შაბათი, 20.04.2024, 13:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » სწორად შეარჩიეთ თუ არა დიეტა?.
16:09
სწორად შეარჩიეთ თუ არა დიეტა?.

ის ფაქტი, რომ ქალები დიეტით არიან გატაცებული, საიდუმლოს არაა. თუმცა მრავალგვარი დიეტის არსებობის გამო, არჩევნის გაკეთების დროს, ადამიანს თავგზა ებნევა... არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორი ტიპის დიეტაა თქვენთვის უფრო მეტად მისაღები. ამიტომ ნუ დაიზარებთ, პასუხი გაეცით მომდევნო ოთხ კითხვას, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ - სწორად შეარჩიეთ თუ არა დიეტა.

ტესტის კითხვები:
1. როგორია თქვენი  დამოკიდებულება საკვების მიმართ?
ა. ყოველთვის ვცდილობ საკვებით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.
ბ. თითქმის გამუდმებით მივირთმევ საკვებს, ხან მოწყენილობის, ხანაც ნერვიულობის ნიადაგზე
გ. თუ მე თავად ვამზადებ სადილს და ოჯახთან ერთად ვსადილობ _ გახდომაზე ფიქრი  ძალიან მიჭირს.
დ. მიყვარს ყველაფრის ორგანიზება, ამიტომ წინასწარ შედგენილი ჩამონათვალის მიხედვით, ადრევე ვყიდულობ საჭირო პროდუქტებს.
ე. არ მიყვარს არანაირი შეზღუდა, მივირთმევ ყოველთვის იმდენს, რამდენიც მსურს.

2. რა აფერხებს თქვენი წონის კლების პროცესს?
ა. კალორიების გამუდმებული თვლა არ არის ჩემი ცხოვრების სტილი.
ბ. როცა სტუმრად ვარ, მიჭირს საკვებისგან თავის შეკავება.
გ. გაცნობიერებული მქვს, რომ სწრაფი კლება საზიანოა, ამიტომ ვცდილობ ეს პროცესი უფრო ნელა განვავითარო.
დ. მეჩვენება, რომ როგორც კი  კვების ძველ რეჟიმს დავუბრუნდები, ყველა დახარჯული კალორია მაშინვე აღდგება.
ე. მიჭირს რაიმე ავუკრძალო საკუთარ თავს.

3. რა საშუალებები გეხმარებათ გახდომაში?
ა. ჯანმრთელობა და გარეგნული იერსახე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ბ. მამხნევებენ ის ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად ცდილობს გახდომას, მით უფრო, თუ მათ უკვე აქვთ კარგი შედეგი.
გ. ჯერ კიდევ ვერ მოვნახე ჩემთვის შესაფერისი დიეტა, თუმცა არაერთი მოვსინჯე.
დ. გასახდომად საუკეთესო საშუალებაა მიირთვათ ნაკლები და მეტი დრო დაუთმოთ სპორტს.
ე. ცხრილი, რომელშიც მოცემულია კალორიების რაოდენობა, თუმცა ეს პროცესი ძალიან დამღლელია.

4. რომელი პასუხი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს დამოკიდებულებას დიეტასთან?
ა. დიეტა უნდა იყოს კომფორტული
ბ. მჭირდება თანამოაზრეების მხარდაჭერა და ამ თემაზე გამუდმებული საუბარი.
გ. თუ შედეგს ვერ ვხედავ, მეკარგება ყოველგვარი ხალისი იმისათვის, რომ დიეტა გავაგრძელო.
დ. სანამ ტანსაცმელი ტანზე კარგად მადგას - დიეტაზე ფიქრი არ მჭირდება.
ე. ვერ ვიტან იმ ტიპის ქალთა საზოგადოებას, რომლებიც გამუდმებით დიეტაზე საუბრობენ.

ტესტის შედეგები:

თუ თქვენს პასუხებში უფრო მეტი პასუხია ა.
თქვენი სამსახური, ოჯახი, თქვენთვის ყვეალზე მნიშვნელოვანია,თქვნ ამაზე დიდ დროს ხარჯავთ, ამიტომ თქვენს მიერ შერჩეული დიეტა, თქვენი ცხოვრების გრაფიკთან უნდა იყოს მორგებული. თქვენთვის რაიმეს მკაცრი აკრძალვა წარმოუდგენენლია, არც ხანგრძლივი დიეტა გამოგადგებათ. დაიწყეთ კვების რაციონის შემცირებით, თქვენთვის სასარგებლო იქნება ხმელთაშუაძრვის დიეტა და ფიტნესი.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "ბ":
თქვენ გჭირდებატ ისეთი საზოგადოება, რომელიც გაგიზიარებთ გამოცდილებას. თქვენ არ უნდა იგრძნოთ ტაVი მარტომ პრობლემის წინაშე. Iმ დროს როცა თავს კარგად გრძნობთ და მშვენიერ განწყობაზე ხართ, შეეცადეთ დაიწყოთ კვება წესების მიხედვით, შეეცადეთ საკვების გარდა სხვა სიამოვნებებზეც იფიქროთ.

თუ თქვენს პასუხებში "გ" პასუხი ჭარბობს:
თქვენ არ გყოფნით ნებისყოფა. ამიტომ გჭირდებათ სპეციალისტების ან ახლობელი ადამიანების დახმარება. შეეცადეთ მოსინჯოთ რაიმე ექსპრეს-დიეტა, ან ხუთდღიანი მონოდიეტა, რომლის მიხედვით ყოველდღე უნდა ცვალოთ ძირითადი პროდუქტები _ ხილი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული.

თუ თქვენს პასუხებში "დ" პასუხი ჭარბობს:
თქვენთვის აუცილებელია შეადგინოთ წინასწარი გეგმა და მიყვეთ მას. შეეცადეთ აწარმოოთ კვების დღიური და ჩაინიშნოთ რა მიირთვით და რა დალიეთ იმ დღეს.  ეს გაგიუმჯებესებთ კვების რეჟიმთან სწორ დამოკიდებულებას.

თუ თქვენს პასუხებში "ე" პასუხი ჭარბობს:
არ აპირებთ უარი თქვათ საყვარელ კერძებზე, თქვენ გამუდმებული ცვლილები გჭირდებათ თქვენი ცხოვრების სტილის შეცვლასთან დაკავშირებით, დაიწყეთ მარტივიდან, შეეცადეთ ოდნავ შეამციროთ განსაზღვრული საკვების რაოდენობა და უფრო მეტი იმოძრაოთ.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 951 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები