ხუთშაბათი, 25.04.2024, 01:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა დღეიდან მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტით არის დაშვებული.
15:49
ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა დღეიდან მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტით არის დაშვებული.
ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანა საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე აიკრძალა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიას განმარტებით, აიკრძალა ამავე სახის ტვირთის სამგზავრო ავტროსატრანსპორტით შემოტანაც. 

სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტის საშუალებით. რუსუდან კემულარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ახალი კურსის შესაბამისად მიიღეს. 

„სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესისთვის სწორედ ასეთი ტიპის ადმინისტრირების შეთავაზებაა. სამართლიანი ადმინისტრაცია გულისხმობს ბიზნესის დაცვას არაჯანსაღი კონკურენციისა და კონტრაბანდისგან; ასევე გამონაკლისის გარეშე, ყველა გადამხდელის ჩაყენებას თანაბარ პირობებში", - აღნიშნა რუსუდან კემულარიამ გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე. 

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების გამკაცრების და ერთჯერადი ღონისძიებების მიუხედავად, ბაზარზე მაინც ხვდება საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია. 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ გადაწყვეტს, პროდუქცია განკუთვნილია თუ არა ეკონომიკური საქმიანობისთვის, რუსუდან კემულარიას განმარტებით, საბაჟო პროცედურების გავლას მებაჟე უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მებაჟის პრეროგატივა იქნება, ჩათვლის თუ არა ამა თუ იმ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ საქონელს ვაჭრობისთვის განკუთვნილ პროდუქციად. 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 936 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები