პარასკევი, 29.03.2024, 01:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » პიცა ქათმითა და მაიონეზით.
16:27
პიცა ქათმითა და მაიონეზით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრ. ფქვილი, 
10 გრ. საფუარი, 
100 გრ. რძე, 
1/2 ჩ/კ შაქარი, 
1/2 ჩ/კ მარილი, 
1 ც. მოხარშული ქათამი, 
3-4 ც. პომიდორი, 
2 ც. სტაფილო, 
1/2 თავი ხახვი, 
50 გრ. კარაქი, 
50 გრ. გახეხილი ყველი, 
120 გრ. მაიონეზი, 
2-3 კბილი ნიორი
1 ც. ტკბილი წიწაკა, კამა, ოხრახუში.

მომზადების წესი:

მოამზადეთ ცომი* და გააბრტყელეთ მრგვლად. დაჭერით ხახვი და სტაფილო, მოდაღეთ კარაქში და დადეთ ცომზე. ქათამს მოაშორეთ ძვლები, დაჭერით წვრილად და დაალაგეთ პიცაზე, ზემოდან დააწყვეთ პომიდორის და წიწაკის ნაჭრები. აურიეთ დაჭრილი ნიორი მაიონეზს და წაუსვით პიცას, ზემოდან მოაყარეთ დახეხილი ყველი. გამოაცხვეთ გახურებულ ჰაერღუმელში 20 წუთის განმავლობაში. მზა პიცა გააფორმეთ მწვანილით.

* ცომი საფუარით:

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
750 გრ ფქვილი, 60 გრ. შაქარი, 70 გრ. კარაქი ან მარგარინი, 2 ც. კვერცხი, 30 გრ. დაპრესილი საფუარი, 200 გრ. წყალი ან რძე, 10 გრ. მარილი.

1 კგ. მზა ცომის მომზადების წესი:
საფუარიანი ცომი მზადდება 2 ხერხხით – ერთისთვის წინასწარ ამზადებენ საფუარს, მერეს კი საფუარის წინასწარი მომზადებისგარეშე ზილავენ. პირველი ვარიანტისთვის 40 °С –მდე შემთბარ რძეს ან წყალს დაუმატეთ წყალში გამდნარი საფუარი, ფქვილის ნახევარი პორცია და ამოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ზემოდან მოაყარეთ ფქვილი, გადააფარეთ ტილო  და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით.

როცა საფუარის მოცულობა გაიზრდება 2-ჯერ დაუმატეთ დარჩენილი სითხე, მარილი, შაქარი, კვერცხი, ყველაფერი ამოურიეთ, შეაზილეთ ფქვილი და დარბილებული ცხიმი. ცომს გადააფარეთ ტილო და თბილ ადგილზე დადეთ ამოსასვლელად 2-3 საათით.

ცომის მომზადება მეორე ხერხით:
საფუარი გახსენით თბილი რძით ან წყლით (30 °С), დაუმატეთ შაქარი, მარილი, კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი, ბოლოს დაუმარეთ არაჟნის კონსისტენციამდე გამდნარი ცხიმი. ცომს გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათით.

იმისათვის რომ ცომი უფრო ფუმფულა გამოვიდეს, გადაზილეთ და დადგით ხელახლა ამოსასვლელად. პირველად საათი-საათნახევრის შემდეგ, მეორედ – კიდევ 2 საათის შემდეგ. ცომი შეგიძლიათ გადაზილოთ 2-3-ჯერ. ასეთი ცომი ფუმფულაა, ხელებს და თასს არ ეწებება.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 991 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები