანობდეთ, მაინც შეგვიძლია გითხრათ, რომ ვარჯიშის დაწყების დრო დადგა, თანაც ზუსტად ახლა. იმ კვირიდან, იმ თვიდან, იმ წლიდან დაწყებულ საქმეს რა ბედიც ეწევა, ყველამ კარგად ვიცით: ორშაბათი მძიმე დღეა, სამშაბათი – რთული, ოთხშაბათი – გადატვირთული, ხუთშაბათი – ძნელი, პარასკევი – თარსი, შაბათ-კვირას ვისვენებთ, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება. ასე რომ, სჯობს, მედღემეხვალიეობას თავი დავანებოთ.

თუ გუშინ არაფერს აკეთებდით, დღეს კი ხუთი წუთი ირბინეთ, სწორ გზას ადგახართ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ უკეთესი ჯანმრთელობა გსურთ, კვირაში ორსაათ-ნახევარი მაინც უნდა ივარჯიშოთ. ეს არც ისე ბევრია – სულ ნახევარი საათი ყოველ სამუშაო დღეს. თანაც შეგიძლიათ, ეს დრო მცირე მონაკვეთებად დაყოთ, იმ პირობით, რომ თითოეულ ჯერზე 10 წუთი მაინც გაირჯებით. ერთი-ორი გაჩერების ფეხით გავლა სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ, შესვენებაზეც ათიოდე წუთით ხელის განძრევა (ფეხისაც) და ჩათვალეთ, რომ დღის გეგმა შესრულებული გაქვთ. თანაც გახსოვდეთ: წარმატების გასაღები სისტემატურობა და თანამიმდევრულობაა. ერთ დღეში მთების გადადგმას ნუ მოინდონებთ, ნუ შეეჭიდებით იმაზე მეტს, ვიდრე ძალგიძთ. მოძრაობა ნამდვილად სიცოცხლეა, ოღონდ ზემოხსენებული ყროყინაც ნუ დაგავიწყდე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 931 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

საიდუმლო არაა, რომ ბევრ მამაკაცს არ სურს, ცოლი სამსახურში წარმატებული იყოს. რას უფრთხიან? ჩამოვთვლით ყველაზე გავრცელებულ შიშებს:

ის ჩემზე ჭკვიანია
როგორ ფიქრობთ, რატომ მოიგონეს მამაკაცებმა ქერების ქარაფშუტობის მითი, ან რატომ ყვებიან გაუწყვეტლად საჭესთან მოაკალათებულ ქალბატონზე ანგეგდოტებს? მიზეზი კონკურენციაა. ძლიერი სქესი თითქოსდა ცდილობს, აჩვენოს, რომ ქალები ინტელექტით გაცილებით დაბალ საფეხურზე არიან.

ყველაზე დიდი მამაკაცური შიში იმას უკავშირდება, რომ საყვარელი ქალი მასზე ჭკვიანი და წარმატებული აღმოჩნდება. ხედავს რა, რომ ცოლი კარიერის კიბეზე ზევით მიიწევს, იწყებს ფიქრს იმაზე, რომ თვითონ უფრო სულელია, და მაშასადამე, პიროვნულად შეუმდგარია. თვითშეფასების დავარდნა რომ არ დაუშვას, ახლობლების თვალში რომ არ დამდაბლდეს, მამაკაცი ხშირად შორდება ქალს, რომელშიც პოტენციურ კონკურენტს ხედავს.

თუ არც სამსახურის მიტოვება გინდათ და არც საყვარელი ადამიანის, მასთან ურთიერთობა მართებულად უნდა ააგოთ.

პირველ რიგში, არასდროს მიუთითოთ თქვენს რჩეულს იმაზე, რომ მასზე წარმატებული და გონიერი ხართ. არავითარ შემთხვევაში არ დააყვედროთ ის, რომ მისი კარიერა ნაკლებად აეწყო. 

მეორეც, ყოველთვის ხაზი გაუსვით იმას, რომ აღიარებთ მის ინტელექტუალურ ლიდერობას. და რა თქმა უნდა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი დაიჩივლებს კოლეგების ან ხელმძღვანელის გამო, თანაგრძნობით და გაგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 980 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ზოგი ფერი გვიყვარს, ზოგი - გვაღიზიანებს, თანაც ყოველთვის როდი ვხვდებით, რამ შეგვიცვალა განწყობა, ან რამ დაგვღალა უცებ.. 
ყველამ არ იცის, რომ ზოგი ფერის დახმარებით ჩვენ ჩვენს ორგანიზმზე შეგვიძლია ზემოქმედება - ვარგებთ მას, ვასწორებთ ნაკლოვანებებს და ვაშორებთ გამაღიზიანებელ სიმპტომებს. 

ინტერიერის თუ გარდერობის სწორად შერჩეულ ფერთა გამას თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. სხვადასხვა ფერის ამ თვისებებს იყენებენ სპეციალისტები - ექიმები და ფსიქოლოგები სხვადასხვა სამკურნალო მეთოდისას. თუ ვიცით, როგორ და რომელი დაავადებების დროსაა სასარგებლო ესა თუ ის ფერი, თავადაც შეგვიძლია ჩვენი ტონუსის დაცვა.

ასე მაგალითად:
ყვითელი
 გამოიყენება ღვიძლის, შარდის ბუშტის, ნაღვლის, კუჭისა გაწმენდისას. ამიტომ,თუ დიეტაზე ხართ, იზრუნეთ, რომ ყვითელი დეტალი არსებობდეს თქვენთან ახლოს: ჭიქა და თეფში, ხელსახოცი და  ტოლჩა, რადგან ყვითელი წონის კონტროლში ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, ეს ფერი ორგანიზმის შიგნით სითხის მოძრაობას უწყობს ხელს, მართავს ოფლის. ასევე ათავისუფლებს მავნე ტოქსინებისგან, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს ინტელექტუალურ უნარებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

მწვანე იმ შემთხვევებში მოქმედებს, როცა „გონება და სხეული წონასწორობაშია მოსაყვანი", - ასე ამბობდნენ ძველი მკურნალები. აძლიერებს იმ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ესპანელი მილიარდელის ამანსიო ორტეგას ქონება 24 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკანასკნელი წლების რეიტინგების მიხედვით, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულშია. "ზარას" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქალაქ ლა კორუნიაში, ორსართულიან მშვენიერ სახლში ცხოვრობს, სარგებლობს თვითმფრინავით და საკუთარი იპოდრომით. თუმცა, ბავშვობა ასეთი ლაღი და უზრუნველი არ ჰქონია. მოდის ინდუსტრიის მომავალი მაგნატი 1936 წლის 28 მარტს, ლეონის პროვინციის სოფელ ბუზდონგო-დე-არბასში დაიბადა, ხელმოკლე რკინიგზელის და დამლაგებლის მრავალშვილიან ოჯახში. უკიდურესი სიღარიბის გამო, ბავშვებმა განათლების მიღებაც კი ვერ შეძლეს. ამანსიოს სკოლა არ დაუმთავრებია.

ოჯახი მალე კორუნიაში გადასახლდა, სადაც მომავალ მილიარდელს 13 წლის ასაკში ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობის დაწყება მოუწია. მალე მოდურ საგალანტერიო მაღაზია "ლა მაჯა"-ში აიყვანეს, რომელიც მდიდარ კლიენტებზე იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მომენტიდან დაუკავშირდა მისი ცხოვრება ტანსაცმელს. 

მაღაზიაში პატარა ამანსიომ საფუძვლიანი ცოდნა მიიღო ქსოვილების, ძაფების, ჭრა-კერვის ტექნოლოგიების საკითხებში. მოგვიანებით, მიაღწია იმას, რომ ცნობილი მოდელიორის თანაშემწე გახდა. ამ პერიოდიდან მომავალ მილიარდელს საკუთარი მაღაზიის დაარსების სურვილი გაუჩნდა, რომელიც ტანსაცმლის გაყიდვით იქნებოდა დაკავებული. ოცნების ასასრულებლად და მიზნის მისაღწევად კი სერიოზული მუშაობა გასწია. 

1960 ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1559 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ქართულ რაგბს დიდი ძალა შეემატა, რომელიც მას საერთაშორისო საზღვრების კიდევ უფრო გარღვევაში და ახალი კარებების გახსნაში დაეხმარება - მსოფლიო რაგბის ლეგენდა შონ ბრაიან ფიცპატრიკი "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში” გაერთიანდა.

ახალი ზელანდიის სიამაყე და პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰუკერი თბილისში ქართული რაგბის გასაცნობად და მის დასახმარებლად ჩამოვიდა. მან დაათვალიერა აქაური ინფრასტრუქტურა, მიიღო ინფორმაცია ქართულ რაგბზე და სერიოზული განცხადებებიც გააკეთა.

"საქართველოში სტუმრობა დიდი პატივია ჩემთვის, თქვენი ქვეყანა მეტად წააგავს ახალ ზელანდიას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან უფრო მეტი ცხვარია. რაგბის მხარდასაჭერად საქართველოზე უკეთესი ადგილის არჩევა შეუძლებელი იყო და მაქსიმალურად შევეცდები, რომ მსოფლიოს ქართული რაგბი გავაცნო. 

კარგად მახსოვს საქართველოს ნაკრების გამოსვლა მსოფლიოს 2007 თასზე, სადაც ირლანდიის ნაკრების დამარცხებამდე სულ ცოტა დაგაკლდათ და მიხარია, რომ 2011 წელს ახალ ზელანდიაში ზედიზედ მესამედ ითამაშებთ პლანეტის პირველობაზე. რაგბი მსოფლიოს საუკეთესო თამაშია და ჩემი მიზანია, რომ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა უკეთესად ითამაშონ.

ჩემი სახელის ქართულ რაგბთან დაკავშირებით მისდამი ინტერესი თავისთავად გაიზრდება და მე თქვენს გვერდით ვიქნები მანამ, სანამ "ოლ ბლექსს” საქართველოს ნაკრებისაგან საფრთხე არ დაემუქრება. 
... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 917 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

„სათხილამურო რომპეტროლიადისთვის" მზადება დაიწყო. სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის გასაკეთებლად უმაღლეს სასწავლებლებს უკვე ეგზავნებათ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა. ჩემპიონატი თებერვლის 18-20 რიცხვებში გუდაურში გაიმართება. 

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში, რომლებიც ორ სახეობაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება, ასზე მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული უნივერსიტეტიდან ჩემპიონატში 2 გოგო და 2 ბიჭი სტუდენტი იქნება წარმოდგენილი. 

„ჯამში მოთხოვნა 42 უმაღლეს სასწავლებელს დაეგზავნება. შეჯიბრი ორ სახეობაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება და მასში გამარჯვებულები სტუდენტურ ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან,"-აცხადებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი. 

„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიისთვის ახალგაზრდული სპორტის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და „რომპეტროლი" ყოველთვის მიესალმება ჯანმრთელი ცხოვრების წესს და შესაბამისად, სპორტში მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდის ჩართულობას. 

„დარწმუნებული ვარ, სპორტის ზამთრის სახეობები სტუდენტებს შორის დიდ ინტერესს გამოიწვევს და სიამოვნებით ჩაერთვებიან ტურნირში. გარდა ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილეობისა, მათ საშუალება მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 965 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

,მთელი მსოფლიოსთვის გადარჩენის დაფარული საიდუმლოება, ღვთისაგან, მამა გაბრიელის მეოხებით, ქართველი ერისგან მოხდება’’, - ამის შესახებ "პრესა.ჯი"-ს დედა პარასკევამ განუცხადა. არქიმანდრიტი ბერის კანდელის ზეთის მადლით, უამრავი ადამიანი დღესაც იკურნება. როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და ამ პროცესის დროს განიკურნებიან თუ არა ადამიანები? "პრესა.ჯი" დედა პარასკევას ესაუბრა. 

– რამდენად ხშირია ისევ მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნება?

– ყოველდღე, უამრავი შემთხვევა ფიქსირდება მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნებისა. ბევრს სურვილებიც უსრულდებათ, რომელიც ადამიანს არ შეეძლო შეესრულებინა. მათ ღმერთის მადლით და მამა გაბრიელის მეოხებით უსრულდებათ ეს სურვილები და რწმუნდებიან, რომ ღმერთს ყოველივე შეუძლია. 

– რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას, რატომ უნდა გაიხნას და როდის? 

– მამა გაბრიელის საფლავის გახსნა ასე უცებ ალბათ არ მოხდება. ზოგჯერ ღმერთი აჩერებს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ მადლს, რათა ადამიანები სარწმუნოებაში, რომ განელდებიან უცბად მოაბრუნოს რწმენისკენ და დაარწმუნოს ღვთის დიდ წყალობაში. მამა გაბრიელის საფლავიც, მაშინ გაიხსნება, როცა ეს ქართველებს დასჭირდებათ. საქართველოს აქვს განსაკუთრებული საღმრთო მადლი. ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. იოანე ზოსიმეს საიდუმლოება მამა გაბრიელის საფლავის გახსნით გამოვლინდებ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1103 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011


რუსეთის პატრიარქის კირილე მეორეს აღსაყდრებიდან ორი წელი შესრულდა. 

ამასთან დაკავშირებით ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

რუსეთის პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიულოცა, რომელმაც მას "ქრისტიანული სამყაროს ლიდერი" უწოდა.

ცნობისთვის, მიტროპოლიტი კირილი რუსეთის საეკლესიო კრების მიერ პატრიარქად 2009 წლის 27 იანვარს, პატრიარქ ალექსი მეორეს გარდაცვალების შემდეგ იქნა არჩეული. მისი ინტრონიზაციის ცერემონიალი იმავე წლის 1 თებერვალს გაიმართა. 

რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კირილის აღსაყდრების შემდეგ საეკლესიო ცხოვრება უფრო დინამიური გახდა. 

კირილი რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის რიგით მე-16 პატრიარქია.
Category: ახალი ამბები | Views: 1031 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა აღევლინება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმსახურებაში მონაწილეობას სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. 

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, მის უწმინდესობას სურდო აქვს და საპატრიარქოდან არ გამოდის, რათა ჯანმრთელობის გაურესებამ მას დიდ ბრიტანეთში გაგმგზავრებაში ხელი არ შეუშალოს. 

ცნობისთვის, ანტონ მარტყოფელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად შემოვიდნენ. წმინდა ანტონი საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ედესიდან მოვიდა. მის სახელს უკავშირებენ საქართველოში იესო ქრისტეს ხელთუქნელი ხატის ჩამობრძანებას. 

ანტონ მარტყოფელი კახეთში მოღვაწეობდა. მას განმარტოებით ყოფნა უყვარდა, რის გამოც „მარტოდმყოფელი" უწოდეს. სავარაუდოდ, სოფელ მარტყოფის სახელწოდება მისი სახელისგან წარმოდგა. 

ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა, ასევე ღვთაების მამათა მონასტერი დააარსა. 

ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს განსაკუთრებით ღვთაების მონასტერში აღნიშნავენ, სადაც იგი დაკრძალეს.
Category: ახალი ამბები | Views: 1006 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანა საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე აიკრძალა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიას განმარტებით, აიკრძალა ამავე სახის ტვირთის სამგზავრო ავტროსატრანსპორტით შემოტანაც. 

სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტის საშუალებით. რუსუდან კემულარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ახალი კურსის შესაბამისად მიიღეს. 

„სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესისთვის სწორედ ასეთი ტიპის ადმინისტრირების შეთავაზებაა. სამართლიანი ადმინისტრაცია გულისხმობს ბიზნესის დაცვას არაჯანსაღი კონკურენციისა და კონტრაბანდისგან; ასევე გამონაკლისის გარეშე, ყველა გადამხდელის ჩაყენებას თანაბარ პირობებში", - აღნიშნა რუსუდან კემულარიამ გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე. 

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების გამკაცრების და ერთჯერადი ღონისძიებების მიუხედავად, ბაზარზე მაინც ხვდება საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია. 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ გადაწყვეტს, პროდუქცია განკუთვნილია თუ არა ეკონომიკური საქმიანობისთვის, რუსუდან კემულარიას განმარტებით, საბაჟო პროცედურების გავლას მებაჟე უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მებაჟის პრეროგატივა იქნება, ჩათვლის თუ არა ამა თუ იმ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ საქონელს ვაჭრ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 931 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება, ამ ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი კი არც ხელისუფლებას და არც ეროვნულ ბანკს აქვს. 
"ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი, ექსპერტი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ინფლაციით მხოლოდ მთავრობამ შეიძლება იხეიროს, ისიც მხოლოდ მოკლე ვადით. გთავაზობთ ინტერვიუს დავით ნარმანიასთან. 

– არის თუ არა პროდუქტზე ფასების მატება ინფლაციის ბრალი და რამდენ პროცენტიანი ინფლაციაა სქართველოში?

– ინფლაციის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ არის. უფრო მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორებია. საგარეო ფაქტორებიდან შეგვიძლია მხოლოდ ის ვქთვათ, რომ თითქმის ყველა იმ პროდუქციის ფასები გაიზარდა, რომელსაც ადამიანების საარსებო რაციონში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს და რასაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად მოიხმარს. ესაა ხორბალი, პურ-პროდუქტები, შაქარი, წიწიბურა და ასევე საწვავი. ამან დიდწილად იმოქმედა ინფლაციის მაჩვენებლებზე, თუმცა გვაქვს შიდა ფაქტორები, რომელსაც გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს. ეს არის ქვეყანაში არსებული მონოპოლიური და ოლიგოპოლიური კომპანიები. საწვავის ბაზარი, შაქრის ბაზარი, რამდენიმე კატეგორიის ბაზარი არის ოლიგოპოლიური. ეს განაპირობებს იმას, რომ ხელოვნურადაა გაზრდილი ფასები. იგივე მობილური კომპანიების მხრიდან იყო ხელოვნურად გაზრდილი ფასები და მანამ ვერ მიხვდნენ ამას, სანამ მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზღვრული ფასები არ დაუდგინა.& ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1150 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

საქართველოს ექსპორტში, უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ პირველ ათეულში, ტრადიციულად, მძიმე მრეწველობა ლიდერობს და მოწინავე პოზიციებს თხილი და ღვინო იკავებს. ბოლო ინფორმაციით, ექსპორტის წილში, 4 პროცენტი უჭირავს თხილს (გასულ წელს 64 მლნ 035.900 აშშ დოლარის გაიყიდა) ხოლო ღვინოს 2,5 პროცენტი ( 39 მლნ 269 ათასი აშშ დოლარი). 

ევროპაში, გაყიდვების თვალსაზრისით, ქართულ თხილს საუკეთესო პოზიცია გერმანიაში აქვს. ხოლო აზიის ბაზარზე, პროდუქტი მოთხოვნადია ერაყში და ავღანეთში. საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს თხილის პატარა პარტიები ირანსა და ჩინეთში გავიდა.

საქართველოში, თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება. წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, შემდეგ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს და ბოლოს კი ფერმერებს, რომელთაც თხილის კულტურა მოჰყავთ. თხილს დისტრიბუტორებს ძირითადად წვრილი ფერმერები აბარებენ, მსხვილი მეურნეობები კი ამ მიმართულებით ახლა იდგამს ფეხს.

ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი კომპანია, "თხილის საექსპორტო კომპანია", სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. მას საკუთარი ნარგავები არ აქვს და თხილს ფიზიკური პირებისგან, ძირითადად გურიაში ყიდულობს. 

ომპანიამ, 2009 წელს 1200 ტონა თხილი შეისყიდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 1400 ტონას გაუტოლდა.
მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვის ფასი, ბოლო მონაცემებით, 3 ლარი და 50 თეთრია. თით ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1384 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011


20 იანვრის დილიდან თბილისის ზოგიერთი უბნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მომხმარებელი, ერთი შეხედვით, მცირე ბიზნესისთვის დამახასიათებელი ეპიზოდის შემსწრე გახდა, რომლის გაანალიზება, კარგად დაკვირვების შემთხვევაში, სერიოზული განგაშის საფუძველს იძლევა.

თბილისის რამდენიმე, ძირითადად, განაპირა უბანში მაღაზიების გამყიდველები დილიდან მობილური ტელეფონით უკავშირდებიან პურის დისტრიბუტორებს და პურის დიდი პარტიის გამოგზავნას ითხოვენ. როგორც აღმოჩნდა, სურათი თითქმის ყველგან ერთნაირია: პური მაღაზიებში შემოდის, მაგრამ მცირე პარტიებად – მაღაზიის სიდიდის მიხედვით 30–50, მაქსიმუმ, 80 ცალის ოდენობით. ყოველ მომდევნო ჯერზე მიწოდებული პურის რაოდენობა, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, კლებულობს, რითაც პურის ხელოვნური დეფიციტი იქმნება.

ზემოთაღწერილი ეპიზოდი, ძირითადად, იმ დისტრიბუტორებს ეხება, რომლებიც მაღაზიებს პურის საცხობი საამქროებიდან ამარაგებენ. პურის ქარხნებიდან მაღაზიებში პური ისევ დიდი რაოდენობით იგზავნება – ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილება ჯერ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება საამქროებს, ნურავის ეგონება, რომ იქ პური საკმარისი რაოდენობით არ ცხვება ან საამქროებს დისტრიბუციაში შეექმნათ პრობლემები. ამ ყველაფერს ხელოვნურობის და შორსმიმავალი გეგმის სუნი ასდის.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ვალუტის გადამცვლელთა მსგავსად, პურის ბაზარზე მცირე და საშუალო მოთამაშეებსაც ერთმანეთთან ხშირი, თითქმის ინ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 971 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ეპატაჟი და პროვოკაცია, როგორც ამბობენ, ხელოვნებაში ხშირად არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. ის ადამიანების ესთეტიკურ აღქმას ხვეწს და მათში ახალი მიმართულებების თუ შემოქმედების აღმოჩენის და ძიების ინსტიქტებს იწვევს. 
ამიტომაცაა გავრცელებული მოსაზრება, რომ კულტურაში კონფლიქტების არ უნდა ეშინოდეთ. დედამიწაზე, იქ, სადაც უამრავი ნიჭიერი კარიკატურისტი ქმნის ნამუშევრებს, მსოფლიო საზოგადოება ალბათ ვერასოდეს გაიგებდა შვედი მხატვრის, ლარს ვილკსის არსებობას, მუჰამედის კარიკატურები რომ არ დაეხატა. თუმცა, ამ შარჟების ავტორმა "მცირედ" გადაჭაარბა და პროვოკაციამ ლამის რევოლუციები და რელიგიათაშორისი ომები გამოიწვია.

ქართულ ხელოვნებაში პროვოკაციების თემა პერიოდულობით აქტუალურდება, თუმცა, როგორც სხვა ყველა მიმართულებით, ის აქაც გაცილებით მცირე მასშტაბებში და სპეციფიკური, ხშირად მახინჯი ფორმებითაც გვევლინება. თანაც საქართველოში პოპულარობის მოხვეჭა ბევრად მარტივია. საკმარისია შენი მომავალი „შედევრისათვის" აიღო რამდენიმე კომპონენტი - „ეროვნული ფასეულობა", მღვდელი, ხატი, ქართველების საყვარელი რომელიმე საკულტო სიმღერა, ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 984 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

საქართველოში იყვნენ და დღესაც არიან მწერლები, რომლებსაც მწერლობის დასამტკიცებლად არანაირ კავშირში ყოფნა არ სჭირდებოდათ - ისინი ხალხის რჩეულები იყვნენ. ამავე დროს, ზოგიერთ კარგ მწერალსა და პოეტს მაინც უწევდა და უწევს „მწერალთა კავშირში" ყოფნა, თუმცა, ამას თვითონ მწერლებიც ირონიულად უყურებენ. 

ისიც ცნობილია, რომ ზოგიერთი მეცნიერიც ირონიულად უყურებდა მეცნიერებათა აკადემიის, როგორც ცალკე დაწესებულების არსებობას. „პრესა.ჯი" დღეს ქართველ მწერლებზე, მეცნიერებზე, მათ დამოკიდებულებაზე ერთმანეთისადმი და მათი ცხოვრების ნაკლებად ცნობილ საინტერესო ეპიზოდებზე მოგიყვებათ.

ცნობილია, რომ ილიასა და იროდიონ ევდოშვილის დამოკიდებულებას მაინცდამაინც ტკბილი არ ეთქმოდა. მით უმეტეს, რომ ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) სოციალ-დემოკრატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იროდიონ ევდოშვილი ილიას საჯაროდაც აკრიტიკებდა და სიტყვას აწყვეტინებდა, მან ილიას მკვლელობისთანავე დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტია.

თსუ-ს რექტორი, ნიკო კეცხოველი, როდესაც სტუდენტები ილიას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად საგურამოში მიჰყავდა, წიწამურის ობელისკთან აუცილებლად ჩერდებოდა და სტუდენტებს ეუბნებოდა: „ეს ის ადგილია, სადაც... ვერ მოკლეს ილია!"

ერთხანს მწერალთა კავშირში ბუღალტრად ვინმე აკაკი მუშაობდა, მოანგარიშედ - ილია. რა თქმა უნდა, გალექსეს: „დარბაზი გატრუნვილია, ისმის ჩოთქების რაკრაკი, სხედან აკაკი, ილია, - ვით ილია და აკაკი!"
... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1109 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011


დღეს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „მგზავრის წერილების" პრემიერა გაიმართება. ამის შესახებ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს. 

სპექტაკლი ორმოქმედებიანია. პირველ მოქმედებაში, სახელწოდებით „დამაკვირდი", გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის პოეზია, პუბლიცისტური წერილები და აგრეთვე, „კაცია-ადამიანის?!" ერთ-ერთი ვერსია. 

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპექტაკლის პირველ მოქმედებაში მსახიობები როლანდ ოქროპირიძე და ზვიად სხირტლაძე მონაწილეობენ.

მეორე მოქმედებაში, სახელწოდებით, „მგზავრის წერილები..." მონაწილეობენ მსახიობები: თენგიზ არჩვაძე (განასახიერებს ავტორს), გივი ბერიკაშვილი (ლელთ ღუნია), გია ბურჯანაძე და დავით დვალიშვილი (ოფიცერი).

„მგზავრის წერილების" დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძეა. 

ცნობისთვის, წარმოდგენის პრემიერა 1982 წელს შედგა. სპექტაკლს „ასის წლის წინათ" ერქვა, სადაც გაერთიანებული იყო „ოთარაანთ ქვრივი", „მგზავრის წერილები" და „კაცია ადამიანი?!" საპრემიერო წარმოდგენაში ავტორის როლს თენგიზ არჩვაძე ასრულებდა, ოფიცერს თენგიზ მაისურაძე განასახიერებდა, ხოლო ლელთ ღუნიას - იაკობ ტრიპოლსკი. 

სპექტაკლი რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა აღადგინა. საპრემიერო ჩვენების გარდა, სპექტაკლის ჩვენება 3 და 9 თებერვალსაც გაგრძელდება. 

სპექტაკლში გამოყენებულია საქართველოს სახალხო არტისტის გომარ სიხარულიძის მუსიკა. 
< ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1034 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ამ დღის გათენებას ოპოზიციის წარმომადგენლები და მომიტინგეები სიხარულით ელოდნენ, ჯერაც პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქი და მისი გარემოცვა კი - შიშით. ეგვიპტის ოპოზიციური გაერთიანება „6 აპრილი" უკვე რამდენიმე დღეა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირველ თებერვალს ქაიროში „მილიონიანი მარში" იგეგმება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არმია მომიტინგეთა წინააღმდეგ სამხედრო ტექნიკას და იარაღს არ გამოიყენებს. ამის პირობა არმიის ხელმძღვანელობამ უკვე დადო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომიტინგეთა გამოსვლები კანონიერად მიაჩნიათ და ხალხის გამოსვლებს ძალას არ დაუპირისპირებენ. ეგვიპტის არმიამ მხოლოდ სტრატეგიული ობიექტებისა და კურორტების დაცვაზე განაცხადა თანხმობა. სწორედ ამ მიზნით შევიდნენ სამხედრო ნაწილები ცნობილ ეგვიპტურ კურორტ შარმ-ელ-შეიხში.

დემონსტრაციები ეგვიპტეში 25 იანვარს დაიწყო. ტუნისისგან განსხვავებით, ეგვიპტის ხელისუფლებამ და პირადად ხოსნი მუბარაქმა, რომელიც 30 წელზე მეტია, ხელისუფლების სათავეშია, დარტყმა იქედან მიიღეს, საიდანაც არ ელოდნენ. ქაიროს ქუჩებში არა დაბალი ფენა, უპოვარი და დამშეული მასა, არამედ საშუალო ფენა გამოვიდა - ისეთები, რომლებსაც ინტერნეტ-საშუალებებზე და სხვა კომუნიკაციებზე მიუწვდებათ ხელი.

ყველაფერი კი მარკ ცუკერბერგის „კანტორიდან" დაიწყო. პირველი განცხადებები ქაიროში, ტახრირის მოედანზე შეკრების შესახებ სწორედ „ფეისბუქზე" გაჩნდა და აქციაც იქვე დაიგეგმა. ინფორმაცია „მოჭიკჭიკე" ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 976 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით სავარაუდოდ 10 თებერვალს გამოვა. 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა. 

"როგორც იცით, რეგლამენტის თანახმად პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეებში მოდის პარლამენტში და აკეთებს ყოველწლიურ მოხსნებს პარლამენტის და საზოგადოების მიმართ. ჩვენ გვქონდა ამ დღეებში კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან და შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი მზადა პირველივე პლენარულ სხდომაზე მობრძანდეს და გვაცნობოს საკუთარი ხედვა, რა ხდება ქვეყნაშია, რას აკეთებს ხელისუფლება და მთავრობა პრობლემების მოსაგვარებლად და როგორ ხედავს ხელისუფლება ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივებს", - აღნიშნა ბაქრაძემ. 

მისივე თქმით, პტეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით სავარაუდოდ 10 თებერვალს გამოვა, თუმცა გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გრძლდება. 

"პრეზიდენტი მიემგზავრება მიუხენში კონფერენციაზე და თუ მისი გამოსვლა გადაიდო 8 თებერვლიდან 10 რიცხვში, მაშინ ზუსტ თარიღს და პროცედურას მომავალ ბიუროს სხდომაზე დავამტკიცებთ", - განმარტა პარლამენტის სპიკერმა. 

მისივე თქმით, დაინტერესებულ პოლიტიკურ პირებთან და ოპოზიციასთან ერთად კონსულტაციების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი.
Category: ახალი ამბები | Views: 969 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს კობა დავითაშვილსა და კახა კუკავას "ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე კოსაჩოვის თამაშში მონაწილეობაში" ადანაშაულებს.

როგორც მინაშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, "კუკავას და დავითაშვილის ვიზიტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სწორედ რუსეთის ხრიკი იყო".

"ოპოზიციის წარმომადგენლების სტრასბურგში გამგზავრება იყო მესიჯი იმის შესახებ, რომ ქართველებს ოკუპაციაზე და ეთნიკურ წმენდაზე საუბარი არ სურთ და მათთვის მთავარი რუსეთთან კომუნიკაცია და დიალოგია. იმ დროს, როცა რუსეთის ფედერაციამ ყველა ბერკეტი აამუშავა, რათა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ფაილი დაეხურა, ევროპის საბჭოში ქართველი ოპოზიციონერები ჩამოდიან და განყენებულ თემებზე – დემოკრატიაზე და შიდა პოლიტიკაზე საუბრობენ, ხოლო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ ახსენებენ. ყველასთვის ნათელია, რომ ეს რუსეთის ხრიკი იყო და ქართველი ოპოზიციონერების პირით საპარლამენტო ასამბლეისთვის იმ მესიჯის გაგზავნა, რომ ქართველებს ოკუპაციაზე საუბარი არ სურთ", - აცხადებს მინაშვილი, რომლის ინფორმაციით, "ქართველმა ოპოზიციონერებმა ერთი-ერთში გაიმეორეს ყველა ის გზავნილი, რომლის გაჟღერება რუსეთს სურდა".

"მოვისმინე კახა კუკავას კომენტარი იმის შესახებ, რომ იგი საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანელი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 982 | Added by: NaTia | Date: 01.02.2011

ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები