ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » პატარა ხრიკები გახდომის მსურველებისთვის.
16:07
პატარა ხრიკები გახდომის მსურველებისთვის.

შეზღუდვები ჭამაში, სპორტი და მოტივაცია... ჭარბი წონის მოსაშორებელი საბაზო საშუალებები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ხრიკებზე ბევრმა არ იცის.

1. დღეღამისთვის კალორიების ნორმა, რომელიც არ გამოიწვევს წონაში მომატებას, განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: კილოგრამებით გამოსახული თქვენი წონა გაყავით 0,45 და გაამრავლეთ 14-ზე. თუკი მარტო ფორმის შენარჩუნება კი არა, წონაში მოკლებაც გსურთ, რეალური წონის ნაცვლად სასურველი ჩაწერეთ. მიღებული ციფრის შესაბამისი კალორიების მიღების შემთხვევაში, კილოგრამებს ნელ-ნელა დაკარგავთ.

2. მოაყარეთ დარიჩინი ფაფას, იოგურტს, ყავას და ნებისმიერ სხვა კერძს, რომელსაც ეს სანელებელი უხდება. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და მხოლოდ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში დაგეხმარებათ თვეში 1 კილოგრამამდე წონის დაკარგვაში.

3. თუ ოფისში გიხდებათ წახემსება, ნუ ისადილებთ სამუშაო მაგიდასთან. კვლევები აჩვენებენ, რომ მონიტორის ან ტელევიზორის წინ ადამიანები საშუალოდ 250 კილოკალორიით მეტს მიირთმევენ.

4. უფრო ხშირად იცინეთ, სიცილის 10-15 წუთი ყოველდღიურად კალორიების კვირის ნადახარჯს 280 კკალორიით ზრდიან.

5. უჯრედისის შემცველობისა და დაბალი კალორიულობის წყალობით სტაფილოს წვენი 1,5-2 თვის განმავლობაში 1,8 კილოგრამით შეგიმსუბუქებთ წონას. მოხმარების ნორმა 1 ჭიქაა დღეში.

6. მიიღეთ კაცი აბებად. ეს მიკროელემენტი ცხიმების დაშლის პროცესს უწყობს ხელს და მას 2,6%-თ ეფექტურს ხდის.

7. ვარჯიშისა და უბრალოდ სეირნობის დროსაც რიტმულ მუსიკას უსმინეთ - ეს ფიზიკურ აქტიურობის მოტივაციას ზრდის და უფრო დიდხანს ვარჯიშსაც განაპირობებს ხოლმე.

8. ნუ ამოიღებთ რაციონიდან უცხიმო წითელ ხორცს. ცილებით მდიდარი პროდუქტები კუნთოვანი მასის მომატებას უწყობს ხელს, კუნთოვანი ქსოვილი კი გაცილებით მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ცხიმოვანი მოსვენების მდგომარეობაშიც კი.

9. შეიტყუეთ ფიტნეს-კლუბში მეგობრები. სტატისტიკით, ადამიანები, რომლებიც მეგობრებთან ერთად დადიან სპორტის რომელიმე სახეობაზე 30%-ით მეტად იკლებენ წონაში, ვიდრე მარტოხელა-სპორტსმენები.

10. ჭამეთ ნაკლები მარილი და მეტი წითელი პილპილი. უმარილო დიეტა ჭარბი სითხისგან გაგათავისუფლებთ, ხოლო პილპილი შეიცავს ნივთიერება კაპსაიცინს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას 25%-ით აჩქარებს.

11. ბრიტანელი ექიმების გამოკითხვით გამოჩნდა, რომ სპონტანური ჭარბად ჭამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამსახურეობრივი სტრესია. თუძალიან ინერვიულეთ, ჩამოჯექით,  რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შეგიძლიათ დიაფრაგმული სუნთქვის ტექნიკაც მოსინჯოთ. თანდათან დამშვიდდებით და ნერვიულობისგან ჭამის სურვილი არ გაგიჩნდებათ.

12. ფიტნესი დილით სჯობს,პირველჭამამდე. პირველ რიგში, ეს მეტაბოლიზმის პროცესს ერთი დღით ადრე დაასრულებს, მეორეც, ასე ორგანიზმი დახარჯავს ენერგიას,რომელიც საკვებიდან კი არა თქვენი ცხიმოვანი ქსოვილიდან მიიღო.

13. გამოიყენეთ სოიოს სოუსი. ბოლო გამოკვლევების თანახმად,  სოიოს ცილები განსაკუთრებულად მოქმედებს ჩვენს გემოვნების რეცეპტორებზე და დანაყრების შეგრძნებას ბადებს.

14. მაგიდის გაშლის წინ სჯობს, ყველა დიდი ულუფა გაიჭრას. ეს საშუალებას მოგცემთ, დაახლოებით 20%-თ ნაკლები კალორია მიიღოთ, რადგან ულუფა დაჭრილი სახით ადამიანს მეტი ეჩვენება,ვიდრე ერთ ნაჭრად მირთმეული. თვალების მოტყუებით კი თქვენს კუჭსაც მოატყუებთ.

15. ყველაზე ეფექტური ტრენაჟორი (კალორიების წვის თვალსაზრისით) — სარბენი ბილიკია. ხოლო სირბილის მერე ყველაზე ეფექტური დატვირთვაა უბრალო სიარული. 

16. იდეალურ საუზმედ ინგლისელი დიეტოლოგები მოხარშულ კვერცხს მიიჩნევენ ერთ ნაჭერ პურთან ან ხილთან ერთად. კვერცხი მდიდარია ცილებით, რომლის წყალობითაც ორგანიზმი უფრო კარგად ხარჯავს დღის განმავლობაში მიღებულ კალორიებს.

17. წითელი ღვინო ხელს უშლის ცხიმოვანი მარაგების დაგროვებას მუცლის არეში. ასეთ ეფექტს უზრუნველყოფს ნივთიერება რესვერატოლი, რომელსაც თავის მხრივ ყურძენი შეიცავს.  დღეში ერთი ბოკალი საკმარისია.

18. როცა საჭმელად ჯდებით, მშვიდი კლასიკური მუსიკა ჩართეთ. ასეთი აკომპანიმენტის ფონზე ადამიანი საშუალოდ  15—20%-ით ნაკლებს გეახლებათ, რადგან ნელა ღეჭავს და მალევე გრძნობს დანაყრებას. 

19. დაღეჭეთ უშაქრო კევი ჭამის შემდეგ და ორი საათით გვიან. ეს დაგეხმარებათ არამოტივირებულ შიმშილთან გამკლავებაში.

20. მაშინაც კი, როცა ძალიან უგულებელყოთ თქვენი ინტიმური ცხოვრება.  პარტნიორთან სიახლოვის 20 წუთში იწვება 150 კკალ. ასევე გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. 

21. მიირთვით ბროწეული. მისი თესლის შემადგენლობა ცხიმოვანი ფენის დაგროვებას უშლის ხელს, სიტკბო კი მადას გიკარგავთ.

22. ხორცი ტაფაზე კი არა, ჰაერღუმელში ან გრილზე მოამზადეთ. დამუშავების ასეთი ხერხი ხორცს ჭარბ ცხიმს აცლის. ხოლო შეწვის დროს - პირიქით - უფრო ცხიმიანს ხდის.

23. მწვანე ჩაიში კოფეინი განსაკუთრებულ ანტიოქსიდანტთანაა შეხამებული, რომელიც აჩქარებს ცხიმის ენერგიად გარდაქმნას.

24. თხის ყველი 40%-ით ნაკლებკალორიულია, მაგრამ არანაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

25. ნუ გამოტოვებთ საუზმეს. დილის ტრაპეზზე უარის თქმა კალორიების დღიურ მოხმარებას 100-ი ერთეულით ზრდის.

26. ზეითუნის ზეთით შეზავებული სალათი უფროდიეტურია, ვიდრე მშრალი ბოსტნეული.

27. სიკვების მიღება 3-საათიანი ინტერვალით იდეალურია.

28. ნუ ჭამთ გზაში. მაგიდასთან მჯდომი ადამიანი 30%-ით ნაკლებს ჭამს. 

29. ნუ ჩაეშვებით სავარძელში ვარჯიშის ან ნებისმიერი ინტენსიური დატვირთვის დასრულებისთანავე, როგორი დაღლილიც უნდა იყოთ. მსუბუქი 15-20-წუთიანი გასეირნება გაახანგრძლივებს ცხიმის დაშლის პროცესს, ხოლო მკვეთრი შეჩერება, პირიქით,  თქვენი ძალისხმევის ეფექტს მინიმუმამდე შეამცირებს. 

30. ენერგეტიკული სასმელები ყავაზე 4-6-ჯერ კალორიულია და სისხლში შაქრის რაოდენობის მკვეთრ ზრდას უწყობს ხელს. ასე რომ, თუკი ყავა, ხსნადიც კი,  ოდნავ დააჩქარებს მეტაბოლიზმს და ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლაში დაგეხმარება, ენერგეტიკული სასმელები - პირიქით,ჭარბი წონის გაჩენას შეუწყობენ ხელს.

31. ნუ დალევთ პაკეტებში დაფასოებულ ხილის წვენს: მათში ბევრი შაქარია და შედარებით მეტი კალორია (40—60 კალ. 100 მლ-ზე). ახალგაწურულ წვენში კალორიების რაოდენობა იმდენივეა, მაგრამ მასში უფრო ადვილადათვისებადი შაქარი და მეტი უჯრედისია.

32. უცხიმო რძეში თითქმის 2-ჯერ ნაკლები კალორიაა, სამაგიეროდ, იმდენივეა კალციუმი და ფოსფორი, რომლებიც აჩქარებენ უჯრედებში ცხიმების გადამუშავების პროცესს. გარდა ამისა, რძის ცხიმი მავნეა გულისა და სისხლძაღვებისთვის და ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. 

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 992 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები