ხუთშაბათი, 25.04.2024, 13:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » ფრანგული დიეტა.
16:14
ფრანგული დიეტა.

ეს დიეტა ”ფრანგულის” დახვეწილ სახელს ატარებს და  კვირაში 3-4 კგ-დან გპირდებათ დაკლებას.

თავისი დაბალკალორიული სიმკაცრის მიუხდავად (დაახ. 1200 კ.კალ დღეში), საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც მისი მთავარი და უდავო ღირსებაა.

დიეტის მთავარი ”ნაკლი” სამჯერადი კვებაა. თუმცა, ეს შეიძლება ადვილად  მოგვარდეს სადილის ან ვახშმის რამდენიმე ნაწილად დაყოფით.

დიეტის დროს ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება მიიღოთ უგაზო წყალი ან ბალახის ნაყენი.

კერძის მომზადებისას სასურველია, მარილი შეცვალოთ მცენარეებითა და სანელებლებით. თუ არ გაქვთ საშუალება, მიიღოთ ახალი წვენი, ყველაზე კარგი იქნება მისი  ლიმონიანი მწვანე ჩაით ან ნებისმიერი სხვა ბალახეულის ჩაით ან ნაყენით შეცვლა. 

თუ შიმშილი გაუსაძლისი გახდა, შეეცადეთ იგი გაანელოთ ჭიქა რძიანი მწვანე ჩაით ან ჰიდრომელით.

ორშაბათი 
საუზმე:

  • გემოვნებისამებრ მოხარშული კვერცხი ან მჭლე ლორის პატარა ნაჭერი (100 გ.);
  • ერთი ჭიქა უცხიმო ნატურალური იოგურტი დანამატებისა და შაქრის გარეშე;
  • ჩაი ან ყავა ლიმნითა და 1ჩ/კ. თაფლით.

სადილი:

  • სალათა ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით, შენელებული ზეითუნის ზეთითა და ლიმნის წვენით;
  • მოშუშული ჭარხალი შავი ქლიავითა და მოხარშული სტაფილოთი;
  • ერთი ჭიქა ახლადგამოწურული  ვაშლის (სასურველია) ან სხვა რომელიმე წვენი. 

ვახშამი:

  • მოხარშული ქათმის ხორცი (100 გრ.); 
  • ყველის პატარა ნაჭერი; 
  • ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი. 

ძილის წინ: პიტნის ჩაი ან ნაყენი ლიმნით.

სამშაბათი: 
საუზმე:

  • ფორთოხალი;
  • 2 პატარა ნაჭერი რუხი პური ქატოთი (შეგიძლიათ ცოტა ხნით ტოსტერში გამოაშროთ);
  • მწვანე ჩაი ან ყავა ლიმნითა და ერთი კოვზი თაფლით.

სადილი: 

  • სალათა მოხარშული კრევეტებით (100 გრ.), კიტრით, ნახევარი ფორთოხლითა და მწვანილით, შენელებული ზეითუნის ზეთითა და ლიმნის წვეენით; 
  • მოხაშული მჭლე ხორცი (80 -100 გრ.);
  • ერთი ჭიქა ნატურალური თხევადი ცხიმმოხდილი (1-1,5%) იოგურტი დანამატების გარეშე. 

ვახშამი:

  • მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო (150 გრ.) ნატურალური სოიის სოუსით; 
  • კანიანად მოხარშული საშუალო კარტოფილი;
  • პატარა ნაჭერი რუხი პური ქატოითი. 

ძილის წინ: პიტნის ჩაი ან ნაყენი ლიმნით.

ოთხშაბათი
საუზმე:

  • პატარა ნაჭერი მჭლე ლორი (100 გრ.);
  • ცხიმმოხდილი ხაჭო (100 გრ); 
  • უშაქრო ჩაი ან ყავა.

სადილი:

  • სალათა მოხარშული ქამა სოკოთი (100 გრ.), ერთი კანიანად მოხარშული ან გამომცხვარი საშუალო კარტოფილით, მწვანე ხახვით ან სხვა ახალი მწვანილით, შენელებული ზეითუნის ზეთით (1/2 ჩ.კ);  
  • 2 კივი; 
  • ერთი ჩ.ჭ. ნებისმიერი ახლადგამოწურული წვენი.

ვახშამი:

  • უცხიმო ჯიშის მოშუშული თევზი (100 გრ.); 
  • ნატურალური არადასალევი იოგურტი დანამატების გარეშე (სტანდარტული შეფუთვით); 
  • ჭიქა ცხიმმოხდილი კეფირი, პიტნის ჩაი ლიმნით.  

ძილის წინ: პიტნის ჩაი ან ნაყენი ლიმნით.

ხუთშაბათი 
საუზმე:

  • მიუსლი (25 გრ.) თხილითა და მზესუმზირით, ახალი ბანანითა და ნატურალური იოგურტით დანამატების გარეშე; 
  • ყავა ან მწვანე ჩაი ლიმნით და ერთი ჩ/კ თაფლით.

სადილი:

  • გემოვნებისამებრ მოხარშული კვერცხი;
  • გამომცხვარი ან ორთქლზე მოხარშული თევზის ფილე ნაკლებად ცხიმიანი ჯიშისა (100 გრ.), მწვანე ხახვით და სხვა მწვანილით, მოასხით ლიმნიანი ზეითუნის ზეთით.  

ვახშამი:

  • სალათა ახალი კომბოსტოთი, სტაფილოთი და პომიდვრით, შენელებული ზეითუნის ზეთითა და მწვანილით;
  • მოშუშული ან მოხარშული ლობიო ოხრახუშით (100 გრ.); 
  • კანიანად გამომცხვარი საშუალო ზომის კარტოფილი; 
  • პატარა ნაჭერი ქატოიანი პურისა; 
  • ერთი ჭიქა ცხიმმოხდილი კეფირი. 

ძილის წინ: პიტნის ჩაი ან ნაყენი ლიმნით.

პარასკევი
საუზმე:

  • უცხიმო ნატურალური იოგურტი ან ერთი ჭიქა ახალი კეფირი; 
  • გემოვნების მიხედვით მოხარშული კვერცხი; 
  • მწვანე ჩაი ან ყავა ლიმნითა და 1ჩ/კ თაფლით. 

სადილი:

  • მოხარშული საშუალო ზომების ჭარხალი, ზეითუნის ზეთითა და მწვანილით; 
  • მოხარშული ბრინჯი, შეკაზმული სოიის სოუსით ან ცოტაოდენი ტომატის წვენით და ახალი მწვანილით; 
  • ახალი ტომატის წვენი რბილობით. 

ვახშამი:

  • ცხიმმოხდილი ხაჭო (100გ.) მწვანილით;
  • ყველი (50 გრ.);
  • იოგურტი ან კეფირი.

ძილის წინ: პიტნის ჩაი ან ნაყენი ლიმნით.

შაბათი
საუზმე:

  • 25 გრ. სიმინდის ფანტელები შაქრის გარეშე, ჩაყრილი თბილ რძეში; 
  • იოგურტი ან კეფირი;
  • ყავა ან მწვანე ჩაი ლიმნითა და თაფლით. 

სადილი:

  • გემოვნების მიხედვით მოხარშული კვერცხი;
  • წყალზე მოშუშული ძროხის ღვიძლი (150 გ.) ახალი მწვანილით;
  • იოგურტი ან კეფირი. 

ვახშამი:

  • სალათა თეთრი ან წითელი თავი-კომბოსტოსი, მწვანილითა და ზეითუნის ზეთით;
  • ქატოიანი რუხი პური;
  • 2 კივი;
  • ნებისმიერი ხილის ან ბოსტნეულის ახლადგამოწურული წვენი. 

ძილის წინ: პიტნის  ნაყენი ან ჩაი ლიმნით.

კვირა 
საუზმე:

  • გემოვნების მიხედვით მოხარშული კვერცხი;
  • მწვანე ჩაი ან ყავა ერთი კოვზი თაფლითა და ლიმნის ნაჭრით.

სადილი:

  • ახალი კომბოსტოს სალათა სტაფილოთი და მწვანილით, შეკაზმული ზეითუნის ზეთითა და ლიმნის წვენით; 
  • შემწვარი ქამა სოკო (100 გრ.) მოხარშული ბრინჯითა და მწვანილით;
  • ფორთოხლის წვენი.

ვახშამი:

  • მოხარშული თევზი ან ზღვის პროდუქტები (50გრ) ზეითუნის ზეთითა და მწვანილით, მოსხმული ლიმნის წვენით; 
  • მოშუშული მჭლე ხორცი ან ძროხის ღვიძლი (150გრ.);
  • ერთი ჭიქა თბილი რძე ან ნებისმიერი უცხიმო რძემჟავური სასმელი. 

ძილის წინ: პიტნის ჩაი ან ნაყენი ლიმონით.  
 

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1159 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები