პარასკევი, 19.04.2024, 01:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » რა უფრო მნიშვნელოვანია - მოდა თუ საკუთარი სტილი?
16:20
რა უფრო მნიშვნელოვანია - მოდა თუ საკუთარი სტილი?

იმ დროიდან, რაც ჩვენს ცხოვრებაში მისი უდიდებულესობა მოდა შემოვიდა, ბევრს ებადება კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია - ზედმიწევნით იცავდე მოდის ტენდენციებს თუ საკუთარი სტილს ქმნიდე? საქმის მცოდნე ხალხი ირწმუნება, რომ ჩვენს ხელთაა მსოფლიო პოდიუმების სიახლეების და ინდივიდუალური სტილის შერწყმის საქმე და რომ ამისთვის მარტივი წესების დაცვაა საჭირო. მათგან მთავარია - სტილი საკუთარი თავის, ხასიათის გაგრძელებად აქციო. ლეგენდარული კოკო შანელი ამბობდა: მოდა მიდის, სტილი კი რჩებაო. ინდივიდუალური სტილი ადამიანს საკუთარი თავის რწმენას მატებს, საკუთარ განუმეორებლობას აცნობიერებინებს.

სტილისტები, პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი ფერთა გამის განსაზღვრას გვირჩევენ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ფერს  ბევრი განსხვავებული ტონი აქვს. ამიტომ, თუ სეზონისთვის მოდური ლურჯი არ მოგიხდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაჭრით უნდა უარყოთ ღრმა ინდიგოს ფერი კაბა, რომელიც ასე ძალიან მოგეწონათ.

შეარჩიეთ ერთმანეთის შესაფერისი სამოსი და ნუ დაივიწყებთ ლამაზ აქსესუარებს. უნდა მიხვდეთ, რაში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად. ნუ უღალატებთ თქვენს გემოვნებას და არც ექსპერიმენტის შეგეშინდეთ. მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიაცია და კომბინაცია. არასტანდარტული შეთავსება უფრო მკვეთრად ასახავს თქვენს ნოვატორულ, შემოქმედებით მიდგომას. გაიხსენეთ, ვიღაცამ ხომ გარისკა ერთხელ, როცა ჯინსები პირველად ჩაიცვა საქმიან პიჯაკთან?!

იმაზე, რამდენად კარგად გამოვიყურებით, უშუალოდაა დამოკიდებული ჩვენი თავდაჯერებულობა და განწყობა. საქმე ისაა, რომ გარეგნული სახე ბაზაა,  ჩვენი თვითშეგრძნებებისა და მისი გაგრძელებაცაა ამავდროულად. როცა ქალი კარგად გამოიყურება, ეს ეხმარება, თავი უფრო ჰარმონიულად იგრძნოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გარეგნული სახე მხოლოდ სამოსის დეტალებით არ იხატება. მნიშვნელოვანია ვარცხნილობა და თმის მდგომარეობა. ლამაზი, სქელი თმა ძველთაგან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სილამაზის ნიშნად ითვლებოდა. ახლაც ისევე იპყრობს ყურადღებას, როგორც 1000 წლის წინ. ეს უბრალო სტეროტიპი კი არაა - იმის ნიშანიცაა, რომ ქალი თავს კარგად გრძნობს, თავს უვლის და საკუთარ თავზე ზრუნავს. ასე რომ, ვარცხნილობა და თმა ნებისმიერი სტილის და უზადო იმიჯის აუცილებელი შემადგენელია.
 
ყველა ქალს სურს, შეუდარებელი იყოს, რადგან განუმეორებლობის შეგრძნება ენერგიას და დადებითი ემოციების მუხტს გაძლევს. ზოგი ცდილობს, ბრბოში სამოსის მხრივ საოცარი, არაორდინალური გადაწყვეტილებებით გამოირჩეს, სხვები კლასიკას ემხრობიან. როგორიც უნდა იყოს არჩევანი, ფრანგ მწერალ ჟორჟ ბიუფონს უთქვამს, სტილი - ადამიანიაო. ე.ი. სტილი - თქვენი შინაგანი სამყაროს ფაქიზი ანარეკლია. დაიმახსოვრეთ ეს და გაითვალისწინეთ.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1086 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები