პარასკევი, 19.04.2024, 13:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » მკაცრ დიეტას მრავალფეროვანი დიეტა სჯობს
16:08
მკაცრ დიეტას მრავალფეროვანი დიეტა სჯობს

თუკი მიზნად დაავადებების პროფილაქტიკას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას  ისახავთ, მკაცრი დიეტა გამოსავალი არ არის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ საკვების მრავალფეროვნებას არაფერი სჯობს.

ანტიოქსიდანტებით, გაუცეხვავი მარცლეული  პროდუქტებით მდიდარ, ცხიმოვანი მჟავეებით დატვირთულ რაციონს მეტი შანსი აქვს, შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰეიმერის დაავადებისა და დიაბეტის განვითარების რისკი.

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ საქმე არ არის ე.წ. "საოცარი" პროდუქტების მკაცრ შერჩევაში. მრავალფეროვანი კერძებისაგან შედგენილი დიეტა ბევრად უფრო მეტად დაგვეხმარება: მასში უნდა შედიოდეს ცხიმიანი თევზი, შვრიის ბურღული, კენკრა.

კვლევები ლუნდის უნივერსიტეტთან (შვედეთი) არსებული ანტიდიაბეტური კვების ცენტრის მიერ ჩატარდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვანი რაციონი უფრო უკეთ უმკლავდებოდა ანთების შედეგებს.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 50-დან 75 წლის ასაკამდე 44 ჯანმრთელი, მაგრამ მსუქანი ადამიანი. ისინი მოიხმარდნენ სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რომლებსაც უნდა შეემცირებინათ ანთება. სწორედ ანთება უწყობს ხელს მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარებას.

კვლევის ავტორის ინგერ ბიერკის სიტყვებით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მდიდარი რაციონის პირობებში ქოლესტერინის შემცველობა  33%-ით, ლიპიდებისა - 14%-ით, სისხლის წნევის მაჩვენებლები დაქვეითდა 8%-ით, ხოლო თრომბოზების განვითარების რისკის მარკერების დონე - 26%-ით შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ანთების მარკერები და გაუმჯობესდა კოგნიტური შესაძლებლობები.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 992 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები