პარასკევი, 19.04.2024, 14:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „მგზავრის წერილების“ პრემიერაა.
15:39
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „მგზავრის წერილების“ პრემიერაა.

დღეს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „მგზავრის წერილების" პრემიერა გაიმართება. ამის შესახებ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს. 

სპექტაკლი ორმოქმედებიანია. პირველ მოქმედებაში, სახელწოდებით „დამაკვირდი", გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის პოეზია, პუბლიცისტური წერილები და აგრეთვე, „კაცია-ადამიანის?!" ერთ-ერთი ვერსია. 

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპექტაკლის პირველ მოქმედებაში მსახიობები როლანდ ოქროპირიძე და ზვიად სხირტლაძე მონაწილეობენ.

მეორე მოქმედებაში, სახელწოდებით, „მგზავრის წერილები..." მონაწილეობენ მსახიობები: თენგიზ არჩვაძე (განასახიერებს ავტორს), გივი ბერიკაშვილი (ლელთ ღუნია), გია ბურჯანაძე და დავით დვალიშვილი (ოფიცერი).

„მგზავრის წერილების" დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძეა. 

ცნობისთვის, წარმოდგენის პრემიერა 1982 წელს შედგა. სპექტაკლს „ასის წლის წინათ" ერქვა, სადაც გაერთიანებული იყო „ოთარაანთ ქვრივი", „მგზავრის წერილები" და „კაცია ადამიანი?!" საპრემიერო წარმოდგენაში ავტორის როლს თენგიზ არჩვაძე ასრულებდა, ოფიცერს თენგიზ მაისურაძე განასახიერებდა, ხოლო ლელთ ღუნიას - იაკობ ტრიპოლსკი. 

სპექტაკლი რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა აღადგინა. საპრემიერო ჩვენების გარდა, სპექტაკლის ჩვენება 3 და 9 თებერვალსაც გაგრძელდება. 

სპექტაკლში გამოყენებულია საქართველოს სახალხო არტისტის გომარ სიხარულიძის მუსიკა. 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1038 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები