პარასკევი, 19.04.2024, 10:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » ამანსიო ორტეგა – ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველობიდან მოდის ინდუსტრიის მაგნატობამდე
16:01
ამანსიო ორტეგა – ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველობიდან მოდის ინდუსტრიის მაგნატობამდე

ესპანელი მილიარდელის ამანსიო ორტეგას ქონება 24 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკანასკნელი წლების რეიტინგების მიხედვით, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულშია. "ზარას" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქალაქ ლა კორუნიაში, ორსართულიან მშვენიერ სახლში ცხოვრობს, სარგებლობს თვითმფრინავით და საკუთარი იპოდრომით. თუმცა, ბავშვობა ასეთი ლაღი და უზრუნველი არ ჰქონია. მოდის ინდუსტრიის მომავალი მაგნატი 1936 წლის 28 მარტს, ლეონის პროვინციის სოფელ ბუზდონგო-დე-არბასში დაიბადა, ხელმოკლე რკინიგზელის და დამლაგებლის მრავალშვილიან ოჯახში. უკიდურესი სიღარიბის გამო, ბავშვებმა განათლების მიღებაც კი ვერ შეძლეს. ამანსიოს სკოლა არ დაუმთავრებია.

ოჯახი მალე კორუნიაში გადასახლდა, სადაც მომავალ მილიარდელს 13 წლის ასაკში ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობის დაწყება მოუწია. მალე მოდურ საგალანტერიო მაღაზია "ლა მაჯა"-ში აიყვანეს, რომელიც მდიდარ კლიენტებზე იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მომენტიდან დაუკავშირდა მისი ცხოვრება ტანსაცმელს. 

მაღაზიაში პატარა ამანსიომ საფუძვლიანი ცოდნა მიიღო ქსოვილების, ძაფების, ჭრა-კერვის ტექნოლოგიების საკითხებში. მოგვიანებით, მიაღწია იმას, რომ ცნობილი მოდელიორის თანაშემწე გახდა. ამ პერიოდიდან მომავალ მილიარდელს საკუთარი მაღაზიის დაარსების სურვილი გაუჩნდა, რომელიც ტანსაცმლის გაყიდვით იქნებოდა დაკავებული. ოცნების ასასრულებლად და მიზნის მისაღწევად კი სერიოზული მუშაობა გასწია. 

1960-იან წლებში ორტეგა ლა კორუნიას ერთერთი მაღაზიის მენეჯერად დანიშნეს. აქ მუშაობისას, მან თავისებური სტრატეგია შეიმუშავა: სპეციალურად მიემგზავრებოდა ბარსელონაში, სადაც ტანსაცმლისთვის ქსოვილებს შედარებით იაფად ყიდულობდა. ამ მეთოდით თანხების მნიშვნელოვან ეკონომიას მიაღწია და საკუთარი საქმის დასაწყებად სასტარტო კაპიტალიც გაუჩნდა.

ამანსიომ, თავადაპირველად, საბავშვო პროდუქციით ვაჭრობა გადაწყვიტა, რომელიც კლინტისთვის შედარებით დაბალ ფასებში უნდა წარედგინა. შემდეგ სწორედ ეს იდეა გახდა "ზარას" იმპერიის ფილოსოფიის ფუძემდებელი. 

ორტეგამ მალე შეძლო გაეხსნა საკუთარი ტრიკოტაჟის ქარხანა და დაეარსებინა ფორმა "გოა," რომელმაც მოკლე ხანში დაიწყო აღმასვლა და გაფართოება. 1975 წლის 15 მაისს, კორუნიას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე "ზარას" პირველი მაღაზია გაიხსნა. დამფუძნებელს, თავდაპირველად, თავისი მომავალი იმპერიის "ზორბას" სახელით დარეგისტრირება სურდა, თუმცა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ, შედეგად მივიღეთ "ზარა."



წლების შემდეგ "ზარას" მაღაზიები არა მხოლოდ მთელ ესპანეთში, არამედ პორტუგალიაში, ნიუ-იორკში, პარიზსა და სხვაგან გაიხსნა. 1985 წელს "ზარას" მიერ გამოშვებული და რეალიზებული ტანსაცმლის ყოველგვარი წარმოება გაერთიანდა "Inditex Group" - ში. დღესდღეობით, ეს სოლიდური ჯგუფია, რომელიც ტანსაცმლის გაყიდვაზეა სპეციალიზირებული და სამი ათასამდე მაღაზიას ფლობს, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა, კომპანია ვითარდება და ყოველწლიურად 300-500 ახალ მაღაზიას ხსნის. ის ისე სწრაფად იკავებს პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე, რომ დასავლურმა გაზეთებმა "ესპანური სფინქსიც" კი შეარქვეს.

"ზარას" პოპულარობას, პირველ რიგში, განაპირობებს ის, რომ მისი პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომია ყველა ფენისათვის, ვიდრე სხვა ცნობილი ბრენდები. 

"ზარას" დამფუძნებელს კი, მიუხედავად მისი კომპანიის ასეთი პოპულარობისა, უკანასკნელ დრომდე, ესპანეთშიც კი ძალიან ცოტა იცნობდა სახეზე. მილიარდელი პუბლიკასთან ურთიერთობით და აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა თავის თანამშრომლებთან ერთად საერთო სასადილოში იკვებება. ადამიანი, რომელიც ნახევარ ესპანეთს აცმევს და მსოფლიო მოდაში რევოლუცია მოახდინა, თავად დიდი ელეგანტურობით ვერ დაიკვეხნის და, როგორც ამბობენ, დასანახად ვერ იტანს ჰალსტუხებს. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს ფეხბურთი და ხშირად გასაიდუმლოებულად ესწრება საფეხბურთო მატჩებს. 

როსალია მერასთან ქორწინების შედეგად, ამანსიოს ჰყავს ორი შვილი, სანდრა და მარკოსი, რომელიც დაბადებიდან ინვალიდია. ამჟამად ამანსიო თავის ყოფილ მდივანზეა დაქორწინებული. კომპანიაში სანიმუშო დემოკრატიული ბოსის იმიჯი აქვს. ერთადერთი, რაც თანამშრომლებს კატეგორიულად ეკრძალებათ, არის ის, რომ უნდა დაიცვან ნებისმიერი ინფორმაციის კონფინდეციალობა, რაც მათი ხელმძღვანელის პირად ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. 

ამანსიო ორტეგა დღეს წყნარად ცხოვრობს სანაპიროზე, თავისუფალია სარეკლამო ხმაურისა და პიარისაგან და ქველმოქმედებით არის დაკავებული. ჯერ კიდევ 2001 წელს შეიქმნა ფონდი "ამანსიო ორტეგა." ფონდი ორიენტირებულია კულტურულ ღონისძიებებზე, სამეცნიერო კვლევებზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე. თავის მხრივ, მისი ყოფილი ცოლი როსალია, ასევე ამანსიოს დაარსებულ მეორე ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც ინვალიდების საზოგადოებასთან სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნავს.

ნანუკა სარაჯიშვილი

www.presa.ge

***

როგორ შევკეროთ... მილიარდი 
2010 წლის მარტში ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 74 წლის ესპანელ ამანსიო ორტეგას, $25-მილიარდიანი ქონებით, მეცხრე ადგილი მიუჩინა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოდის იმპერია "ზარას" პრეზიდენტმა ელიტურ სიაში 14 საფეხურით აიწია.

მხოლოდ წლევანდელი ცხრა თვის განმავლობაში ორტეგას შემოსავლები 42%-ით გაიზარდა, ხოლო მისი კომპანიის აქციები 45%-ით გაძვირდა.

ამანსიო ორტეგა გაონა 1936 წლის 28 მარტს დაიბადა ესპანეთის ლეონის პროვინციაში, სოფელ ბუზდონგო-დე-არბასში, რკინიგზელისა და მოსამსახურის ღარიბ ოჯახში. ყმაწვილმა სკოლაც ვერ დაამთავრა, 13 წლის ასაკიდან მოდური მკერავის მოსამსახურე იყო. მალე ოჯახი ქალაქ ლა-კორუნიაში გადავიდა. ეს ქალაქი ესპანური ტექსტილის წარმოების ცენტრი გახლდათ.

ამანსიო სხვადასხვა ატელიეში ჯერ ქსოვილების გოფრირებას ეუფლებოდა, შემდეგ დრაპირებას, ბოლოს ცნობილ მოდელიერს დაუდგა შეგირდად. დამწყები მკერავი ყურადღებით სწავლობდა ფასწარმოქმნასაც. ყოველდღე აკვირდებოდა, როგორ იზრდებდა სამოსის ფასი ყოველ მორიგ ეტაპზე: მოდელიერიდან ატელიემდე, ფაბრიკამდე და მაღაზიამდე.

სწორედ მაშინ დაფიქრდა ორტეგა, როგორ შეემცირებინა ფასის გარდაუვალი წამატებები. ამანსიოს გაუჩნდა იდეა, აეწყო წარმოება და პროდუქცია შუამავლების გარეშე გაევრცელებინა. ეს შესაძლებლობას მისცემდა, პროდუქცია დაბალ ფასად გაეყიდა. მოგვიანებით ეს იდეა "ზარას" იმპერიის ფილოსოფიას დაედო საფუძვლად.

"გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინა"

1960-იანი წლების დასაწყისში ორტეგამ მენეჯერის პოსტს მიაღწია ლა-კორუნიას ერთ-ერთ საგალანტერეო მაღაზიაში. La MaJa-ში უკვე მუშაობდნენ მისი ძმა ანტონიო, და პეპიტა და როსალია მერა, რომელიც მოგვიანებით მისი პირველი მეუღლე გახდა. აქ დამწყებმა ბიზნესმენმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა -ძვირფასი სამოსის ბაზარი მეტად მცირეა, "ექსკლუზივზე" სოლიდურ ბიზნესს ვერ ააგებ.

ამიტომ ექსპერიმენტის სახით, ბარსელონაში შედარებით იაფ მასალებს ყიდულობდა, ამასთან, თავისი თარგებით მნიშვნელოვნად ზოგავდა ქსოვილების ხარჯს. შედეგად მიიღო ტანისამოსი, რომელიც გარეგნულად არ ჩამოუვარდებოდა იმ საქონელს, რომლითაც მაღაზია ვაჭრობდა, თუმცა უფრო იაფი ღირდა. ახალი მოდელები ძალიან კარგად გასაღდა და ორტეგასაც საწყისი კაპიტალი გამოუჩნდა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

ამანსიომ 1963 წელს დააფუძნა ფირმა GOA, რაც მისი ინიციალებია შებრუნებული მიმდევრობით. ერთხელ ორტეგამ შემთხვევით სწორედ ასე, უკუღმა წაიკითხა თავისი ინიციალები და იმდენად მოეწონა, რომ კომპანიას დაარქვა. დიდ დახმარებას უწევდა მეუღლე როსალია, პროდუქცია ძირითადად სააბაზანოს ხალათების, ღამის პერანგებისა და ქალის თეთრეულისგან შედგებოდა. GOA მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობდა, სანამ 1975 წელს გერმანელმა ბითუმად მოვაჭრემ, ორტეგას პარტნიორმა, მოულოდნელად არ გააუქმა თეთრეულის მსხვილი შეკვეთა.

ამანსიოს კი ამ შეკვეთაში მთელი თავისუფალი კაპიტალი ჰქონდა დაბანდებული. არც სხვა შემკვეთები ჩანდნენ. ბიზნესის გადასარჩენად მწარმოებელი მოვაჭრედ გადაიქცა. ნაწარმის გასასაღებლად ორტეგამ ფაბრიკის შორიახლოს, პატარა მაღაზია გახსნა ლა-კორუნიას ყველაზე დიდი უნივერმაღის ცხვირწინ. მაღაზიას "ზარა" უწოდეს. რაც ამის შემდეგ მოხდა, ეს უკვე ისტორიაა...

GOA-ს ახალი მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა. 1985 წელს ჯგუფი Iნდიტეხ-ი შეიქმნა, რომელმაც "ზარასთვის" მომუშავე ყველა წარმოება გააერთიანა. 1988 წელს "ზარა" ესპანეთის საზღვრებს გასცდა. მაღაზიას პორტუგალიაში მოჰყვა მაღაზიები ნიუ-იორკში, პარიზში. 1991 წელს შეიქმნა სადისტრიბუციო ქსელი PULL and Bear-ი. Inditex-მა შეიძინა ჯგუფ "მასიმო ტუტის" 65%, ხოლო მოგვიანებით ეს მარკა მთლიანად შეისყიდა.

1998 წელს გაიხსნა ახალგაზრდა ქალების სამოსის მაღაზიათა ქსელი Bერსჰკა. მომდევნო წელს "სტრადივარიუსის" მაღაზიები ამანსიო ორტეგას მოდის იმპერიის მეხუთე სადისტრიბუციო ქსელი გახდა. მორიგი ახალი ქსელი 2001 წელს გამოჩნდა, Oysho-ს მაღაზიები ქვედა საცვლებით ვაჭრობენ, ჯგუფ Inditex-ის აქციები კი ბირჟაზე გავიდა. 2003 წელს გაიხსნა Zara Home-ის მაღაზიები, მერვე სადისტრიბუციო ქსელი კი სავაჭრო მარკა Kidds Cilss/Skuhuban-ი გახდა.

ესპანური სფინქსი

დღეს ჯგუფი თითქმის 5 ათას მაღაზიას ფლობს 77 ქვეყანაში. ამასთან, ახალ-ახალი მაღაზიებიც ლამის ყოველდღე იხსნება, წელიწადში საშუალოდ 450. ესპანეთში ჯგუფს თითქმის 2 ათასი სავაჭრო ობიექტი აქვს, საიდანაც 300-მე მეტი "ზარას" სახელს ატარებს. ჯგუფი განსაკუთრებით დაინტერესებულია იტალიის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის ბაზრებით.

ზრდის ასეთი ტემპის წყალობით Inditex-ი გაყიდვების წერტილების რაოდენობით მსოფლიოში მეორე გახდა, ტრიკოტაჟზე სპეციალიზებულ კომპანებს შორის. მასზე წინ მხოლოდ იტალიური "ბენეტონია" 5 ათასზე მეტი მაღაზიით, რომელთა უმეტესობა კომპანიის საკუთრება არ არის და ფრანჩაიზულ ფირმებს წარმოადგენს. "ზარას" იმპერიის ასეთი წარმატების საიდუმლო მოქნილობა და მოდის ტენდენციების ცვლილებებზე მყისიერი რეაქციაა.

ჯგუფის ნებისმიერი სტრუქტურა გაყიდვის ობიექტების ინტერესებისთვის მუშაობს. მაღაზიები ქალაქების საუკეთესო სავაჭრო ადგილებშია განლაგებული. კომპანია შეგნებულად არ იყენებს ფრანჩაიზინგის სისტემას, რაც დისტრიბუციის ოპერატიულობაზე აისახებოდა, ეს კი ჯგუფის კომერციული წარმატების საწინდარია.

მიუხედავად იმისა, რომ "ზარა" მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მის დამაარსებელსა და მფლობელს ესპანეთში 2001 წლამდე პრაქტიკულად არ იცნობდნენ. კომპანიის აქციების ბაზარზე გასვლის შემდეგ კი ესპანელებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე მათ ქვეყანაში უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს, პრესასა და ტელევიზიას კი მის შესახებ არაფერი სცოდნია. მოგვიანებით მასზე მსოფლიო მედიაც ალაპარაკდა, როცა ორტეგა "ფორბსის" ათეულში შეიჭრა. ამანსიო ჟურნალისტებს ინტერვიუს არ აძლევს.

ინფორმაციას წვეთ-წვეთად გასცემს ჯგუფის პრესსამსახური. ათწლეულების განმავლობაში პრესა მაგნატის ერთადერთი ფოტოსურათით კმაყოფილდებოდა. Inditex-ს დასავლურმა მედიამ "ესპანური სფინქსი" უწოდა, რადგან ეს კომპანია, ერთი მხრივ, ძალიან დახურულია, რაც ერთგვარ იდუმალებას ანიჭებს მას და იმავდროულად, ძალიან საშიშია კონკურენტებისთვის.

ამანსიო ლა-კორუნიაში, ორსართულიან სახლში ცხოვრობს, ორსანის პლაჟის მახლობლად. კვირის განმავლობაში ორტეგა სასადილოში თავის თანამშრომლებთან ერთად იკვებება და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ ესპანეთს აცმევს და მოდის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, დიდი ელეგანტურობით არ გამოირჩევა. საქმიან კოსტიუმებს ჯინსი ურჩევნია, ჰალსტუხს კი არასოდეს იკეთებს.

როსალია მერასთან ქორწინებიდან ორი შვილი, სანდრა და მარკოსი ჰყავს. ვაჟი მძიმე დაავადებით დაიბადა, რაც 1986 წელს მათი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუმცა როსალია Inditex-ის აქციონერთა სიაში მეორეა და $3,5 მილიარდიანი ქონებით "ფორბსის" სიაში 258-ეა. ამანსიომ მეორედ ფლორა პერეს მარკოტაზე იქორწინა, რომელიც წლების გამავლობაში მისი მდივანი იყო, მათ ქალიშვილი შეეძინათ.

2004 წელს შეიქმნა ფონდი "ამანსიო ორტეგა", რომელიც აწყობს კულტურულ ღონისძიებებს, აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, განათლების სისტემის გაუმჯობესებას. ყოფილი მეუღლე როსალია კი ფონდ "პაიდეიას" პრეზიდენტია, რომელიც ინვალიდების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1567 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები