პარასკევი, 29.03.2024, 18:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » შოკოლადის კექსი.
16:26
შოკოლადის კექსი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

კარაქი ან მარგარინი – 150 გრ.
შაქარი – 150 გრ. 
რძე – 100 მლ. 
კაკაო – 5 ს.კ.  
კვერცხი – 2 ც. 
გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით – 1 ჩ.კ. 
ფქვილი – 200-250 გრ.

კრემისთვის: 
არაჟანი – 5 ს.კ. 
კაკაო – 4 ს.კ.
შაქარი – 4 ს.კ. 
კარაქი – 4 ს.კ.

სურვილის შემთხვევაში: თხილი, საკონდიტრო მოსართავი.

მომზადების წესი:

ცომისთვის: ქვაბში აურიეთ კარაქი, კაკაო, შაქარი, რძე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. გააგრილეთ და შეურიეთ კვერცხი, ამოურიეთ. დაუმატეთ გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით და ფქვილი, მოზილეთ ფაფუკი ცომი.

ფორმებს გამოუსვით ზეთი და 2/3 ამოავსეთ ცომით. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ჰაერღუმელში, 20-25 წუთით.

კრემისთვის: ქვაბში ამოურიეთ არაჟანი, კაკაო, შაქარი, კარაქი. შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ. გაციებულ კექსზე გადაუსვით ცივი კრემი. სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ დამტვრეული თხილი ან საკონდიტრო მოსართავი. ცხვება 12 ცალი პატარა კექსუნა.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1000 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები