ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, შტეფან ფულეს შეხვდა
10:43
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, შტეფან ფულეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, საუბარი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ასევე ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოს მიერ 2010 წელს მიღწეულ პროგრესსა და რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხს შეეხო. 

"ძალიან სასარგებლო საუბარი შედგა. ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, განვიხილეთ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მხარეებს ეკისრებათ იმისთვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაღრმავებულ თავისუფალ ვაჭრობაზე. ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა ის უზარმაზარი პროგრესი, რაც საქართველოს ჰქონდა 2010 წელს ორგანიზაციასთან დაახლოების პროცესში", - განმარტა ვაშაძემ. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგიიდან ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის ვიცე-პრემიერ მინისტრს და კოლეგა მინისტრს შეხვდება. 

შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. 

ლუქსემბურგის შემდეგ კი გრიგოლ ვაშაძე ვიზიტს გააგრძელებს პოლონეთში, სადაც, დაზუსტებული ინფორმაციით, სს მინისტრს შეხვდება. არ არის გამორიცხული ვაშაძე პოლონეთის პრეზიდენტმაც მიიღოს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 928 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები