ოთხშაბათი, 24.04.2024, 19:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » ტიბეტური დიეტა.
16:11
ტიბეტური დიეტა.

სპეციალისტი-დიეტოლოგების აზრით, ტიბეტურ დიეტას ორგანიზმის გაახალგაზრდავება და ცხოვრების გახანგრძლივება შეუძლია. ესაა რძიან-ვეგეტარიანული დიეტა და მასში ჩართული პროდუქტები ნელა, მცირე ულუფებით უნდა მიირთვათ.

რაციონში გამორიცხულია ხორცი. ერთი კვირის მანძილზე მისი დაცვის შემდეგ, მენიუში ჩართავთ ხორცს. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი დიეტის განმეორებაც შეიძლება.

პირველი დღე

საუზმე: ჭიქა რძე, პატარა ორცხობილა.

სადილი: 150 გრ. მოხარშული ბარდა, 200 გრ. სალათი პომიდვრით, ტკბილი პილპილი, ხახვი და ოხრახუში, 1 დიდი მწვანე ვაშლი ან ფორთოხალი.

ვახშამი: 250 გრ. დაჭრილი თეთრი კომბოსტო, ლიმონის წვენით გაჟღენთილი, 150 გრ. ნებისმიერი ხილი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ჭიქა მინერალური წყალი, 1 დიდი ვაშლი.

სადილი: 200 გრ. მოხარშული თევზი, 200 გრ. ხილის სალათი ვაშლისგან, მსხლისგან, შავი ქლიავის ან სხვა ხილისგან, 1 ფორთოხალი.

ვახშამი: 250 გრ. ყაბაყი, მცენარეულ ზეთში შემწვარი, 3 პომიდორი, 1 პატარა ნაჭერი პური, 1 ჭიქა ტომატის წვენი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 2 ორცხობილა.

სადილი: 200 გრ. მოხარშული ლობიო, 200 გრ. ზეთში გაკეთებული პომიდვრის სალათი, ხახვის, ახალი კიტრისა და ნივრისაგან.

ვახშამი: 200 გრ. მოხარშული გახეხილი ჭარხალი, 2 ვაშლი, 1 ფორთოხალი, 1 პატარა ნაჭერი პური, 1 პომიდორი, 1 ჭიქა ტომატის წვენი.

მეოთხე დღე

საუზმე: 1 ჭიქა მინერალური წყალი, 1 პატარა ფუნთუშა.

სადილი: 250 გრ.მოხარშული თევზი, 200 გრ. ბოსტნეულის სალათი ნებისმიერი ბოსტნეულისგან, 1 ჭიქა ვაშლის ნატურალური წვენი.

ვახშამი: 200 გრ. მოხარშული მწვანე ლობიო, 200 გრ. უმი გახეხილი სტაფილო მცენარეული ზეთითა და ნივრით, 1 ჭიქა ჩაი და პატარა ორცხობილა.

მეხუთე დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 1 პატარა ფუნთუშა.

სადილი: 200 გრ. დაჭრილი კომბოსტო, ლიმონის წვენით, 1 ჭიქა იოგურტი, 2 ვაშლი.

ვახშამი: 200 გრ. მოხარშული თევზი, 200 გრ. ბადრიჯანი, მცენარეულ ზეთში შემწვარი ცოტაოდენი სტაფილოთი. პატარა ნაჭერი შავი პური, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

მეექვსე დღე

საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 ფორთოხალი.

სადილი: 200 გრ. გახეხილი სტაფილო,  მცენარეული ზეთით, 200 გრ. პომიდვრის, ტკბილი პილპილისა და ხახვის სალათი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

ვახშამი: 150 გრ. ყველი, 2 ორცხობილა, 100 გრ. მარწყვი, 1 ჭიქა რძე ან 2 პატარაჭიქა იოგურტი.

მეშვიდე დღე

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 2 ორცხობილა.

სადილი: 250 გრ. მოხარშული თევზი, 250 გრ. თეთრთავიანი კომბოსტოს სალათი ლიმონით, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

ვახშამი: 200 გრ. მოხარშული ლობიო, 100გრ. ყველი, 250 გრ. ნებისმიერი ხილი, 1 ჭიქა მინერალური წყალი, ან ვაშლის წვენი.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 925 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები