შაბათი, 20.04.2024, 14:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » დიეტა ''10 პროდუქტი''.
16:18
დიეტა ''10 პროდუქტი''.
დიეტა მარტივია გასაგებადაც და შესასრულებლადაც. ერთი კვირის მანძილზე მიირთმევთ მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებიც სიაშია.

 პირობა ერთადერთია: ათივე პუნქტი თქვენს რაციონში ყოველ დღე უნდა იყოს . ამოწერე ან ამობეჭდე ეს ტოპ-ათეული და გამოსაჩენ ადგილას დაკიდე:

• ქათმის ხორცო (თეთრი) 
 კვერცხი
 კეფირი
 პომიდორი 
 კიტრი
 ყაბახი 
 კომბოსტო (თეთრი და ფერადი) 
 ბადრიჯანი
 სოკო 
 ვაშლი

 

გეგმა: კვირაში 2 კგ-ის დაკარგვა.
უპირატესობა: პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტაში შედის, ადვილად საშოვნია ზაფხულის პირზე.

სირთულე: დღეში კილოგრამ-ნახევრის ჭამა შეიძლება. სჯობს, ნაკლები, მაგრამ მეტი – არავითარ შემთხვევაში.

სიაში მითითებული პროდუქტების გარდა, შეიძლება თავს უფლება მისცეთ და მიირთვათ:

• ერთი ხახვი დღეში 
 ზეითუნის ზეთი - არა უმეტეს ერთი კოვზისა 
 შავი პური – ერთი ნაჭერი 
 ნიორი, კამა, ოხრახუში, ლიმონის წვენი 
 მწვანე ჩაი (უშაქრო!)

დიეტა ერთი კვირა გრძელდება, ამიტომ ამ პროდუქტებით სამშვიდობოს გასვლა რთული არ არის. 
თუ დიეტა ადვილად მიდის, მისი ცოტათი გახანგრძლივებაც შეიძლება, თუმცა ერთი კვირაც საკმარისია. მისი განმეორება კი გაცილებით ხშირად შეიძლება, ვიდრე სხვა დიეტების – ორ-სამ თვეში ერთხელ. 

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 948 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები