შაბათი, 20.04.2024, 19:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » მსოფლიო ლეგენდა ქართულ რაგბს გააპიარებს.
15:57
მსოფლიო ლეგენდა ქართულ რაგბს გააპიარებს.
ქართულ რაგბს დიდი ძალა შეემატა, რომელიც მას საერთაშორისო საზღვრების კიდევ უფრო გარღვევაში და ახალი კარებების გახსნაში დაეხმარება - მსოფლიო რაგბის ლეგენდა შონ ბრაიან ფიცპატრიკი "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში” გაერთიანდა.

ახალი ზელანდიის სიამაყე და პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰუკერი თბილისში ქართული რაგბის გასაცნობად და მის დასახმარებლად ჩამოვიდა. მან დაათვალიერა აქაური ინფრასტრუქტურა, მიიღო ინფორმაცია ქართულ რაგბზე და სერიოზული განცხადებებიც გააკეთა.

"საქართველოში სტუმრობა დიდი პატივია ჩემთვის, თქვენი ქვეყანა მეტად წააგავს ახალ ზელანდიას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან უფრო მეტი ცხვარია. რაგბის მხარდასაჭერად საქართველოზე უკეთესი ადგილის არჩევა შეუძლებელი იყო და მაქსიმალურად შევეცდები, რომ მსოფლიოს ქართული რაგბი გავაცნო. 

კარგად მახსოვს საქართველოს ნაკრების გამოსვლა მსოფლიოს 2007 თასზე, სადაც ირლანდიის ნაკრების დამარცხებამდე სულ ცოტა დაგაკლდათ და მიხარია, რომ 2011 წელს ახალ ზელანდიაში ზედიზედ მესამედ ითამაშებთ პლანეტის პირველობაზე. რაგბი მსოფლიოს საუკეთესო თამაშია და ჩემი მიზანია, რომ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა უკეთესად ითამაშონ.

ჩემი სახელის ქართულ რაგბთან დაკავშირებით მისდამი ინტერესი თავისთავად გაიზრდება და მე თქვენს გვერდით ვიქნები მანამ, სანამ "ოლ ბლექსს” საქართველოს ნაკრებისაგან საფრთხე არ დაემუქრება. 

ქართული რაგბის განვითარებისათვის აუცილებელია, რომ დიდი შრომა ჩავდოთ ახალგაზრდებში. აგრეთვე განვიხილავთ ქართველი მორაგბეების ახალ ზელანდიაში და სხვა ძლიერ სარაგბო ქვეყნებში სტაჟირებაზე გაშვების შესაძლებლობას” - თქვა პრესკონფერენციაზე ფიცპატრიკმა, რომელიც 1986-1997 წლებში იბრძოდა "ოლ ბლექსის” მაისურით და მის შემადგენლობაში 92 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 55 ქულა მოაგროვა. 

ამჟამად ეს ლეგენდარული ადამიანი ტელეკომპანიებთან "ბი ბი სი”-სთან და "სკაი სპორტთან” თანამშრომლობს, სადაც სარაგბო მატჩები მიყავს და სხვადასხვა ტიპის განხილვებში მონაწილეობს.

ასევე საინტერესო იყო ფიცპატრიკის მოსაზრებები ჩვენთვის მეტად აქტუალური თემატიკის შესახებ, რაც დიდ სარაგბო ტურნირებში "ბორჯღალოსანთა” დაშვების შესაძლებლობას შეეხება. 

ახალ ზელანდიელის აზრით ევროპის "ექვსი ერი” და სამხრეთ ნახევარსფეროს "სამი ერი” კომერციული ტიპის ტურნირებია, სადაც მოსახვედრად საქართველოს დონის სარაგბო ქვეყანას ხანგრძლივი მუშაობა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის დამტკიცება დასჭირდება. მაგალითად შონმა იტალიის და არგენტინის ნაკრებები მოიყვანა, რომლებიც ამ შეჯიბრებებში 20-25 წლიანი ბრძოლის შემდეგ დაუშვეს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 922 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები